მინერალოგია – ქარვა

მინერალოგია – ქარვა

ქარვისგან დამზადებული საათი

ქარვისგან დამზადებული საათი

ქარვა ორგანული წარმოშობისაა და წარმოადგენს გაქვავებულ წიაღისეულ ფისს. ბალტიური ქარვის 98%-ს შეადგეს ფიჭვის ფისი Pinus sussinifera და მისი ასაკი 35 მილიონი წელია. ასევე არსებობს ქარვას, რომლის ჩამოყალიბება 100 მილიონი წლის წინ დაიწყო.

ქარვის ფერი მოთეთრო, მოყვითალო ფერებიდან წითელსა და თითქმის შავ ფერებამდე მერყეობს. მისი  ხარისხი ცვალებადია. ჰაერის ბუშტების მქონე ან წყლიანი ქარვა ნაკლებად ფასობს. ყველაზე მეტად ცნობილი და ღირებულია ბალტიის ქარვა. გინესის წიგნის მიხედვით ყველაზე დიდი ქარვა ლონდონის მუზეუმში ინახება და მისი წონა 15,25 კგ.-ს შეადგენს.

ამ მინერალზე ინფორმაციას შეხვდებით არისტოტელესთან, პლატონთან, ჰომეროსთან. პლინიუს უფროსი ახსენებს ქარვის იმიტაციას, რომლისთვისაც  ხვლიკს იყენებდნენ. ასეთ ხვლიკებს ჩვეულებრივ კანიფოლში (წიწვოვანი ხეების გადამდნარი ფისი) ახვევდნენ. ჩინელი ოსტატები ისე ამზადებდნენ ქარვას, რომ ბუნებრივისგან ვერ გაარჩევდით. როგორც ცნობილია, ხვლიკი სიუხვისა და ნაყოფიერების სიმბოლოა და ასეთი თილისმა კარგად იყიდებოდა. ასევე, ქარვას იყენებდნენ სამკაულებად, თილისმად, მისგან ნივთებს ამზადებდნენ საბერძნეთში, რომში, ეგვიპტეში.

ბუნებრივი ქარვისგან განსხვავებით იყენებენ პლასტმასსა და ხელოვნურს, რომლის გარჩევაც ადვილია: ხელოვნური მასალა წყალში იძირება, მარილიან ხსნარში ვერ ტივტივებს, წვის დროს თავისებურ სუნსა და ბოლს გამოყოფს, ადვილად იფხვნება.

ქარვის წარმოშობაზე რამდენიმე ლეგენდაა ცნობილი. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, უძველეს დროში ორი მზე არსებობდა. მათგან ერთი ისეთი მძიმე და დიდი იყო, რომ ზეცამ ვერ დაიჭირა და ზღვაში ჩავარდა, სადაც ნამსხვრევებად დაიშალა. დღესაც კი ზღვის ტალღებს ნატეხები სანაპიროზე გამოაქვს და ქარვის სახით გვიტოვებს.

ფაეტონის მითის მიხედვით (მზის, ჰელიოსის შვილი იყო, რომელიც მამის ეტლით გასეირნებას შეეწირა), როდესაც მისმა დამ ძმის დაღუპვის ამბავი გაიგო, ატირდა, მისი ცრემლები მდინარეში ცვიოდა, გაქვავდა და ქარვად იქცა.

გერმანელები მინერალს „ბერშტეინს (ცეცხლოვან ქვას)“ უწოდებდნენ.

სამკურნალო თვისებები

ქარვის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ ძველ დროში იყო ცნობილი. ზოგიერთი ფილოლოგის აზრით სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან, რაც „დაავადებებისგან დამცველს“ ნიშნავს. ითვლება, რომ ქარვა გვეხმარება თავისა და კბილის ტკივილის გასაყუჩებლად, არტერიული წნევის დასარეგულირებლად, მაგნიტური გამოსხივებისაგან გვიცავს, დადებითად მოქმედებს ელენთასა და გულის მუშაობაზე, მეხსიერებას აუმჯობესებს. ასევე, გამოიყენებენ ონკოლოგიაში.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები იოდის ნაკლებობითაა გამოწვეული, ქარვა კი იოდს შეიცავს, ამიტომ ხშირად იყენებენ სამკურნალოდ. დაფხვნილი სახით ქარვა გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატებში: ვიტამინებში, კოსმეტიკაში, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებში.

მაგიური მახასიათებლები

მიჩნეულია, რომ ოქროსფერი შეფერილობით ხელს უწყობს გონების გახსნასა და გეგმების/მიზნების შესრულებას. ქარვით გაწყობილი სამკაულს კი სიხარული და სიმშვიდე მოაქვს. შემთხვევითი არაა, რომ ბერძნები მზეს უკავშირებდნენ, რადგან ქარვა – ოპტიმიზმზე, რწმენასა და შემოქმედებითი ძალებზე დადებითად მოქმედებს; მფლობელს ფიზიკურ ენერგიას, გამბედაობას მატებს, წარმატება მოაქვს და ჯანმრთელობას უკაჟებს.

ძველად სჯეროდათ, რომ თუ ორსული ქალი ქარვას გაიკეთებდა, ადვილად იმშობიარებდა, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში – ბავშვი მშვიდი ხასიათის გაიზრდებოდა.

განსხვავებული ვერსიით, მაგიური ზემოქმედებისგან იცავს და გამწმენდად გამოიყენება (განსაკუთრებით ასტრალური ნაგვისგან, „შლაკებისგან“).

ქარვა როგორც თილისმა: ოპტიმიზმს, გამბედაობას, შემოქმედებით ენერგიას მატებს. გამოიყენება როგორც სასიყვარულო და გამაჯანსაღებელი თილისმა.

ასტროლოგია: მზის ენერგიას შეესატყვისება. ზოდიაქოს ნიშნებიდან ლომს შეესაბამება, თუმცა  აკრძალული სხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის არაა.

ჩაკრებზე გავლენა: ხორხის ჩაკრა, რომელიც შემოქმედებას, თვითგამოხატვას, საკუთარ თავში დარწმუნებულობას უკავშირდება.

ენერგია: ინი

მომზადებულია ჯასპერ სტოუნის წიგნისა და lithotherapy.ru-ს მასალებზე დაყრდნობით

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top