მინერალოგია – იასპი

მინერალოგია – იასპი

იასპს უწოდებენ იმ მინერალების სახეობას, რომელიც შედგება სხვადასხვა ნაერთებისგან, მათ შორის ქალცედონის (დიდი რაოდენობით), კვარცის, რკინის ოქსიდისა და ალუმინისგან. ამ წიაღისეულთა წილი 20%-მდე აღწევს, რაც იასპის ფერების ცვლას იწვევს. სახელწოდება ბერძნული სიტყვა “iaspis”-დან მოდის და „ჭრელს“ (აჭრელებული) ნიშნავს.

იასპი შეიძლება სხვადასხვა ფერის შეგვხვდეს: წითელი, ყვითელი, მწვანე, იასამნისფერი, თეთრი და შავიც კი. იშვიათად შეხვდებით მხოლოდ ერთი ფერის იასპს. ის შეიძლება იყოს ზოლიანი, ჭრელი, ლენტისებურად გარდამავალი ფერების და ა.შ.

ძველ რომში მისგან დამზადებულ ყელსაბამს ატარებდნენ, რომელზეც საკუთარი სახელი იყო ამოტვიფრული. იასპი ერთ-ერთი გავრცელებული მინერალია და მრავალ ქვეყანაში მოიპოვება: ყაზახეთი, უზბეკეთი, იაპონია, ინდოეთი, გერმანია, ა.შ.შ…..

 

სამკურნალო თვისებები

ძველ დროში, იასპი ითვლებოდა ეპილეფსიისა და ცხელების სამკურნალო ქვად. სჯეროდათ, რომ აუმჯობესებდა გონების მუშაობას, კბილის ტკივილს აყუჩებდა. ჩინელი მკურნალები იასპის ერთ-ერთ ფარმაკოლოგიურ დანიშნულებად შინაგანი ორგანოების გაწმენდას თვლიდნენ. წითელი იასპი სისხლდენის შემწყვეტ და „ქალური დაავადებების“ განმაკურნებელ ქვად ითვლებოდა. დაოიზმის მიმდევართა მიხედვით კი ფიზიკურ სხეულს აძლიერებს და ცხოვრებას ახანგრძლივებს. მწვანე ფერის იასპი – კუჭზე და კუჭის დაავადებებზე დადებითად მოქმედებს. გადმოცემის მიხედვით, ცნობილი მკურნალი ავიცენა კუჭის წყლულის ასაცილებლად იასპის მუცლის გასწვრივ ტარებას ურჩევდათ ხოლმე.

მაგიური მახასიათებლები

მიჩნეულია, რომ იასპისგან დამზადებული სამკაული ურთიერთობების მოწესრიგებას, მის განვითარებას, ფატალური დასასრულისგან დაცვას უწყობს ხელს. ასევე, აძლიერებს პასუხისმგებლობისა და ღირსების გრძნობას. ამ ქვას პირველი ქრისტიანები სულის სიმტკიცის სიმბოლოდ მოციქულ პეტრეს უძღვიდნენ.

მისტიკოსების აზრით, იასპის თილისმა (ცივი ფერების) წინასწარმეტყველების ძალას მატებს, დაფარულის გაცხადებას (რაც თვალისთვის უხილავია) ხელს უწყობს; მუქი ფერის იასპი – გათვალვისგან იცავს; მწვანე – ყურადღების კონცენტრაციასა და თვალისთვის უხილავის დანახვას (გაცხადებას). ევროპის ქვეყნებში იასპი სიმამაცისა და თავმდაბლობის სიმბოლოა. მიჩნეულია, რომ ქვა მფლობელს სულის სიმტკიცესა და სიბრძნეს მატებს.

იასპი ენერგიას ატარებს, ადამიანს გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც საკუთარ თავზე მუშაობს. მინერალის ფერი მიანიშნებს მფლობელის ცხოვრებაში რომელი სფერო შეიძლება შეიცვალოს.

ყველაზე გავრცელებული წითელი ფერის იასპია, რომელიც ადამიანის აქტიურობაზე, აქტივობებზე მოქმედებს; ქვედა ჩაკრების ფუნქციონირებას აუმჯობესებს; სისხლდენას აჩერებს, გინეკოლოგიურ დაავადებებს კურნავს. მიიჩნევდნენ, რომ წითელი იაპის მუდმივი ტარება ყნოსვას ამძაფრებს.

ყვითელი იასპი – მზის ენერგიის მატარებელია და მფლობელის ფიზიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს. დადებითად მოქმედებს ნაღვლისა და შარდის ბუშტზე, ტოქსინებს გამოდევნის, გათვალვისა და ინფექციებისგან იცავს; ასევე დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

ყავისფერი იასპი – სულიერ სიმშვიდეს, იმუნური სისტემის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. შიშების დამარცხებაში გვეხმარება, ჰალუცინაციებს ამცირებს, ნაადრევ დაბერებას ხელს უშლის. დადებითად მოქმედებს კანსა და თირკმელებზე.

ჭრელი (მრავალფერი, რომელიმე ფერის დომინირების გარეშე) იასპი – ახალ კავშირებსა და კონტაქტებზე მოქმედებს, ახალი ცოდნის მიღებას ხელს უწყობს.

ვარდისფერი იასპი – მატერიალურ კეთილდღეობასა და სასიყვარულო ურთიერთობებზე დადებითად მოქმედებს. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

მუქი ფერის იასპი – სულის სიძლიერეს, სიმტკიცეს, გამძლეობას მატებს რთულ სიტუაციებში. ბიზნესში წარმატება მოაქვს. წითელი იასპი რეკომენდებულია სამსახურში გასაკეთებლად, ხოლო მწვანე – მეტად გამოიყენება მაგიური მიზნებისთვის.

იასპისგან დამზადებული თილისმა ენერგიას აგროვებს და მფლობელს გადასცემს, ენერგეტიკულად წმენდს, უარყოფით ენერგიას ამცირებს. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს სტრესის დროს. ძველად ერთ-ერთ ძლიერ დამცველ ქვად თვლიდნენ. ნებისმიერი ფერისა და სახის იასპი – დამცველ ქვად გამოდგება. მის მრავალფეროვნებას შეუძლია სხვადასხვა ტიპის ენერგიის გაერთიანება, შესაბამისად რამდენიმე ორგანოზე, სფეროზე მოქმედებს.

შავი ფერის – სიკვდილისა და ჯადოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება, წითელი – ჭრილობებისა და ავარიების საწინააღმდეგოდ, ნაცრისფერი – გაქორწინებისა და ნდობის დაკარგვისგან იცავს, ყვითელი – მეგობრების დაკარგვისგან, მწვანე – მძიმე/რთული დაავადებებისგან.

იასპი ცოდნასთან დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანის ქვად ითვლება: მკვლევარი, მოგზაური, მეცნიერი და ა.შ.

ასტროლოგია: პლანეტები: მერკური და იუპიტერი. მეტად შეეფერება ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს; ასევე კუროებსა და მშვილდოსნებს.

ფენ-შუი: იმისთვის, რომ თილისმა უფრო აქტიური იყოს, მისი დადება სასურველია ბიბლიოთეკაში ან სამუშაო კაბინეტში. თილისმად შეგვიძლია გამოვიყენოთ იასპისგან დამზადებული ნებისმიერი ნივთი – გემი, ვაზა, ზარდახშა, დამუშავებული ან დაუმუშავებელი იასპი და ა.შ. ითვლება, რომ იასპისგან დამზადებულ ნივთებთან შეხებისას დაღლილობა იხსნება და ტონუსს ამაღლებს.

ჩაკრა: კონკრეტული ჩაკრის შესაბამისობა არ დგინდება.

ენერგია: ინი

მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, იულია კაფთანოვას წიგნებისა და lithotherapy.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა

XVIII-XIX სკ.


About Tamta

Scroll To Top