მინერალოგია – ლაზურიტი (ლილაქვა)

მინერალოგია – ლაზურიტი (ლილაქვა)

ქართული შესატყვისი: ლილაქვა

ლაზურიტი – ალუმინის სილიკატის, ნატრიუმისა და კალციუმის ნაზავია, რომელსაც ღია ლურჯი, ცისფერი ან მწვანე-მოცისფრო ფერი დაკრავს. ამ ფერს გოგირდის იონების გავლენით იღებს. ლაზურიტის კრისტალები იშვიათად გვხვდება, უმეტესად მათი ზომა ბარდის მარცვალს არ აღემატება.

სირიაში, ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეში ლაზურიტი ითვლებოდა ერთ-ერთ ძვირფას ქვად. მინერალის სახელწოდება შუა საუკუნეებში გაჩნდა არაბული სიტყვისგან azul – „ცა“, „ლურჯი“ და სპარსული lazurite – „ლურჯი“-სგან.

მაღალი ხარისხის ლაზურიტი მოიპოვება ავღანეთში, სადაც განასხვავებენ ძვირფას (ინდიგო-ლურჯი ფერის) და ნაკლებად ძვირფას (ცისფერ-ლურჯი) და იაფფასიან (მომწვანო-მოცისფრო) ლაზურიტს.

მინერალის მომპოვებელი ქვეყნებია: ჩინეთი, ტიბეტი, პამირი, ინდოეთი, ბირმა, აფრიკის ტერიტორიები, კანადა, ა.შ.შ. მოპოვების ყველაზე დიდი წილი კი ტაჯიკეთსა და ავღანეთზე მოდის.

სამკურნალო თვისებები

აიუვერდაში წერია, რომ ლაზურიტი ფიზიკურ სხეულს, გონებასა და ცნობიერებას აძლიერებს. წყალი, რომელშიც ქვა გარკვეული დროით იდო, გვეხმარება თვალის დაავადების განკურნებაში. პამირის მაცხოვრებლები ლაზურიტს ჭრილობის შესახორცებლად, მძიმე დაავადებებთან საბრძოლველად იყენებდნენ.

თანამედროვე ლითოთერაპევტები თვლიან, რომ ლაზურიტი გვეხმარება ნერვული დაავადებების, ასთმის, რადიკულიტის, შაკიკის განკურნებაში, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, არტერიულ წნევასა და მაღალ ტემპერატურას დაბლა წევს. ლაზურიტი გამოიყენება ძილის მოწესრიგებისთვის.

ასევე, ითვლება, რომ ლაზურიტი ფეხმძიმობის დროს დამცველია და ნაყოფის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

მაგიური თვისებები

ძველად, ჩინეთში ლაზურიტი ძალაუფლების სიმბოლო იყო. ერთ-ერთი ვერსიით, მოსეს კანონები ლაზურიტის ფილებზე იყო აღბეჭდილი. დიდი ხანია, რაც იოგა ლაზურიტს იყენებს აურის, დაგროვილი უარყოფითისგან გასაწმენდად. მისი დახმარებით შეგვიძლია გავთავისუფლდეთ უსარგებლო მოგონებებისგან, წარსული წყენისგან და ყველაფრისგან, რისი დიდხანს შენახვა მოგონებების სახით სასურველი არაა. პრაქტიკაში (მედიტაციის დროს) მისი მოთავსება რეკომენდებულია „მესამე თვალის“ ზონაში.

ძველად, მინერალი გულწრფელობისა და უტყუარი მეგობრობის სიმბოლო იყო. ევროპაში – წარმატებას, იღბალს, კეთილდღეობას უკავშირებენ.

მუქი ლურჯი ფერის ლაზურიტი ამშვიდებს, დეპრესიისგან ათავისუფლებს, ინტუიციას აძლიერებს.

კიდევ ერთი ვერსიით, ლაზურიტი გეგმებისა და პროექტების შესრულებასა და მეგობრობის განმტკიცებას უწყობს ხელს.

ლაზურიტი – დიპლომატებისა და იმ ადამიანთა ქვაა, რომლებსაც საზოგადოების წინაშე გამოსვლა უწევთ ან ხშირად ხვდებიან უცნობი ადამიანების გარემოცვაში. როგორც დამცველი, გვიცავს დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და ცილისწამებისგან.

გლობას ვერსიით, ლაზურიტს მოაქვს სიხარული და გამართლება სიყვარულში, თამაშში. ხელს უწყობს გეგმების მოულოდნელ ასრულებას, ახალი ინტერესების გაჩენას, მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. ლაზურიტი იმ ადამიანთა ქვაა, ვისაც ცხოვრებისეული წრის განახლება სურთ.

ასტროლოგია: სტიქიებიდან – მიწა, ცეცხლი, ეთერი. პლანეტები – ვენერა, ურანი. ზოდიაქოს ნიშნებიდან შეესაბამება – მშვილდოსანი. გლობას მიხედვით, თითქმის არ არსებობს ზოდიაქოს ნიშანი, ვისთვისაც ლაზურიტის კეთება არარეკომენდებულია. გამონაკლისია თხის რქა, რომლისთვისაც ქვას დიდი ეფექტი არ მოაქვს.

ჩაკრებზე გავლენა: ზუსტი შესაბამისობა არ დაფიქსირებულა.

დამატებითი ინფორმაცია: აღმოსავლეთის ქვეყნებში ლაზურიტს „ცის ქვას“ უწოდებდნენ.

გამოყენებული მასალა ეკუთვნის: ჯასპერ სტოუნი, გლობა, lithotherapy.ru


About Tamta

Scroll To Top