მშვიდობიანი მებრძოლი/Peaceful Warrior (2006)

მშვიდობიანი მებრძოლი/Peaceful Warrior (2006)

დენ მილმენი კოლეჯის ნიჭიერი გიმნასტია, რომელიც ოცნებობს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე. მას ყველაფერი აქვს: დაჯილდოვება, მეგობრები გუნდში, ჩქაროსნული მოტოციკლეტები, გოგონები და წვეულებები. დენის სამყარო პირდაღმა გადატრიალდება, როდესაც ის შეხვდება საიდუმლო უცნობს სახელად სოკრატეს, რომელსაც საკმარისი შესაძლებლობები გააჩნია იმისათვის, რომ შექმნას ძალის და ურთიერთგაგების ახალი სამყარო. სერიოზული ტრავმის შემდეგ, სოკრატეს და ახალგაზრდა გოგონას სახელად ჯოის დახმარებით, დენი მიხვდება, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

ფილმი გადაღებულია დენ მილმენის წიგნის მიხედვით.

ნაწყვეტები ფილმიდან/წიგნიდან:

“ყველაფერი, რისი სწავლაც მოგიწევს, შენს შიგნითაა”

“ცხოვრება ერთადერთი ნამდვილი მასწავლებელია”

“უბედური შემთხვევები არ არსებობს, დენი. ყოველი მოვლენა – ეს გაკვეთილია. ყველაფერს აქვს მიზანი, მიზანი, მიზანი”

“ამ მომენტიდან, როცა არ უნდა გაიქცეს შენი ყურადღება სხვა დროსა და ადგილებში, მინდა რომ დაუყოვნებლივ დააბრუნო იგი. გახსოვდეს, დრო – ახლა, ადგილი – აქ… დარჩი აწმყოში. შენ არაფერი შეგიძლია შეცვალო წარსულში, მომავალი კი არასოდეს მოვა ზუსტად ისე, როგორც წარმოგედგინა, ან ისურვებდი. არასოდეს არ ყოფილან წარსული მეომრები, და არც მომავალი მეომრები იქნებიან. მეომარი – აქაა, ახლა. შენი ტანჯვა, შიში და რისხვა, მწუხარება და დანაშაულის გრძნობა, შური, გეგმები და სურვილები ცხოვრობენ მხოლოდ წარსულით… ან მომავლით.”

“მე ჩემს თავს მშვიდობიან მებრძოლს ვუწოდებ, რადგან მხოლოდ ჩემს თავთან მიწევს ბრძოლა”

“მეომარი – ეს ის არაა, ვინც ხდებიან, დენ. ისინი ან არიან მოცემულ მომენტში, ან არა. გზა თავისთავად ქმნის მეომარს”

“როდესაც ბოლომდე პასუხისმგებელი იქნები საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინ შეძლებ, რომ ბოლომდე გონიერი იყო. ხოლო როცა ერთხელ გახდები გონიერი, მაშინ, შესაძლოა გახსნი სიტყვების მნიშვნელობა: „იყო მეომარი“ (თარგმანი: Atm@n)


About Tamta

Scroll To Top