“ნადირობა” ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

“ნადირობა” ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ცეცხლის სტიქიის ქალები

საფარის უდაბნოში ცეცხლოვან ქალებზე ნადირობა სუსტი ხასიათის კაცებისთვის არ არის განკუთვნილი. მონადირემ და მსხვერპლმა ნებისმიერ წამს შეიძლება გაცვალონ ადგილები. მსხვერპლიც არასოდეს მიიჩნევს თავს ასეთად და თავიდანვე ეს პროცესი დუელს უფრო ჰგავს, ვიდრე ნადირობას.

ვერძთან უნდა იმოქმედოთ სწორხაზოვნად, ზედმეტი ეშმაკობისა და შემოვლითი მანევრების გარეშე. ამ თამაშის წამოწყება მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, ვინც 100%ით დარწმუნებული საკუთარ ძალებში და არ გააჩნია შიშის გრძნობა. ნებისმიერი ტიპის მერყეობა ან წამიერი დაყოვნებაც კი სიცოცხლის ფასად დაგიჯდებათ, როგორც მინიმუმ თავისუფლების.მეორეს მხრივ, არ ღირს უკიდურესობაში გადავრდნა და ობიექტის დაშინება. ვერძი ქალის ცხვრად გადაქცევა მაინც არ გამოგივათ და კიდევ, მაზოხიზმი თუ არ გახასიათებთ, მაშინ თამაში ყოველგვარ რომანტიულობას დაკარგავს, რომელსაც მხოლოდ პერიოდული სკანდალებით თუ გამოაცოცხლებთ. თუ თქვენ მოგწონთ მარტივი, გახსნილი და უეშმაკო ურთიერთობები, ვერძ ქალთან დაახლოება შესაძლოა ხანგრძლივ და სასიამოვნო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ლომზე ნადირობისას სრულიად უნდა შეცვალოთ კლასიკური ტაქტიკა. ძუ საერთოდაც არ ტოვებს მტაცებელი მხეცის შთაბეჭდილებას,  უფრო მოთამაშე ფისუნიას წააგავს. ის მარტივად იღებს თქვენს მიერ შეთავაზებულ თამაშის წესებს. თუმცა არასოდეს დაივიწყოთ, რომ ფუმფულა თათების ქვეშ ბასრი ბრჭყალები იმალება და ერთხელაც, როცა მშვიდი კრუტუნით მიაძინებთ, გამოღვიძებულს თქვენი წესებისგან აღარაფერი დაგხვდებათ და აღმოაჩენთ, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს. ლომთან ურთიერთობის საუკეთესო ტაქტიკა მოფერებაა, ზღვარგადასული ყურადღება და აღფრთოვანება. უგულვებელყოფის გარდა, სხვა დანარჩენს, ყველაფერს გაპატიებთ. ლომი დიდსულოვანია. საჭიროდ მიგვაჩნია შეგახსენოთ, რომ ლომზე ნადირობა ძვირი სიამოვნებაა და პირველადი აღჭურვილობა, რაზეც აუცილებლად უნდა იზრუნოთ, არის სქელი საფულე, რომელიც ნადირობის პროცესში მნიშვნელოვნად შეთხელდება.

თქვენ ვერანაირად ვერ მოიზიდავთ მშვილდოსან ქალს, თუ მას თავად არ სურს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. მეტიც, საშუალება მიეცით თავად ინადიროს თქვენზე, ითამაშეთ მსხვერპლის როლი, მაგრამ ძალიანაც ნუ შეყვებით, მის სასადილო ულუფად ქცევის ალბათობა ძალზედ მაღალია. მშვილდოსანზე ნადირობისას, გადაადგილების და პირადი ნების თავისუფლების შენარჩუნება მხოლოდ გამოცდილ მონადირეებს შეუძლიათ. თქვენ წინ დახვეწილი ნადირობა გელით.დაიხსომეთ, შეუძლებელია მშვილდოსანს შეეწინააღმდეგო, განსაკუთრებით წვრილმანებში და ამასთან მუდმივად აკონტროლეთ პროცესი, რათა უკუქცევითი ხასიათი არ მიიღოს.

ჰაერის სტიქიის ქალები

მოიმარჯვეთ საჩოკი და წინ ეგზოტიკური პეპლებისკენ. ჰაერის ნიშნის ქალებზე ნადირობა დელიკატური, ცვალებადი და რთული თამაშია. მონადირისგან მოითხოვს ბევრ მოძრაობას და განვითარებულ ფანტაზიებს.

თუ თქვენ გიყვართ მშვიდი და თანმიმდევრული ცხოვრება, ტყუპები თქვენთვის არ არის. აი, თუ მრავალფეროვნება და პარტნიორების ხშირი ცვლა მოგწონთ, მაშინ სწორ მისამართზე მოხვდით. მხოლოდ მას ძალუძს შეგიცვალოთ ყველა სხვა დანარჩენი ქალი. ყოველ ჯერზე ის იცვლება და გუშინდელი საკუთარი თავისგანაც განსხვავებულია. ის კონტაქტური და მოძრავი ქალია. თქვენი მთავარი ამოცანა არა მისი დაჭერა, არამედ შენარჩუნებაა. უხეში ძალა კი ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ, მოუზომელი მონდომებით შეიძლება საერთოდ გაგუდოთ. თქვენ მოგიწევთ დროებით იქცეთ ფარვანად, რათა მხედველობის არედან არ დაგეკარგოთ.

სასწორი შედარებით სტაბილური ნიშანია, მაგრამ მხოლოდ გადაადგილების თვალსაზრისით. მათ მუდმივ მერყეობას ეს სტაბილურობა ხშირად “არა”-მდე მიჰყავს. მონადირემ ზედმიწევნით უნდა აკონტროლოს საკუთარი მოქმედებები, რადგან სასწორი თქვენს ქცევებში უმცირეს ცვლილებსაც ამჩნევს და საკუთარ თავს მიაწერს,რის გამოც ფრთხება. მონადირემ უნდა შეძლოს და გააიგივოს თავი სასწორთან, მის განუყოფელად ნაწილად იქცეს, წარმატება გარანტირებული იქნება. სასწორთან ურთიერთობით მიღებული სიამოვნება ნამდვილად ღირს ამდენ გარჯად.

მერწყულზე ნადირობა ერთ-ერთი ურთულესი პროცესია, რადგან თავად მსხვერპლმაც არ იცის, როგორ მოიქცევა მეორე წუთში. მისი განწყობისა და ქცევების პროგნოზირების არანაირი პრაქტიკული შანსი არ არსებობს. მეორეს მხრივ, ყოველი წამის განუმეორებლობა ნადირობას სრულიად განსხვავებულ შეგრძნებებს სძენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მერწყული ქალი კონსერვატორულია პირად ურთიერთობებში და ხანგრძლივ კავშირებს ეძებს. ის არ აპატიებს მონადირეს სხვა სამიზნეზე გადართვას.

მიწის სტიქიის ქალები

სახმელეთო დევნა მიწის ნიშნის ქალბატონებზე პირველ რიგში მოითხოვს დიდ მოთმინებას და გამძლეობას. თუ თქვენ სულსწრაფი ხართ და მარტივ ნადავლზე ორიენტირდებით, მაშინ სხვა ობიექტის მოძებნა მოგიწევთ.

კურო უაღრესად ქალური, ჰარმონიული და სასიამოვნო საურთიერთო ობიექტია. აფასებს მის მიმართ გამოვლენილ ყურადღებას. მათზე უნდა იზრუნოთ და შეუქმნათ თბილი გარემო. ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად როგორ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება კურო. თუ ის თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს, მაშინ ნადირობა წარმატებით დასრულდება. მაგრამ თუ თქვენ მასში სიჯიუტე გააღვიძეთ, უფრთხილდით_ძალიან საშიში ხდება. არანაირ დათმობას მისი მხრიდან ადგილი არ ექნება. კუროზე ნადირობა სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ბევრი დრო, ანგელოზის მოთმინება და სიფრთხილე სჭირდება.

ქალწული ერთდროულად მარტივი და რთული მოსანადირებელი ობიექტია. ის კონტაქტური და სალმიანი ქალია, მაგრამ იმისთვის, რომ სერიოზულ ურთიერთობაზე დაითანხმოთ, მხოლოდ დიდი ძალისხმევის გამოჩენა არ კმარა. საჭიროა არსებულ ურთიერთობებს მუდმივ წონასწორობაში ინარჩუნებდეთ. ნებისმიერმა მცირე დეტალმა შეიძლება დააფრთხოს და წყალში ჩაგიყაროთ ხანგრძლივი შრომის ნაყოფი. ზედმიწევნით დიდ ყურადღებას უთმობენ სისუფთავეს და აკურატულობას. არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ მისთვის ჩვეული განრიგი. იმოქმედეთ მკაცრად გაწერილი გრაფიკის მიხედვით, წამის მესედითაც არ დააყოვნოთ. ქალწულზე ნადირობა არ არის განკუთვნილი არაპუნქტუალური და უზრუნველი მამაკაცებისთვის. ასევე მთელი სეზონის განმავლობაში თქვენ მოგიწევთ საკუთარი ბრწყინვალე ინტელექტის დემონსტრირება.

თხის რქა ეგზოტიკური ცხოველია თევზის კუდით და არ აგერიოთ ის ვულგარულ თხაში.მასზე ნადირობა რთულიცაა და საინტერესოც. ამ ნიშნის ქალებს საკუთარი მკვეთრად ფორმირებული შეხედულებები გააჩნიათ ნადირობის პროცესზე და თქვენ ვერ შეძლებთ მათ შეცვლას და საკუთარი წესების თავზე მოხვევას. აჯობებს მასზე გადაეწყოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ რომელიღაც მომენტში ის ისე არ მოიქცევა, როგორც თქვენ ვარაუდობდით. მიიმალება და გაცივდება. სინამდვილეში მას ეჭვები გაუჩნდა თქვენს ზრახვებთან დაკავშირებით და თქვენი მთავარი ამოცანა ამ ეჭვების გაქარწყლებაა. მოკლედ ეს პროცესი არაა გათვალისწინებული სუსტი ნერვების მქონე მამაკაცებისთვის.თქვენ ასევე დაგჭირდებათ კარგად გაწვრთნილი მწევარის ყნოსვა, რომ დროულად ჩაწვდეთ თხის რქის საგულდაგულოდ დამალულ გრძნობებს.

წყლის სტიქიის ქალები

წყლის სტიქია – თევზაობას უზარმაზარი ინტუიცია სჭირდება, რადგან საერთოდ არ ჩანს,არიან კი იქ წყლის “ცხოველები” სადაც ბადე ისროლეთ?

კირჩხიბზე სანადიროდ საუკეთესო ადგილი მისივე სახლია. მხოლოდ იქ გრძნობს კირჩხიბი თავს წყნარად და დაცულად. მეთევზეს უნდა ჰქონდეს მშვიდი ხასიათი და თავი შეიკავოს მკვეთრი მოძრაობებისგან, რათა ნადავლი არ შეაშინოს. უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები, რადგან კირჩხიბი მყისიერად გრძნობს თქვენ განწყობის ცვალებადობას და მძაფრად განიცდის. საერთოდ გამორიცხეთ უარყოფითი რეაქციები, თორემ გული ეტკინება და ხელცარიელი დარჩებით.

მორიელზე ნადირობა სპორტული ნადირობის ყველაზე საინტერესო ვარიანტია. პირველი – მორიელი ყოველთვის იდუმალებით მოცული გამოცანაა. მეორე – მასთან ურთიერთობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის და ყურებიდან ადრენალინის გადმოჟონვა გარანტირებული გაქვთ. მესამე – ბუნებით ძალიან ფრთხილი მორიელი ქალის მოზიდვა ურთულესი შრომაა და ამაში თქვენი დამხმარე მხოლოდ მისი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა შეიძლება გახდეს. მას აინტერესებს ყველაფერი გაუგებარი და ამოუხსნელი. დამახსოვრეთ, მორიელზე ნადირობა ყოველთვის ტრაგიკულ ელფერს ატარებს და თუ თქვენ მარტივი ურთიერთობები გჭირდებათ, ნუ შეეხებით ამ იშვიათ და საოცარ არსებას.

კლასიკური თევზაობის დროს კი საჭიროა ყველა ტიპის, ყველა დროის, ყველა ნაირსახეობის სიყვარულის გამოვლინება, მიწიერ-პრაქტიკულიდან დაწყებული, ზეამაღლებულ-რომანტიულით დამთავრებული. „მონადირეს“ უნდა ახასიათებდეს ფილოსოფიური აზროვნების სტილი და შინაგანი ჰარმონია. ამ საქმიანობას არ სჭირდება ფიზიკური ძალა ან რკინის ნერვები; საჭიროა ზემგრძნობელობა, ინტუიცია და ტაქტის გრძნობა. თევზებთან აუცილებელი ინდივიდუალური მიდგომა.სტანდარტული რეცეპტები აქ არ არსებობს, რამდენი თევზიცაა, იმდენი საშუალებაა მათი კეთილგანწყობის მოპოვების.

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top