ნათალური ნეპტუნი XI სახლში

ნათალური ნეპტუნი XI სახლში

საკვანძო სიტყვა _დონკიხოტობა

ასეთი ადამიანი ან ყველასთან მეგობრობს ან სრულიად ასოციალურია. ის მიდრეკილია პასუხისმგებლობისა და ვალდებულებებისგან თავისუფალი კავშირებისკენ. მოსწონს უჩვეულო ადამიანებთან მეგობრობა. გულუხვი ადამიანია,თუმცა გარკვეულ მიდრეკილებებს ავლენს ინტრიგებისა და მაქინაციებისადმი.

მისი წინათგრძნობები უმეტესად ხდება. ოცნებების სამყაროში აგებს გრანდიოზულ გეგმებს,რომლებიც სხვებმა უნდა განახორციელონ. პლანეტის დაზიანებისას,ის არასწორად მსჯელობს მომავალზე და შეიძლება სერიოზული იმედგაცრუება გადაიტანოს მეგობრებისგან. ძალიან დაჯვეწილია ჯგუფურ კავშირებში. მიდრეკილია უჩვეულოდ მჭიდრო,იდეალური მეგობრობისკენ. მეგობრებთან გახსნილი და გულუხვია,საპასუხოდ სულიერ ხელმძღვანელობასა და უანგარო მხარდაჭერას იღებს მათგან საკუთარი მიზნების განხორცილებისას. მშვენივრად ესმის გარშემომყოფთა მოთხოვნები. უყვარს ფილოსოფიურ და ჰუმანიტარულ ჯგუფებში გაერთიანება,გიჟდება საიდუმლო ორგანიზაციებზე,თავყრილობებზე.

პლანეტის დაზიანება გულისხმობს ყალბ მეგობრებს. საერთოდ,მან ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს ადამიანები. ცუდი კომპანია დამღუპველად მავნე გავლენას მოახდენს მასზე,ძირითადად,ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული რეალობისგან მოწყვეტა,მატყუარა იდეალიზმი და დროის ფუჭად ფლანგვის ტენდენციებიც. ზოგადად,მიდრეკილია მტკივნეული და უბედური მიჯაჭვულობებისკენ. ის რაღაც უცნაური მექანიზმებით იზიდავს წარუმატებელ და ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანებს. არ არის გამორიცხული მეგობრებმა უმუხთლონ,მრჩეველებიც არასაიმედო ჰყავს,რომელთაც მხოლოდ დანაკარგები მოაქვთ.

უყვარს ღამის ბარებისა და საიდუმლო გასართობი დაწესებულებების მონახულება. ეს ასპექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ ადამიანის მეგობრებსა და მეურვეებზეც,სპონსორებსა და მეცენატებზეც.

ის ნიჭიერი,კეთილგანწყობილი და კეთილსინდისიერი ადამიანია. წარმოსახვას ილუზიებისა და ოცნებების სამყაროში გადაჰყავს. მიილტვის რომანტიული კონტაქტებისკენ.

ჰარმონიული პლანეტა განაპირობებს სარგებელსა და მოგებას,დაზიანებული ნეპტუნი კი სახიფათო და ყალბ სიტუაციებს პროვოცირებს.

 

 

პაველ გლობა

+სწრაფვა ორიგინალური საზოგადოებისკენ, ყველაფერი ნოვატორულისა და უცნაურისკენ. თავდაუზოგავი მეგობარია, სრული გაგება და მხარდაჭერა მათი მხრიდან. რეფორმატორის სული. მძაფრად გრძნობს სოციალურ ცვლილებებს. კარგად ორიენტირდება და უნარი აქვს შეცვალოს საკუთარი რითმები (მეცნიერები,ასტრონომები).

-მანკიერი საზოგადოება. მერყევი სოციალური ცხოვრება. არასაიმედო მეგობრები,ტყუილი და უსიამოვნებები მათი მხრიდან. მეგობრებს მისი არ ესმით და არც მხარს უჭერენ.

 

ფრენსის საკოიანი

უჩვეულოდ მჭიდრო მეგობრობა და ჯგუფური კავშირები. კარგად ესმის ადამიანების. ხალისით ერთვება ჰუმანიტარულ,მეტაფიზიკურ ან საიდუმლო დაჯგუფებებში. ცუდი საზოგადოება შეიძლება დამღუპველი აღმოჩდეს,რადგან არ არის გამორიცხული,მათი გავლენით,ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალოს. მეგობრები დიდი სიფრთხილით უნდა შერჩიოს.

თქვენ იდეალისტური ხართ საკუთარ პოლიტიკური და საზოგადოებრივ შეხედულებებში. თქვენმა იდეალებმა შესაძლოა გარკვეული კლუბებში,ორგანიზაციებში,თანამოაზრეებთან გაერთიანებისკენ გიბიძგოთ.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „ჯგუფის მთავარი საიდუმლო ის არის, რომ არსებობს“

ამ ადამიანს კოლექტივთან არც ისე საამური ურთიერთობა ექნება,მაგრამ იმის გარკვევა, კონკრეტულად რა იწვევს ამას,საკმაოდ რთულია. დაბალ დონეზე ვლინდება უამრავი ტყუილი; ჯგუფის,მისი ამოცანებისა და შინაგანი პრობლემების ცუდი ან არასწორი გაგება.

ნეპტუნის დაზიანებისას,დამახასიათებელია ჯგუფზე განაწყენება ან დანაშაულის გრძნობა ჯგუფის წინაშე,რაც სუბიექტს  ჯგუფური საქმიანობის კონსტრუქციულად წარმართვის საშუალებას ართმევს. ამას გარდა,დაბალ დონეზე,შესაძლოა ისეთი ჯგუფების გარემოცვაში აღმოჩნდეს,ვინც რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს,ნარტკოტიკულ ნივთიერებებს,ბინძურ სექსს_ერთი სიტყვით,ისეთი დაჯგუფებები,რასაც „ცუდ კომპანიას“ უწოდებენ. თუმცა,აღსანიშნავია,რომ ასეთ ჯგუფს შეუძლია დაეხმაროს ადამიანს საკუთარი არსის ფსკერზე დაშვებასა და დაცემის გაცნობიერებაში. ენერგიულ ადამიანს,ნეპტუნის ამ მდებარეობით, ნამდვილად შეუძლია სუსტი ჯგუფის გარყვნა. ძლიერი ჯგუფი მას უბრალოდ არ გაიკარებს ან სწრაფადვე მოიცილებს. მეორეს მხრივ,ამ ადამიანს,ისე როგორც არავის,ესმის ჯგუფის და მხოლოდ ჯგუფური მუშაობით შეუძლია ცხოვრებისგან ჭეშმარიტი კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა მიიღოს,მაგრამ ამისათვის,  პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი და  პირადი ინტერესები ჯგუფის ინტერესებად არ გაასაღოს. დამუშვების შემდგომი ეტაპი ჯგუფის წინაშე საკუთარი  პასუხიმგებლობისა და ვალდებულებების  გაცნობიერებას გულისხმობს.  ეს ადამიანი შეიძლება ღვთაებრივი სიყვარულით ბრწყინავდეს,როდესაც კოლექტივთან ერთიანობის განცდა აქვს და მის მხარდაჭერას გრძნობს,მაგრამ ეს პატიოსნად უნდა დაიმსახუროს და არა წარმოისახოს.

უცნაური მეგობრები ჰყავს,მედიუმიზმისა და ტრანსისკენ,დაბალ დონეზე,ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ მიდრეკილნი. თავიდან მათი გავლენა ნეგატიური იქნება,თუმცა,დროთა განმავლობაში,თუ  მდებარეობა არ დამუშავდა,სუბიექტმა შეიძლება ანალოგიურად მავნე გავლენა მოახდინოს თავის მეგობრებზე.

დამუშავების შემთხვევაში,სუბიექტს არაჩვეულებრივად კარგად ესმის თავისი მეგობრების, ამხანაგებისა და ჯგუფების და შეძლია სულიერი დახმარებაც აღმოუჩინოს მათ. ყოველ შემთხვევაში,ის გულწრფელ თანაგრძნობასა და სიბრალულს განიცდის. დაბალ დონეზე,ეს იქნება ცრუ სიბრალული და საჩვენებელი თანაგრძნობა,მყისიერი მადლიერების მიღების მოლოდინში.

 

 

ბორის იზრაიტელი

ეს ადამიანი ისეთ ჯგუფებში ერთიანდება,რომელთაც საკმაოდ ბუნდოვანი პროგრამები აქვთ. თუ ჯგუფის პროგრამა მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გაფორმებულია,მაშინ ის უტოპისტურ იდეებს უკავშირდება. უმეტესად იზიდავს ეკოლოგიური ჯგუფები,რელიგიური გაერთიანებები.

მისი წარმოდგენა იდეალურ საზოგადოებაზე: ყველა თანასწორი და ემპათიურია. არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ყველაფერი ისეა,როგორც უნდა იყოს.

შეიძლება იყოს ნატურალიზმის აგიტატორიც: ყველა დედამიწაზე ცხოვრობს,ბუნების ნაყოფით  იკვებება და მეთევზეობას მისდევს.

მომავალს იგებს მისტიური პროცედურების მეშვეობით. მდიდარი ინტუიციის მფლობელია.

ნეპტუნის დაზიანების შემთხვევაში,არასაიმედო მეგობრები, ნაშვილები ბავშვები.

 

 

ბილ ჰერბსთი

თანამონაწილეობა ჯგუფების ცხოვრებაში. თქვენ ღრმად გწამთ კოლექტიური საქმიანობის ძალის და ყოველთვის  სოციალური გარემოსკენ ისწრაფვით. თუმცა ფრთხილად იყავით თქვენს გულუბრყვილობასთან, რადგან შეიძლება გაცდუნონ და  პირადი მიზნებისთვის გამოგიყენონ. ცდუნება შეიძლება იყოს ან წმინდად მაკიაველური ან სრულიად არაპირდაპირი განზრახვით იმ ადამიანების მხრიდან,რომლებიც არც ისე პატიოსნები აღმოჩნდებიან საკუთარ მოტივებსა და ქცევებში. თქვენი საუკეთესო თვისება,მოცემულ შემთხვევაში,რწმენა და ნდობაა,ჯგუფის ცხოვრებაში ყოველმხრივი მონაწილეობისთვის მზადყოფნა. თქვენი ყველაზე უარესი თვისება_თითქმის რელიგიური  სულისკვეთება,სხვებიც მიიზიდოთ ჯგუფში.

მისაღები/ეთიკური ქცევა. თქვენ შეიძლება ინტუიციურად გრძნობდეთ,როგორ ქცევებს ელიან თქვენგან სოციუმში. თუ ეს გრძნობა ღრმა  განვითარებულია,უმცირესი ძალისხმევის გარეშეც,ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად,შეგიძლიათ მოერგოთ ამ მოთხოვნებს. მეორეს მხრივ,შეიძლება ძლიერ დაბნეულობას განიცდიდეთ სოციალურ ინტერაქციაში,რადგან თვლიდეთ,რომ თქვენს ქცევებს რაღაც აკლია,რაღაც დისჰარმონიულია,თითქოს სხვადასხვა ფერის წინდები გაცვიათ. მახე _ ჩუმ ისტერიკაში ჩავარდნა,იმის ვარაუდით,რომ სხვა ადამიანები დაგცინიან. ამიტომ არ ითვალთმაქცოთ და ნუ მოაჩვენებთ თავს იმად,ვინც არ ხართ. ამოცანა_იყოთ ის,ვინც ხართ.

მეგობრობა. სოციალური წრე. თქვენ ყოველთვის ცდილობთ მხოლოდ საუკეთესო დაინახოთ ადამიანებში. მეგობრობის საფუძველი მხოლოდ ამაღლებული მოტივებია,რაც თქვენი შთაგონების წყაროც არის და გულუბრყვილობისაც. მეგობრებთან თითქმის რომანტიული განცდები გაკავშირებთ. ძლიერ გიზიდავთ თავაზიანი და ლამაზი ადამიანები,როგორც ფიზიკური,ისე სულიერი გაგებით. თქვენ მოგწონთ შემოქმედებითად მეოცნებე ადამიანები,რადგან ასე ისინი თქვენს რწმენას განამტკიცებენ. თუმცა იმასაც აცნობიერებთ რომ სამყარო შინაგანდ ყოველთვის ისეთი არ არის,როგორც გარეგნულად გამოიყურება. რადგანაც მეგობრულ ურთიერთობებს საკუთარ მოსაზრებებსა და ფანტაზიებზე აწყობთ და არა მათ რეალურ თვისებებზე,თქვენ ხშირად განიცდით იმედგაცრუებას,როდესაც მეგობრების რეალური ქცევები თქვენს წარმოდგენას არ შეესაბამება. ნუ აიყვანთ მეგობრებს კვარცხლბეკზე,შეიძლება თავზე დაგეცნენ. მართალია,არაფერი დაშავდება თუ ადამიანებს მათ არასრულყოფილებას მიუტევებთ,თუმცა გახსოვდეთ,რომ

მაწანწალა ძაღლების ხროვა არ წარმოადგენს სიცოცხლისუნარიან სოციალურ წრეს. ნუ გაიხდით თავს მათ საჯიჯგნად. ადამიანებს თქვენი მეგობრობა უნდა შესთავაზოთ და არა სული.

ერთობლივი შემოქმედება. თქვენ მთლიანად გშთანთქავთ ჯგუფის შემოქმედებითი პროცესები და იმ ჯადოსნურ ოცნებას ელოლიავებით,როგორ ირწყმება ჯგუფის ყველა წევრი შემოქმედების ერთიან წყაროში. როგორც წესი,თქვენი გავლენა ორი სცენარით ვითარდება: 1. ჯგუფის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა,მისი სულიერი მისიის გააზრების მეშვეობით. 2. ჯგუფის წარმოებითი პროცესების შეუმჩნევლად ჩაშლა,თქვენი შინაგანი დაბნეულობის გამო. თქვენი შემოქმედებით როლი_საკუთარი ხედვების შესაბამისად მიუთითოთ ჯგუფს სულიერი განვითარების მიმართულება.

სიყვარულის აქცეპტი. თქვენ გწამთ რომანტიკის. მართალია თქვენ არ შეგიძლიათ მისი დანახვა,დაგემოვნება და დაყნოსვა,მაგრამ რაღაც გაურკვეველი საშუალებით სამყარო თავის სიყვარულს გიგზავნით თქვენი შეყვარებულის მეშვეობით. ეს ღრმა დახვეწილობა სიყვარულის მიღების ცენტრია. თქვენ  რბილი და ნაზი მოპყრობა გწადიათ,არც ძალიან სერიოზულად და არც ფიზიკური კონტაქტის ხშირი გამოვლინებით. თქვენ ისურვებდით,რომ თქვენი მიჯნური ჯადოსნური ხალიჩით მოფრინდეს და ცაში გაგიტაცოთ. სიყვარული არ არის მატერიალური სამყაროსგან ბოძებული,ის ცხოვრებაზე მეტია. მაგრამ რამდენად რეალურია? ნამდვილად ხდება ეს მშვენიერი გაელვებები თუ სარკეში მოჩვენებითი ანარეკლებია? ეს თქვენი ცხოვრებაა თუ რომანტიული ნოველა? ღმერთი იპოვეთ თუ საღი აზრი დაკარგეთ? ჩვეულებრივ,თქვენ ეს არ გადარდებთ,მაგრამ თქვენი ამოცანა ნაზი სულიერებისა და რეალობისგან გაქცეულის ილუზიების გამიჯვნაა.

 

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

XI სახლის ნეპტუნი კვლავ გვაიძულებს გავიხსენოთ სენდვიჩის გულსართი,რადგან ასეთი პოზიციისას, ჩვენი გრძნობები ქცევათა ნორმებს უნდა დავუქვემდებაროთ. ეს არ ტოვებს სპონტანურობის ადგილს,შესაძლოა ჰუმანიტარული ინტერესების გამოკლებით. ამ მდებარეობას ხშირად ვაწყდებით ღირსეული ფილანტროპების რუკებში,რომლებიც ყოველთვის მზად არიან ყველას დაეხმარონ. დახმარების რომელ კონკრეტულ ფორმას ანიჭებენ უპირატესობას ეს დამოკიდებულია რუკის სხვა ასპექტებზე.

XI სახლის იდეალიზმი ლიბიდო პლანეტებით(ვენერა და მარსი) გამოიხატება. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ველით პარტნიორებისგან  ემოციური და სექსუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენს თვალწინ ადამიანური კონტაქტის გაცილებით მაღალი იდეალი დგას: მონათესავე სულთა შერწყმა. ჩვენი მოლოდინები ძალზედ მაღალია,შეხედულებათა და ინტერესთა მსგავსება ფუნდამენტური მოთხოვნაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია,ურთიერთობა ამხანაგობაზე იყოს დაფუძნებული. სულაც არ არის აუცილებელი ეს სასიყვარულო და მით უმეტეს სექსუალურ ხასიათს ატარებდეს.

XI სახლის ნეპტუნი ყველაზე მეტად მეგობრობას აფასებს და შესაბამის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ბადებს.

თუ მას მკაცრი ასპექტები აზიანებს,ჩვენ შეიძლება „ჯვაროსნებად“ გადავიქცეთ. ამის საფრთხე ყოველთვის არსებობს ამ სახლში. მისი გამოხატვა დამოკიდებულია ჩართულ  ნიშანზე. მაგალითად,ცეცხლოვანი ნიშნები უფრო მეომრულ პოზიციას ავლენენ,ვიდრე მიწის ნიშნები. ჰაეროვანი ნიშნები პროპაგანდისტულ ომებს აწარმოებენ ინტელექტუალური იარაღების მეშვეობით_ ბროშურების, პამფლეტების გავრცელებით. კაცობრიობის კეთილდღეობისთვის სამართლიანი ბრძოლა შესაძლოა ყოვლისმომცველი იმპულსი გახდეს  და პიროვნების მთელი ძალები შთანთქოს. დაზიანებული ნეპტუნის შემთხვევაში,უმჯობესია ცხოვრება ფილანტროპული ინსტიტუტის ან კეთილი საქმის მსახურებას მივუძღვნათ.

ამ ნეპტუნის წამყვანი პრინციპი საყოველთაო საკაცობრიო ძმობაა. ყველანი ძმები არიან,მეგობრები უნდა იყვნენ,ჩვენ ყველამ ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ და ჰარმონიაში ვიცხოვროთ. ჩვენ ვიმედოვნებთ,რომ საკუთარ წვლილს შევიტანთ პლანეტარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

XI სახლისთვის ასევე დამახასიათებელია გამოკვეთილი მიდრეკილება,მივეკუთვნებოდეთ სულიერ ჯგუფს ან საიდუმლო საზოგადოებას,განსაკუთრებით თუ ეს ტენდენცია რომელიმე უმაღლესი პლანეტით არის გაძლიერებული. ნეპტუნის ნეგატიურმა ასპექტებმა შესაძლოა ფანატიკოსებად ან ტერორისტებად გვაქციოს,თუმცა ჩვენ ყოველთვის გავამრთლებთ საკუთარ ქცევებს კეთილშობილი თეორიებით.

 

 

ფელიქს ველიჩკო

არასასიკეთო მიჯაჭვულობები იშვიათად მიდის მტკიცე და ხანგრძლივ მეგობრობამდე. ცუდად ერკვევა ადამიანებში. მუდამ ოცნებობს. უფრო მთლიან კოლექტივთან მეგობრობს,ვიდრე ცალკეულ ინდივიდებთან.  უპირატესად ისეთ ადამიანებს ირჩევს მეგობრებად,ვინც ჩამორჩებიან განვითარებაში. დახმარების თხოვნის რცხვენია. უნდა ერიდოს კოლეგების მხრიდან დამონების საფრთხეს და ეცადოს თვითონ წაიწიოს წინ. არ ავითარებს საკუთარ უნარებს. განსაკუთრებული ნიჭი აქვს შეუმსუბუქოს ცხოვრება გარშემომყოფებს.   დაბალი თვითშეფასების გამო არ მიილტვის მაღალანაზრაურებადი სამსახურისკენ. იმითაც კმაყოფილია,რასაც აძლევენ. საკუთარი აუხდენელი ოცნებები შვილებზე გადააქვს და იმის ნაცვლად,რომ შვილებს თავისუფალი არჩევნის უფლება მისცეს,ირეალისტური გზისკენ უბიძგებს. უკიდურესად რომანტიულია. უამრავი სასიყვარულო იმედგაცრუება ელის.


About Qet

Scroll To Top