ნეპტუნის სიძლიერე; დამუშავება

ნეპტუნის სიძლიერე; დამუშავება

 პლანეტა ნეპტუნი

***

ძლიერი ნეპტუნი:

თუ ჰოროსკოპში ძლიერი ნეპტუნია, უნდა ითქვას, რომ ადამიანს არც ისე მარტივი ცხოვრება ექნება. ეს შეიძლება ნიშნავდეს კარმულ ვალებს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ ადამიანს თან სდევს რაიმე საიდუმლო და ჩახლართული სიტუაციები. ყველაზე კარგი ვარიანტი შეიძლება იყოს თუ ადამიანს ექნება შემოქმედებითი ნიჭი და კარგი წარმოსახვა. დაბალ დონეზე ეს ადამიანი მატყუარაა და თავს იტყუებს. ნებისმიერ რეალობას შეიძლება აღიქვამდეს დამახინჯებულად ან ყველაზე მარტივ მატერილაურ საგნებშიც აღმოაჩინოს მისტიური,რაც საშუალებას აძლევს დაინახოს ისეთი რამეები რაც სხვებისთვის დაფარულია. მას უყვარს მისტიკა და ყველაფერი იდუმალი. ხშირად ხდებიან მედიუმები, ექსტრასენსები, მკითხავები ან ჯადოქრები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამუშავების დაბალ დონეზე, ნეპტუნის დამახინჯებულმა გამოვლინებებმა შეიძლება განაპირობოს შავი მაგობა და ჯადოქრობა. მაღალი ოქტავის ნეპტუნი იძლევა ფაქიზი მატერიების გაგების უნარს, ადამიანი შეიძლება გახდეს გენიალური მსახიობი, მუსიკოსი ან პოეტი. საერთოდ ნებისმიერ პროფესიაში გენიალურობა არ მოხერხდება ნეპტუნის ზემოქმედების გარეშე.

სუსტი ნეპტუნი:

სუსტი ნეპტუნის მქონე ადამიანი ვერ აღიქვამს მისტიკას და მაგიას. ის საკმაოდ ფხიზელი თავლით უყურებს სამყაროს. მისთვის დამახასიათებელია ტყუილი და თავის მოტყუება, თუმცა ეს გარშემომყოფებისთვის შეუმჩნევლად ხდება. მეორე მხრივ, მისთვის გაუგებარია პოეზიისა და მუსიკის ფაქიზი სამყარო . ისევე როგორც სხვებს, მასაც სურს სიამოვნებები , მაგრამ ცდილობს შეხედოს ამ ყველაფერს ფხიზლად , ამიტომ გულგრილი რჩება ბევრი რამის მიმართ.

ჰარმონიული ნეპტუნი:

თუ რუკაში ნეპტუნი ჰარმონიულია, დაბალ დონეზე ეს გულკეთილი ოინბაზია, წარმატებული შულერი, შეიძლება იყოს ქურდი ან უბრალოდ მოხერხებული თაღლითი. მოკლედ ისეთი ადამიანია ვისი გამოჭერაც საკმაოდ რთულია. თუმცა ნეპტუნი თავგზას უბნევს არა მარტო გარშემომყოფებს, არამედ თვითონ მას და საბოლოო ჯამში შეიძლება ჩავარდეს (გამოაშკარავდეს) ძალიან უმნიშვნელო შეცდომაზე.

მაღალ დონეზე ამ ადამიანს შეუძლია სხვებს დაუამოს ტკივილები, შეარბილოს უბედურების განცდა და დისჰარმონიული სიტუაციები. მისგან შეიძლება მოდიოდეს უმაღლესი სულიერების სინათლე, მარტივად შეუძლია გაფანტოს სიცრუისა და უმეცრების ბურუსი, გარშემომყოფები გრძნობენ მისგან მომავალ სიკეთეს და სინათლეს.

ყველაზე ჩვეულებრივ დონეზე, რა თქმა უნდა ის არ ფლობს ასეთ უმაღლეს ენერგიებს, მაგრამ შეუძლია შეამციროს ბოროტების მოქმედება. ის ადვილად მშვიდდება და შეუძლია სიამოვნება მიიღოს ნებისმიერი რამით. თუმცა ნეპტუნის გავლენამ ასევე შეიძლება მოგვცეს ხელიდანწასული პარაზიტი და ალკოჰოლიკი.

ჰარმონიული ნეპტუნი იძლევა ფაქიზი აღქმისა და შემეცნების უნარს, რის გამოც მას უმრავლესობა არაიდეალური ეჩვენება. შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ინტუიცია, წინასწარმეტყველების ნიჭიც კი.

დაზიანებული ნეპტუნი:

დაზიანებული ნეპტუნის მქონე ადამიანის ცხოვრება არაორდინალური იქნება.

დაბალ დონეზე ეს მსმელი, ნარკომანი ან სულიერად დაავადებული ადამიანია, ხშირად ის ცხოვრობს სხვა განზომილებასა და სამყაროში რაზეც ბევრი აქვს მოსაყოლი თავის ამფსონებთან და ფსიქიატრებთან. ეს ადამიანები სოციალურად აბსოლუტურად მიუღებლები არიან. რომელ სექტორშიც ახდენს ნეპტუნი ასპექტირებას, ცხოვრების იმ სფეროებში მისთვის რთულია ურთიერთგაგების პოვნა. ის ცხოვრობს დამახინჯებულ რეალობაში და მისი კარმული ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გაერკვეს საკუთარ თავში, დააბალანსოს საკუთარი გარეგანი ქცევა, იმასთან რასაც კარნახობს დაზიანებული ნეპტუნი შინაგან დონეზე. ნებისმიერი სრული გადასვლა დამახინჯებულ რეალობაში იძლევა ფსიქიკურ დაავადებებს, ალკოჰოლიზმს ან ნარკომანიას. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული ნეპტუნიც კი იძლევა მედიუმის უნარებს, ამ ადამიანისთვის კატეგორიულად აკრძალულია რაიმე მისტიურთან შეხება, რადგან მისი ფსიქიკა ვერ გაუძლებს უმდაბლეს ასტრალურ არსებებთან დაპირისპირებას, ხოლო მაღალ ვიბრაციებზე გასასვლელად არ ჰყოფნის ნეპტუნის ენერგია.

ხშირად ასეთი ადამიანები იტანჯებიან დანაშაულის გრძნობისგან, არ არიან დარწმუნებული საკუთარ ძალებში, აქვთ მრავალნაირი შიშები და ფობიები. მათ შეიძლება თრგუნავდეს მუდმივი ტყუილის, თავის მოტყუების სიტუაციები და იდუმალი გარემო. გარემოებებმა შეიძლება აიძულონ მუდმივად მოიტყუონ, ხოლო შემდეგ მთელი ცხოვრება შიშით ელოდნენ გამოაშკარავებას. ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებული ნეპტუნის მქონე ადამიანის წინაშე დგას უდიდესი კარმული ამოცანა – არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის. არჩევანის გაკეთება კი საკმაოდ რთულია, რადგან ნეპტუნს ოსტატურად შეუძლია შეცვალოს ერთი ცნება -მეორეთი და ააცდინოს ადამიანი ჭეშმარიტების გზას.

ა. პოდვოდნი; 

ნეპტუნის დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი გარე სამყაროს იღებს როგორც ჭეშმარიტებას, ხოლო შინაგანი მხარე ცარიელი აბსტრაქციაა ან სურვილებისა და მოთხოვნილებების გენერატორი. აქ მედიტაცია ისე აღიქმება როგორც “კაიფი“, უპირატესად ალკოჰოლისგან ან მუსიკის საკმარისი დეციბელებისგან, ხოლო ტყუილი აღიქმება მხოლოდ პირდაპირი, ანუ ფორმალიზებული ინფორმაციის დამახინჯების სახით (სიცრუე). ეს ადამიანი აღიქვამს მხოლოდ მარტივი ტიპის სიამოვნებებს: საკვებისგან, ძილით, პრიმიტიული სექსისგან, სოციალური სიკეთეებიდან ხელმისაწვდომია ძირითადად – ღვარძლიანობა, ავსიტყვობა და ამპარტავნება (ელიტარულ წრეებთან საკუთარი თავის კუთვნილების გაცნობიერებით გამოწვეული), შეიძლება გამძაფრებული ნაციონალიზმი ან რელიგიური ფანატიზმი, განსაკუთრებით ნეპტუნის დაზიანების შემთხვევაში. პლანეტის დაზიანება შეიძლება ასევე მიანიშნებდეს: გუკუღმართებული, პრიმიტიული ტიპის სიამოვნებების მიმართ მიდრეკილებებზე, სადიზმზე, მაზოხიზმზე, სხვების დამცირებასა და თავის დამდაბლებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი ენერგიას აღიქვამს მხოლოდ ყველაზე დაბალ ვიბრაციებზე, სიფაქიზე მისთვის უცხოა და იწვევს გაღიზიანებას. ამ დონეზე ხშირია დესტრუქციული ოჯახური სკანდალები, ურთიერთბრალდებებით, ხმამაღალი სკანდალები და ფიზიკური ძალადობაც კი, შემდგომი შერიგებით სპონტანური სექსუალური აქტის დროს, ან ვლინდება როგორც მამაკაცებს შორის მსუბუქი ჩხუბი, სასმელის მიღების შემდეგ.

ამ დონისთვის დამახასიათებელია ათეიზმი და ცნობიერების უკიდურესი შეზღუდულობა – ადამიანს არ შეუძლია არაფრის გაგება რაც მისი ცნობიერების ჩარჩოებს სცილდება ( როგორც წესი, ესა არის მის ვიწრო სოციალურ წრეში, ზოგჯერ მცირე ჯგუფში მიღებული დაშტამპული შეხედულებები) შეიძლება ჰქონდეს კიდეც სურვილი შეიმეცნოს, გაიგოს რამე ახალი და მოულოდნელი, მაგრამ მას არ შეუძლია ამის გაცნობიერება და ძალიან სწრაფად დაივიწყებს. რთულად სწავლობს და ვითარდება, გავრცელებული მცდელობა ჩანაცვლონ ნეპტუნი მერკურით კრახით დასრულდება: თუთიყუში თუნდაც ინჟინერის დიპლომით, მაინც ვერ დააპროექტებს თვითმფრინავს .

შინაგანი პატიოსნება ამ დონეზე არარსებული ცნებაა, რადგან ადამიანი საკუთარ თავს მიიჩნევს სამართლიანობისა და ღირსების ეტალონად, სხვა საქმეა, რომ გარშემომყოფები მატყუარები არიან და მტრულად განწყობილი,  ცდილობენ მის გაცურებას, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების შემუშავება, და ზოგ შემთხვევაში მან უნდა დაასწროს კიდეც მოტყუება-ომში ყველა საშუალება გამართლებულია. ამავე დროს, ეს ადამიანი მუდმივად და სასტიკად იტყუებს თავს, არასოდეს დაუშვებს აზრს საკუთარ არასრულყოფილებაზე და საკუთარ თავზე მუშაობის აუცილებლობაზე. დამახასიათებელია ასეთივე სასტიკი ფსიქოლოგიური თამაშები, სადაც ანტითეზისები არ მუშაობს, რადგან ამ ადამიანის ცნობიერი ვერ აღიქვამს მათ, ხოლო თქვენი სიტყვები მას უცხო ენაზე ნათქვამი ეგონება.

ნეპტუნის დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი უკვე დასაშვებად თვლის აზრს, რომ ის შეიძლება ტყუვდებოდეს , არა მხოლოდ გარე სამყაროდან და არა მხოლოდ პირდაპირი ფორმით. ფსიქოლოგიურ რეალობას ის ჯერ კიდევ ვერ ხედავს (ვერ გაიგებს ამ გამონათქვამის აზრს), მაგრამ უკვე აღიარებს, რომ სხვა ადამიანები შეიძლება არსებითად განსხვავდებოდნენ მისგან და ჰქონდეთ საკუთრი გემოვნება და შეხედულებები. ადამიანი დასაშვებად თვლის ასევე – ჰიპნოზის არსებობას და ესმის, რომ მოხერხებულ ბოშას შეუძლია ყურადღება გადაატანინოს და გაძარცვოს, მაგრამ გულის სიღრმეში მიაჩნია, რომ ურთიერთგაგების მიღწევა შესაძლებელია გონივრული მოლაპარაკებებით, გარდა რელიგიურ ფანატიკოსებთან ურთიერთობებისას. ამ დონეზე მისთვის უკვე გასაგებია მედიტაციის ფართო სპექტრი, მათ შორის ესთეტიური სიამოვნება (მუსიკა, ხელოვნება) გულითადი საუბრები და ინტიმური ურთიერთობა (ევროპული გაგებით დახვეწილი სექსის სახეობა). ადამიანისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ხდება შოვინისტური გამოხტომები და საკუთარი ეროვნულობის შეგრძნება უფრო ეხება კულტურასა, ბუნებას და არა პირდაპირ ძალაუფლებასა და რელიგიური პრიორიტეტებს. რელიგიურობა როგორც ასეთი, ამ დონეზე ნაკლებად გამოკვეთილია, ადამიანს გულწრფელად სურს ჰქონდეს ღმერთის რწმენა და გრძნობდეს მას, მაგრამ ეს ცუდად გამოსდის, ძალიან მძაფრად მოქმედებს (ფიზიკურად) ათესიტური გარემოცვა. ღმერთის რაობა საკმაოდ ბუნდოვანია, ზოგჯერ კი დიდი ხნით ქრება.

გაგების პრობლემა უკვე წარმოიშვა, მაგრამ ეს ჯერ არ დგას მთელი სიმწვავით. ადამიანი უკვე ხვდება, რომ მას ბევრი რამ არ ესმის (იქიდან რაც მენტალურად იცის) სინამდვილეში როგორც საჭიროა, მაგრამ მას ჰგონია რომ ამის გადაწყვეტა მხოლოდ დროსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. თვითმოტყუების იდეა ამ დონეზეც არსებობს, ისევე როგორც წარმოდგენა ქვეცნობიერზე და მის ხრიკებზე, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანი აღიქვამს როგორც ნაკლებ მნიშვნელოვან ეფექტებს, ხოლო საკუთარ თავზე მუშაობა განიხილება როგორც უმარტივესი სატურნული თვისებების გამომუშავება მოთმიება, მეთოდურობა, კონცენტრირებულობა და ა.შ ხოლო ის, რომ მის ქვეცნობიერში არის მკვეთრად გამოხატული მტრული პროგრამები, ადამიანს თავში აზრად არ მოსდის – მანამდე, სანამ ნეპტუნი ამას ბოლომდე ნიღბავს. ადამიანი ძველებურად თამაშობს ფსიქოლოგიურ თამაშებს, მაგრამ ნაკლებად უხეშად და თუ ვინმე ამაში გამოიჭერს აღიარებს კიდეც. მიუხედავად ამისა, მუდმივად შინაგან პატიოსნებაზე მუშაობა მისთვის უცხოა, ფიქრობს, რომ საკმარისია იცხოვროს საკუთარი სინდისის შესაბამისად.

ნეპტუნის დამუშავების მესამე დონეზე ხდება არსებითი ცვლილებები ადამიანის შეხედულებებში, როგორც გარე ასევე შინაგან დონეზე. ის აცნობიერებს, რომ სიტუაცია ფლობს გარკვეულ მაგიას, რომლის აღქმის გარეშეც არ შეიძლება არაფერზე მსჯელობა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი რეალობა აქვს, რომლის მეშვეობითაც ის ხედავს შინდა და გარე სამყაროს, ახდენს თვითგამოხატვას. ამ დონეზე ადამიანი აცნობიერებს, რომ ურთიერთობის ნორმა პრაქტიკულად სრული ურთიერთგაგებაა, გარდა სტანდარტული დაპროგრამებული სოციალური სიტუაციებისა. ახლა მისთვის ნათელი ხდება, მენტალური ძალისხმევა შეიძლება იყოს მეტად ან ნაკლებად წარმატებული წინაპირობა, აღქმის პროცესის უხეში წინასწარი მცდელობა, რომელიც მოითხოვს ფსიქოლოგიურ განწყობას და სიტუაციის ფაქიზ რეალობაზე ან სხვა ადამიანის, ხშირად საკუთარ მენტალურ ხედვაზე უარის თქმას (მისი გამორთვას) ეს იძლევა გაცილებით უფრო ეფექტურ კავშირს, ვიდრე ნებისმიერი ყველაზე დახვეწილი მენტალური განწყობა – მიამიტ გულს უფრო მეტი ესმის, ვიდრე გონებას … თუმცა გამოხატავს გაცილებით ცუდად. ამ დონეზე ადამიანს, განსაკუთრებით პლანეტის ხელსაყრელი მდებარეობის შემთხვევაში, შეუძლია მედიტირება სიტყვის ვიწრო გაგებით, ანუ ნებისყოფით და აზრის საშუალებით შეუძლია შეცვალოს საკუთარი ცნობიერი(ნაწილობრივ მაინც), აძლიერებს ამა თუ იმ ასტრალურ სფეროებს, როგორც წესი არც ისე მაღალ დონეზე. აქ გავრცელებულია კლასიკური ოკულტიზმი – სულებთან და გარდაცვლილებთან კავშირი (სპირიტიზმი), დაბალ ასტრალში გასვლა და „ეშმაკთან“ საუბარი. ანუ მდაბალ ასტრალურ არსებებთან და იაერარქიებთან, ასტრალური ომები (კარგი ენერგეტიკის შემთხვევაში), ფრაგმენტული ნათელმხილველობა და მომავლის პროგრამირება, სხვადასხვა სახის მკითხაობა და ა.შ ამ დონეზე ზოგჯერ ჩნდება ინტერესი ასტროლოგიის მიმართ, მაგრამ მაგიურ-გამოყენებითი ხასიათის და უფრო ხშირად წინასწარმეტყველური მიზნებით. ადამიანი უკვე აღიქვამს ზოდიაქოს ნიშნებს და პლანეტებს როგორც ცოცხალს და არა როგორც მენტალურ კონსტრუქციებს, ხოლო შეკითხვის დასმა – არის თუ არა ღმერთი ან რაიმე ძალები, რომელსაც მიუძღვის მას ცხოვრებაში, ამარაგებს ენერგიით და ინფორმაციით, ზოგჯერ კი სჯის და უტარებს იძულებით აღმზრდელობით სამუშაოს, ზღუდავს მას – არ ღირს.

შინაგან სამყაროში ადამიანი აღმოაჩენეს უამრავ დეტალს, უხერხულ მომენტებს, არასრულყოფილებებსა და ზოგადად და მრავალმხრივ (ზოგჯერ მიზანმიმართულად) მისი ცნობიერისგან დაფარულ ცხოვრებას. ამ შემთხვევაში შინაგანი პატიოსნების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას, რადგან, ადამიანი აღმოაჩენს, რომ როგორც ცნობიერად, ასევე ქვეცნობიერად, ნებისმიერი რამის შთაგონება შეუძლია – შესაბამისი დამახინჯებებით. აღმოჩნდება, რომ ყველა მისტიური, ოკულტური და პარანორმალური უნარები ძალიან დამოკიდებულია მის ემოციურ სიმშვიდეზე, მიუკერძოებლობაზე და საბოლოო ჯამში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მის ევოლუცურ დონეზე. ნეპტუნის დამუშავების ამ დონეზე ადამიანს არ შეუძლია პლანეტის მაღალი ვიბრაციული ნაკადების მართვა, რაც რელიგიურ მედიტაციებში მას აგდებს დაბალ სიღრმეებში (წმინდანების მარადიული საცდურები/ცდუნებები). ამ დონეზე, პოტენციურის გაგება საკმაოდ მაღალია, მაგრამ დიდია ასევე დამახინჯებული აღქმა, ხანდახან მაინც, როცა ადამიანს აგდებენ დაბალ ასტრალურ საფეხურზე ან ვლინდება სრული ათეიზმი.

ნეპტუნის დამუშავების მეოთხე დონეზე ადამიანი კოსმიურ ენერგეტიკულ ნაკადებს უკვე ძალიან მკაფიოდ აღიქვამს, მისთვის ეს უკვე ფიზიკური რეალობაა. ბევრი ხედავს ჩაკრებს, ფორმებს და ფერს, აურის დამახინჯებებს შინაგანი ორგანოების დაავადებების, ფსიქიკური დარღვევებისა და არაკეთილსინდისიერი /უსინდისო მოქმედებების დროს. ამ დონეზე ილუზორულობა, უფრო ზუსტად კი, სიმბოლური მანიები (გარე სამყაროს მჭიდრო ფორმების) ხდება თვალსაჩინო, ისევე როგორც პირდაპირი კავშირი ადამიანის შიდა და გარე სამყაროებს შორის. ესაა უზენაესი სულიერი მასწავლებლებისა და წმინადენების დონე, რომლებიც ხედავენ ინდივიდუალურ, ნაციონალურ და პლანეტარულ კარმას უზუსტესი დეტალებით (იმ დონეზე რის ნებასაც რთავს აბსოლუტი) მათ საკმაოდ ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრონ ადამიანის ნების თავისუფლების საზღვრები მოცემულ მომენტში; რაც უფრო შორის იხედებიან მომავალში, ინფორმაცია მით უფრო ბუნდოვანი ხდება. ამ დონეზე ადამიანი ხედავს დაცვის სრულ ნაკრებს როგორც ენერგეტიკულს ასევე მენტალურს (პირადს და სოციალური სახის), რომელიც აქვს გარშემომყოფ ადამიანებს. ამ დონეზე ადამიანს არა მარტო ესმის, არამედ ხედავს კიდეც სხვა ადამიანების სულს (ეს ერთი და იგივე არაა), ხედავს სხვადასხვა ეგრეგორის სტრუქტურასაც და აღიქვამს მათ ნებას, ასევე ერთმანეთში ურთიერთქმედებას, როგორც ფაქიზ, ასევე მატერიალურ სამყაროში. აქ ადამიანისთვის სულერთია სად იმუშავებს – შიდა თუ გარე სამყაროში, რადგან მას შეუძლია ზემოქმედება უფრო მაღალ ეგრეგორებზე საკუთარი ქვეცნობიერის მეშვეობით და საკუთარი თავის სრულყოფით, ის სრულყოფილს ხდის ეგრეგორს და სამყაროს. მისთვის შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს გარე სამყაროში და ადამიანებთან მუშაობა. მისი მიმდევრებისთვის /მოწაფეებისთვის ეს დაუვიწყარი განცდაა, რადგან სულიერი მასწავლებლის სიყვარული ხშირად უფრო ამაღლებულია ვიდრე სხვა სახის სიყვარული. ნეპტუნის დამუშავების ამ დონეზე ადამიანს შეუძლია არა მარტო შევიდეს მაღალ ასტრალურ დონეებზე და მყარად იმყოფებეოდეს, არამედ შეუძლია თან გაიყოლოს მოწაფე. მზგავსს განცდებს ხშირად თან სდევს ძლიერი მედიტაციური ცნობიერების გაფართოება, რომელიც დაუვიწყარია.

ნეპტუნის სიმბოლიზმია – საიდუმლო, თავის მოტყუება, დანაშაულის გრძნობა, ურთიერთგაგება, ექსტაზური მდგომარეობა.

ნეპტუნი მართავს თევზებს, კულმინაცია კირჩხიბში (სხვა ვერსიით მერწყულში  მთარგ. შენიშვნა). თევზებისგან ნეპტუნის უმაღლესი ოქტავა იძენს კოსმიურ სიყვარულის უნარს. დაბალ დონეზე – ნებისმიერ სიტუაციაზე მორგების და თვალის ახვევის შესაძლებლობებს. კირჩხიბი ნეპტუნს, დამუშავების შემთხვევაში, სძენს ადამიანის სულის სიღრმეების შემეცნებისა და თავდავიწყებისგან განკურნების უნარს.

ნეპტუნის სიტუაცია. დაბალ ოქტავაზე- ესაა ნებისმიერი უხეში შეუსაბამობა არსებულ პირად და „ობიექტური“ რეალობასთან: ტყუილი, სიმართლის დაფარვა, მუხანათური ჩანაფიქრები და ა.შ ასევე სამიკიტნოები, ადგილები სადაც ხდება ოპიუმის, ჰაშიშის მოწევა და მსგავსი დაწესებულებები. ასევე წამებისთვის განკუთვნილი ადგილები. ნეპტუნი მონაწილეობს ნებისმიერ სიამოვნებაში, იქნება ეს ნაზი სექსუალური ალერსი, სიმფონიური მუსიკის კონცერტი თუ უბრალოდ წიგნის კითხვა – ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სრულდება დიდი გრძნობითა და ჭეშმარიტი დამფასებლების მიერ, ანუ ჩართულია შესაბამისი მედიტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ მედიტაციის მთავარი პირობაა-ყურადღების სწორი კონცენტრაცია შესაბამის ობიექტზე (მატერიალურ ან ფაქიზ სამყაროში ერთდროულად), ამიტომ ნეპტუნის ჩართვა საშუალო ან უმაღლეს დონეზე შეუძლებელია სატურნის დამუშავების გარეშე. ძლიერი ნეპტუნის გავლენით მიმდინარეობს ნებისმიერი სამუშაო რომელიც სიზუსტეს და კონცენტრაციას მოითხოვს, როცა დრო შეუმჩნევლად მიდის – იქნება ეს მხატვრობა, იუველირის საქმე, მწერლისა თუ კოსმონავტის საქმიანობა (ამ ორ უკანასკნელს პროფესიას ბევრი აქვთ საერთო, თუ რა თქმა უნდა მწერალი კეთილსინდისიერი ადამიანია). ნეპტუნის ჯგუფური სიტუაციები ძალიან დამოკიდებულია პლანეტის მდებარეობაზე ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც მოცემული თაობისთვის არის შესაბამისი და ყოველ 14 წელში როცა ნეპტუნი გადადის მომდევნო ნიშანში, იზრდება თაობა რომელიც ტკბება იმ ვიბრაციებით, რაც სრულებით უცხოა წინა თაობებისთვის და ურთიერთგაგების პოვნა აქ თითქმის შეუძლებელია. ყველა ნეპტუნისეული სიტუაციის აღწერა შეუძლებელია, რადგან ნეპტუნის გავლენა ვრცელდება განდეგილი ბერის რელიგიური ექსტაზიდან, დიასახლისის მიერ ჭურჭლის რეცხვისა და იატაკის წმენდის პროცედურამდე, რაც ასევე შეიძლება ხდებოდეს ნეპტუნის უმაღლესი ოქტავის გავლენით, რითაც ხდება ოჯახში სამყაროს წყალობის, სიყვარულისა და ურთიერთობების ბედნიერების შემოტანა, ზედმეტი სიტყვების გარეშე. მედიტაცია არ არის ის რაც თვალში მოგხვდება, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ კულტურაში მაინც და ეს სულაც არ არის აუცილებელი იყოს აუტოტრენინგის სეანსი, ლოცვა და სინანული. მედიტაციური მდგომარეობა (საშუალო დონიდან დაწყებული) – ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი გრძნობს, რომ ის არამხოლოდ  არსებობს, არამედ ცხოვრობს და არ არის აუცილებელი სპეციალურად სტრუქტურირება, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ “დროის მოკვლა“.

ნეპტუნის ადამიანი – ეს პირდაპირ ვთქვათ არც ისე მარტივი ბედისწერაა. აქ აბსოლუტი ძალიან ენდობა ადამიანს და იმედოვნებს მის მუდმივ შემოქმედებით ჩართულობას რთულ და ჩახლართულ, ზოგჯერ კი იდუმალ საქმეებსა და სიტუაციებში. ან ეს წარსული კარმული დანაშაულებების საზღაურია და ადამიანი იშვიათად ტოვებს ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებს, ან გაჭირვებით ადაპტირდება სოციუმში, აქვს სხვადასხვანაირი ფობიები და ძლიერად განიცდის ირაციონალურ დანაშაულის გრძნობას. ყველაზე ჰარმონიული რუკის შემთხვევაშიც კი, ნეპტუნის ადამიანი ყოველთვის ძალიან ამახინჯებს რეალობას თავის გარშემო, მაშინაც კი, როცა თითქოს ერთი შეხედვით არაფერს აკეთებს. მას მუდმივად იზიდავს უცნაური და იდუმალი საქმეები; ცხოვრების მარტივ სიტუაციებსაც კი ისეთი სახით წარმოიდგენს, რომ შემდგომ ეს ყველაფერი გაურკვევლობისა და იდუმალების ბურუსში ეხვევა – რაღაც დონეზე ეს ასეც არის. დაბალ დონეზე, ნეპტუნის ადამიანი, ხშირად თავისი სურვილის გარეშეც კი, სხვებს ატყუებს ან თვითმოტყუებით არის დაკავებული; თავის მხრივ გარე სამყაროც ატყუებს მას. “ საოცარი ნიჭი“ აქვს არასწორად აღიქვას გარშემო მიმდინარე მოვლენები და ისე ბუნდოვნად გამოხატოს აზრი, რომ მისი გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან კარგი ინტუიცია აქვს და აღიქვამს ისეთ მომენტებს რაც სხვებისთვის მიუღწეველია. უყვარს მისტიკა, ზოგჯერ შეუძლია გამოიცნოს უცხო ადამიანი პროფესია, შვილების რაოდენობა, მაგრამ ხშირად ცდება, რითაც სულელურ სიტუაციაში იგდებს თავს. თუ რამემ არ გააბოროტა, როგორც წესი კეთილი ადამიანია.

ნეპტუნის ადამიანები ხშირად არიან მედიუმები, სპირიტისტები, ექსტრასენსები, მკითხავები. ანგარებიანი მიზნებით, გარშემომყოფების რეალობის დამახინჯების მცდელობისას, ხვდებიან დაბალ ასტრალურ საფეხურზე, შეიძლება გახდნენ შავი მაგები, როგორიც უფრო ცნობილია ლიტერატურასა და ფოლკლორში ( შელოცვებით, ტრანსებითა და ამღვრეული ჯადოქრული მზერით; თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯადოქრული ნაყენების მომზადების ტექნიკა, დღევანდელ დღეს დავიწყებულია) უფრო მაღალ დონეზე ნეპტუნი იძლევა ფაქიზი მატერიების აღქმას, ადამიანი შეიძლება გახდეს მუსიკოსი, მხატვარი, დახვეწილი მსახიობი ან დიპლომატი; ამ შემთხვევაში არ არსებობს შეზღუდვა პროფესიის არჩევაში, თუ ადამიანი შეძლებს საკმარისად გამოიმუშავოს შინაგანი პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და არ მოახდენს უმაღლესი ენერგიების პროფანაციას უმდაბლეს მედიტაციებში. მაგრამ ეს ყველაფერი ნეპტუნის ადამიანისთვის ძალიან რთულია, უნდა გვესმოდეს, რომ უბრალოდ არ თქვას ტყუილი და იყოს გულწრფელი (სხვებთან და საკუთარ თავთან) მისთვის უკვე გმირობის ტოლფასია, განსაკუთრებით ნეპტუნის დაძაბული ასპექტების შემთხვევაში. ხოლო ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში, იაფფასიანი მედიტაციებისგან თავშეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია ( აქ არ არის საუბარი წმინდანებზე, რომელთან ენერგიასაც აკონტროლებს უმაღლესი ეგრეგორი)

სუსტი ნეპტუნის მქონე ადამიანისთვის, რთულია გაიგოს, რომ არსებობს ისეთი საგნები, რომელსაც უწოდებენ სუბსტანციის მაგიას და ინდივიდუალურ აღქმას, ზოგადად, დამსწრეთა საყოველთაო არაკეთილსინდისიერების ფონზე, აიძულებს მათ დააფიქსიროს ურთიერთსაპირისპირო ჩვენება ერთი და იგივე მოვლენაზე. მედიტაცია, ცნების ვიწრო გაგებით, ნაკლებ სავარაუდოდა გასაგები იყოს მისთვის, ყოველ შემთხვევაში პლანეტის დაბალი დამუშავების დონეზე . ერთი შეხედვით ის არც ისე მომზიდველი, საღად მოაზროვნე პიროვნებაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი გარეგან და მითმეტეს შინაგან დონეზე პატიოსანია. უბრალოდ მისი ტყუილი და თავისმოტყუება მოხდება სოციალურად მიღებული ნორმებით, რომლისგან განთავისუფლებაც მისთვის უფრო რთულია, ვიდრე დაზიანებული ნეპტუნის შემთხვევაში. ეს ადამიანი მიიღებს სიამოვნებას იგივე სიკეთეებით, როგორიც მიღებულია მისი განვითარების დონის ადამიანებისთვის, მაგრამ ეს არც ისე ინტენსიურია, და მრავალი ცხოვრებისეული სიამოვნება მისი ყურადღების გარეშე რჩება .

სუსტი ნეპტუნი, დამუშავების გარეშე იძლევა ადამიანებისა და სიტუაციების ძალიან შაბლონურ გაგებას. ცეცხლის სტიქიის დომინირების შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება რაიმემ გულწრფელად გაიტაცოს მაგრამ ფხიზელი გონებით მოქმედებს და საეჭვოა, რომ ოდესმე ბოლომდე ჩაიძიროს და ჩაეფლოს რამეში. დაბალ დონეზე ეს საშინელი ადამიანია, რომელიც ზუსტად და მიზანმიმართულად იყენებს სხვის ნებას, “ფხიზელია “ “მთვრალებს“ შორის და მშვიდი საერთო ტანჯვის დროს, უპიროვნებო ჯალათი და საკონცენტრაციო ბანაკის უგულო ხელმძღვანელია. თუმცა ეს მდებარეობა, დამუშავების შემთხვევაში იძლევა უიშვიათეს სულიერ შემეცნებას, ემოციური თანაგრძნობის გარეშე, როცა გულმოწყალეობა და დახმარება მოდის არა დამანგრეველი სულიერი ტანჯვებისგან , რომელსაც თან სდევს საკუთარი თავის სიბრალული და გაურკვევლობა, არამედ შინაგანი მშვიდი ვალდებულების გრძნობისგან- საკუთარი თავის, ღმერთის და სამყაროს ევოლუციის მიმართ. თუმცა სუსტი ნეპტუნი არ იწვევს ადამიანს აქტიურად და იმპერატიულად ჩაერთოს სხვა ადამიანების შინაგანი სამყაროს დამახინჯებულ რეალობაში და უცნაურ გარე სიტუაციებში; ადამიანს ამაში მონაწილეობა შეულია საკუთარი ნებით და ძალისხმევით, ხოლო შემდეგ გაერკვეს ისეთ საიდუმლოებებში, რაც სრულიად გაუგებარია დანარჩენებისთვის, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის არ დაიწყებს პროფანაციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ  უშუალოდ ნეპტუნისეულ აღქმას არ ჩაანაცვლებს რაციონალური მერკურისეულით.

ჰარმონიული ნეპტუნი იძლევა გულკეთილ ოინბაზს, წარმატებული შულერს, ქურდს და უბრალოდ მოხერხებულ თაღლითს, რომლის გამოაშკარავებაც რთულია, თუმცა გარე სამყაროს რეალობის დამახინჯების არეკვლის პრინციპიდან გამომდინარე ის საკუთარ თავსაც აურევს თავ-გზას და წინდახედულობის დაკარგვის შედეგად გამოიჭირენ პატარა გადაცდენაზე.

უმაღლეს დონეზე ეს ადამიანი, დაჯილდოებულია საოცარი უნარით, მხოლოდ თავისი დასწრებით შეამსუბუქოს სხვებს ტკივილი, უბედურების განცდა და დისჰარმონიულობა გარშემო ადამიანებსა და სიტუაციებში. მისგან მოდის სულიერების სინათლე, რომელიც გაფანტავს უმეცრებას, მუხანათობას, ცილისწამებასა და ათეიზმს. მისი აურის სხივებქვეშ, ფერმკრთალდება ბოროტება და ხილული ხდება სიკეთისა და სიყვარულის ევოლუციური კანონები. საშუალო დონეზე ადამიანს არ აქვს საკმარისი სიბრძნე და ენერგია, რათა წინ აღუდგებს ბოროტებას, მაგრამ შეუძლია შეარბილოს მისი მოქმედება. ეს ადამიანი ბუნებრივად მატარებელია ბოროტების საწინააღმდეგო ფილოსოფიის, რაც იწვევს სხვების გაღიზიანებას, მათი ვისაც ნაკელბად ჰარმონიული ნეპტუნი და ზოგადად ჰოროსკოპის აქვთ.

ჰარმონიული ნეპტუნი იძლევა სხვების გაგების უნარს, რომელიც მისთვის ბუნებრივად აღიქმება და არ აქცევს ამას განსაკუთრებულ ყურადღებას; უბრალოდ მიაჩნია, რომ გარშემომყოფები მიუხვედრელები არიან. აქ ინტუიცია აღწევს უმაღლეს დონეს (ჩართულია წინასწარმეტყველების უნარი), მაგრამ შინაგანი პატიოსნების და უანგარობის გამომუშავების გარეშე, აუცილებლად დამახინჯებს რეალობას ეგოს სასურველი მიმართულებით. ამ ადამიანისთვის რთულია მიიღოს ის დამამწუხრებელი გარემოება, რომ კარმულად დაპროგრამებულია და შეიქმნა იმისთვის, რათა იმუშაოს როგორც შიდა ასევე გარე დონეებზე, და არა იმისთვის, რომ მიიღოს სიამოვნებები, თუმცა უკანასკნელი უფრო უკეთესად გამოუვა. არ უნდა მოატყუოს არც სხვები და არც საკუთარი თავი; რაშიც სატურნის დამუშავება დაეხმარება, მაშინაც კი თუ ეს უკანასკნელი დაზიანებულია.

დაზიანებული ნეპტუნი ნიშნავს არაორდინალურ ცხოვრებას – ყველაზე დაბალ დონეზეც კი ესაა ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან სულიერად დაავადებულთა სახლის მუდმივი ბინადარი, რომელსაც ბევრი აქვს მოსაყოლი თავისი ექიმისთვის. სივრცე და სამყაროები სადაც ის ცხოვრობს, უცნაური და მრავალფეროვანია, მათ მხოლოდ ერთი აქვთ საერთო-სრული სოციალურად მიუღებლობა. იმ სფეროებში სადაც ხდება დაზიანებული ნეპტუნის ასპექტირება, ადამიანისთვის დიდი სირთულეს წარმოადგენს სხვა ადამიანებთან ურთიერთგაგების მიღწევა და კიდევ უფრო მეტად უჭირს ოფიციალურ სტრუქტურებთან ურთიერთობა. ადამიანი ცხოვრობს დამახინჯებულ რეალობაში, მისი კარმული ამოცანა – გარეკვეს საკუთარ თავში და გარე სამყაროში, ჩაწვდეს თვითმოტყუების და დამახინჯებული აღქმის პირველსაწყისებს, დააბალანსოს გარე სამყაროს მოქმედებები შიდა სამყაროს ეგზოტიკასთან. აქ ესკაპიზმი (გაქცევა) დამღუპველია ევოლუციური განვითარებისთვის, არ შეიძლება პირადი რეალობისთვის თავის შეფარება, რაც იწვევს რთულ ფსიქიკურ დარღვევებს და გადაჭარბებულ ყურადღებას მდაბალი ასტრალური არსებების მხრიდან, რადგან ადამიანი სენსიტიურია  შეიძლება იყოს მედიუმი, რაც დაზიანებული ნეპტუნის და სუსტი სატურნის შემთხვევაში უკიდურესად სახიფათოა.

დამახასიათებელია განსაკუთრებული დანაშაულის გრძნობა, რომელის პროეცირებასაც ადამიანი ხშირად საკუთარ ახლობლებზე ცდილობს, ირაციონალური და რეალური შიშიები, მუდმივი ტყუილის ატმოსფერო, თავის მოტყუება, საიდუმლო, ხშირად საერთოდ ზედმეტია. რაღაც აიძულებს ადამიანს მუდმივად მოიტყუოს, შესაბამისად მუდმივად მხილების მოლოდინი და უნდობლობა სხვების მიმართ; ადამიანი სურს მას ეს თუ არა, მუდმივად გადააქვს სხვა ადამიანების ყურადღება ჭეშმარიტებისგან ან ტყუილისგან , აქ თეთრი და შავი მასწავლებლის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას – შუალედური გზა არ არსებობს, რასაც არ უნდა კარნახობდეს დაზიანებული ნეპტუნი. ქრთამის აღება ეგრეგორისგან არ შეიძლება -იმ თვალსაზრისით არა, რომ ეს არაეთიკურია, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია.

სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top