ნეპტუნი კირჩხიბში

ნეპტუნი კირჩხიბში

1901 – 1916 წწ.

აღქმა + ემოციები = მგრძნობიარობა

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას, ყალიბდება განსაკუთრებული სულიერი შფოთიანობა, რაც კიდევ უფრო მძაფრდება ფსიქოლოგიური და ზნეობრივი გადატვისტვისას. ადამიანი წლებს ხარჯავს აღქმის ახალი მეთოდების აღმოჩენაში და შედეგად მხოლოდ იმედგაცრუებას განიცდის. დროდადრო ფეხქვეშ  ნიადაგს კარგავს, ყველაფერში იმედი უცრუვდება და ღრმა დეპრესიაში ვარდება.  უზომოდ მგრძნობიარეა. ხშირად ირწმუნებს თავს, რომ მისი არავის ესმის. ემოციურად თავშეუკავებელია და მიდრეკილია ნერვული დაავადებებისკენ. ყოფით ცხოვრებაში საკმაოდ კაპრიზულია. ცვალებადი და მერყევი შეხედულებები  აქვს.

პოზიტიური განვითარების შემთხვევაში, ადამიანს განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ინტუიციურად შეაღწიოს მისთვის საინტერესო საკითხში. ის ძალიან სულიერი, სიღრმისეული, ნაზი, მოსიყვარულე და გამგები ადამიანია. სავსეა მთრთოლვარე მიჯაჭვულობებით და უჩვეულო იდუმალებით. თუმცა  ძალიან არ უყვარს საკუთარ თავზე და მით უმეტეს თავის საიდუმლოებებზე საუბარი. მისი სულიერი კავშირები უჩვეულოდ ღრმა და ფაქიზია. უაღრესად  მდიდარი და მრავალფეროვანი წარმოსახვა აქვს. განსაკუთრებით მიდრეკილია ჩაგონებისა და ავტოჰიპნოზისკენ. გენიალური ფსიქოთერაპევტი და პრაქტიკული ფსიქოლგია.  გადაჭარბებული ემოციურობის გამო, ადვილად იღგზნება და ღიზიანდება,  არც ისტერიული მდგომარეობებია  უცხო.  მისთვის ეროტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ის ყოველთვის ლამაზი, ჰარმონიული და მგრძნობიარე უნდა იყოს.

მისტიური ექსტაზით სტიქიურად ერწყმის ბუნებას. სიამოვნებით იძირება სიზმრებისა და ილუზიების სამყაროში და სევდიანი ნოსტალგიით უბრუნდება რეალობას. სამყაროს მისეული აღქმა ბავშვურად სუფთა და უშუალოა. ყველა უხილავ  ვიბრაციას საოცრად მძაფრად აღიქვამს, ამიტომ, მარტივად ექცევა სულიერი ავტორიტეტების გავლენის ქვეშ.

მისი შთაგონებისა და ენთუზიაზმის წყარო ახლობელი ადამიანები, სახლი და სამშობლოა. მისი უზარმაზარი შემოქმედებითი ძალა ნამდვილად იმ მიწას უკავშირდება,რომელზეც დაიბადა. რელიგიური თვალსაზრისით ძალიან კონსერვატულია, თუმცა ხშირად თანაუგრძნობს განსხვავებული რელიგიების პრობლემებს. ეს ემოციური იდეალისტი ნებისმიერ ფასად იცავს საკუთარ შინაგან სამაყაროს.  მარტივად გაწირავს თავს სხვებისთვის, რადგან ღრმად არის დარწმუნებული საიქიო ცხოვრებისა და რეინკარნაციის ჭეშმარიტებაში.  არც ისე იშვიათად ეძლევა პესიმიზმს და მაშინ მთლიანად იძირება წარმოსახვით  სამყაროში. მიდრეკილია ალკოჰოლური სასმელებისკენ,რასაც ასევე  ქვეცნობიერის სიღრმეში მიმდინარე იდუმალი პროცესების ამოსაცნობად იყენებს. თუმცა ჭეშმარიტად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ გარღვევებს მხოლოდ ცხოვრების ბოლოსკენ აღწევს.  მეგობრული და კეთილგანწყობილია. თითქმის ყოველთვის მისტიური და ამოუცნობი პიროვნებაა.

 

 

 

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

აქ ნეპტუნი მთვარის დომიცილის,  იუპიტერის ეგზალტაციის, მარსის ვარდნისა და სატურნის ტყვეობის ნიშანშია, მონათესავე წყლის სტიქიაში.

ეს თაობა დიდად დამოკიდებულია ტრადიციებზე, რის გამოცც წინა თაობების ძლიერ გავლენას განიცდის. თქვენ მჭიდროდ ხართ დაკავშირებული  ოჯახთან, სახლთან, სამშობლოსთან. დამახასიათებელია უზარმაზარი შემოქმედებითი ენერგია.  კარგი მდებარეობაა წარსულის აღდგენისთვის. ამ თაობაში ხშირად იბადებიან ისტორიკოსები, წარსულის მკვლევარები, მუსიკოსები, მწერლები. რელიგიურობის განცდა დაფუძნებულია კონსერვატულ ტრადიციებზე, თანაგრძნობასა და თანაგანცდაზე. შეიძლება ფლობდეთ პარაფსიქოლოგიურ, ნათელმხილველურ, ექსტრასენსორულ უნარებს.

უარეს შემთხვევაში, თქვენთვის თვისებრივი იქნება ილუზიური გრძნობები. მარტივად ჰყვებით ცდუნებას. ძალიან სენტიმენტალური, სევდიანი და მტირალა ხართ.

 

 

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

მისტიკოსი ნეპტუნი მშვენივრად გრძნობს თავს კირჩხიბში, ქვეცნობიერის სიღრმეების ნიშანში. იქ, სიღრმესა და სიბნელეში, საიდუმლო პროცესები მიმდინარეობს, რაც ადამიანს კოსმოსის უფაქიზესი ვიბრაციების აღქმის საშუალებას აძლევს. ის შეიძლება გახდეს ნათელმხილველი, სულიერი მასწავლებელი ან წინასწარმეტყველი. მაგრამ საკმარისია, შინაგანი აქცენტები სულ ოდნავ მაინც მიმართოს  ეგოიზმისკენ ან თუნდაც პიროვნულად ჩაერთოს პროცესებში და ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები მკვეთრად  დაამახინჯებენ სურათს_ ნეპტუნის უმდაბლესი ოქტავა მთელი ძალით გააქტიურდება, მოტყუებისა და თვითმოტყუების ფორმით. მართალია, მას ძალიან არ ენდომება  ფაქიზი ინფორმაცია, (კვაზი)მისტიური აღმოჩენები, სულიერი მასწავლებლების სიტყვები, მედიტაციის თუ სიზმრების მეშვეობით მიღებული აღქმა ეჭვქვეშ დააყენოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროცესები  ქვეცნობიერების ფილტრებს გადის, რომელიც თავისებურ შეფერილობას და დამახინჯებას აძლევს ყველაფერს, კონკრეტული ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე.

ინდივიდუალურ რუკაში ნეპტუნი კირჩხიბში მედიუმის უნარებს იძლევა. სუბიექტის ქვეცნობიერის ღრმა პროგრამები მეტად ფაქიზი და დახვეწილია, ყოველთვის ზებუნებრივსა და  სასწაულებზე განწყობილი. მას შეუძლია სრულიად  უგულვებელყოს ის რელობა, რომელიც  ეწინააღმდეგება სამყაროს მისეულ აღქმას. დაზიანებული ნეპტუნის შემთხვევაში ის მსუყე ლუკმა ხდება მდაბიო ასტრალური არსებებისთვის, გაქნილი მანიპულატორებისა და დემაგოგების მსხვერპლი და ა.შ. ან  თავად გახდება უმდაბლესი ასტრალური გავლენის გამტარი. ზოგადად, ასეთი მოცემულობის დამუშავება მხოლოდ  უმაღლეს  სულებს  გამოსდით.

 

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

ჰარმონიულ ასპექტებში:  სულიერი პატრიოტიზმი, რელიგიურობა, პატრიოტული იდეალები, სამშობლოს სიყვარული, გულმოწყალება, თანაგრძნობა, სიკეთე. დელიკატური, დახვეწილი, იდეალისტი, რომანტიული, სულიერი, ძალიან  მგრძნობიარე, ფსიქოლოგიური ადამიანი. დაბადებით ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მედიუმი. მდიდარი წარმოსახვა აქვს. დიდად იტაცებს პოეზია, მუსიკა, ფერწერა, ლიტერატურა, ბუნება. ძალიან უყვარს სახლი და შინაური კომფორტი.

დაძაბული ასპექტებში: სიზარმაცე, გაუბედაობა, უმწეობა, მტკივნეული აღქმადობა, ძლიერი განცდები, შფოთიანობა, შიშები. ოჯახური და შინაური საქმეები ქაოტური და მოუწესრიგებელია. საიდუმლოებები.  ხშირად თავისით იგონებს პრობლემებს.

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში

მჭიდრო კავშირი სახლთან, სამშობლოსთან, მშობლებთან. მათ შეუძლიათ თანაგრძნობა. უკიდურესად მგრძნობიარე და სენტიმენტალურები. მზად არიან მსხვერპლის გაღებისთვის, თუნდაც ფანტომებისა და მირაჟების გამო.

ნეგატიური შტრიხები: მტირალა სენტიმენტალიზმი, ცალმხრივი ემოციები საკუთარი ოჯახის მიმართ. მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელებისა და გამაბრუებელი საშუალებების მიმართ, შეიძლება ზედმეტად ნერვიულობდნენ ჯანმრთელობაზე, იპოქონდრია_ ეშინიათ, რომ დაავადდებიან რაიმე უცნაური დაავადებით.

თქვენ დაიბადეთ 14 წლიან პერიოდში, როდესაც იბადებოდნენ ძლიერი ინტუციით, ემოციურობით, გამძაფრებული გრძნობებით დაჯილდოებული ადამიანები. თქვენი თაობის ხალხი ძალიან ემოციურად ერთგულობს რელიგიას, თუმცა, იმავდროულად, ნაკლებად ფიქრობთ დოგმებსა და დოქტრინებზე. თქვენი ასაკობრივი ჯგუფი ძალზედ შთაბეჭდილებიანია და  გაცილებით დიდხანს ინახავს მოგონებებს, ვიდრე სხვები.

 

 

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

ცხოვრების უკიდურესად ფაქიზი და ემოციური აღქმა. სულიერება. ბავშვურად სუფთა და უშუალო დამოკიდებულება სამყაროს მიმართ.


About Qet

Scroll To Top