ნეპტუნი კუროში

ნეპტუნი კუროში

1874 / 1875 _ 1887 / 89 წწ.

აღქმას + გარანტია = მუშაობა განწყობის მიხედვით

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას, ადამიანი თავშეუკავებელი და მოუწესრიგებელი ხდება. თვალშისაცემად  უგემოვნოა. აბსულუტურად მოკლებულია ზომიერების გრძნობასა და მოთმინებას. ავხორცია. ძალიან წარუმატებელია სპეკულაციებში.  მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ყველა იმედი უცრუვდება. ზოგადად, მატერიალური ინტერესები ხელს უშლის რეალობის მხატვრულ  აღქმაში.  პირადი კაპიტალისგან  თავბრუ ესხმის, ყველა ურთიერთობას  წმინდად ეკონომიკურ ან პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს.

ხასიათის ჰარმონიულად განვითარების შემთხვევაში, ყალიბდება ძალზედ დახვეწილი მხატვრული გემოვნება. ადამიანს  სისტემატური  შემოქმედების ძლიერი სურვილი აქვს ცხოვრების ყველა სფეროში. მკაფიოდ გამოირჩევა  თავისი იდეოლოგიითა და ფილოსოფიური პოზიციებით, რაც გამსჭვავულია მისტიციზმით და ხელდასმულია ფანატიზმის ბეჭდით.

ის დიდ დროს უთმობს საკუთარი შრომის მეთოდების ესთეტიზებას. ვერ ვიტყვით, რომ დიდი სიამოვნებით ერთვება და მონაწილეობს სულიერ ან/და იდეოლოგიურ მოძრაობებში. სამაგიეროდ, ხშირად ხდება ასეთი მოძრაობების ლიდერთა  მატერიალური მხარდამჭერი(სპონსორი). ცდილობს თავის ყველა განზრახვა მატერიაში განახორციელოს. მისი ინტუიციური ქვეცნობიერი სახებები ძალიან  მდგრადი  და კონსტრუქციულია. მას ძალიან უნდა  დაამტკიცოს უხილავი სამყაროს რეალური არსებობა.

საიმედოობისა და უსაფრთხოების ძლიერი მოთხოვნა აქვს. სწორედ ეს უბიძგებს მატერიალური კეთილდღეობის ძიებისკენ, რაც მისთვის ხელშესახები უსაფრთხოების ექვივალენტია. ხანდახან პირდაპირ შეპყრობილია გამდიდრების იდეიით და ასეთი ფანატიზმი მას ცხოვრებას უწამლავს. მარტივად ნებდება ცდუნებას, თუ შემოთავაზებული წინადადება სწორად არის ფორმულირებული ანუ თანაბრად აერთიანებს სულიერ იდეალებსა და ნივთიერ განძს. აღმერთებს მუსიკას. ძალიან უყვარს ანტიკვარული ნივთები, ძველი მხატვრების ტილოები. ის დიდხანს და აუჩქარებლად ტკბება მატერიალური ფორმების აღქმით.

სულიერი მოწიწებით ეკიდება ბუნებრივ მოვლენებს. იშვიათ ენთუზიაზმს ავლენს საკუთარი შეხედულებების დაცვის დროს. მთლიანობაში, საკმაოდ კომუნიკაბელური, გულჩვილი, მომთმენი და კეთილი ადამიანია. მარტივად შეუძლია მეცნიერული ცოდნის პოპულარიზაცია. ზოგადად, მიდრეკილია ინფორმაციის გავრცელებისკენ, მისი დამახინჯების და გამარტივების ხარჯზეც კი.

მისთვის  საკმაოდ სახიფათოა დაუდევრობა ფინანსურ საქმეებში და თვითმოტყუება რელიგიურ ძიებებში. შეიძლება ჭარბად მოიხმარდეს ფსიქოსტიმულატორებს, რადგან ყოფიერი ცხოვრების სიმძიმეები არც ისე დადებითად აისახება მის სულიერ ჯანმრთელობაზე. თვითმოტყუება დაკავშირებულია ფორმების არასწორ  ან დამახინჯებულ აღქმასთან.

 

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

აქ ნეპტუნი ვენერასა და ქირონის დომიცილის, მთვარის ეგზალტაციის, ურანის ვარდნის, პლუტონისა და მარსის ტყვეობის ნიშანშია, მიწის სტიქიაში.

ეს მდებარეობა ბადებს გამდიდრების ილუზიას, ფინანსური და მატერიალური საკითხების იდეალიზაციას. ეს „ოქროს ციებ-ცხელების“, ალმასების დამუშავებისა და ნავთობის პერიოდი იყო. ძლიერი მიწის სტიქია მილიონერებსაც ქმნის. ამავე პერიოდში ოკულტიზმის მისტიური იდეები პრაქტიკული ფორმით უკავშირდება მატერიალურ სამყაროს. ამ დროს დაიწყო ოკულტიზმის პრაქტიკული კუთხით გამოკვლევა. კულტურის სფეროში ეს უღრმესი მხატვრული გუმანია ხელოვნებაში, პლასტიკაში, რითმიკასა და მწერლობაში.

უარეს შემთხვევაში, თქვენ გძლევთ ცხოველური ინსტინქტები, ასეთივე ცხოველური დამოკიდებულება შეინიშნება სექსის მიმართაც. დამახასიათებელია ავხორცობა, მტკივნეული მიჯაჭვულობა ფულისა და მატერიალური სიკეთეების მიმართ. შეიძლება შეგიპყროთ შემგროვებლობის იდეამ.

 

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ნეპტუნი ურანზე უფრო ძლიერ ზემოქმედებს სამყაროს ფორმების კუროსეულ ხედვაზე და მას მისტიური ბურუსით მოსავს. დაბალ დონეზე ეს პირდაპირ ტყუილისა და გაუგებრობისკენ მიდის. ეს თაობა ვერ წვდება მიმდინარე მოვლენების არსს.  ჩვეული, საღი აზრის საწინააღდეგოდ, მას ეჩვენება, რომ მისი აღქმის მიღმა კიდევ უფრო ღრმა რამ არსებობს, სადაც იმალება ჭეშმარიტება…  აი, აქ ის არ ცდება, თუმცა ჭეშმარიტების მიგნება მაინც არ  შეუძლია, მისი ფორმასთან მუშაობის ერთადერთი კონტაქტი კი იკარგება,რაც  მისთვის სრული კატასტროფაა, განსაკუთრებით საზიანოა ფორმებისთვის, რომელსაც ბრმად ამახინჯებს. მაგალითი: გლეხობის აჯანყება.

თუმცა ნეპტუნი ნამდვილად იძლევა  კუროსეული ფორმათა შეგრძნებების გარკვეულ  ჩაღმავებას(თუმცა საკმაოდ ძვირად). მისი სხვაგვარი პოზიტიური გამოვლინება ის არის, რომ  ნეპტუნიელი კუროს მიერ შექმნილი ფორმა (განსაკუთრებით რელიგიური ტექსტები ან ხელოვნების ნიმუშები) შესაძლოა მისტიკურ შედევრებად იქცეს, რომელიც პირდაპირ აერთიანებს ადამიანს ღმერთთან.

 

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

ჰარმონიულ ასპექტებში: განსაკუთრებული სიყვარული ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, ფერწერის, თეატრის, ესთეტიკის მიმართ. ინტერესი რელიგიურ-სულიერი და ზნეობრივი საკითხებისადმი. მისტიკური უნარები. ნატუროპათია, ჰომეოპათია, ფიტოთერაპია. მშვიდი, თავდაჯერებული, ამტანი, მომთმენი, გულმოწყალე, ტაქტიანი, ყურადღებიანი, თანამგრძნობი, სულიერი, შემოქმედებითი, თავშეკავებული და ჩუმი სუბიექტია.  ძალიან ნაყოფიერი შემოქმედია, მდიდარი წარმოსახვით დაჯილდოებული. ინტენსიური გრძნობები და ემოციები აქვს, დახვეწილი გემოვნება. ნამდვილ ნეტარებას განიცდის სილამაზისა და მუსიკისგან.

ნეგატიურ ასპექტებში:  ადამიანი ხდება ფანატიკურად შეპყრობილი, ფეთხუმი, დაუდევარი, პასიური. მარტივად ცდუნდება და ჰყვება საკუთარ სისუსტეებს. ყოველთვის დინებას მიჰყვება. იდეებში ავლენს კონსერვატიზმს. მიდრეკილია ბოჰემური ცხოვრების სტილისკენ. დამახასიათებელია მანერულობა. მისი ფინანსური საქმეები ძალზედ ქაოსური და მოუწესრიგებელია.

 

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

იდეალიზმი ფინანსურ და მატერიალურ საკითხებში. ცდილობს პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენოს ხილვები ან/და სიზმრები.  ძალიან მწვავედ განიცდის ახლობელი ადამიანების მატერიალურ მდგომარეობას. შეუძლია  ფულადი დახმარება.  მართალია, ფინანსური საკითხები მეტად მოუწესრიგებელი აქვს, თუმცა არსებობს მსხვილი კაპიტალის დაგროვების შანსიც.

ნეგატიური თვისებები: ზედმეტად დამოკიდებულია ფულზე, მატერიალურ ფასეულობებზე. თავდაუჯერებელია ყოველდღიურ საზრუნავში. მართალია, ბედნიერება მთელი გულით სწადია, მაგრამ მისთვის შრომასა და ბრძოლაზე უარს აცხადებს.

თქვენ დაიბადეთ თოთხმეტწლიან პერიოდში, როდესაც იბადებოდნენ პრაქტიციზმითა და  მიწიერებით გამორჩეული ხალხი, განსაკუთრებით რელიგიურ და სულიერ საკითხებში. ცდილობთ ყოფით ცხოვრებაში დანერგოთ თქვენი იდეალები და ხედვები. თქვენ გაცილებით დიდ ენერგიასა და დროს ხარჯავთ დასასვენებელი და სარეკრეაციო ზონების შექმნაზე, ნაკრძალების დაცვაზე, ვიდრე დანარჩენი თაობები, და ასე ინარჩუნებთ  მშვენიერ, ველურ ბუნებას. მშენებლობებსაც არანაკლებ ყურადღებას უთმობთ: თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობები ვიზუალურად ესთეტურად გამოიყურებოდნენ.

თქვენი ასაკობრივი ჯგუფი ნაკლებ  ყურადღებას უთმობს სულიერ და მეტაფიზიკურ საკითხებს. თქვენ ინტუიციასა და წარმოსახვას უფრო პრაქტიკული კუთხით  იყენებთ და ნაკლებად ინტერესდებით მისი  მეტაფიზიკური მხარით.

 

სემირა და ვიტალი და ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

სულიერება იხსნება შემოქმედების პროცესში,რაც ცხოვრების ბრძნულად აღქმის საშუალებას აძლევს.

 

 

ცნობილი ადამიანები ნეპტუნით  კუროში:

სახლში: Immanuel Kant, Isadora Duncan, Denis Diderot, Madeleine Vionnet…

II სახლში: Carl Jung, Paul Klee, Gustav Holst …

III სახლში: Muhammad, Madame de Pompadour, Francis Bacon…

IV  სახლში: Joseph Stalin, Coco Chanel, James Joyce, Miguel de Cervantes…

V სახლში: Eleanor Roosevelt…

VI სახლში: Mata Hari, Helen Keller, Hermann Hesse, André Citroën…

VII სახლში: Benito Mussolini, Ramana Maharshi, Marc Chagall, Niels Bohr, D.H. Lawrence…

VIII სახლში: Franklin D. Roosevelt, Otto Klemperer, Giacomo Casanova, Rainer Maria Rilke, Harry S. Truman, Stefan Zweig…

IX სახლში: Edgar Cayce, Jean-Jacques Rousseau, Igor Stravinsky, Diego Rivera, Amedeo Modigliani, Thomas Mann…

X სახლში: Pablo Picasso, Aleister Crowley, Franz Kafka, Alice Bailey, Leon Trotsky, John Maynard Keynes…

XI სახლში: Albert Einstein, Srinivasa Ramanujan, Alexander Fleming…

XII სახლში: Virginia Woolf, Jack London…


About Qet

Scroll To Top