ნეპტუნი სასწორში

ნეპტუნი სასწორში

1943 -1956 წწ.

აღქმას + ჰარმონია = მზადყოფნა შემეცნებისთვის

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას, ადამიანი ინფანტილურია, მტირალა; მიდრეკილია ღალატის ან ურთიერთობის გაწყვეტისკენ, მარტივად კარგავს წონასწორობას. თავნება და მერყევია. გადაჭარბებულად აფასებს საკუთარი მომხიბვლელობის ძალას.

პოზიტიურად განვითარებული პიროვნება, მდიდარი ინტუიციის წყალობით, მარტივად ახერხებს სხვების სულიერი მდგომარეობის აღქმას. სავსეა მაღალი იდეალებით. მიდრეკილია პლატონური სიყვარულისკენ. ძალიან დახვეწილად და სენტიმენტალურად გამოხატავს გრძნობებს, მეოცნებე და ჰუმანისტია.

ასეთ ადამიანს მეტად ჰუმანური, ესთეტური და სულიერი ინტერესები აქვს. დედამიწის ზურგზე ყველაფერი უყვარს, ოპერიდან და პროზიდან დაწყებული, ოკულტიზმითა და მათემატიკით დასრულებული. ზემგრძნობიარე და ემოციურია. ხშირად ნახულობს ცხად სიზმრებს. აქტიური და იღბლიანია საზოგადოებრივ საქმიანობებში. ხანდახან იმდენად ძლიერ  გრძნობს სხვა ადამაინებს, მთლიანად კარგავს საკუთარი თავისა და ძალების რწმენას, რადგან იშლება გამყოფი საზღვრები მის საკუთარ და სხვების პოზიციებს შორის. მას შეუძლია ინტუიციურად შეიმეცნოს ჯგუფებისა და კოლექტივების „დაწერელი კანონები“, რაც  ნებისმიერ კოლექტივში ადაპტაციას უმარტივებს და სწრაფი გაშინაურების საშულებას აძლევს.

მათი კონტაქტები მტკიცე და ღრმაა, რადგან ემოციურ-ინტუიციურ გრძნობებს ეფუძნება. ეს ადამიანი ყველგან და ყველაფერში სოციალურ თანასწორობასა და სამართლიანობას ემხრობა. ის ძალზედ სერიოზულად ეკიდება იდეოლოგიური წყობის იდეას, რადგან მისი ღრმა რწმენით, სწორედ ეს არის ადამიანთა ურთიერთქმედების მოწესრიგების საშუალება. სილამაზის, წონასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დარღვევა  ძლიერ ტანჯავს და დიდი ხნით აგდებს ნეგატიურ მდგომარეობაში. მისი პირადი და სოციალური ეთიკა დაფუძნებულია მხატვრულ პრინციპებზე _  სწორია ყველაფერი, რაც ლამაზი და ელეგანტურია, ჰარმონიული და დაბალანსებული.

ისინი მიდრეკილნი არიან, ორიენტირდნენ ელიტის აზრზე, რომელსაც აღმერთებენ. არც ისე იშვიათად ურთიერთვალდებულებებს მათთვის ჩალის ფასი ფასი აქვს.   კარგი თანამშრომლები და საინტერესო პარტნიორები არიან, თუმცა დიდი საიმედოობით არ გამოირჩევიან.  თვითმოტყუება დაკავშირებულია ჰარმონიის არასწორ გაგებასთან.

არ არის გამორიცხული სუსტი ნება, არაპრაქტიკულობა, სიზარმაცე და ნარკოტიკების მოხმარება. ისინი თვლიან, რომ ადამიანმა მხოლოდ ის უნდა აკეთოს, რაც მოსწონს და სიამოვნებს. ყოველთვის ინტერესდებიან ურთიერთობის ახალი კონცეფციებითა და კანონმდებლობის ახლებური ხედვით, რადგან თავად  მერყეობას ავლენენ ყველაფერში, რაც პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს შეეხება.

 

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

აქ ნეპტუნი ვენერასა და ქირონის დომიცილის, სატურნის ეგზალტაციის, მზის ვარდნის, მარსისა და პლუტონის ტყვეობის ნიშანშია, ჰაერის სტიქიაში.

მისთვის მონათესავე ვენერას ნიშანში ნეპტუნი სოციალური სამართლიანობის პრინციპებს იძლევა (მაგალითად, ნიურბერგის პროცესი და ფაშიზმის განსჯა. გარდატეხა სამამულო ომში. სტალინგრადის ბრძოლა. ახალი საერთაშორისო გაერთიანებები).

ეს ახალი სახელმწიფოების და საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბების, წონასწორობის აღდგენის, სამართლიანი იდეებისა და კონცეფციების წამოჭრის პერიოდია, განსაკუთრებით სოციალურ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში.

თქვენს თაობაში ჩადებულია სამართლიანობის, მშვიდობის, კონფორმიზმის ინტუიციური აღქმა და სოციალური ურთიერთობების ინსტინქტი. თქვენ განსაკუთრებულად კარგად გრძნობთ ჰარმონიის ფორმებს ხელოვნებაში. ზოგადად, ამ თაობაში კარგი იდეოლოგები იბადებიან.

თქვენთვის ასევე დამახასიათებელი იქნება იდეალური საქორწინო პარტნიორის მოთხოვნა. რადგან პარტნიორს  იდეალისტურად აფასებთ, ხშირად ქორწინება თქვენთვის მოსაწყენი ხდება.

უარეს შემთხვევაში, თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ნებისმიერი მანკიერების გამართლება, დანაშაულებები კანონის მანიპულირებით, საშინელი კონსერვატიზმი, ცვლილებებისა და რეფორმების მიუღებლობა. თქვენ სამკვდროდ ჩააფრინდებით უკვე არსებულ ურთიერთობებს და ზურგს აქცევთ ყველაფერ ახალს ან არ ისურვებთ განვითარებას.

 

 

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ნეპტუნის უმაღლესი ოქტავა ბადებს სამყაროს ჰარმონიისა და სინთეზის უმაღლეს ხედვას: ამ დონეზე პასუხები გაეცემა კითხვებს სამყაროს მოწყობის შესახებ, განიმარტება მისი ევოლუციის კანონები; გასაგები  გახდება  მთლიანისა და შემადგენლის ერთიანობის პრინციპი (ბრაჰმანი და ატმანი). მაგრამ ამისათვის საჭიროა ბევრ ტრადიციულ შეხედულებაზე უარის თქმა, კერძოდ, სოციალური ეთიკითა და ესთეტიკით მიღებულ ნორმებზე. ამიტომ, ნეპტუნი სასწორის უმდაბლესი ოქტავა იმით გამოიხატება, რომ  ჩვეული წარმოდგენები ეფემერული ხდება. იმ სტრუქტურებსა და ეთიკურ კატეგორიებს, რომელიც გასაგები და თვალსაჩინო იყო წინამორბედი თაობებისთვის, ეს თაობა არათუ უარყოფს, ნაწილობრივ სხვანაირად, ნაწილობრივ კი საერთოდ ვერც აღიქვამს, თანაც სრულიად გულწრფელად.

პლანეტის დაზიანებისას, მოსალოდნელია სულიერი დეგრადაცია, დიდი პრობლემები სოციალური პასუხისმგელობის თვალსაზრისით, მტკივნეული ურთიერთობები ტყუილისა და დისციპლინისადმი, ძალადობრივი არმია და პოლიცია.

ამ თაობაზე დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ ქვეცნობიერებას.

 

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

ჰარმონიულ ასპექტებში: სულიერება. რელიგიურობა. კულტურა. ზნეობრიობა. განათლება. რომანტიზმი. პოეტურობა. მუსიკალურობა. შთაგონება. არტისტიზმი. მშვიდობისმოყვარება. თანაგრძნობა. მოწყალება. დახვეწილი გემოვნება. სილამაზის განსაკუთრებული აღქმა ბუნებასა და ხელოვნებაში. ცნობიერების ამაღლებული მდგომარეობა. შესანიშნავი წარმოსახვა. მეგობრულობა. ინტერესი მეცნიერებებისადმი.

პლანეტის დაზიანებისას: მავნე ჩვევების წახალისება. რომანტიული იდეალიზმი. მეოცნებეობა. რეალობისგან მოწყვეტა. დაბნეულობა. გაუბედაობა. ნერვოზები. თვითმოტყუება. უტოპიზმი. გადაჭარბებული ყურადღება უმნიშვნელო დეტალებისადმი.

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ქაოსური საქორწინო ურთიერთობები; ურთიერთვალდებულებების გაუფასურება. ემოციური და სოციალური ადაპტირების ინსტინქტმა შესაძლოა მიიყვანოს „მკვდარი მკვდარს აეკიდას“ მავნე ტენდენციამდე. ხშირად ღრუბლებში დაფრინავენ. გაუგებარი წარმოდგენები აქვთ ხელოვნებაზე. მარტივად ჰყვებიან ცდუნებებს. თავდაუჯერებლობა. ძალზედ მნიშვნელოვანია პარტნიორის მხრიდან მატერიალური მხარდაჭერა. გაუაზრებლად უერთდებიან გაბატონებულ საზოგადოებრივ დაჯგუფებებს,როკ ჯგუფებს ან ფსიქოდელიურ კულტურებს, რის შედეგადაც ხშირად ხდებიან ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებლები.

დადებითი მომენტები: საზოგადოებრივი ურთიერთობების ინტუიციური აღქმა; ამ თაობაში სოციალური ურთიერთპასუხისმგებლობა შინაგან შეგრძნებებს უფრო ეფუძნება, ვიდრე დადგენილ წესებს.

თქვენ დაიბადეთ 14 წლიან პერიოდში, როდესაც იდეალიზდა საერთაშორისო საყოველთაო თანამშრომლობა. ეს წარმოდგენები საფუძვლად დაედო მოძრაობას მშვიდობისა და თავისუფლებისკენ. თქვენს ასაკობრივ ჯგუფს ასევე ძალიან აინტერესებს  სულიერი ფილოსოფია და სხვა ხალხების კულტურული ტრადიციები. თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ეკლექტური მიდგომა, არაერთი სისტემის ელემენტების ათვისებით (მაგალითად, აღმოსავლურისა და დასავლურის გაერთიანებით).

მიმნდობლობის, გაუბედაობისა და მერყეობის გამო თქვენი ასაკობრივი ჯგუფი მარტივი მოსატყუებელია. ამის შედეგად, ყველაზე წრფელი და კეთილშობილი ზრახვებით ჩაფიქრებული ბევრი იდეალი სრულ ფრუსტრაციას განიცდის, რადგან თქვენ არ გაქვთ მკაფიო მიმართულება და მიზნები.

 

 სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

თქვენი სულიერი აღქმა ფართო დიაპაზონის არის, მაგრამ იმავდროულად არც ისე თვითმყოფადი, რადგან ის დიდად არის დამოკიდებული საზოგადოებრივ სტერეოტიპებზე. თქვენ ამაღლებულად ხედავთ დახვეწილ რიტუალებსა და ტრადიციებს.

 

მარია ქეი სიმსი „თქვენი ჯადოსნური ბავშვი“

ახალგაზრდობაში ბევრი გაჰყვა ჰიპურ მოძრაობასა თუ სხვა კონტრ-კულტურებს. ამგვარმა მოძრაობებმა განაპირობეს უფრო დისციპლინირებული იდეალების ლიკვიდაცია, რომელიც საზოგადოებას წინა წლებში ემსახურებოდნენ. თქვენ დაიბადეთ პერიოდში, როდესაც სამყაროში  ქალისა და მამაკაცის ტრადიციული ურთიერთობები იდეალიზებული რომანტიზმის შარავანდედით  შეიმოსა, მაგრამ როდესაც  წამოიზარდეთ, თქვენთვის თვალსაჩინო გახდა, რომ „ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“ ზღაპრებში მოყოლილი ილუზიაა. განქორწინებების რიცხვი მკვეთრად იმატებს, ფემინისტური მოძრაობა კი ბევრი თქვენთაგანისთვის უმაღლეს იდეალად იქცევა.

 

 

ცნობილი ადამიანები ნეპტუნით სასწორში:

I სახლში: Bill Clinton, Patrick Swayze, Dolly Parton, Stevie Wonder, Cat Stevens, Angus Young…

II სახლში: Nicolas Sarkozy, Steve Jobs, Bruce Willis, Freddie Mercury, Tom Hanks, Ted Bundy, Donald Trump, Kevin Costner, Ornella Muti, John Malkovich, Martin Scorsese, Raymond Domenech, O.J. Simpson, Jeff Bridges, Christopher Columbus, Annie Lennox…

III სახლში: Sharon Tate, Meryl Streep, George W. Bush, Camilla Duchess of Cornwall, Jean Reno, Stephen King, Steven Seagal, Richard Branson, Christopher Reeve, Michael Moore, Iggy Pop, Anny Duperey, Hulk Hogan…

IV სახლში: Bill Gates, Arnold Schwarzenegger, Robert De Niro, John Travolta, Richard Gere, Steven Spielberg, Sting, Cher, Charles, Prince of Wales, Farrah Fawcett, Fanny Ardant, Hugo Chávez, Jessica Lange, David Hasselhoff, Jeremy Irons, Joni Mitchell…

V სახლში: Mitt Romney, Bruce Springsteen, Mickey Rourke, Alain Souchon, Paulo Coelho, Kurt Russell, Helen Mirren…

VI სახლში: François Hollande, Sigourney Weaver, Tony Blair, Jackie Chan, Stevie Nicks, David Letterman, Mia Farrow, Jerry Seinfeld, Billy Idol…

VII სახლში: Isabelle Adjani, Janis Joplin, Stephen Arroyo, Jane Birkin, Deepak Chopra, Mireille Mathieu, John Holmes…

VIII სახლში: David Bowie, Jim Morrison, Catherine Deneuve, Kim Basinger, Sylvie Vartan, Whoopi Goldberg, Susan Sarandon, Cyndi Lauper, Charlotte Rampling, Tom Selleck…

IX სახლში: Jimi Hendrix, Sylvester Stallone, Gérard Depardieu, Liam Neeson, Goldie Hawn, Condoleezza Rice, Priscilla Presley…

X სახლში: Leonardo da Vinci, Oprah Winfrey, Bob Marley, Angela Merkel, Liz Greene, Keith Richards, Robert Plant, Denzel Washington, Steven Tyler, Romina Power, Isabelle Huppert, Diana Ross, Patti Smith, Isabella Rossellini…

XI სახლში: Hillary Clinton, Robin Williams, George Harrison, Michael Douglas, Julio Iglesias, Jimmy Page, David Lynch, Ozzy Osbourne, Debbie Harry, Diane Keaton, Neil Young, Molière…

XII სახლში: Vladimir Putin, Karen Cheryl, David Icke, Eric Clapton, Phil Collins, Gene Simmons, Rod Stewart…


About Qet

Scroll To Top