ნეპტუნი ტყუპებში

ნეპტუნი ტყუპებში

1887 -1902 წწ.

აღქმა + მრავალფეროვნება = შთაბეჭდილებიანობა

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას ყალიბდება უცნაური სულიერი გაორება. ადამიანი იტანჯება არაადეკვატური წარმოდგენებისგან.  ქაოტური ფანტაზიები, ბუნდოვანი ინტუიცია და სუსტი მეხსიერება აქვს. მისი ცხოვრება სავსეა შეცდომებითა და იმედგაცრუებებით. ის ან არასათანადოდ აფასებს ინტელექტს ან პირიქით, გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს გონების როლს ცხოვრებაში.  მიუხედავად იმისა, რომ  ინსტინქტურად  და სპონტანურად შედის კონტაქტებში, მისი შთაბეჭდილებები და სახებები მაინც ძალიან ბუნდოვანია. საკუთარი  წარმოსახვის ნაყოფი კი ძლიერ ამძიმებს და აშფოთებს მას. ბევრ მათგან უჭირს საკუთარი აზრების  სიტყვებით გადმოცემა, რადგან აზროვნების ელემენტები რამდენადმე გადღაბნილია. ხშირად ექმნება პრობლემები პრაქტიკულ, ყოველდღიურ აზროვნებით პროცესებში. ვლინდება მიდრეკილება დაბნეულობისა და ტყუილებისადმი, განსაკუთრებით ურთიერთშეთანხმებისას და დაპირებებში.

ხასიათის პოზიტიური განვითარებისას მისი ინტუიციური უნარი ძლიერდება,  მისტიური მისწრაფებები მკაფიოდ ყალიბდება, უვითარდება სხვების  შთაგონების ნიჭი, ვლინდება განსაკუთრებული სიყვარული ბუნების მიმართ.  ეს ადამიანი დიდ ყურადღებას უთმობს აღქმული ინფორმაციის ფარულ კონტექსტებსა და ქვეტექსტებს. ერთდროულად ემოციური და კეთილგონიერია. ბობოქარი ფანტაზიები და ავანტურისტული მისწრაფებები აქვს. მისი წარმოსახვა  კი ხანდახან საგანგაშო სახებებს ბადებს. ძალიან უყვარს მოგზაურობა. ყოველთვის ახალი გამოცდილების მიღება სწადია, ამიტომ , ვერასდროს ასწრებს „ფესვების გადგმას“. მისი მეგობრული და სასიყვარულო კავშირები სტაბილურობით არ გამოირჩევა. ბევრს ლაპარაკობს, თუმცა უმეტესად მისი სიტყვები სიტყვებადვე რჩება და განხორციელება არ უწერია. დროთა განმავლობაში შესაძლოა თაღლითად ჩამოყალიბდეს. ზოგადად, ძლიერ არის მიდრეკილი თვალთმაქცობისკენ. მეორეს მხრივ, მას არაჩვეულებრივი უნარი აქვს, ზუსტად გადმოსცეს საკუთარი ემოციები. განა ზუსტად ასე არ იბადება თეთრი ლექსები და შესანიშნავი რომანები? მისი ქვეცნობიერი მუდმივად გადასცემს უამრავ სიმბოლოს და სახებას, რომელსაც ის კეთილსინდისიერად შიფრავს. მას შეუძლია ინტუიციურად შეაღწიოს დიდი სოციალური ჯგუფების და მთელი ხალხების ევოლუციურ ამოცანებში. უნარი აქვს, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, დაამყაროს კონტაქტი კოლექტიური ქვეცნობიერის სიღრმეებთან. მიღებული ცოდნის შედეგად ის ფსიქიკური ცხოვრების ფუნდამენტურ კანონებს იაზრებს.  სულიერი საწყისის გასაღვიძებლად მისთვის აუცილებელია „პოეტური სიტყვა“ ან ხანგრძლივი ფიქრი თავის სიყვარულის ობიექტზე.

მას შეუძლია გახდეს გენიალური რეკლამის სფეციალისტი ან პროპაგანდისტი, რადგან  ბწრყინვალე ინტუიცია აქვს კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის საკიხებში. მარტივად შიფრავს ყველაზე რთულ სიმბოლოებს და ოსტატურად  ლავირებს მეტაფორებით. მისი ხშირად უსიტყვოდ ესმით, რადგან მას შეუძლია ინტუიციურად შეაღწიოს კონტაქტში. გარდა ამისა, დინამიური აზროვნებისა და განვითარებული ინტუიციის წყალობით, ის მარტივად იცნობს სხვების სულიერ მდგომარეობას.  ამიტომ, არანაკლებ წარმატებული ფსიქოანალიტიკოსი, შესაშნავი გამყიდველი და ძალზედ ნაყოფიერი შუამავალია. მისი ინტუიციური უნარები განსაკუთრებით აქტიურად ვლინდება ლიტერატურასა და პოეზიაში

მისი აზროვნება სახვითი და სიმბოლურია, აზრები _ კაშკაშა და ფერადი. იდეალები კი მისი შთაგონების წყაროა. ვინაიდან  ძლიერ შემეცნებითი ნატურაა და გარემო საგრძნობ  გავლენას ახდენს მასზე, ხშირად ისეც ხდება, რომ საკუთარ წარუმატებლობებში გარშემომყოფებს ადანაშაულებს. ის მართლა ძალიან საზრიანი და ჭკვიანია,მაგრამ ძალიან უჭირს ჭეშმარიტი და ცრუ ფასეულობების ერთმანეთისგან გარჩევა.  სძულს ზედაპირულობა და ფორმალიზმი.

ეს ადამიანი გიჟდება დისკუსიებზე და მომავლის გეგმების განხილვაზე. ის სულით პოეტია და შესანიშნავად გრძნობს სიტყვების ძალას. მისი სიტყვები ღრმაა, რთული და უკიდურესად მრავალმნიშვნელოვანი.

 

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ტყუპების ნიშანში ნეპტუნი განდევნილია. ის მერკურის დომიცილის, პროზერპინას ეგზალტაციის, ქირონის ვარდნის ნიშანშია. ტყუპების მასკულინური  ენერგია ეწინააღმდეგება ნეპტუნის ფემინურ ბუნებას.

თქვენი თაობა ბუნდოვანი იდეების თაობაა. ამ დროს ვლინდება ინფორმაციის ახლებრი აღქმა, კომუნიკაციის ახლებური მეთოდები  _ რეკლამა, პროპაგანდა, რადიო, ტელეფონი, კინო. თქვენ განსაკუთრებულად დამოკიდებული ხართ კომუნიკაციასა და კავშირებზე, დინამიურ აზროვნებაზე, სიმბოლიზმზე. შეიძლება სულიერად ზემოქმედებდეთ ადამიანთა აზროვნებით პროცესებზე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ნეპტუნი გაუცნობიერებლად აღიქმება, ადამიანები თქვენთან კონტაქტში ინტუიციურ დონეზე შემოდიან (და არა გააზრებულად). თქვენი იდეები განსაკუთრებულად გამტარუნარიანია პუბლიკაში. თქვენგან კარგი მწერალი, პოეტი ან ორატორი დადგებოდა. თქვენი აზროვნება მეტად აქტიური, ცოცხალი, სიმბოლური და წარმოსახვითია.

უარეს შემთხვევაში, თქვენთვის დამახასიათებელი იქნება  ჩახლართული იდეალები, გაურკვეველი რელიგიური შეხედულებები და უწესრიგო  კონტაქტები.

 

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ნეპტუნი ტყუპებში, უმაღლეს ოქტავაში, გენიალურ პოეტებს შობს, რომელთაც ძალუძთ სიმბოლურად გადმოსცენ ეპოქის უფაქიზესი  ვიბრაციები. საფუძვლიანი დამუშავებისას,  სუბიექტი არამხოლოდ ბრტყლად განიხილავს რელიგიას, მისტიკასა და ოკულტურ სწავლებებს, არამედ უნარი აქვს თანამედროვეთათვის გასაგებ ტერმინებშიც  გადმოსცეს ყველაფერი.

ნეპტუნის დაზიანებისას დამახასიათებელია ბუნდოვანი აზრები, ცხადში ოცნება, გაუგებრობები და ტყუილები ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასა და  კონტაქტებში.  არ არის გამორიცხული ვულგარული მატერიალიზმი და ათეიზმი.

 

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

ჰარმონიულ ასპექტებში: ადამიანს უკიდურესად განვითარებული წარმოსახვა და მდიდარი ფანტაზია აქვს, მხატვრული ოცნებები. შთაგონებული (და შთამაგონებელი) მეტყველება, აზრები, წერილები, პოეზია. ყურადღებიანი და დაკვირვებულია. შემოქმედებითი და ფსიქოლოგიური  გონება აქვს. მიდრეკილია ტელეპატიისაკენ. ახასიათებს ფსიქომოტორული დამწერლობა. აინტერესებს ხელოვნებათმცოდნეობა, ლიტერატურა, რწმენისა და ესთეტიკის საკითხები, ფოტოგრაფია და კინო. კარგი მდებარეობაა მწერლის, ფილოსოფოსის, აგიტატორის, პოლიტიკოსისა და რეჟისორისთვის.

ნეგატიურ ასპექტებში:  სუბიექტის ხასიათში იკვეთება დაბნეულობა, სკეპტიციზმი, უნდობლობა და გაურკვევლობა. ადამიანი წყდება რეალურ ნიადაგს. ხშირად ხვდება ორაზროვან და ცრუ სიტუაციებში.  ცუდი მახსოვრობა აქვს. გაუბედავია. ბევრს ფანტაზიორობს, ცარიელი ოცნებები აქვს. მიდრეკილია სიზარმაცის, ინტრიგების, ტყუილების, უდარდელობის, იდეალიზმისა და ფანატიზმისკენ.  ვინაიდან ბობოქარი და უმართავი წარმოსახვა აქვს, ხშირად დამახასიათებელია იდეებით შეპყრობილობა.  შეიძლება იყოს უზნეო და მუხანათი.

 

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

შემოქმედებითი და ინტუიციური უნარები ლიტერატურასა და პოეზიაში. აქტიური და დინამიური წარმოსახვა. ინსტინქტური კონტაქტები.

უარყოფითი თვისებები: რელობისგან მოწყვეტა და წარმოსახვით სამყაროში „გადასახლება“.

თქვენ დაიბადეთ 14 წლიან პერიოდში, როდესაც იბადებოდნენ ინტენსიური წარმოსახვით დაჯილდოებული ადამიანები. თქვენი  ასაკობრივი ჯგუფი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს პოეზიისა და მხატვრული ლიტერატურის მიმართ. ამ პერიოდში მართლაც არაერთი გენიალური პოეტი და მწერალი დაიბადა. არანაკლებ გაინტერესებთ პარაფსიქოლოგია, ასტროლოგია და სხვა ზებუნებრივი სწავლებები. რელიგიისადმი დამოკიდებულება ძალზედ რაციონალურია და აბსოლუტურად მოკლებულია ემოციებს. თქვენ მომენტალურად ამჩნევთ ლოგიკის ნაკლებობას ნებისმიერ რელიგიურ დოქტრინაში.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სუსტი სასუნთქი სისტემა გაქვთ.

 

 

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

ცხოვრების რითმების ცოცხალი და მოქნილი აღქმა, რაც საშუალებას აძლევს ყველა გავლენა ერთდროულად მოიცვას.   მისი სულიერების არხი სიტყვები და აზრებია.

 

 

 

ცნობილი ადამიანები ნეპტუნით  ტყუპებში:

I  სახლში: Jean Cocteau, Johannes Kepler, Elizabeth Bowes-Lyon, Martha Graham…

II სახლში: George Washington, Humphrey Bogart, Gary Cooper, Amelia Earhart, Henry Miller, Subhas Chandra Bose, Dorothy Parker…

III სახლში: Catherine the Great, Vladimir Nabokov…

IV  სახლში: Jiddu Krishnamurti, Al Capone, Lucky Luciano, Erwin Rommel, Federico García Lorca…

V სახლში: Mao Zedong, F. Scott Fitzgerald, Spencer Tracy, Wilhelm Reich, Duke Ellington…

VI სახლში: Clark Gable, Dane Rudhyar, Erich Maria Remarque, James Cook…

VII სახლში: Charlie Chaplin, René Magritte, Jawaharlal Nehru, Hermann Goering, Enzo Ferrari, Martin Heidegger, Fred Astaire, Ludwig Wittgenstein, Norman Rockwell, Hirohito…

VIII სახლში: Adolf Hitler,  Charles de Gaulle, Omraam Mikhaël Aivanhov, Sergei Prokofiev…

IX სახლში: J.R.R. Tolkien, Rudolph Valentino, Antonio Salazar…

X სახლში: Agatha Christie, Ernest Hemingway, Marlene Dietrich, Paramahansa Yogananda, Galileo Galilei, Antoine de Saint-Exupery, Dwight D. Eisenhower, Nikita Khrushchev, Franz Joseph Haydn…

XI სახლში: William Shakespeare, Alfred Hitchcock, Joseph Goebbels, John Steinbeck,  Grand Duchess Anastasia Nikolaevna of Russia…

XII სახლში: Jorge Luis Borges, William Faulkner…


About Qet

Scroll To Top