პირადი რუკის მიხედვით დაბნელების გავლენა და მისი შედეგები

პირადი რუკის მიხედვით დაბნელების გავლენა და მისი შედეგები

მზის დაბნელება

მთვარის დაბნელება

როგორც უკვე ვიცით, ჩვენი რუკის მიხედვით დაბნელება რომელ სახლშიც ხდება, ცვლილებებს იმ სახლის სფეროებში უნდა ველოდოთ. დამატებითი ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება მთვარის კვანძების მდებარეობაც.

დაბნელება ყოველთვის მთვარის რომელიმე კვანძთან ახლოს (ან კვანძთან შეერთებით) ხდება. მზის დაბნელების დროს ნახულობთ მზე რომელ კვანძთანაა ახლოს – ჩრდილოეთ თუ სამხრეთ კვანძთან. მთვარის დაბნელებისას – ეძებთ მთვარესთან ახლოს მდებარე მთვარის კვანძს.

მაგალითად: მთვარის დაბნელება 7 აგვისტოს იქნება სამხრეთ კვანძთან მერწყულის მე-16 გრადუსზე (ამჟამად მთვარის ჩრდილოეთ კვანძი ლომშია, სამხრეთ კვანძი – მერწყულში. დაბნელების დროს მთარეც მერწყულში იქნება, შესაბამისად დაბნელება სამხრეთ კვანძთან ხდება). თუ თქვენი რუკის მიხედვით მზის დაბნელება მე-2 სახლში ხდება – ნახულობთ დაბნელება მე-2 სახლში: დაბნელება სამხრეთ კვანძთან.

21 აგვისტოს მზის დაბნელებაა ლომის 29-ე გრადუსზე. მზე ჩრდილოეთ კვანძთან ახლოს იქნება, შესაბამისად დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან ხდება. თუ თქვენი რუკის მიხედვით დაბნელება მე-5 სახლში ხდება – ნახულობთ დაბნელება მე-5 სახლში: დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან.

2017 წლის დაბნელებები:

  • 11 თებერვალი – მთვარის დაბნელება,  ლომის  9° (დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან)
  • 26 თებერვალი – მზის დაბნელება,  თევზების 9°   (დაბნელება სამხრეთ კვანძთან)
  • 7 აგვისტო – მთვარის დაბნელება, მერწყულის 16°  (დაბნელება სამხრეთ კვანძთან)
  • 21 აგვისტო – მზის დაბნელება,  ლომის 29° (დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან)

დაბნელება 1-ელ სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • ყურადღებას იქცევს ჯანმრთელობა და გარეგნობა
  • აგრესიულობისა და პირდაპირობის პროვოცირება
  • ცხოვრებისეული ახალი პერსპექტივების სურვილი

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • ვალდებულებებისგან გათავისუფლების, თავის არიდების სურვილი
  • პარტნიორი ინტერესდება თქვენი გარეგნული ფორმით და საკუთარი თავით დაინტერესებისკენ გიბიძგებთ
  • სხვებთან ურთიერთობებში თქვენთვის ჩვეული, დამახასიათებელი სქემები იკვეთება

დაბნელება მე-2 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • ყურადღება მიმართულია ფულზე, ფინანსურ მხარეზე
  • ხარჯვის ჩვეული სტილის შეცვლა
  • შემოსავლის ახალი წყაროები
  • თვითღირებულების/ღირსების გრძნობის მატება

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • მნიშვნელოვანი „სხვა“ ინტერესდება ჩვენი ფინანსებით
  • პარტნიორი მოქმედებს/გვაფიქრებს ჩვენს თვითშეფასებაზე
  • ვიღაც გვეხმარება ახალი უნარების აღმოჩენაში, ამასთან ერთად – გამომუშავების ახალი შესაძლებლობებისაც.

 

დაბნელება მე-3 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • მთავარი საკითხები ეხება მგზავრობას, ტრანსპორტს, გამგზავრებას
  • და-ძმასთან ურთიერთობა, კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა მნიშვნელოვანი ხდება
  • წერილობითი საქმიანობის სურვილი ჩნდება
  • ინდივიდი მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • მითქმა-მოთხმის პროვოცირება ხდება
  • საერთო საქმეზე გამგზავრების, ვინმესთან ერთად მგზავრობის აუცილებლობაა
  • დაპირებულის შესრულების შემოწმება (რამდენად ასრულებ დაპირებას?)
  • თქვენი ნაცნობების გადაადგილების ცვლილება
  • მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება თქვენი და-ძმის ცხოვრებაში

დაბნელება მე-4 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • სახლთან და ოჯახთან დაკავშირებული საკითხები
  • აღზრდა და ზრუნვა მნიშვნელოვანი ხდება
  • საცხოვრებლის შეძენა
  • ოჯახური ისტორიისა და ტრადიციების შესწავლა
  • ოჯახური საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • ჩვეული გარემოს, გარემოცვის შეცვლა
  • ახლობლების, ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა
  • ტრადიციებზე, ოჯახთან ურთიერთობაზე აქცენტი

დაბნელება მე-5 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • ბავშვებს მეტი ყურადღება ეთმობა
  • შემოქმედებითი აქტიურობის პერიოდი
  • სარისკო ავანტიურა
  • აზარტული თამაშები შესაძლოა ამ პერიოდის მთავარ მოვლენებს უკავშირდებოდეს
  • ახალი სასიყვარულო თავგადასავლები
  • დასვენებისა და თავგადასავლების საკითხები მნიშვნელოვანი ხდება

დაბნელება დაღმავალ კვანძთან

  • ახალი შეხედულებები ძველ რომანტიულ ურთიერთობაზე
  • ბავშვის წარმატების დასრულება
  • ჰობის მიტოვების ალბათობა
  • დასვენება ან თავგადასავლები შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული

დაბნელება მე-6 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვევებსა და მახასიათებლებში
  • თანამშრომლებთან ურთიერთობა
  • დიეტისა და კვების საკითხები, ჩვევები ყურადღებას იქცევს

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • შინაური ცხოველები მეტ ყურადღებას და ხარჯს ითხოვს
  • შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული დაავადება (უარყოფითი ასპექტებისას)
  • ჩვევებზე უარის თქმა

დაბნელება მე-7 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • ახალი კავშირები
  • ინდივიდის ან მისი მეგობრის ქორწინება
  • საზოგადოებრივი კუთხით ახალი ენერგია და შემართება
  • იურიდიული საქმის დაწყება

დაბნელება დაღმავალ კვანძთან

  • ყურადღებას ქორწინება იქცევს
  • პარტნიორთან ერთობლივი ცხოვრებისეული საკითხების გადაწყვეტა
  • საზოგადოებრივი ურთიერთობების წინ წამოწევა
  • პარტნიორების ცვლა
  • სასამართლო პროცესებში ჩართვის ალბათობა

დაბნელება მე-8 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • საკუთრებასთან დაკავშირებული საქმეების მოწესრიგება
  • ფინანსური შემოსავლის ახალი ვარიანტები
  • ტრანსფორმაციის პერიოდი
  • ჩასახვასა და ფეხმძიმობასთან დაკავშირებული საკითხები
  • ემოციური გამოფიტვის („გაძარცვა“) განცდა
  • სსაკუთარ სექსუალურობასთან დაკავშირებით აზრის შეცვლა
  • ნდობის დაკარგვა

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • საერთო ქონებასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სირთულეები
  • მემკვიდრეობის დაკარგვა
  • სიღრმისეული კავშირი ახალ ნაცნობთან
  • ფსიქოთერაპიული ან რელაქსაციური კურსის გავლა (ან გავლის სურვილი)

დაბნელება მე-9 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • შეხედულებების მნიშვნელოვანი ცვლა
  • სხვა კულტურის, ეროვნების ადამიანებთან ახალი ნაცნობობა
  • საზღვარგარეთ წასვლის ალბათობა
  • პერსპექტივების ზრდა
  • თავისუფლების ძლიერი სურვილი

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • პარტნიორთან შეხედულებებში „განსვლა“, განსხვავებული დამოკიდებულებების გააზრება
  • სწავლის მიტოვების სურვილი
  • პარტნიორის გადაწყვეტილებით შორეული მოგზაურობა
  • პირადი სივრცის ძლიერი სურვილი

დაბნელება მე-10 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • მიზნებზე ყურადღების მიქცევა
  • კარიერული საკითხები მთავარი ხდება
  • საზოგადოებისგან აღიარება
  • მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ხელმძღვანელ პირებთან

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • პარტნიორის ჩარევით ან გავლენით კარიერული ცვლილებები
  • ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა
  • ოჯახის ასაკოვანი წევრები მეტ ყურადღებას მიიქცევენ

დაბნელება მე-11 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • ახალი საზოგადოებრივი აქტიურობა
  • ბავშვების/შვილების დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება ან მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა
  • გაუცხოების განცდა

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • პარტნიორის გავლენით სამეგობრო წრის ცვლა
  • საზოგადოებრივ ჯგუფში ან გაერთიანებაში საკუთარ სტატუსზე (მონაწილეობაზე) უარის თქმა
  • ბავშვებთან, შვილებთან დაკავშირებული მოვლენები

დაბნელება მე-12 სახლში

დაბნელება ჩრდილოეთ კვანძთან

  • საავადმყოფოს ან სხვა სამედიცინო დაწესებულების მონაწულხება
  • ძველი კავშირები საკუთარი თავის გაგებაში გვეხმარება
  • თანაგრძნობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დაწყება
  • საკუთარ თავში ჩაღრმავება, შესწავლა,
  • შთაგონება, პოეტურობა, მისტიური საკითხების მიმართ ინტერესი

დაბნელება სამხრეთ კვანძთან

  • რთულად დიაგნოსტირებადი დაავადებები
  • დაბნეულობა, განცალკევება
  • ფსიქიკური მდგომარეობის შემცვლელი ნივთიერებების ბოროტად გამოყენება
  • უცნაური, იდუმალი საკითხებით დაინტერესება

 

თუ დაბნელების დროს მზე ან მთვარე ასპექტს ქმნის ჩვენი რუკის რომელიმე პლანეტასთან, დაბნელება მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.

მზის დაბნელების დროს შექმნილი ასპექტები პიროვნულ ზრდას (პლანეტის სფეროებში) უკავშირდება. მთვარის დაბნელების დროს კი ცვლილებები მეტად შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, გარემოს.

თუ დაბნელების დროს მზე ან მთვარე ასპექტს ქმნის თქვენს:

მზესთან

  • მნიშვნელოვანი ცვლილება სამსახურსა და პირად ცხოვრებაში
  • ინდივიდუალურობის „გახსნა“
  • თქვენთან დაკავშირებული მამრობითი სქესის წარმომადგენელთა აქტიურობა, მათგან ახალი ამბები
  • „მე“-ს ძიება
  • ფიზიკურ სხეულთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურება

მთვარესთან

  • ოჯახურ საკითხებში ცვლილებები
  • ბავშვებთან და დედობასთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურება
  • თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ქალების მიმართ ყურადღების მატება
  • ურთიერთობებზე ორიენტირება
  • კვების საკითხების წინ წამოწევა
  • საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილი/ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა

მერკურთან

  • ცხოვრების ყველა სფეროში ბევრი ცვლილება
  • ჭორების, ახალი ამბების, შფოთვის, დოკუმენტების მოწესრიგების/შედგენის პერიოდი
  • მნიშვნელოვანი მგზავრობის, გადაადგილების პერიოდი
  • მნიშვნელოვანი მიმოწერის დაწყება
  • ჭორაობა, მოსაზრებები

ვენერასთან

  • სასიყვარულო სფეროს „გააქტიურება“, პირადი ურთიერთობების წინ წამოწევა
  • ღირებულებათა სისტემის საკითხების წინ წამოწევა
  • ცხოვრებაში ესთეტიურ მხარეზე ხაზგასმა
  • ჰარმონიისა და სილამაზის ყოველდღიურობაში შეტანის სურვილი
  • თანამშრომლობის თემა
  • სიამოვნების მიღებისა და გაცემის სურვილი
  • ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობის მიმართ ინტერესის ზრდა

მარსთან

  • მოვლენების მთლიანად შეცვლა
  • მიზნების მიღწევის მხრივ შესამჩნევი წარმატებების მიღწევა
  • სამსახურის შეცვლის ალბათობა
  • მიზანსწრაფულობისა და პირდაპირობის მატება
  • გაციების, ტრავმის ან ძალადობის ალბათობა (გააჩნია მარსის ასპექტს)

იუპიტერთან

  • სამოქმედო სფეროს გაზრდა
  • თავისუფლების განცდა
  • მოგზაურობის სურვილი
  • განათლების სფეროში (ამ მიმართულებით) მნიშვნელოვანი ცვლილებები
  • საკუთარი თავის რეალიზების, პოპულარობის სურვილი
  • ახალი რელიგიური ან ფილოსოფიური გამოცდილების მიღება
  • იურიდიული საკითხების წინ წამოწევა

სატურნთან

  • ძალისხმევისთვის „ჯილდოს“ მიღება
  • რეპუტაციის შენარჩუნების ან დაცვის სურვილი
  • ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით ეფექტიური გადაწყვეტილებების მიღება
  • პასუხისმგებლობის ზრდა
  • ოჯახის ასაკოვანი ადამიანები მეტ ყურადღებას მიიქცევენ

ურანთან

  • დიდი ცვლილებების განცდა
  • შფოთვა და „რაღაცის“ მოლოდინი
  • ურთიერთობებში ცვლილებები
  • გარეგნული ცვლილებები

ნეპტუნთან

  • ფანტაზიისა და რომანტიზმის, ეიფორიის, გულმავიწყობის პერიოდი
  • სულიერი  ზრდა

პლუტონთან

  • მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ბრძოლის აუცილებლობა
  • ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობის შეწყვეტა
  • საკუთარ თავზე, ძალაზე დაყრდნობა

გამოყენებულია ე.კუშის მასალები


About Tamta

Scroll To Top