პლუტონი ქალწულში

პლუტონი ქალწულში

20.10.1956-15.01.1957

19.08.1957-11.04.1958

10.06.1958-06.10.1971

18.04.1972-30.07.1972

პლუტონი მერკურისა და პროზერპინას სამფლობელოში, მიწის სტიქიაშია.

ჰარმონიული ასპექტები ხასიათს მატებს შრომისმოყვარეობას, შეუპოვრობას, დისციპლინირებულობას, საქმიანობას, ჯანმრთელობის საკითხებისადმი ინტერესს, ცხოვრების ჯანსაღი წესით დაინტერესებასა და ცხოვრებას; ტექნიკით, მედიცინით (უფრო კონკრეტულად – ქირურგიით), ლიტერატურით, პოლიტიკითა და ტელერეჟისურით გატაცებას.

უარყოფითი ასპექტების (დაზიანების) შემთხვევაში: გაღიზიანებადობა, ქედმაღლობა, შურისმაძიებლობა, კრიტიკულობა, უკმაყოფილება.

ამ პერიოდში (1957-1972 წწ) მასის ენერგია დანაწევრებულია, აჩქარება ხდება (ქალწული პროზერპინის ნიშანია, ფიზიოლოგიური რეზერვების სიმბოლო). საუკეთესო შემთხვევაში ენერგია მიმართულია სამსახურზე, ტექნიკასა და მეცნიერებისკენ. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ექიმებისადმი იმედგაცრუება, გამოჯანმრთელების ახალი იდეები ვრცელდება. ამ თაობისთვის ჯანმრთელობის პრობლემა წინა პლანზეა.

ეს ბევრად კონსტრუქციული მდებარეობაა, ვიდრე პლუტონის კუროში მდებარეობა, რამდენადაც პლუტონის მოქმედება მიზნებში კი არ ვლინდება, არამედ მუშაობის მეთოდებსა და მის შემადგენელ ელემენტებზე. ეს თაობა (განსაკუთრებით ურანით ქალწულში – 1962-1968 წწ) მთლიანად ცვლიან სამყაროზე, სივრცესა და დროზე წარმოდგენებს, კარმის კანონების მატერიალიზებას და მათგან ფიზიკის კანონების გამოყვანას (როგორც კარმის) ევალებათ. ასევე, პროგრესი მიიღწევა აზრისა და სულის ურთიერთქმედებაზე, მენტალური და ასტრალური სამყაროების შესახებ, ზოგადად ადამიანის სხეულის შესახებ ინფორმაცია ზუსტი ხდება.

გავიხსენოთ რა მოხდა ამ პერიოდში – ტექნიკა და მედიცინა წინ წავიდა: კომპიუტერული რევოლუცია, ტექნიკის ავტომატიზირება, დაორსულების საწინააღმდეგო აბები, ქიმიური პრეპარატები….

პლუტონით ქალწულში დაიბადნენ იმ 14 წლიან პერიოდში (1957-1971), რომლის დროსაც ეთიკური სტანდარტების ძიების, ჭეშმარიტების გაგების სურვილის (რა არის ჭეშმარიტი და რა ილუზია, ტყუილი) მქონე ადამიანები იბადებოდნენ.

მათ სამყაროში ყველა ბოროტების აღმოფხვრისა და ყველგან სრული წესრიგის დამყარების შინაგანი მიდრეკილება აქვთ. ზიზღი აქვთ ნებისმიერი უფორმო, ბინძურისა და დაუსრულებლის მიმართ. მაგრამ რა უცნაურიც არ უნდა იყოს, იხიბლებიან იმით, რაც უგემოვნოა, პერიოდულად უჩნდებათ უიმედობის განცდა და სასოწარკვეთა სამყაროს მოწყობის გამო.

შინაგანი ემოციური კონფლიქტები აისახება თაობის ცხოვრების წესში. მათი უმეტესობა კონსერვატიული, ეთიკურია და მხოლოდ მცირე რაოდენობაა საწინააღმდეგო მახასიათებლების მატარებელი – მოსწონთ უცნაურ ადამიანად ყოფნა, მანერებით უჩვეულო და შეუსაბამო ქცევის მქონენი არიან. შთაბეჭდილება რჩება, რომ თაობის წარმომადგენლებში ამ ორ უკიდურესობას შორის საშუალო არ არსებობს. ჩვეულებრივ, მეამბოხე სტილის ქცევა ვლინდება ახალგაზრდობაში, შემდეგ კი უკვალოდ ქრება, უფრო ასაკში კონსერვატიულობას ამჟღავნებენ.

ეს თაობა კომპრომისზე ადვილად არ მიდის და მკაცრი კრიტერიუმები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და რა – არა. ძლიერად გრძნობენ, რომ სამყაროშ ბოროტება, ცუდი უნდა გაანადგურონ. რა თქმა უნდა, კეთილი საქმეები უმაღლეს საფეხურებზე ღირსეულია (დასაშვებია), მაგრამ კატეგირული და ცალმხრივი (ერთი მხარის გათვალისწინებით) მიდგომა რთულ საკითხებში – მიუღებელია.

1957-1972 წლების ასაკობრივი ჯგუფი მნიშვნელოვნად გადახედავს დამოკიდებულებას კეთილისა და ბოროტის მიმართ და ერთიდან მეორეში ადვილად ირევა. მედიცინის, ეკოლოგიისა და განათლების სფეროებში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ.

საერთოდ, პლუტონის ქალწულში ყოფნა რეალიზდება როგორც რევოლუცია მეცნიერებაში, მედიცინაში სენსაციური აღმოჩენებით, ტექნიკურ შეიარაღებაში. ამ თაობის წარმომადგენლები ახალი ალქიმიკოსები იქნებიან, რომლებიც ალქიმიის „გამოღვიძებას“ ხელს შეუწყობენ.

ისინი გამოიყენებენ ახალ ენერგიას ფიზიკაში, ჯანმრთელობის სფეროში. მცირე საშუალებებით დიდ შედეგებამდე მიღწევა შეეძლებათ. თაობაში ბევრი იქნება ექიმი, რეფორმატორი მედიცინაში, ასტროლოგი.

ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ინდივიდი მიდრეკილია საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ საკუთარი იდეის ღიად დაფიქსირებისკენ. ან გარემოს ნგრევასთან ერთად კვდება, ან საკუთარი ბუნების ტრანსფორმირებისკენ მიმართავს ენერგიას, უმაღლესი სრულყოფილების მისაღწევად.

დადებითად განვითარების შემთხვევაში გამუდმებულ ინტერესს ავლენს ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართ და იმპერიის დასრულებაში (განადგურებაში) მონაწილეობას იღებს.  ვნების კონტროლსა და ენერგიის გამოყენების დარეგულირებას იწყებს, მიმართავს რა საზოგადოების პრაქტიკულ მსახურებისკენ. ნაკლებად ემოციურია, ვიდრე წინა თაობის წარმომადგენლები.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს თანდაყოლილი თავისუფალი დამოკიდებულება (ურთიერთობა) აქვთ მორალისა და სიყვარულის მიმართ. პარტნიორთან რაიმე ვალდებულებებს არ იღებენ. იდეალები გამომსახველობითია, რადგან ქალწულში იუპიტერი განდევნაშია.

პიროვნებისთვის დამახასიათებელია მატერიალიზმი და პრაგმატიზმი. გონივრული, ცივი ადამიანია, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული. საუკეთესო შემთხვევაში ჯანსაღი აზრისა და ფსიქიკური ენერგიის შენარჩუნება სიბერემდე შეუძლია. ინდივიდი, პლუტონით ქალწულში, ნაკლებადაა პატივმოყვარე და რომანტიული. მისი გონება კარგად მუშაობს. ბავშვებთან თავისებური ურთიერთობა აქვს.

ინდივიდუალურ რუკაში ეს მდებარეობა იძლევა ინტერესს სამყაროს შემეცნების, მცირე ფორმებისგან ფართო ფორმის შექმნას; რეალობის შეხედვას, მისი პრინციპების რადიკალური შეცვლის სურვილს ბადებს.დაუმუშავებელი პლუტონის შემთხვევაში ეს ყველაფერი რჩება ბუნდოვანი ოცნებებისა და არსებული სტრუქტურის, ფორმის შექმნის პრინციპების მიმართ ნიჰილიზმში.

უარეს შემთხვევაში ახასიათებს საჯარო ქონების ფლანგვა, სამსახურეობრივი მდგომარეობისა და სამსახურის პირადი საქმეებისთვის გამოყენება. შეიძლება გახდეს უსაქმური გასტერილებული ცნობიერებით. იმ თაობას მიეკუთვნება, რომელიც ნაადრევად ბერდება. სიყვარულში თავისუფლება გამოვლინდება როგორც შეუკავშირებელი ურთიერთობები და ცივი გარყვნილება.

პირად რუკაში, აძლიერებს ანალიტიკურ შესაძლებლობებს, კრიტიკულობას, ფესვებამდე ჩასვლა. საკუთარი გონების გადახედვა/გააზრება და მისი მასობივ აზრს დაქვემდებარება. ცვლილებები ხდება სოციალური წყობით, უმუშევრობაზე ყურადღების მიქცევით, ნაციონალური უმცირესობების საშუალებით, პირადი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობით. რეფორმატორების თაობა ყველგანაა.

მთელ ენერგიას კონკრეტული სამუშაოს შესრულებისკენ მიმართავს – მეცნიერებაში, ტექნიკის ან სამხედრო სფეროში. მიდრეკილია გამოჯანმრთელების სისტემებისა და ჯანსაღი წესის გადახედვისკენ და სერიოზულადაა მედიცინის სფეროში რეფორმების გატარებით შეპყრობილი.

არ ექვემდებარება შთაგონებას, საშუალებებში საკუთარი თავის შეზღუდვისკენაა მიდრეკილი, არც ისე პატივმოყვარე და რომანტიულია. მისი შვილები მშობლისგან პედაგოგიურ წნეხს არ განიცდიან, მათ აჩვენებს რა არის წესი, ნორმა პირადი მაგალითის საშუალებით.

ის წარმატებული ალქიმიკოსი, გენიალური ექიმი, შესანიშნავი ფსიქოლოგია; მეწარმეობის შესანიშნავ უნარს ამჟღავნებს და საკუთარი მდგომარეობის პირადი მიზნებისთვის გამოყენება შეუძლია.

ცხოვრების განნმავლობაში უწევს მატერიალური ფორმის ხედვის გადაფასება დეტალებისა და ნაწილების საშუალებით. მიისწრაფვის თითოეულ მატერიალურ ელემენტზე ძალაუფლება მოიპოვოს და თუ ეს არ გამოსდის – სიღრმისეულ იმედგაცრუებასა და დეპრესიაში ვარდება. ახასიათებს მორალური კრიტერიუმების თამამად გადახედვა და ყოველდღიურ ცხოვრებას ცვლის (თავხედურად).

სხვების დაინტერესებას ახერხებს პირადი მაგალითით და მიმდევრების ცხოვრების ორგანიზებას ახდენს, კონკრეტული გზის მითითებას ახერხებს მათ წინ დასმული მიზნების მისაღწევად. ეს ადამიანი შესამჩნევ ანალიტიკურ გონებასა და გამომგონებლობის უნარს ფლობს, განსაკუთრებით ნიჭიერის ფსიქიატრიისა და ლიტერატურული კრიტიკის სფეროში.

 

 მომზადებულია გლობას, პოდვოდნის, ვრონსკის, საკოიანის, astro-club.net-ის მასალებზე დაყრდნობით.


About Tamta

Scroll To Top