რეტროგრადული ვენერა ლომში

რეტროგრადული ვენერა ლომში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში. მას უჩვეულო სიძლიერის კომპლექსი აქვს. თუ თვითონ შთაგონებულია, შეუძლია უზარმაზარი ძალით დამუხტოს გარშემომყოფები, თუმცა კი გულის სიღრმეში არც ისე დარწმუნებულია მათ გულწრფელობაში. ამიტომ, მიდრეკილია ჩუმად განსაჯოს სხვები.  არც ისე იშვიათად ის  ფარული გამოცდებით ამოწმებს ადამიანებს, რომ გაარკვიოს, არიან თუ არა ისინი მისი საზოგადოების ღირსნი. ლოგიკურია, რომ  საკუთარ თავზე იმაზე ბევრად მეტს იღებს, ვიდრე საჭიროა. თუმცა საქმე ის არის, რომ  ეს ხელოვნური უღელი მას საკუთარი თავისადმი პატივისცემას მატებს. წამებულის როლის შესრულებისას, მას შეუძლია თავი დაირწმუნოს, რაოდენ მძიმე ჯვარს ატარებს, ულევი სიყვარულის გაცემით, რომელსაც არ უფასებენ.

მისი ყველაზე დიდი პრობლემა მოვლენების გადასწრების და მათზე გაბატონების სურვილია, მაგრამ ვენერას რეტროგრადული ვიბრაცია  სხვებში ისეთ აღფთოვანებას არ იწვევს, რის მიღწევასაც ინდივიდი ასე თავგამოდებით ცდილობს. I ფაზაში ის, შეიძლება ითქვას, აშინებს ადამიანებს თავისი პირდაპირობითა და სულსწრაფობით. როდესაც ინდივიდი ადამიანებისგან ნეგატიურ რეაქციას აწყდება,  ის უმალ დისტანცირდება მათგან, ვისთან დაახლოვებასაც ისურვებდა, ვიდრე აღიარებს, რომ თვითონ გამოიწვია გადაჭარბებული რეაქცია. ვენერას ეს მდებარეობა, ინდივიდზე მეტად, იმ ადამიანებისთვის უფრო საზიანოა, ვისაც მასთან გულწრფელი ურთიერთობა სურს.

მას ამ ცხოვრებაში მუდმივი თვითდემონსტრაციის კარმა მოაქვს. თუმცა  რაც უფრო ხშირად წარმოაჩენს თავს საჯარო განხილვაზე, მით უფრო ნაკლები შანსი აქვს სხვა ადამიანებთან, თანაბარ საფუძველზე, ინტერაქციის სრული სიმდიდრე განიცადოს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”

 


About Qet

Scroll To Top