რეტროგრადული იუპიტერი თევზებში

რეტროგრადული იუპიტერი თევზებში

აქ ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს, როდესაც  გარესამყაროსგან ჭეშმარიტების შთანთქმას ცდილობს.  ის მეტად სულიერი და მისტიური ადამიანია, მაგრამ ყოველთვის არ ამბობს იმას, რაც იცის.  ის  უამრავ დროს ხარჯავს ცხოვრებისეული საიდუმლოებების ამოხსნაში, რომელსაც გრძნობს. მას ძალიან უჭირს ადამიანების გაგება მიწიერ დონეზე.

წარსულ ინკარნაციაში ის შესაძლოა დიდ დროს უთმობდა რელიგიის ან ფილოსოფიის შესწავლას. საქმე ის არის, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს ეს ადამიანი მიმდინარე ცხოვრებაში, მას ძალიან სიღრმისეულად ესმის ცხოვრების ჭეშმარიტი არსი, თუმცა ნამდვილად ვერ ახსნის, საიდან აქვს ეს ცოდნა. ყველაფერში, რასაც ეს ინდივიდი გრძნობს, ის ძლიერ კონფლიქტს განიცდის თავის კოსმიურ განწყობასა და დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირების უნარს შორის.

ამ მდებარეობის ერთ-ერთი უმთავრესი სირთულე თავდაჯერების სწავლაა.  აღმოსავლური მისტიციზმით გატაცება, რაც ხელს უწყობს პირადი ჩაურთველობის გრძნობის მხარდაჭერას, (რასაც ეს ადამიანი მუდმივად განიცდის), დაეხმარება თვითრწმენის განმტკიცებაში. მან უნდა ისწავლოს საკუთარი თავის ნდობა, უმაღლესი გონების გამოყენებით, და თავი უნდა არიდოს ჩახლართულ დეტალებს, რომ ჭეშმარიტების არსს ჩაწვდეს.

მას არ უყვარს ადამიანების ან გარემოებების განსჯა, რადგან იცის, რომ არაფერი იმისგან, რასაც ფიქრობს, დასრულებულს ფორმას არ წარმოადგენს. მას არ ჰყოფნის გარკვევის, განსხვავების უნარი, უჭირს გონებაში ადამიანებისა და მოვლენების დახარისხება. მისი მიზანი უფრო უნივერსალურია და არა პერსონალური და მას გაცილებით პრაქტიკული ადამიანების დახმარება დასჭირდება, ვინც მისთვის ფიქსატორი ღუზის როლი უნდა შეასრულონ.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top