რეტროგრადული იუპიტერი თხის რქაში

რეტროგრადული იუპიტერი თხის რქაში

აქ ინდივიდი მუდმივ წინააღმდეგობას განიცდის იუპიტერის ექსპანსიას, ენთუზიაზმს, ოპტიმიზმსა და თხის რქის შეზღუდვას, ზომიერებასა და სიფრთხილეს შორის. ამრიგად, ადამიანი იძულებულია გარკვეულ წონასწორობას მიაღწიოს ამ ორ უკიდურეს პოლუსში, სანამ იმ უზარმაზარ სიბრძნეს მიაღწევს, რისი მიცემაც ამ მდებარეობას შეუძლია.

ის გაცილებით ბედნიერია ხანშიშესულ ასაკში, როდესაც ხვდება, როგორ მიმართოს უზენაესი ცნობიერება არსებითი ფასეულობებისკენ. ახალგაზრდობაში ის ხშირად ცდილობს ბიოლოგიურ ასაკზე უფროსად წარმოაჩინოს თავი და მართალია, ის შეიძლება ძალიან ბრძენი იყოს, მაგრამ მას არ მიაქცევენ ყურადღებას შედარებით მოწიფულ ასაკამდე. ნეგატიურ პიროვნებებში ეს მდებარეობა გამოკვეთილი მატერიალიზმით ვლინდება, განსაკუთრებით თუ რუკაში ამის სხვა მაჩვენებლებიც არსებობს.

სამაგიეროდ, ამ მდებარეობის მაღალ დონეზე გამოყენებისას, ადამიანს შეუძლია იშვიათი სულიერება გამოავლინოს, ჰქონდეს ძლიერი რელიგიური ცნობიერება, რომელიც წინა ინკარნაციებში განავითარა. გარდა ამისა, ის ფლობს მატერიალური ნივთების სულიერი მნიშვნელობის შეფასების უნარს, მათი ცენტრალური პოზიციების გაწონასწორებით.

სოციალურ ამოცანებში ის ძალიან მკაფიოდ გრძნობს „შეჩერდი! იარე! შეჩერდი! იარე!“ ვიბრაციას და ეს ყოველთვის არ მისცემს იმის კეთების საშულებას, რაც თავად უნდა. ის ხშირად ახდენს საკუთარი თავის პარალიზებას, რომ  საკითხებს იმაზე მეტად ჩაუღმავდეს, ვიდრე  სინამდვილეში სჭირდება. ამ თვალსაზრისით, ის შეიძლება გადაჭარბებულად აფასებდეს ამა თუ იმ საკითხის მნიშვნელობას.

ბუნებრივია, აქ წამოწეულია III  ფაზა, რადგან  მიმდინარე ცხოვრებაში ინდივიდი საკუთარი თავისა და გარესამყაროს შემეცნების მომწიფების კარმას განიცდის.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top