რეტროგრადული იუპიტერი მშვილდოსანში

რეტროგრადული იუპიტერი მშვილდოსანში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში. მას სურს განიცადოს ყველაფერი, რასაც სამყარო სთავაზობს, ამიტომაც ძალიან უჭირს დამშვიდება. მისი უმაღლესი გონება ერთდროულად სრულიად განსხვავებული გამოცდილებებისკენ ილტვის და იმავდროულად, ცდილობს ყოველი მათგანს ბოლომდე ჩაწვდეს, ისე რომ დანარჩენებსაც არ ჩამორჩეს. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ის ზედაპირულ და მსუბუქ ადამიანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი ხედვები ძალიან ხშირად წინასწარმეტყველურია. მას შეუძლია მარტივად ჩაწვდეს ყველაფრის არსს.

როდესაც ეს მდებარეობა საუკეთესოდ გამოიყენება, ინდივიდს მიმდინარე ცხოვრებაში უამრავი უნივერსალური ცოდნა შემოაქვს, რაც წინა ინკარნაციებში მიიღო. ის ძალიან მაღალი ენერგიულობით გამოირჩევა და მენტალური მოუსვენრობა აიძულებს, მიღებული ცოდნა რაც შეიძლება ფართე მასშტაბებში გაავრცელოს. მისთვის ასევე თვისებრივია საკუთარი სიმართლის ახსნა, თუმცა კი ძალიან უჭირს სხვების რჩევების მიღება. ის იდეებს კი არ შთანთქავს, საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობს. იუპიტერის ეს მდებარეობა ამცირებს სექსუალურ აღტკინებას და შესაბამისად, პირადი ტიპის ურთეირთობები უფრო ამაღლებულ დონეზე აჰყავს.

ეს ადამიანი, ყველა ურთიერთობაში, დამოუკიდებელი მოაზროვნეა. განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში მას არ სურს დაკავშირებული იყოს ტრადიციულ აზროვნებასთან. მისი  რელიგიასთან დაკავშირებული იდეები შესაძლოა უსასრულოდ ღრმა იყოს, მაგრამ ძალიან იშვითად რომ რომელიმე ჯგუფის, სექტის ან ეკლესიის იდეებთან იყოს თანხვედრაში.

მისი კარმა საკუთარი გაგების მიხედვით ცხოვრებაა. მან უნდა ისწავლოს შინაგანი გაგების დაფასება, თუმცა, იმავდროულად, მან არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ სხვა ადამიანების ფასეულობები. თუ ის მუდმივად შეეცდება თვითსრულყოფას, შეუძლია შესანიშნავი მასწავლებელი გახდეს  ჭეშმარიტების მაძიებლისთათვის.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top