რეტროგრადული იუპიტერი  V სახლში

რეტროგრადული იუპიტერი V სახლში

აქ ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს I ფაზაში ატარებს. ის აქტიურად ცდილობს თვითექსპრესიას საკუთარი შემოქმედებითი პოზიციების გამოსახატად, რაც წინა ინკარნაციებში განავითარა. ის ცხოვრებას ფართე მასშტაბში უყურებს, ტრადიციული საზოგადოების საზღვრებს კი ქვებით მოკირწყლულ ბილიკად აღიქვამს, რომლის საზღვრებსაც ნებისმიერ ფასად უნდა გადააბიჯოს.

თუ მთელი ჰოროკოპი ძლიერია, ეს მდებარეობა ადამიანს ძალაუფლების  სიყვარულსაც ანიჭებს. მას ძალიან უყვარს სხვის ფსიქიკურ სივრცეში შეჭრა, თუმცა ვერც კი აცნობიერებს რას აკეთებს. მისი პირადი მიზნები ძალზედ ამაღლებულია, მაგრამ ის ხშირად გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ  უნარებს მათ მისაღწევად. ხანდახან ზედმეტად  ბევრს ელის ბავშვებისგან, რადგან გულის სიღრმეში ისურვებდა, მათ ისეთ მწვერვალებს მიაღწიონ, რისი მიღწევაც თავად არ შეუძლია. ის ცხოვრობს დევიზით: „ნუ შემაჩერებთ!“ ამიტომ, ყოველთვის წინ მიიწევს, რომ გამოსცადოს ყველაფერი, რასაც ცხოვრება შესთავაზებს. იმავდროულად, მას უზომო სიამაყე აფერხებს, რომ სხვის თვალში რთულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ის ერთი შემოქმედებითი გამოცდილებიდან უპრობლემოდ გადავა მეორეზე, ვიდრე დაუშვებს, რომ მისთვის პატივისაცემმა ადამიანებმა მასზე ცუდად იფიქრონ. ის იმ პრინციპის მომხრეა, რომ თუ თავსხმა წვიმაში სწრაფად გაირბენს, არ დასველდება.

ეს საკმაოდ რთული მდებარეობაა ხანგრძლივი ურთიერთობისა და ქორწინებისთვის, რადგან ინდივიდის უზენაესი ჭეშმარიტება ყოველთვის დაკავშირებულია იმასთან, რას ფიქრობს ის საკუთარ თავზე და არა  სხვების მხრიდან კრიტიკული შენიშვნების შეფასებაზე, რომელიც შეიძლება დაიმსახუროს, თუ სხვებს საკუთარ თავის გაცნობის საშუალებას მისცემს.

აქ იდენტობის ინდივიდუალური გრძნობა დაფუძნებულია განხეთქილებებზე: წარსულ ინკარნაციებში დადგენილ იდეალებსა და იმ ყველაფერს შორის, რასაც ამ ცხოვრებაში ქმნის.  ამრიგად, ეს ჭეშმარიტად ისეთი ადამიანია, „როგორც საკუთარ თავზე ფიქრობს და გახდება ისეთი, როგორსაც ფიქრობს რომ გახდება“. მოწიფულ ასაკში ის ბევრ რამეს შეიტყობს საკუთარ თავზე, იმის მიხედვით, რაც ამ ცხოვრებაში შექმნა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top