რეტროგრადული იუპიტერი  II  სახლში

რეტროგრადული იუპიტერი II სახლში

აქ ინდივიდი აგრძელებს სიმდიდრის, პრესტიჟისა და სამართლიანობის შეგრძნების აღდგენის მცდელობას, რომელსაც წარსულ ინკარნაციებში იყო მიჩვეული. უმაღლესი გონება ფოკუსირებულია ფასეულობათა სისტემაზე და უმეტეს შემთხვევაში  ცხოვრების ფიზიკურ მხარესა და მატერიალურ სურვილებს უღრმავდება. ხანდახან ის მიდრეკილია განსაჯოს ისინი, ვისაც მასზე მეტი აქვს. თუმცა პლანეტის კონსტრუქციულად გამოყენების შემთხვევაში, ეს საშულებას მისცემს თავიდან მივიდეს  იმ გაგებამდე, რაც წარსულში უმაღლესი გონებით შეიმეცნა. ერთადერთი, რაც მას ამისთვის მოეთხოვება, მიაღებინოს თავის უმდაბლეს გონებას ყველაფერი, რაც იცის.

უმეტეს შემთხვევაში, მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ყველაფერს ვერ იღებს ცხოვრებისგან. ხანდახან მას სურს სხვების ცნობიერების მისაკუთრება. ის ძლივს ახერხებს საკუთარი ფასეულობების განცალკევებას გარესამყაროს ფასეულობებისგან, რადგან ცდილობს მთელი სამყარო საკუთარ თავში დაიტიოს.

ვინაიდან ინდივიდი ფართო მასშტაბებში ფიქრობს, ის მიდრეკილია საკუთარი მოთხოვნების გადაჭარბებით შეფასებისკენ. ზოგიერთ შემთხვევაში, მას სურს ისეთი ნივთებს დაეპატრონოს, რაც სამყაროში თავისუფალი უნდა იყოს და ეს აზრი იმდენად ინტენსიურია, შეიძლება მთლიანად შეიპყროს.

ეს მდებარეობა უპირატესობას  I ფაზას ანიჭებს, მაგრამ ფაზა, სადაც ის დროის უმეტეს ნაწილს დაჰყოფს, განისაზღვრება ნიშნის მიხედვით, რომელზეც II სახლის კუსპიდი მდებარეობს. თუ  სახლი ნეგატიური(ფემინური)  ნიშანშია, მაშინ ინდივიდი ერთმნიშვნელოვნად III ფაზას აირჩევს, რაც ყველაზე ნაკლებ ჰარმონიაშია იუპიტერის თვისებებთან. თუ  სახლი პოზიტიურ (მასკულინურ) ნიშნებშია, მაშინ ინდივიდი ყველაზე მეტ დროს I ფაზაში დაჰყოფს. ზუსტად ამ დროს ცდილობს ის გარესამყაროს თავისი ფასეულობები შთააგონოს.  თუმცა, ორივე შემთხვევაში, მიმდინარე ცხოვრებაში ის წარსულის ფასეულობების ძლიერ გავლენას განიცდის.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top