რეტროგრადული იუპიტერი VI სახლში

რეტროგრადული იუპიტერი VI სახლში

აქ ინდივიდი დიდ ენერგიას ხარჯავს უმაღლესი ცნობიერების განსახიერების მცდელობაში, რომ ის პრობლემები გადაჭრას, რაც ცხოვრების გზაზე ელოდება. ის ზედმეტად დაკავებულია ამა თუ იმ პროექტის ჩაშვებით, რომელიც შეიძლება არც დაასრულოს, რადგან ყველა საქმეში მონაწილეობა სწადია. ის შეპყრობილია სამართლიანობის დაცვით სამსახურში და ძლიერ სირთულეებს განიცდის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში, როდესაც მუდმივად ცდილობს ისე მოიქცეს, როგორც სწორად მიაჩნია. ხშირად ის მიდრეკილია გადამლაშებისკენ და ძალიან უყვარს ბუზის სპილოდ გადაქცევა. რეტროგრადული იუპიტერის ყველა მდებარეობიდან, ამ მდებარეობისას ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს ადამიანური ცხოვრების კოსმიურ მასშტაბში დანახვა.

ვინაიდან ის ყოველთვის მარტივი მეთოდების ძიებაშია, იმდენად წვრილმან საკითხებზე აყოვნებს თავის ყურადღებას, ხშირად უჭირს არჩეული კურსის შენარჩუნება. საქმე ის არის, რომ აქ უმაღლესი ცნობიერება ძალიან მგრძნობიარეა ადამიანების უმდაბლესი აზრების მიმართ. ინდივიდი ფუჭად ფლანგავს უამრავ ენერგიას, როდესაც ყურადღებას ამახვილებს გარესამყაროს დეტალებზე. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ ზუსტად იცის, როგორ მუშაობს სამყარო და ზუსტად ამის გამო, თვალთახედვიდან უშვებს ყველაზე მთავარს. პრობლემა ის არის, რომ ის მიდრეკილია განიხილოს თავისი ვიწრო თვალსაწიერი, როგორც მთლიანი ჭეშმარიტება.

ის შეიძლება მკაცრ მორალისტად მოგვევლინოს ადამიანებთან ურთიერთობაში. ადამიანებს ის საკუთარი უზენაესი ცნობიერების კომპიუტერიზებულ ჭრილში აფასებს_ როგორც ამოსახსნელ თავსატეხებს და არა ადამიანური სისუსტეებით დამძიმებულ მოკვდავებს.

მას ამ ცხოვრებაში სამყაროსადმი უზარმაზარი მოლოდინების კარმა  შემოაქვს. ეს სამყარო ვერ ამართლებს მის იდეალებს, რომელიც მის წარსულზეა აგებული. ბედნიერებას მაშინ მიაღწევს, როდესაც შუალედს იპოვის  წარსულ იდეალებსა და ყოფითი ცხოვრების პრაქტიკულ რეალობას შორის.

მიმდინარე ცხოვრებაში არ არის გამორიცხული იურიდიული სირთულეები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მის  მიდრეკილებასთან, აქცენტები დასვას ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე. მან უნდა ისწავლოს პრიორიტეტების დალაგება, რომ გაანთავისუფლოს უზენაესი ცნობიერების ენერგია, მისივე შექმნილი, უსარგებლო წვრილმანებისგან.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top