რეტროგრადული მარსი თხის რქაში

რეტროგრადული მარსი თხის რქაში

აქ ინდივიდი დიდ ენერგიას ხარჯავს თვითღირებულების გრძნობის გამყარებაში. ის კრებს ყველა აზრს, ნივთსა და ადამიანს და აგებს პირამიდას, რომელზეც, საბოლოო ჯამში, ტახტი უნდა დაიდოს.

ის გარკვეულ წინააღმდეგობას განიცდის ახალგაზრდულ იმპულსურობასა და მოხუცის ბრძნულ  თავშეკავებას შორის. ამის გამო, ის მუდმივად განსხვავებული ასაკის ადამიანებთან ამყარებს კავშირს, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაიმსახუროს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოწონება. უკლებლივ ყველა თავის მოქმედებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს. III ფაზაში შესაძლოა სხვების ქცევებზეც გრძნობდეს პასუხისმგებლობას.

თხის რქა, რომელიც სატურნის მმართველობის გამო, ისედაც კარმული ნიშანია, ინდივიდს აიძულებს ყველა ის შედეგი განიცადოს, რისი მიზეზიც წინა ინკარნაციაში თავად გახდა. თხის რქასთან სამყაროს კარმული კანონი ყველაზე მეტად ვლინდება, ვიდრე ზოდიაქოს ნებისმიერ სხვა ნიშანში. ამიტომაც აქვთ თხის რქებს უკიდურესად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. სატურნის შვილები, სადაც იმავდროულად მარსი ეგზალტაციაშია და მით უმეტეს რეტროგრადული, ბუნებრივად და ძალიან მკაფიოდ გრძნობენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ჩადენილ ქმედებებსა და დამდგარ შედეგებს შორის. ლოგიკურია, რომ ამ მდებარეობის ადამიანებს სურთ იყვნენ საკუთარ თავზე პასუხისმგებელნი და არ წავლენ რისკზე, თუ ხვდებიან, რომ წარუმატებლობა ან მიუღებლობა ელით.

თუ ეს ინდივიდი სულიერების გზას დაადგა, მის პოტენციურ  მიღწევებს ზღვარი არ აქვს. ის საუკეთესო წინამძღოლია საკუთარი თავისთვის. ის ძალიან მიზანდასახულია I ფაზაში, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს II ფაზაში და ღრმად ინტროსპექციულია III ფაზაში. ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, არამხოლოდ საით მიდიან ცხოვრებაში, არამედ ისიც, როგორ მოხვდნენ დანიშნულების ადგილზე.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top