რეტროგრადული მარსი კუროში

რეტროგრადული მარსი კუროში

კუროს ნიშანში მარსისთვის ყველაზე კომფორტულია III ფაზა, როდესაც ინდივიდი კვლავ შთანთქავს თავის წარსულს, რითაც მისთვის აუცილებელ საიმედოობისა და თავდაჯერების შეგრძნებას უზრუნველყოფს. მას ეშინია ინოვაციური მოქმედებების. ამიტომ, საკუთარ ცხოვრებას წარსულში გამყარებულ შეხედულებებზე აგებს. ასეთი მიდგომა მის თვითრწმენას ამყარებს, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

ფიზიკური მოთხოვნების წინასწარი პროგრამების ტენდენცია ძალიან ძლიერია. ის თავს იკავებს აღშფოთებისგან და  რისხვას ხშირად საკუთარი თავისკენ მიმართავს, როგორც სასჯელს.

მას სურს სხვებთან სიახლოვის შეგრძნება, მაგრამ ყოველთვის თავს იკავებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის შინაგან დაძაბულობას. ეს განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რადგან კუროსეული სითბოსა და სიახლოვის მოთხოვნა დათრგუნულია ამ მდებარეობის მარსის III (ინტროსპექციულ) ფაზაში შეყოვნების ტენდენციით.

არაერთი თვალსაზრისით, ის მარადი ბავშვია, რომელსაც არც გაზრდა სურს  და არც სიჭაბუკის ქცევითი ნორმების ტრანსფორმაცია. ის ჩვევების ქმნილებაა და შეიძლება წლების განმავლობაში ინარჩუნებდეს ჩვევებს მხოლოდ იმიტომ, რომ კუროს სიუხვის მოთხოვნას გამოცდილების რაოდენობა აკმაყოფილებს. მას უყვარს მარტო ყოფნა, თუმცა ძალიან არ სიამოვნებს მიტოვებულობის შეგრძნება.  ამიტომ,  ხშირად უკან იხევს მისთვის გაკეთებული ავანსებისგან, მაგრამ, იმავდროულად, მშვენივრად იცის, რომ ამ ავანსების გარეშე უბედური იქნება.

ამ მდებარეობის კარმა ინდივიდს  საკუთარი ფიზიკური და საზოგადოებრივი მოთხოვნების გაგებას ასწავლის, რაც მისთვის სრულიად აუცილებელი გაკვეთილებია, რადგან ის შეიძლება ფაქტობრივად გამოიფიტოს,  ამ სფეროებში არსებული კონფლიქტების შიგნით შენახვით.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top