რეტროგრადული მარსი ლომში

რეტროგრადული მარსი ლომში

აქ ინდივიდს შეუძლია  კუნძულად იქცეს საკუთარი თავისთვის. ლომის სიამაყეს მარსის ძალა უერთდება, რაც ინდივიდში შინაგანი ძალაუფლების განცდას აყალიბებს  სხვებზე. ის იშვიათად აღიარებს ხმამაღლა გავლენის წადილს. თუმცა მისი ზეწოლა სხვებზე, მათი სისუსტეების დეკლარირებით, ძალიან ინტენსიურია და მისი გარშემომყოფებიც შიშით ცახცახებენ. ეს I ფაზაში ხდება, რაც  აძლიერებს რეაქციის ძალას. ამ ინდივიდის წარმოდგენა საკუთარ თავზე ძალიან სუბიექტურია, რადგან მის იმწუთიერ იმპულსებს უფრო ეფუძნება, ვიდრე გარშემომყოფთა რექაციას მასზე.  თუ რომელიმე ადამიანს სურს თანაბრად მართალი და ეგოისტი იყოს, სწორედ  ამ მარსის მდებარეობის პატრონს.

არც ისე იშვიათია ვაჟის აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები. მას შეუძლია ფაქტობრივად შეაფერხოს შვილის განვითარება, რადგან მისგან ზედმეტად ბევრს ელის.

ეს ადამიანი არ იღებს რჩევებს. ყოველთვის თავდაცვით პოზიციაშია, რადგან ეშინია ილუზია არ გაუქარწყლდეს იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლისკენაც ილტვის. სწორედ ამიტომ ხანდახან მას  მნიშვნელოვანი სირთულეები ექმნება ადამიანებთან ურთიერთობაში.

მას დიადი მიზნები აქვს და ყველაფრის განხორციელებას აპირებს. ამიტომ, მოუწევს ისწავლოს, რამდენად ირეალურია მისი მოლოდინები მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ის ყველაფერში მბრძანებლობის კარმას ატარებს. ამიტომ, ყველგან შეჯიბრის სიტუაციას ქმნის, ისეთ გარემოებებშიც კი, სადაც რეალურად შესაჯიბრებელი არაფერია. მარსის ყველა მდებარეობას შორის, ამ მარსს ყველაზე მეტად უჭირს წაგება. შეიძლება ითქვას, ვერ იტანს დამარცხებას. როგორც ჩანს, წარსულ ცხოვრებაში გამოჩენილი ძალისხმევა ყოველთვის სათანადოდ არ ფასდებოდა, არ ჯილდოვდებოდა ან სულაც ვერ განხორციელდა. ახლა ინდივიდი ცდილობს წარსულის დაბრუნებას, საკუთარი თავის დარწმუნებით, რომ საკმარის ძალაუფლებას ფლობს თავის ცხოვრებაზე და ყველა იმ ადამიანზე ვინც, მის ცხოვრებაში ჩნდება.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”

 


About Qet

Scroll To Top