რეტროგრადული მარსი VII სახლში

რეტროგრადული მარსი VII სახლში

აქ ინდივიდი ძლიერ დეზორიენტაციას განიცდის პირად ურთიერთობებში. მას უჭირს ქორწინებაში, რადგან რასაც თავის მეუღლეში ხედავს, საკუთარი თავისთვის მიუღებლად მიაჩნია.

ქალის ჰოროსკოპში ეს მდებარეობა ხშირად მიუთითებს კაცების მიმართ სიძულვილზე წარსულ ცხოვრებაში. მიმდინარე განსხეულებაში, როგორც ჩანს, ასეთი ქალი მუდმივად იმ მიზეზების ძიებაშია, რაც მის ამოუხსნელ კაცთმოძულეობას გაამართლებს. თითქმის ყოველთვის ისეთი შეგრძნება აქვს, რომ საქორწინო პარტნიორი განზრახ ცდილობს ტკივილი მიაყენოს.

იშვიათად, თუმცა ისეც ხდება, რომ  ამ მდებარეობის ინდივიდი ქვეცნობიერად ყოველთვის ჩხუბის საბაბს ეძებს. ეს განსაკუთრებით ვლინდება საკამათო ურთიერთობაში, თუ მას საერთოდ აქვს უნარი, განიცადოს რაიმე სახის ურთიერთობა.

როგორც წესი, ეს ადამიანი ძალიან უნდობია. შინაგანად მუდმივად საგანგაშო მდგომარეობაშია, რომ არავინ არაფერი დაუშავოს. საქმე ის არის, რომ ასეთი წინასწარგანწყობით ადამიანებში მტრულ დამოკიდებულებას იწვევს, რაც ეხმარება საკუთარი შეხედულების მართებულობაში დარწმუნდეს. თუმცა ის იშვიათად ხვდება, რომ ამას თავად პროვოცირებს.

კარმულად, ამ ადამიანმა კომპრომისი უნდა ისწავლოს პირად ურთიერთობებში. მისი ცხოვრება უწყვეტი გაკვეთილია მისი ეგოსთვის, რომ ერთხელაც იმგვარი ზემოქმედება განიცადოს საკუთარ თავზე, როგორსაც სხვა ადამიანებში იწვევს. სანამ ის ამ გაკვეთილს არ გაითავისებს,  ქვეცნობიერად ისევ და ისევ განიცდის ყოველ ნეგატიურ რეაქციას, რომელსაც თავად იწვევს სხვებში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top