რეტროგრადული მერკური ვერძში

რეტროგრადული მერკური ვერძში

   აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს რეტროგრადული პროცესის I ფაზაში, როდესაც გაგების წადილი,  კარდინალური მარსიანული ვერძული თვისებებით, ისე იტაცებს წინ, რომ  თავიდან განიცდის თავისი წარსული ინკარნაციებიდან გამოყოლილ  აზრობრივი განვითარების პრიმიტიულ ნაწილებს. მისი ყველა აზრობრივი და სენსორული შტამპი  ბავშვური სურვილის გამოძახილია, დაამტკიცოს თავისი მენტალური კომპეტენტურობა. ის ხშირად იტანჯება იმპულსური აზროვნებისგან, რაც  შორსმხედველობას ართმევს, რადგან აბსოლუტურად მოკლებულია მოთმინებას. ამის გამო, თანამოსაუბრეთა უმეტესობასთან ის ყოველთვის ამოვარდნილია დროის სინქრონში. მიუხედავად  ამისა, საკმაოდ ძლიერი მოკამათეა. სიამოვნებასაც  კი განიცდის, როდესაც მენტალურ სტიმულაციას იწვევს, რაც  საშუალებას აძლევს დაამტკიცოს, რომ ის ღირსეულია, იმ შემთხვევაშიც, თუ მიზეზები, რის გამოც ჰგონია, რომ წაყენებულ მოთხოვნებს ვერ შეესაბამება, ამ ცხოვრებისგან არ მომდინარეობს. მას ყოველთვის სურს იცოდეს, საკმარისად კარგად გამოიყურება თუ არა გარშემომყოფთა თვალში. ამიტომ, მუდამ წინ მიჰქრის, რათა დაამტკიცოს, რომ შეუძლია  გამოწვევების მიღება წარსულიდან. საქმე ის არის, რომ ამ პროცესში, ადამიანები, ვისი მხრიდანაც გაგებას ელოდება, კადრს მიღმა რჩებიან.

ეს მდებარეობა ყველაზე ნაკლებ ჰარმონიაშია III ფაზასთან, როდესაც ინდივიდი თავის ცნობიერებას უბრუნდება, რომ კვლავ განიცადოს უკვე განცდილი. ზუსტად ამ მიზეზით, ის ვერ იტანს განმეორებას და აქტიურად წუწუნებს, რომ ისეთ სამყაროში უწევს ცხოვრება, რომელიც ინტელექტუალურ სტიმულს კარგავს, როდესაც მუდმივად უკვე დასრულებული პროცესების გადახედვის  რეჟიმშია.


About Qet

Scroll To Top