რეტროგრადული მერკური I  სახლში

რეტროგრადული მერკური I სახლში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს რეტროგრადული გამოცდილების  I ფაზაში, როდესაც მისი ფიქრები ფოკუსირებულია საკუთარი წინსვლის მოლოდინზე. ის მოუთმენლად ხტება წინ დასკვნებისკენ, რაც, ბუნებრივია, მოგვიანებით კორექტირებას მოითხოვს. ადამიანის მთელი ჰოროსკოპი ბავშვურ ხასიათს იძენს, როდესაც  ბევრი პლანტარული ენერგია შიგნით მიემართება, რომ საკუთარ პერსონაზე ფოკუსირდეს.

როგორც ჩანს, ეს მდებარეობა ინდივიდს ახალგზარდა და მოუმწიფებელი ადამიანების საზოგადოებისკენ უბიძგებს. თვითგანვითარების პროცესში, მას ამ ცხოვრებაში პირველსაწყისი კარმა შემოაქვს. თუმცა ბოლომდე არც ესმის, როგორ მიმართოს ენერგია გარეთ. ის ხდება ნაწილი ყველაფრისა, რასაც, როგორც ფიქრობს, პროეცირებს. ამრიგად, მას ძალიან უჭირს იმის გარჩევა, სად მთავრდება თვითონ და სად იწყება გარესამყარო.

ის პატარა ბავშვივით  მუდმივ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა კი ყოველთვის ვერ ხვდება, როდის იღებს მას. ის პანიკურად ერთვება  სიტუაციებში, მხოლოდ იმიტომ, რომ მყისვე საკუთარ თავში წავიდეს. მისი ყველაზე დიდი პრობლემა იმის გარკვევაა, ვინ არის სინამდვილეში. კარმის პრიზმაში ის ყურადღებით აკვირდება  მუდმივ ყოყმანს თვითიდენტობაში. და ისევ, პატარა ბავშვივით, ის ძალზედ სულსწრაფი და მოუთმენელია, რომ ბოლომდე გაარკვიოს, რაც აინტერესებს.  ეს ინდივიდი არ ელის, რომ სამყარო გაუგებს. ამიტომ, თვითონ  ეშვება თავით სამყაროში, რომ გაიგოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია. თუმცა, როდესაც პოულობს იმას, რასაც, როგორც ჰგონია, რომ ეძებდა, მას ძალიან უჭირს შეცვალოს ის, რაც უკვე იცის.

ასეთი განლაგებისას, ასტროლოგი დანარჩენი პლანეტების უმნიშვნელო დისბალანსს უნდა ელოდოს, რადგან რეტროგრადული მერკურის ფოკუსის ლინზა გარკვეული კორექტირებით გამოვლენს პლანეტების ენერგიას.


About Qet

Scroll To Top