რეტროგრადული ნეპტუნი VIII სახლში

რეტროგრადული ნეპტუნი VIII სახლში

მარტინ შულმანი

ეს ძალიან ძლიერი მდებარეობაა რეტროგრადული ნეპტუნისთვის, რაც ინდივიდს საშუალებას აძლევს შეაღწიოს სხვა ადამიანთა ფასეულობების არსში. მას უყვარს მსახურება და კარგად აცნობიერებს გარშემომყოფთა მოთხოვნებს. იმავდროულად, პლანეტის რეტროგრადული ბუნება თავშეკავებისკენ უბიძგებს.  ის ყოველთვის თავისთვის ინახავს საკუთარ შთაბეჭდილებებს და ხშირად მოგეჩვენებათ, რომ   შთაგონების შეჩერებულ მდგომარეობაში იმყოფება, სანამ  მსახურების შინაგან მოთხოვნას არ იგრძნობს. ადამიანი დაჯილდოებულია მისთვის აუცილებელი სექსუალური სახებების ვიზუალიზაციის უნარით. თუმცა ამ სფეროში, ისევე როგორც ბიზნესსა და ფინანსებში, ხელმძღვანელობას საჭიროებს, რომ არ დაიბნეს. რეტროგრადული ნეპტუნისა და  VIII სახლის ორმაგი ვიბრაცია მას ძალზედ ინტროსპექციულად აქცევს. ამიტომ, დროის უმეტეს ნაწილს  III ფაზაში ატარებს.

ამ მდებარეობის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური თვისება ის არის, რომ ადამიანი შეიძლება მედიუმის ბუნებრივი ნიჭით დაიბადოს, რაც, სწორად განვითარების შემთხვევაში, მუდმივ კოსმიურ შემეცნებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაამდიდრებს მის სულიერ ცხოვრებას.

 

სერგეი ვრონსკი

წინა ცხოვრებაში ადამიანი დონ-ჟუანი ან კურტიზანი იყო. ყოველ შემთხვევაში, გარყვნილი სექსუალობით ხასიათდებოდა. შესაძლოა შავი მაგი ან ალქაჯი ყოფილიყო. უძლიერეს ფსიქოლოგიურ პოტენციალს მხოლოდ ეგოისტური და ანგარებიანი მიზნებისთვის იყენებდა. მამაკაცები აუბედურებდნენ  გულუბრყვილო ქალწულებს, ქალები არ ინდობდნენ არც ახალგაზრდა ყმაწვილებს და არც მოხუცებს. თავიანთი სისასტიკით, შეუბრალებლობით, უზნეობით, გარყვნილებით, გავლენისადმი სწრაფვითა და გამდიდრების სურვილით მათ არაერთი ადამიანის ცხოვრება წაბილწეს.

ამჯერად კარმა მოითხოვს წინა ცხოვრებებში ჩადენილი ქცევების უარყოფას. ინდივიდმა უარი უნდა თქვას მანკიერ მეთოდებზე, რომელსაც საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებდა. თავისი ძლიერი ფსიქოლოგიურ-ინტუიციური უნარები მან მეცნიერების, კვლევების, აღმოჩენების სასარგებლოდ  მიმართოს, მათ შორის ოკულტური დისციპლინების სფეროშიც და ადამიანებს ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევასა და შინაგან ტრანსფორმაციაში დაეხმაროს.


About Qet

Scroll To Top