რეტროგრადული ნეპტუნი X სახლში

რეტროგრადული ნეპტუნი X სახლში

მარტინ შულმანი

რეტოგრადული ნეპტუნი აქ მეტად რთულ მდგომარეობაშია. ინდივიდის პერსონალურ მოთხოვნებს და ცხოვრებისეულ მიმართულებებს მუდმივად უფორმო კოსმიური რეალობა აქარწყლებს. მას ხშირად ეუფლება დაბნეულობის ან/და დაკარგულობის განცდა საკუთარ მიზნებში, რადგან მშვენივრად გრძნობს სამყაროს დიდ ჩანაფიქრს, რასთან დაპირისპირებაც ძალიან უჭირს.  ის შეიძლება არსში წვდომის უზარმაზარ ნიჭს ფლობდეს, მაგრამ მისი უნარები შესუსტებულია არაკონკურენტუნარიანი ბუნებით.

მისთვის დამახასიათებელია ძალზედ შემოქმედებითი ბუნება, სადაც საჭიროა შთაგონება და ვიზიონერული თვისებები. თუ ზენიტის კუსპიდი ნეგატიურ (ფემინურ: მიწის და წყლის) ნიშანზეა, ინდივიდი დიდ დროს დაჰყოფს III ფაზაში, სადაც არამხოლოდ შთანთქავს თავისი თანასწორი ადამიანების იდეალებს, არამედ გარკვეულ მორიდებასაც განიცდის საზოგადოებრივ/საჯარო სიტუაციებში.

მისი სოციალური აღმასვლა დაკავშირებულია კარმულ გაკვეთილთან _ გამოავლინოს მიუკერძოებლობა კარიერაში და არ გააგივოს თავი საკუთარ სოციალურ სტატუსთან. როდესაც ამას ისწავლის, მისი ინტუიცია და წინასწარმეტყველური უნარები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დაეხმარება საზოგადოებრივი წარმატების მიღწევაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ილტვის ამისკენ.

 

სერგეი ვრონსკი

წარსულ ცხოვრებაში ინდივიდი ნებისმიერ  ფასად ცდილობდა დიდების, ჯილდოების, ტიტულებისა და ცნობადობის მოპოვებას. ის ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას და ანგარიშს არ უწევდა არავის, ადამიანებს ფავორიტებად და „განტევების ვაცებად“ ჰყოფდა. ის ნამდვილი ტირანი იყო. შესაძლოა ადამიანთა გარკვეული წრის კუმირიც გახდა, თუმცა აუცილებლად განიცადა პოსტიდან ჩამოგდება, ცხოვრების უღირსი წესის ან/და მექრთამეობის გამო. ამჯერად კარმა მისგან საკუთარი ცხოვრების წესის გადახედვას მოითხოვს. ის მოწყალების და ჰუმანურ გზას უნდა დაადგეს, არა საკუთარი დიდებისა და ტიტულისთვის, არამედ საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოსთვის იზრუნოს. მან უარი უნდა თქვას ნებისმიერ ავანტურასა და აფერაზე, პირად ამბიციებზე, მამლაყინწობასა და გარეგან ბრწყინვალებაზე. ის უნდა დაემორჩილოს ყველა კანონსა და საზოგადოებრივ ტრადიციას.


About Qet

Scroll To Top