რეტროგრადული პლუტონი მე-10 სახლში

რეტროგრადული პლუტონი მე-10 სახლში

წინა ცხოვრებაში ჰქონდა ძალაუფლება, დიდება, ჯილდო, ცნობადობა, მაგრამ პატივისა და ძალაუფლებისმოყვარე, აგრესიული, ძალადობისკენ მიდრეკილი იყო. ხშირად საკუთარ უფლებებს გადაამეტებდა და სტატუსს, მდგომარეობას დაბალი მიზნებისთვის იყენებდა.

დაკავებული თანამდებობის გავლენას, ძალას და ენერგიას დამსახურებისამებრ არ იყენებდა, რაც პროტესტს იწვევდა როგორც თანამშრომლებთან, ასევე ხელმძღვანელებთან. მიდრეკილი იყო სკანდალის მოწყობისკენ, კამათისკენ, დაპირისპირებამ შესაძლოა მიღწევებიც დააკარგვინა, მისი დასჯა გამოიწვია.

ახლა საკუთარი პოზიციების გადახედვა, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში შეცდომებისა და ნაკლოვანებების გამოსწორება უწევს.

ნაკლები პრობლემის შესაქმნელად მოუწევს პატიოსანი და სამართლიანი გზის არჩევა, სასურველია იყოს მეტად ჰუმანური, კანონის მორჩილი, ტრადიციები გაითვალისწინოს. ამისთვის თვითკრიტიკის გაზრდა და სხვების განსჯის შემცირება მოუწევს.

რეტროგრადული პლუტონით მე-10 სახლში, ინდივიდი განიცდის გარშემომყოფებთან იდენტიფიცირების შინაგან იძულებას; როგორც წესი, კარიერის აწყობის დიდი მოთხოვნილება აქვს. ეს ერთ-ერთი იშვიათი მდებარეობაა, რომლის დროსაც იძულება ქვეცნობიერშია „მოთავსებული“ და აუცილებელი არაა სექსუალურ დონეზე გამოვლინდეს. ამ მდებარეობის მქონე ბევრი ადამიანი ისეთ სამუშაოს ეძებს, რომლითაც საზოგადოების, გარშემომყოფთა განათლებას და წინსვლას ემსახურება. ამ სტილით ცდილობენ  დაირწმუნონ თავი, რომ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ სიკეთეს უკეთებენ.

პასუხისმგებლობას ძლიერად გრძნობს, თუმცა არა ყოველივე ტრადიციულის მიმართ. შეუძლია საზოგადოებას გადააბიჯოს, თუ თვლის, რომ რაღაც ახლის ნაწილი გახდება და ბოლოსდაბოლოს საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს/იპოვნის. ბედნიერია, როცა გრძნობს, რომ დიდი, მსოფლიო ტრანსფორმაციის ნაწილია.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top