რეტროგრადული პლუტონი მე-8 სახლში

რეტროგრადული პლუტონი მე-8 სახლში

ეს პოზიცია ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პოზიციაა რუკაში. პლუტონი არამარტო მერვე სახლის მმართველია, არამედ რეტროგრადულ ფაზაში ამ სახლში ყველაზე ჰარმონიულად გრძნობს თავს. ამ მდებარეობის ადამიანი მუდმივად ეძებს სხვა ადამიანებში ღირებულებებს, მას შეუძლია ყველაზე ღრმა საიდუმლოებების გაგება.

სექსუალურობა მისი ყველაზე იდუმალი მხარეა. ცოტა რამ არსებობს ცხოვრებაში ისეთი,რაც ამ მდებარეობის მქონე ადამიანს პრაქტიკაში არ აქვს შესწავლილი, ის თავის თავზე გამოცდის ყველაფერს. პლუტონი რუკის პატრონს ძლიერ სექსუალურ ხასიათს სძენს (მის ხასიათს სექსუალურობას მატებს).

ადამიანის მოტივაცია არამარტო ფიზიკურია, არამედ გონებრივი და კოსმიური დატვირთვისაც გააჩნია. ადამიანის ფიზიკურ ცვლილებაზე ან ფსიქიკურ გარდაქმნაზეა დამოკიდებული ჩაწვდება თუ არა სამყაროს კანონზომიერებებს. რეტროგრადული ფაზის გამო ადამიანი ყველაფერს ძველს, ტრადიციულს ანგრევს, რაც შემდგომში საკუთარი თავის ღრმად შეცნობაში უშლის ხელს.

რეტროგრადული პლუტონის მე-8 სახლში მდებარეობის გამო ადამიანი ისეა დაკავშირებული სხვათა ღირებულებებთან, მას უნდა თუ არა, მასობრივი ცნობიერების (კოლექტიური ცნობიერი) გავლენას განიცდის. ეს მდებარეობა ადამიანს ასევე ე.წ. პლუტონურ ძალას ანიჭებს. აღსანიშნავია,რომ რაც უფრო უკმაყოფილო იქნება გარე სამყაროთი, მით უფრო უკეთ შეიცნობს საკუთარ დაფარულ “მე”-ს.

კარმული ასტროლოგიის ერთ-ერთი განმარტებით, წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა იყო მსხვილი ბანკირი, კაპიტალისტი, მრეწველი ან სექსუალური მანიაკი; ოკულტიზმს ან სხვა ეზოთერულ მეცნიერებას მისდევდა, მაგიას იყენებდა უარყოფითი მიზნებისთვის, ძალაუფლებისმოყვარე იყო.

ამ ცხოვრებაში ფენომენალური შესაძლებლობები გადმოყვა, მაგრამ მხოლოდ დადებითად, სასიკეთოდ შეუძლია გამოყენება. მდებარეობა ითხოვს სექსუალური პოტენციალის სუბლიმირებას და ხელოვნებაზე, მედიცინაზე ან სხვა (სხვების ხელშემწყობ) სფეროზე მოხმარებას.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top