რეტროგრადული სატურნი მორიელში

რეტროგრადული სატურნი მორიელში

აქ ინდივიდი საკუთარი გამოცდილებით შეიცნობს ცხოვრებას მის ძირითად დონეზე. ის უკიდურესად ღრმა გამჭრიახობით არის დაჯილდოებული, რისი უდიდესი ნაწილიც მისი პერსონალური გამოცდილებიდან მოდის. ვინაიდან ეს ადამიანი მუდმივად თვითგანადგურების ზღვარზე ცხოვრობს, ადრე თუ გვიან, ის თავიდან იშორებს თავის ყველა მიღწევას, რადგან ღრმა აზრს ვერ ხედავს. მისი ასეთი დამოკიდებულება პრაქტიკულად ყველაფერზე ვრცელდება, რასაც გარშემო ხედავს. მას მიაჩნია, რომ ყველაფრის უკან, რისი აღქმაც მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია, სულ სხვა რეალობა იმალება.

ამ ინიდივიდის არსი მისი ქვეცნობიერის სიღრმეებიდან იგება. მიწიერი ცხოვრების წუთიერი სიამოვნებები მას ვერ დააკმაყოფილებს.  ის ყოველთვის გრძნობს შინაგან კოსმიურ რეალობას, რომელიც მუდმივად  ცენტრისკენ იზიდავს მას.

გარესამყაროსთან მიმართებაში, ის ძალზედ მტკიცეა თავის პოზიციებში. ძალიან იშვიათად, რომ ვინმემ მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადააცდინოს. ის სიამოვნებით ერთვება ისეთ კამპანიებში, რომელიც საზოგადოების ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად. მაგალითად, შესაძლოა ორთოდოქსალურ ტრადიციებს აუჯანყდეს ან კაცობრიობის გარდაქმნის სურვილით შეპყრობილი ჭეშმარიტების მაძიებელი გახდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, კარმის რა დონეზე მოდის ის ამ ცხოვრებაში. როგორც წესი, ამ მდებარეობის გამოხატვა I ფაზაში მიმდინარეობს.  სამაგიეროდ, III ფაზა წყალქვეშა დინებასავით მუშაობს, რაც ინდივიდის გადაწყვეტილებების მთავარი მოტივატორი ხდება. ამრიგად, მისი შინაგანი განსჯები, საკუთარი ადგილის შესახებ გარემომცველ საზოგადოებაში, იმ მიმართულებებს  ასტიმულირებს, სადაც ინდივიდი ტრანსფორმაციას ისურვებდა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top