რეტროგრადული სატურნი IX სახლში

რეტროგრადული სატურნი IX სახლში

ეს განსაკუთრებული სახლია რეტროგრადული სატურნისთვის, რადგან ის ინდივიდს თავის უკვე ფორმირებულ უმაღლეს ბუნებასთან აკავშირებს.

უმეტეს შემთხვევაში, ადამიანს ამ ცხოვრებაში ბრძნული მოწიფულობის განცდა შემოაქვს, რაც წარსულ ინკარნაციებში განავითარა.  მიუხედავად მისი ინტელექტის კოეფიციენტისა( IQ), ის გაცილებით უფრო ბრძენია, ვიდრე მცოდნე. თუმცა პლანეტის რეტროგრადული ბუნება ხშირად აიძულებს  ეჭვი შეიტანოს საკუთარ თავში და იმაზე გაცილებით დაძაბულად ეძებოს გაგება, ვიდრე რეალურად სჭირდება.  მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იქამდე ხდება, სანამ გაიგებს, რომ ყველა ძალისხმევა, რომელსაც პრობლემების მოსაგვარებლად იჩენს, მისი სწავლის ნაწილია, როგორ შეწყვიტოს განსჯა. როდესაც ამას მოახერხებს, მაშინ აღმოაჩენს, რომ პასუხი ყოველთვის მის თვალწინ იყო.

ბევრი ადამიანისთვის სატურნის ეს მდებარეობა ხანგრძლივი სულიერი მოგზაურობის საბაბია, რომლის ბოლოშიც ინდივიდი საკუთარი თავისადმი პატივისცემას აღმოაჩენს ღვთის წინაშე. მისი მოგზაურობა მაშინ იწყება, როდესაც ის ცდილობს წაიკითხოს ყველა წიგნი, დაესწროს ყველა შესაძლო ლექციას და შეეცადოს დაიჭიროს უმაღლესი აზრი, იმ იმედით, რომ მრავალმხრივი ცოდნის მეშვეობით იმას მიაგნებს, რასაც ეძებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ცოდნის უმეტესი ნაწილი მასთან გაცილებით ბუნებრივი მეთოდებით მიდის.

თუ ინდივიდი ასტრალურ პროექციას შეეცდება, ის გააცნობიერებს, რომ მისი ასტრალური სხეული ძალიან მძიმეა და სხვებისთვის ერთგვარი შემაწუხებელი ტენდენციითაც ხასიათდება.

კარმულად, ის პირველი რანგის მაძიებელია და ამ მისიას მიმდინარე ცხოვრებაშიც არ წყვეტს. ის ყველა რეტროგრადულ ფაზას განიცდის, რადგან თავისი ფილოსოფიური და სულიერი შეხედულებების ჩამოყალიბებას აგრძელებს, რითაც დაგროვილ შეხედულებებს ცოდნად გარდაქმნის.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top