რეტროგრადული ურანი კუროში

რეტროგრადული ურანი კუროში

აქ წინ წამოწეულია III ფაზა, როდესაც ინდივიდი თავიდან აფასებს ყველაფერს, რაც უკვე გადაიტანა. მისი ფინანსური და ემოციური თავდაჯერება ძლიერ რყევებს განიცდის, მაგრამ  ეს მას კიდევ უფრო მეტ გაბედულებას ანიჭებს, საკუთარი მდგომარეობის განმტკიცების სურვილში. ის ინტენსიურ სექსუალურ სურვილს განიცდის ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც უცნაურად ეჩვენება, აღელვებს და ძაბავს კიდეც.

წარსულ ინკარნაციებში მანმ  თავის ფასეულობათა სისტემაში, კრისტალიზებული კონფლიქტი განავითარა, რომელიც მიმდინარე ცხოვრებაში უნდა განადგურდეს, თუ მას პროგრესულად განვითარება სწადია. სწორედ ეს კრისტალიზებული ნაწილები უხმობს მაცდურად  წარსულის საიმედოობისკენ. მაგრამ რეტროგრადული ურანი მუდმივად თავის  უმდაბლეს „მეზე“ აღზევებისკენ უბიძგებს, როდესაც ისეთ გარემოებებს უქმნის, სადაც ის იძულებულია გააცნობიეროს, რომ მისი საიმედოობისა და კეთილდღეობის განცდა ცრუ ფუნდამენტზეა დაშენებული. ამრიგად, ის თანდანათან სცდება მშვიდი აუღელვებლობის ფარგლებს და ამაღელვებელი აღმოჩენების საზღვრებს უახლოვდება, რომელმაც შეიძლება არავითარი პრაქტიკული სარგებელი არ მოუტანოს.

ურანის ეს მდებარეობა ინდივიდს  შეუთავსებლობების შეთავსებას აიძულებს. მაგალითად, მას სურს ოჯახი და იმავდროულად თავისუფლებას ებღაუჭება; მოსწონს სტაბილური სამსახური და იმავდროულად თავს ირწმუნებს, რომ მასთან არ არის დაკავშირებული; მას სურს ეკუთვნოდეს რომელიმე აღმსარებლობას და იმავდროულად მიაჩნია, რომ, მის წინაშე,  სრულიად თავისუფალია რაიმე ტიპის ვალდებულებისგან. ამიტომ,  ის ძალიან არატრადიციულია მხოლოდ ტრადიციულ ჭრილში. თუმცა როდესაც მას რეალური შესაძლებლობა ეძლევა, მართლაც განთავისუფლდეს ქორწინებისგან, სამსახურისგან, რელიგიისა თუ მისი ცხოვრების სტილის სხვა ჩამოყალიბებული ნაწილებისგან, ის სწრაფად ხტება უკან, საიმედოობის სავანეში, რომელსაც კურო ყოველთვის ეძებს.

ამ მდებარეობას ვაწყდებით ისეთი ადამიანების რუკებში, რომელთა სულები ცდილობენ დაამსხვრიონ წარსულ ინკარნაციებში განვითარებული აზროვნებითი შაბლონები, მაგრამ საქმე ის არის, რომ ისინი არ არიან მზად, უარი თქვან ცხოვრების მატერიალურ სიკეთეებზე, რაც მათთვის პირველხარისხოვნად მნიშვენლოვანია.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”

 


About Qet

Scroll To Top