რეტროგრადული ურანი მორიელში

რეტროგრადული ურანი მორიელში

რეტროგრადული ურანი მეტად ხელსაყრელ ნიადაგში ხვდება აღმოცენებისთვის, რადგან  მას სინათლე მოაქვს ინდივიდის  ღრმა ძიების პროცესში. ის არასდროს არაფერს აღიქვამს მარტივად და ზედაპირულად _ ისე, როგორც გამოიყურება. ის ყოველთვის ღრმად თხრის, რომ მიაგნოს ყველაფრის ფესვებს, რაც სხვებს გადაუჭრელად და შეუძლებლად მიაჩნიათ. ის გენიალურია, როდესაც საქმე კვლევა-ძიებას ეხება. მართალია, მოთმინება აკლია, მაგრამ, საბედნიეროდ, მას არ სჭირდება დიდი დრო აღმოჩენისთვის, რადგან უნარი აქვს, ფსიქოლოგიურად შეაღწიოს ყველაფრის სიღრმეში და მყისიერად შეიცნოს საგნების თუ ადამიანების არსი.

პერსონალურ დონეზე, ის მრავალმხრივ სექსუალურ ცვლილებას განიცდის ცხოვრებაში. გარკვეული პერიოდი ის ილტვის აღელვებისა თუ აღგზნების ყველა ფორმისკენ, რომელიც ჯერ არ გამოუცდია. სხვა პერიოდში_ შესაძლოა საერთოდ უარიც თქვას სექსუალურ ცხოვრებაზე. ყველაფერში, რასაც აკეთებს, ინდივიდი უკიდურესი შეხედულებების მომხრეა და არასდროს ჩერდება ნახევარ გზაზე. ის უბრალოდ არ ცნობს ნახევარზომებს! ეს მდებარეობა ძალიან მაღალ და ინტენსიურ ენერგიას იძლევა. როდესაც ინდივიდმა იცის ჭეშმარიტება, ის არ მისცემს სხვებს მისი გვერდზე გაწევის საშუალებას იმ ძირითადი კურსიდან, რომელიც საკუთარი თავისთვის განსაზღვრა.

ურანის ეს მდებარეობა უკიდურესად სულიერი ხასიათისაა, განსაკუთრებით III ფაზაში, რომლის განმავლობაშიც ინდივიდს შეუძლია მთელი სამყარო  საკუთარ თავში შეიცნოს.  ის არასდროს იტყუებს თავს და არც ილუზიებში ცხოვრობს. პირიქით, ის ამაყობს იმით, რომ ყველას და ყველაფერს რეალურად ხედავს.

მას ამ ცხოვრებაში შესანიშნავი უნარი ებოძა, შეიცნოს ბევრი ისეთი რამ, რის არსებობაზეც სხვებს წარმოდგენაც არ აქვთ. კარმულად, ის ამ სამყაროს, ამ დროში, ძალიან აქტიური როლის შესასრულებლად მოევლინა. ის არასდროს უსაქმურობს და არ წუწუნებს იმ უსამართლობაზე, რასაც გარშემო ხედავს. ეს ინდივიდი  ჭეშმარიტი ლიდერია თავის თანამედროვეთა ცნობიერების ტრანსფორმაციის საქმეში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top