როგორ ტყუიან ზოდიაქოს ნიშნები

როგორ ტყუიან ზოდიაქოს ნიშნები

 

ვერძები ტყუიან გადარჩენისთვის. ძირითადად,საკუთარი,საყვარელი და უნიკალური თავის გადარჩენისთვის. თუ არ სურთ სხვებისთვის რაიმე გააკეთონ,ათას მიზეზს მოიგონებენ ამისთვის. პერსონაჟებით გაათამაშებენ გარემოებებს,რომ საშუალება არ აქვთ,ყველაფერი მიატოვონ და თქვენი თხოვნა შეასრულონ. იმავდროულად, მხურვალედ გეფიცებიან,რომ აუცილებლად დაგეხმარებიან,როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებათ… და შემდეგ კვლავ ტყუიან. ვერძებს ჰგონიათ,მთხოვნელი როდესმე თავისით მიხვდება,რომ დაკეტილ კარზე აკაკუნებს და შეეშვება. ხშირად ასეც ხდება.  გარკვეული დროის შემდეგ,თვითონ ვერძს ყველა უარს ეუბნება დახმარებაზე,ისინიც კი,ვინც მანამდე სიმპათიით იყო განწყობილი ამ ნიშნის წარმომადგენლების მიმართ. მით უმეტეს,რომ ვერძის ტყუილში გამოჭერა არც ისე რთულია_საკმარისია,მხოლოდ მათი მოსაბოდიშებელი მიზეზები გააანალიზოთ და სწრაფად მიხვდებით,რომ მათში ლოგიკური არაფერია.

 

კუროსთვის ტყუილი მთელი ხელოვნებაა. ისინი მონდომებით ხლართავენ ტყუილების ქსელს,რომ წარმოაჩინონ საკუთარი მნიშვნელობა,მოახდინონ დადებითი შთაბეჭდილება ან სულაც გამოიწვიონ თანაგრძნობა. მაგალითად,ყველაზე ხშირად  იმისთვის ტყუიან,რომ ფული არავის ასესხონ. მერე რა რომ აქამდე გატაცებით გიყვებოდნენ,როგორ ჩაურიცხეს პრემია ან როგორ დატოვეს კაზინოში რამდენიმე ათასი დოლარი ან როგორ შეიძინეს საკოლექციო ჩანთა თუ ფუფუნების სხვა ნივთები?! კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მიზეზი ტყუილისთვის არის საპირისპირო სქესთან ურთიერთობა. უსიამოვნო დაკითხვების თავიდან ასაცილებლად,კურო დაბეჯითებით დაიფიცებს,რომ თათბირზე ზის და სულაც არ შეშფოთდება,რომ ტელეფონში ხმამაღალი მუსიკა ისმის.

ყველაზე უცნაური ის არის,რომ მათ ტყუილებს რატომღაც პატიობენ. ზოგი ისეა მოხიბლული ამ საყვარელი არსებებით,მზადაა ნებისმიერი ტყუილი ჩუმად გადაყლაპოს,ოღონდ კუროები მათთან იყვნენ.  ზოგიც კი უკვე კარგა ხანია ამ ნიშნის წარმომადგენლებს  სერიოზულად აღარ აღიქვამს და როგორც ახირებულ ბავშვებს ისე უყურებს. როგორ შეიძლება პატარა ბავშვს გაუბრაზდე?

 

 

ტყუპები საერთოდ არ ტყუიან… ისინი თამაშობენ. ყოველ შემთხვევაში,თავად ასე ხსნიან ტყუილის მიმართ მიდრეკილებას. ხანდახან ტყუილი სხვების საკუთარ სიმართლეში დასარწმუნებლად სჭირდებათ. ხანაც იმისთვის,რომ სიტუაციიდან მატერიალური სარგებელი ნახონ. ამ  ნიშნის წარმომადგენლებს სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლიათ უხარისხო საქონელი ელიტურ ნივთად შემოგასაღონ ან სხვა ადამიანებს საკუთარი ხარჯები დააფარინონ.

მართალია,თავად ეს სახალისო თამაშად ეჩვენებათ,მაგრამ ობიექტურად,ტყუპები ვირტუოზულად ტყუიან,თავისი  არგუმენტებითა და „ფაქტებით“. ამასთან,ტყუილებს ბავშვობიდანვე სწავლობენ,რომ ცელქობისთვის არ დაისაჯონ. პატარა ტყუპები მთელ ისტორიებს თხზავენ,იმის დასამტკიცებლად,რომ  არავითარი ბრალი არ მიუძღვით. ტყუპების ტყუილში გამოჭერა საკმაოდ რთულია_მათ კარგად აქვთ გათავისებული როლი და სულელურ შეცდომებს არ დაუშვებენ. ამიტომ ისწავლეთ მათი მონაყოლის დაშლა-გაყოფა ოთხზე და ორმოცდარვაზე.

 

 

კირჩხიბებს ტყუილებზე გულისრევა ეწყებათ  და თუ მას მიმართავენ,მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც სიმართლის თქმა არ შეიძლება. მაგალითად,შეიძლება ბავშვს უთხრან,რომ მათმა საყვარელმა ძაღლმა სხვა პატრონი იპოვა,თუ სინამდვილეში ძაღლი მოკვდა,ან „მამა ხანგრძლივ მივლინებაში წავიდა“,თუ რეალურად მამამ ოჯახი მიატოვა. ამგვარად,კირჩხიბები ტყუილებით ახლობელ ადამიანებს ტანჯვისგან იცავენ. საკუთარი გამორჩენისთვის მოტყუება კირჩხიბს არ ეკადრება. ისინი ცხოვრებისეულ ისტორიებსაც კი არ ალამაზებენ,რადგან მიაჩნიათ,რომ სიმართლე ტყუილზე საინტერესოა. ზოგჯერ კი ურთიერთობებში მოუქნელობა ნამდვილ პრობლემად ექცევათ ხოლმე. იქიდან გამომდინარე,რომ თავად არ აქვთ მიდრეკილება ტყუილისკენ,სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ.

იმის გაგება,როდის ტყუის კირჩხიბი,უმარტივესია. თვალი თვალში გაუყარეთ და ისე უსმინეთ. ასეთი დაჟინებული მზერისგან კირჩხიბი წითლდება,წრიალს იწყებს და მალე მიხვდებით,რომ საკუთარი ტყუილის რცხვენია. მაგრამ,როგორც წესი,კირჩხიბისგან მობოდიშებას ვერ ეღირსებით. როგორც უკვე გითხარით,მარწუხა მხოლოდ ძალიან სერიოზული საბაბით ტყუის და ამიტომ,რაღა დაგიმალოთ და,გულწრფელად მიაჩნია,რომ კეთილ საქმეს აკეთებს.

 

 

ლომები მეფურად ტყუიან. მათთვის ყველაზე მნიშვენლოვანი საკუთარი სახის შენარჩუნებაა. ამიტომ,მათი მოქსოვილ ტყუილების ქსელში ხშირად მთელი ცხოვრებით ებმებიან. ლომის გამოაშკარავება არც ისე მარტივია,რადგან კარგად იმახსოვრებს ტყუილის თითოეულ დეტალს და არ დაუშვებს წინააღმდეგობრიობას წვრილმანებში. გარშემომყოფები იძულებულნი არიან,ყველაფერი დაუჯერონ. ლომისთვის ტყუილი ის პიჯაკია,რომელსაც სიმართლის დასაფარად  ან თუნდაც ხალხის გასამხიარულებლად იცვამს. ფლობს რა უბადლო მთხრობელის ნიჭს,ლომი ნებისმიერ მონაყოლს ფერად ფილმად აქცევს. იმისთვის,რომ უსახურმა რეალობამ თხრობის სილამაზე არ დაარღვიოს,გამოგონილი დეტალებით აფორმებს ყველაზე ბანალურ ისტორიებს. ამასთან,არა იმ მიზეზით,რომ მოგატყუოთ,არამედ იმისთვის,რომ გაჩვენოთ რამდენად საინტერესო ცხოვრება აქვს მას,ლომს! მატერიალურ გამორჩენას ნამდვილად არ ცდილობს_ის ზედმეტად ამაყია ამისთვის,ურჩევნია წავიდეს და თავისი შრომით გამოიმუშაოს,ვიდრე ტყუილებით გამდიდრდეს.

 

 

ქალწულები ხშირად,მაგრამ ულაზათოდ ტყუიან. მათი ტყუილი იმდენად წინააღმდეგობრივია,რომ ყველაზე არა გამჭრიახი ადამიანიც კი მიხვდება,რომ ატყუებენ. ხშირად ირევიან დეტალებში,ენა ებმით,წითლდებიან და შედეგად

არათუ სასურველს ვერ აღწევენ,გარშემომყოფებსაც თავის საწინააღმდეგოდ განაწყობენ. საინტერესოა,რომ ამ ნიშნის მამაკაცები უფრო მეტს ტყუიან,ვიდრე ქალები. მშვენიერ სქესს ეს უბრალოდ არ სჭირდება,ისინი სხვა მეთოდებს იყენებენ. პლუს თანდაყოლილი ზიზღის გრძნობაც მუშაობს_მათთვის საკუთარი თავის ტყუილებით გასვრა იგივეა,რაც ტალახში გორაობა. აი,მამაკაცი ქალწულები კი,პირიქით,ხშირად მიმართავენ ტყუილებს,როდესაც მათგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ ამა თუ იმ საქციელისთვის. მაგალითად,კითხვაზე:“სად ხარ?“  მამაკაცი ქალწულისგან შეიძლება მოისმინოთ:“საცობში ვდგავარ“. მჰ,აბა რა?! ღამის სამ საათზე,ტრასაზე… კი,როგორ არა! ყველაზე საინტერესო ის არის,რომ ქალწულებს გულწრფელად უკვირთ და სწყინთ,როდესაც მათი არ სჯერათ.

 

 

სასწორები ტყუიან და მერე ჯავრობენ,თუმცა,ძირითადად,საკუთარ თავს ატყუებენ. ამასთან,მათი ტყუილი ყველაზე ხშირად შინაგანი წონასწორობის მიღწევის მცდელობას ემსახურება. მაგალითად,თავს იტყუებენ,რომ ყველაფერი კარგად აქვთ, იმ შემთხვევაშიც,როდესაც პრობლემები კარებს უმტვრევს და დარაბებს ულეწავს. „სირაქლემას პოზა“ ხშირად ბოროტად ეხუმრება სასწორებს,როდესაც აღმოჩნდება,რომ იატაკი ბეტონისაა. სასწორები ტყუილით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ.

მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობაში,ანუ მათთან,ვინც მოხარშულს იცნობს,ამ ნიშნის წარმომადგენლები უკიდურესობამდე პირდაპირები არიან. სასწორები ჯერ კიდევ ბავშვობაში დარწმუნდნენ,რომ ყველაფერი სახეზე აწერიათ და რადგანაც არაერთხელ მწარედ მოხვედრიათ ტყუილისთვის,ახლობლებთან მეტ ექსპერიმენტებს აღარ ატარებენ.

სამაგიეროდ,თუ საქმეს დასჭირდა,სასწორებს შესანიშნავად გამოსდით ინტრიგების ხლართვა. ტყუილად ხომ არ არიან ბრწყინვალე ადვოკატები და დიპლომატები?! ანუ გლობალური ტყუილი მათი კოზირია. ტყუილი,სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე_ტიპურ-სასწორული სტილია. თუმცა აქაც იმდენად არ ტყუიან,რამდენადაც ეშმაკობენ, ქვეშქვეშობენ და სიმართლეს ბოლომდე არ ამბობენ.

 

 

მორიელისთვის ტყუილი იმ იმიჯის შენარჩუნების საშუალებაა,რომელსაც გარშემომყოფებისთვის ქმნიან. თუ ისინი საკუთარ თავს დედამიწის ზურგზე ყველაზე უბედურ ადამიანად წარმოაჩენენ,თქვენ წინ გელით სულის შემძვრელი ისტორიები საშინელ ავტოავარიაზე ან სტიქიურ უბედურებაზე. ნათესავებს,საერთოდ,პანტა-პუნტით და შეუბრალებლად „ასაფლავებენ“. და ეს ყველაფერი იმისთვის,რომ გარშემომყოფებმა შეიცოდონ. თუ მორიელს სურს,დიადი გურუს ან მისტიკოსის იმიჯი შეინარჩუნოს,არაჩვეულებრივ ისტორიებს თხზავს უცხოპლანეტელთა შემოჭრაზე,მოჩვენებებთან კონტაქტზე,25-ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად შეძენილ ექსტრასენსორულ უნარებზე. თუმცა ყველაზე ხშირად მორიელი ტყუილს გამდიდრების ან გარშემომყოფთა მანიპულირებისთვის მიმართავს. მდიდარი ფანტაზია და აბსოლუტური მორალური უპრინციპობა მორიელს მოუხელთებელ მატყუარად აქცევს. თუ რაიმე მიზეზის გამო მათი არ სჯერათ,ისინი ყველაფერზე წავლენ,რომ საკუთარი ნათქვამის მართებულობა დამტკიცონ ნებისმიერ ფასად. იმ შემთხვევაშიც კი,თუ ამისთვის საკუთარი მანქანის დამტვრევა ან უფოლოგთა ანგარიშის წარმოდგენა გახდა აუცილებელი,მორიელი არაფერზე დაიხევს უკან! ყველა სიკეთესთან ერთად,მორიელი დიდად თავმოყვარე ნიშანიც გახლავთ.

 

 

მშვილდოსნები მთელი შთაგონებით ტყუიან,მაგრამ  ძალიან სულელურად,უმიზეზოდ და წრილმანებზე. მათი თეთრი ძაფით ნაკერი ტყუილები ძალიან აღიზიანებთ სხვებს. საქმე ის არის,რომ ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე,მშვილდოსანს უბრალოდ  ვერ წარმოუდგენია,რომ მის გარდა,ვინმე შეიძლება აღმოჩნდეს მართალი. ამიტომ,პირდაპირ პროცესში იგონებენ რაღაც არარსებულ დეტალებს და შემდეგ,როდესაც ტყუილის აუცილებლობა ქრება ან ვინმე ცდილობს ფაქტების გაყალბებაში გამოიჭიროს,მარტივად უარყოფენ საკუთარ სიტყვებს და ამტკიცებენ,რომ მსგავსი არაფერი უთქვამთ.

მათი ტყუილი ცარიელი და იმწუთიერია,რადგან მშვილდოსანი არ არის მიდრეკილი ხანგრძლივი ინტრიგებისკენ. მათთვის მთავარია თავისი გაიტანონ_აქ და ახლა. ამის გამო,გარკვეული დროის შემდეგ მშვილდოსნებს აღარ ენდობიან და ისე აღიქვამენ,როგორც ბიჭს,რომელიც ხშირად ყვიროდა: „მგელი,მგელიო“.

მშვილდოსნებს,ლომების მსგავსად,უყვართ გადამლაშება. ისინი ალამაზებენ და აჭარბებენ თავიანთ ყველა მიღწევას. მაგალითად,როგორ ემუქრებოდათ „სასიკვდილო საფრთხე“,აბუქებენ საკუთარ მომხიბვლელობას,მნიშვნელობას და ა.შ.

 

 

თხის რქები ტყუიან მაშინ,როდესაც  დაწინაურება ან ვინმესთვის თვალებში ნაცრის შეყრა სურთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები იმდენად პატივმოყვარეები არიან,რომ მათთვის ტყუილი საკუთარი ძლიერი მატერიალური მდგომარეობისა და მაღალი სოციალური სტატუსის დემონსტრირების საშუალებაა. ამასთან,თხის რქებს გულწრფელად სჯერათ იმის,რასაც ყვებიან. ისინი ერთდროულად ორ განზომილებაში იმყოფებიან_რეალურ და წარმოსახვით,სადაც კიდევ უფრო წარმატებულები,მდიდრები და გავლენიანები (ანუ ცხოვრებით კმაყოფილები) არიან.

თხის რქა მამაკაცმა შესაძლოა ასევე მოიტყუოს ქალის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ინტერესის ობიექტის მოსახიბლად თხის რქა ფარშევანგის კუდის გადაშლის და ოქროს მთების დაპირების ტაქტიკას მიმართავს,რასაც,სხვათა შორის,მალევე ივიწყებს,როგორც კი მიზანს მიაღწევს.

თხის რქის გაშიფრვა ძალიან ადვილია. საკმარისია იცოდეთ მისი ჭეშმარიტი საზოგადოებრივი მდგომარეობა და ყურადღებით დაკვირდეთ სახეზე. როგორც კი ტყუილების გუდას მოხსნის თავს,თვალები ენთება და ყურები უწითლდება,თუმცა თავად ოდნავადაც არ რცხვენია.

 

მერწყული არ ტყუის. ის უბრალოდ მთელ სიმართლეს არ ამბობს და ეს არა ბოროტი განზრახვის,არამედ თანდაყოლილი ჩაკეტილობის გამო ხდება. რადგან მერწყულები ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი,მიაჩნიათ, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ მათთვის არის საინტერესო და არ ღირს გარშემომყოფებს მოუყვნენ,რა და როგორ ხდება. გარდა ამისა,მათ არ სურთ ვინმეს იარაღი მისცენ საკუთარი საყვარელი თავის წინააღმდეგ. მერწყული მაშინ ტყუის,როდესაც იძულებულია ან აბსოლუტურად არ ენდობა ადამიანს. ყველაზე ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენლები,ტყუილს იმისთვის მიმართავენ,რომ სხვებმა  თავი დაანებონ. ასე,მაგალითად,შეიძლება თავი მოიავადმყოფონ,რომ სამსახურში არ წავიდნენ ან მძიმე ვალდებულებითი დაპირება არ შეასრულონ. თუმცა მოგვიანებით,როდესაც მიზანტროპიის შემოტევა გაუვლით,უხვად აკომპენსირებენ ამ უსიამოვნო აუცილებლობას,

აი,თვითონ მერწყულები ტყუილს კატეგორიულად ვერ იტანენ. როგორც კი მიხვდებიან,რომ მოატყუეს,კიდევ უფრო იკეტებიან და ურთიერთობას წყვეტენ მატყუარასთან. გახსოვდეთ,რომ მერწყულის მოტყუება ძალიან რთულია_ალღო ზედმეტად განვითარებული აქვთ.

 

 

თევზები არ ტყუიან…ისინი ფანტაზიორობენ. ქმნიან რა საკუთარ შინაგან სამყაროს,სადაც ყველაფერი სხვანაირადაა,თევზები ცდილობენ სხვებიც დაარწმუნონ ამ სამყაროს რეალობაში. ქალი თევზები ხშირად იგონებენ არარსებულ თაყვანისმცემლებს და ისეთ თვისებებს მიაწერენ,რომლის ხილვასაც ისურვებდნენ ოცნებებში. შემდეგ კი მეგობრებს უყვებიან ამ „კავალერზე“,თანაც საოცარი დამაჯერებლობით. ისინი ხომ მთელ სპექტაკლებს ათამაშებენ თემებზე „როგორ გავატარეთ უქმეები“ ან „როგორ აიღო ჩემმა ბიჭმა მართვის მოწმობა“. არ ღირს თევზების მკაცრად განსჯა. ამ საშუალებით ისინი ცდილობენ რეალობას მიუსადაგონ საკუთარი თავი და დაამტკიცონ,რომ მათაც ყველაფერი ისე აქვთ,როგორც „სხვა ადამიანებს… ან უკეთესადაც“. არაფერს ვამბობთ იმაზე,რომ გლობალური და მავნე ტყუილი ქალ თევზებს უბრალოდ არ შეუძლია_ეზიზღება.

მამაკაცი თევზები დაბადებით მეზღაპრეები არიან. ისინი ტყუიან ხელოვნებისადმი სიყვარულის სახელით და კიდევ იმისთვის,რომ არ დაკარგონ ის,რაც აქვთ. და თქვენც გჯერათ,რადგან ასეთი გულწრფელი თვალები მაშინაც არ აქვთ,როცა სიმართლეს ამბობენ.

სხვათა შორის,მერწყულის მსგავსად,თევზებიც სიცრუის ბრწყინვალე დეტექტორია,რადგან ტყუილი მათთვის,ასე ვთქვათ,მატერიალურია. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,რომ ვისაც ამ ნიშნის წარმომადგენლების მოტყუება სურს,ერთგვარი მკვრივი სუბსტანცია აკრავს,რომელსაც თევზები მარტივად „კითხულობს“.

 

 

ასტრობლოგელთა ხალისიანი განწყობისთვის

Qet Adastra


About Qet

Scroll To Top