საბავშვო ჰოროსკოპი – კურო ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი – კურო ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი კუროა, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე კუროს თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო:მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მივდივარ მდელოზე,

ვსუნთქავ ბალახების სურნელს;

ვაგემოვნებ მათ და ვტკბები ზაფხულით.

არ ღირს ამაჩქაროთ:

ჩემი ტემპი ასე მნიშველოვანია ჩემთვის;

კურო ჯიუტიაამის შესახებ თქვენ იცით.

კმაყოფილი პატარა ხარუკა, რომელიც ღეჭავს ყვავილებს, ისევე, როგორც, ჩვეულებრივ, თქვენი კმაყოფილი პატარა კურო, ნებივრობს კომფორტულ პირობებში. ამ ბავშვისთვის ალერსი _ არასდროსაა ძალიან ბევრი. მისი მთელი ბუნება მიმზიდველია, ძალიან აღმქმელია შეგრძენების მიმართ. პატარა კუროს უყვარს თქვენი კანის შეგრძნება, თქვენი სუნამოების არომატი, თქვენი ხმის სინაზე ანდა თუნდაც წყნარი მუსიკა, რომელსაც უკრავთ. ადრეული ასაკიდან ბავშვს შეუქმენით ისეთი გარემო, სადაც იქნება დამაწყნარებელი ხმები, ლამაზი, მაგრამ არა მკვეთრი ფერისა და სუნის ყვავილები, ნაზი ქსოვილები, რბილი, სასიამოვნო სათამაშოები. მიიღეთ სიწყნარე, როგორც სტილი და ეს პატარა იქნება “ადვილი” ბავშვი, სხვა მშობლების შესაშურად, რომელთა შვილებიც უფრო დაძაბულები არიან.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პატარას კვებასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდეს. უფრო სავარაუდოა, გამოვლინდეს გადაჭარბებული კვების ტენდენცია. არ დაიწყოთ მისთვის ტკბილეულობის ადრეულ ასაკში მიცემა. უკეთესია ხელი შეუწყოთ, რომ პატარა კურომ ისწავლოს ნატურალური ხილის დაფასება. ტკბილი და ცხიმოვანი დელიკატესების გემოს, ისედაც საკმაოდ მალე, ყოველგვარი დახმარების გარეშე “აღმოაჩენს”.

ბავშვის ზრდასთან ერთად აღმოაჩენთ, რომ ის, ყველაზე საუკეთესო სახით “ანათებს” მაშინ, როცა ბევრი დრო და შესაძლებლობა აქვს ყველაფერი საფუძვლიანად და საკუთარ ტემპში აკეთოს. “ნუ ცდილობთ ჩემს აჩქარებას” _ ამბობს მისი სიმბოლო. თუ მაინც ეცდებით მის აჩქარებას, მაშინ “აღმოაჩენთ”, რომ პატარა კურო ჰგავს ძალიან ჯიუტ მანქანას – ჩართული მუხრუჭით. თუ პატარა კურო თქვენ უკან ნელა მოლასლასებს (მაშინ, როცა გეჩქარებათ), ბუზღუნი არ გიშველით. “არა”_ ალბათობაა, პირველი იმ სიტყვათაგანი იყოს, რომელიც მას უყვარს. თუ სწრაფად უნდა იმოძრაოთ, მაშინ თქვენივე ნერვების დაზოგვის მიზნით, სჯობს ბავშვი ხელში აიყვანოთ ანდა ხელი ჩასჭიდოთ. თუ თქვენ  თავისუფალი წუთები გაქვთ, შეეცადეთ აუჩქარებლად განერიდოთ, უთხარით ბავშვს: “მე მივდივარ”.

რამდენადაც ეს პატარა ვერ ითმენს არასაიმედოობის შეგრძნებას, ალბათობაა, ცოტათი აჩქარდეს. თუ ესეც არ იმუშავებს, დაუბრუნდით გეგმა “ა”-ს _ სიმყარის ტაქტიკას, მაგრამ წყნარად, აუღელვებლად. კურო დაიწყებს “ნათებას” მოთმინებით და შეუპოვრობით და სამუშაოს დასრულების სწავლისას შეიძენს საკუთარ ღირსებას _ და ამას კარგად გააკეთებს. უდიდეს სიამოვნებას იღებს აკურატულობისა და საიმედოობისგან. ალბათობაა, თავადაც საკმაოდ საიმედო იყოს. დიდ სიამოვნებას მიიღებთ და  ნდობას დაიმსახურებთ, თუ მზე-კურო ბავშვს მიანდობთ იმას, რაც თავად მოინდომა რომ გააკეთეოს – და ამ დროს არ გამოხატავთ შფოთს ანდა ხშირად არ შეამოწმებთ. დაიმახსოვრეთ, მისი აკურატულობა, რამდენადმე აღემატება საშუალო ბავშვის აკურატულობას და მას თან სდევს სამუშაოს “სრულიად სწორად” გაკეთების სურვილი. ხოლო თუ ბავშვს ნამდვილად უყვარს რაიმე საქმე, ამ საქმის კეთებისას ისწრაფვის ყოველი წამის გაწელვისკენ, რადგან ყოველ წამს გემოს ატანს. კურო, ზუსტადაც რომ, ცდილობს გემო ჩაატანოს ყველაფერს და თან უფრო დიდხანს.

თქვენი ბავშვი სიამოვნებას მიიღებს კოლექციონერობისგან, შეუძლია ადვილად ისწავლოს ჯიბის ფულის შენახვა, იამაყოს იმით, რომ დანაზოგი იზრდება. ის წარმატებული იქნება ისეთ ხელოვნებასა და ხელსაქმეში, როგორიცაა: თიხისგან ძერწვა ანდა საფეიქრო საქმე (ანუ ქსოვილების ქსოვა).  ალბათობაა, მასში დაინახოთ ის შეუპოვრობა და ინტერესი, რომელიც აუცილებელია პიანინოზე დაკვრის სწავლისას ანდა სხვა, რთული მუსიკალური ინსტრუმენტის ათვისებისას. ასევე, შესაძლებელია, აღმოაჩინოთ, რომ პატარას სიამოვნებას ანიჭებს მღერა და, რომ მას კარგი სასიმღერო ხმა აქვს. სწრაფი შეჯიბრითი სპორტი მის სტილში არ ზის, უკეთესია აირჩიოთ ისეთი სპორტის სახეობა, სადაც საჭიროა ამტანობა. მიეცით საშუალება დაეუფლოს საკუთარ სტილს და არ დაივიწყოთ ალერსი. თქვენ საიმედო, მიწაზე მყარად მდგომი ბავშვი გყავთ, რომელსაც, პრაქტიკულად, მუდამ შეგიძლიათ ენდოთ: ის ყველაფერს სწორად გააკეთებს _ და ყველაფერს თავის დროზე. არ ააჩქაროთ იგი!

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top