საბავშვო ჰოროსკოპი -ტყუპები ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი -ტყუპები ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი ტყუპებია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე ტყუპების თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

შენ ფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი ჩიტია აქ,

მაგრამ გაოცდები, როცა ის აფრთხიალდება:

ისინი ორნი არიან _ შეიძლება სამიც? _ ვერ დაითვლი;

ეს ტყუპების აზრებია _ შეეცადე დაიჭირო!

შეხედეთ კარგად ამ ორ პატარა ჩიტს. მართალი არაა, რომ ერთი უფრო ბრძენი გეჩვენებათ, ხოლო მეორე _ ენერგიული და მოუსვენარი?! და ნამდვილად, თქვენი პატარა-ტყუპიც ზუსტად ასეთია, თქვენ გგონიათ, რომ მინიმუმ ორი ბავშვია ერთში, და ორივე _ ანდა ყველა _ პატარა ჩიტუნიებს ჰგავს, რომლებიც ჰაერში იმდენად სწრაფად დაფრინავენ, რომ შეუძლებელია მათი დაჭერა და დაკავება. ზუსტად იმ მომენტში, როცა ფიქრობთ, რომ გამოიცანით, რომელი მიმართულებით აპირებენ გაფრენას, ზუსტად მაშინ იცვლიან მიმართულებას _ ურთიერთსაპირისპირო მხარეს. რას იზამთ, უკიდურეს შემთხვევაში ტყუპებთან ცხოვრება მოსაწყენად არანარიად არ შეიძლება ჩაითვალოს, მოემზადეთ აღელვებისთვის, სწრაფი მოძრაობისთვის _ და საკუთარ თავში განივითარეთ მოსმენის უნარი. ეს პატარა მუდამ დაკავებული იქნება, პრაქტიკულად არასდროსაა უმოძრაოდ და მუდამ აქვს რაიმეს მოყოლის მიზეზი _ დროდადრო, უფრო მეტის, ვიდრე თქვენ გსურთ, რომ მოისმინოთ. მაგრამ უკიდურეს ვარიანტში, თქვენ არ გჭირდებათ ნერვიულობა იმაზე, თუ რა აქვს მას თავში. როგორც კი დაიწყება “მეტყველებითი აფეთქება” (ეს, ალბათობაა, ძალიან ადრე დაიწყოს), ეს პატარა მოგიყვებათ ყველაფერს…_ ამასაც… და… იმასაც _ და რას არ გაიგებთ!

ტყუპები _ ცოცხალი, ხმაურიანი, გონებამახვილი და კაშკაშა ბავშვია. უზრუნველყავით ის გადაადგილებისთვის დიდი სივრცით და მრავალი რამით, რათა დაკავდეს. მხოლოდ ერთია, არ ელოდოთ, რომ ის დიდი ხნით იქნება მიჯაჭვული რაიმე ერთ საქმეზე. მოთმინება არ წარმოადგენს მის ძლიერ ხასიათს, ადვილად შეუძლია მოიწყინოს. ჩვეულებრივ, ბავშვები-ტყუპები მრავალმხრივები  და მრავალუნარიანნი არიან, ამიტომაც არ გაოცდეთ, თუ თქვენი ბავშვი გამოავლენს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების უნარს. ალბათობაა, ეს მოუსვენარი ხასიათი რეალურად  ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებდეს _ უყუროს ტელევიზორს, უსმინოს მუსიკას, იკითხოს წიგნი, ისაუბროს და ძაღლს ბურთი ისე ესროლოს, რომ ერთიც კი არ ააცდინოს, _ მაშინაც კი თუ ეს ძალიან გაგაღიზინებთ. მოთმინება უნდა გახდეს თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე. ბავშვი-ტყუპს შეუძლია გახდეს ადამიანი, რომელიც ყველაფერს ერთდროულად კიდებს ხელს, მაგრამ რეალურად არაფერი შეეძლოს. ამიტომ, თქვენ უნდა ასწავლოთ არსობრივი ამოცანის ახალი მიმართულებების დანახვა ანდა საჭირო დროის განმავლობაში სამუშაოს მიმართ ინტერესი შეუნარჩუნოთ, რათა (და თუ გინდათ) შედეგები ხილული იყოს.

თუ თქვენ ცხოვრებაში და თქვენი ბავშვის გარემოცვაში რაიმე არამყარი გაჩდება, პატარას მასთან კარგად გამკლავება შეუძლია. ნამდვილად, ტყუპები ჩვეულებრივ ასწრებენ ცვლილებებს, ადვილად ეგუებიან ახალ სიტუაციებს და ახალი მეგობრების შესაძენად მზად არიან. პატარა ჩიტუნია-ბავშვს საწოლის თავზე გაუკეთეთ კაშკაშა ჩამოსაკიდებელი და მიეცით მრავალი პლასტიკური სათამაშო მოძრავი ნაწილებით – ეს დააჩქარებს მასი ხელების ადრეულ განვითარებას; ზრდასთან ერთად ბავშვის ხელების მოხერხებულობა გადავა კარგ, მექანიკურ უნარში. უზრუნველყავით იგი ბევრი წიგნით და სხვადასხვა საქმიანობით, რათა მისი გონება დაკავდეს და დაეხმარეთ დაიკმაყოფილოს ცხოველი ცნობისმოყვარეობა: მას სურს იცოდეს ყველაფერი ყველაფრის შესახებ.

არ გათვალოთ იმაზე, რომ ეს ბავშვი დაიმახსოვრებს საკუთარ პირობას და რაიმეს გააკეთებს ანდა დროულად მოვა. შეგიძლიათ შეეცადოთ ბაფთის შებმა ერთ-ერთ მის პატარა თითზე, როგორც გასახსენებელი საშუალება ანდა დაუტოვოთ ოპერატიული ბარათი, როცა ის ისწავლის კითხვას (რაც, სავარაუდოდ, ძალიან ადრე მოხდება, თუ მისცემთ ამის პატარა შანსაც კი).

შეხედეთ პატარას, როგორც ნიავის ქროლვას, რომელიც შემოიჭრა თქვენ ცხოვრებაში. მიეცით მას საშუალება იქროლოს თავისუფლად და აგიტაცოთ ზევით. მასთან ერთად ბევრს იცინებთ და ბევრს გაიგებთ!

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top