სასწორი და მერწყული

სასწორი და მერწყული

ცისარტყელის გამო,წყალში ათასფერი ბუშტუკები ჩნდებოდნენ.

ისინიც ცდილობდნენ,რაც შეიძლება,დიდხანს შეენარჩუნებინათ.

გარედან დამკვირვებლებს ხანდახან მოგეჩვენებათ,რომ სასწორი და მერწყული რაღაც მსგავსი გართობით არიან დაკავებულები,მხოლოდ სასწორი ფერად წყლის ბუშტებს უშვებს,მერწყული იჭერს და ისინი სკდებიან. ეს საშინლად სახალისოა,მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მოსაბეზრებელი ხდება. სასწორები ჯავრობენ. მერწყულები წყობიდან გამოდიან,რომ მათ არასწორად გაუგეს.

სასწორს ჰგონია,რომ ეს მერწყულის ბრალია,უფრო სწორად მისი სიჯიუტის. ეს მართალია,ფიქსირებული ნიშნები ძალიან ჯიუტები არიან. არც მერწყული ჩამორჩება და სასწორს დაადანაშაულებს,რომ მას ყველაფერში წამყვანი როლი უნდა. ესეც მართალია,კარდინალურ ნიშნებს ყოველთვის ლიდერობა სწადიათ. მას შემდეგ,რაც ერთმანეთს ყველაფერს გადმოულაგებენ,სასწორი საოცარ ლოიალობას გამოავლენს და იმდენად გულწრფელად მოიბოდიშებს, მერწყული საკუთარ ბრალს იგრძნობს, თუმცა იმის მტკიცებას მაინც არ შეყვეტს, რომ ჯიუტი არ არის. ფიქსირებულ ნიშნებს ყოველთვის არ შეუძლიათ საკუთარ შეცდომებზე სწავლა და ჯიუტად აგრძელებენ თავისას. გარდა ამისა,მერწყულს მსგავსი განსჯები დროის ფუჭ  ხარჯვად მიაჩნია. ადამიანები ან ერთად რჩებიან ან შორდებიან. და თუ უნდა დაშორდნენ,საერთოდ რა აზრი აქვს მსჯელობას? საკმარისია,ერთმანეთს ხელი დაუქნიონ და გაიყარნონ. ხოლო თუ ერთად აპირებენ დარჩენას,ურთიერთობის გარკვევაზე ენერგიის ფლანგვა უარესი უაზრობაა,ცხოვრება ხომ სავსეა გაცილებით საინტერესო მოვლენებით. ზუსტად ამ ლოგიკით იმარჯვებს მერწყული კამათში ადამიანთა უმეტესობასთან. მაგრამ საქმე მნიშვნელოვნად რთულდება,როდესაც კამათის მეორე მხარე სასწორია,თავისი ლოგიკით,არგუმენტებითა და ანალიტიკური მსჯელობის უზადო ოსტატობით. თუმცა მერწყულს ყოველთვის აქვს თადარიგში ბოლო არგუმენტი_თავისი ქუდი,რომელსაც დაიხურავს და წავა.

რადგან ორივე ჰაერის მენტალური ნიშანია,ისინი სიამოვნებით საუბრობენ საათობით. ეს მათ გონებას კიდევ უფრო აღელვებს და შთააგონებს,იმ შემთხვევაშიც,თუ საქმე ყველაზე ჩვეულებრივ მოვლენებს ეხება. მათ შორის ყოველთვის იარსებებს შერიგებისთვის აუცილებელი ინტელექტუალური და ემოციური ბაზა. ის მცირერიცხოვანი სასწორები და მერწყულებიც კი,რომლებმაც მეგობრობა ვერ შეინარჩუნეს,არასდროს მოიხსენიებენ ერთმანეთს აუგად. ნებისმიერ შემთხვევაში,მათ გაცილებით კარგად ესმით ერთმანეთის,ვიდრე ყველა სხვა დანარჩენის.

სასწორსა და მერწყულს  საერთო ინტერესები აერთიანებთ: ბავშვები, ცხოველები, უმაღლესი განათლება, მოგზაურობა, რელიგია, ფილოსოფია და ხელოვნება. მათ მსგავსი იდეალები აქვთ და არც ისე გასაკვირია, რატომ აინტერესებთ ერთმანეთი.

მათ შორის ყოველთვის ჩნდება ურთიერთაღტაცება და პატივისცემა. მაშინაც,როდესაც ცდილობენ ერთმანეთს რაღაცები დაუმტკიცონ. შეთავსების ძირითადი ფაქტორები ძალინ ძლიერი და მტკიცეა,რადგან თითოეულს კარგად ესმის მეორეს ქცევები. თუმცა შეიძლება უარყოფდნენ კიდეც ამას.

ხანდახან მერწყულის ექსცენტრული გამოხდომები არც ისე დადებითად მოქმედებს სასწორის მგრძნობიარე ნატურაზე,რომელიც წონასწორობას (და მასთან ერთად,საყრდენ წერტილს) მარტივად კარგავს. გაბრაზებული მერწყული არაფერს ერიდება. ასეთ მძიმე წუთებში სასწორი შეიძლება ფიზიკურად დაავადდეს. ვენერით მართული ადამიანებისთვის აუცილებელია ჰარმონია. სამაგიეროდ,სასწორის საკითხის ორმხრივად განხილვის უნარი მერწყულისთვის შესაძლოა მუხანათობის სიმპტომი იყოს. მერწყული ხომ დარწმუნებულია,რომ ერთადერთი სწორი შეხედულება არსებობს_მისი! თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ,რომ ისინი საკმაოდ ტოლერანტულები არიან,სანამ სადაო საკითხი პირადად მათ  შეეხებათ.

სასწორთა უმეტესობა,მათ გარდა,ვინც „რთული“ ჰოროსკოპით დაიბადა,დაჯილდოებულია ისეთი თავისებურებით,რასაც ჰემინგუეიმ „იძულებითი წესიერება“ უწოდა. როდესაც მერწყული რაიმე იმპულსურ საქციელს გამოაგდებს,სწორედ სასწორს უხდება პრობლემების მოგვარება. ასეთი ექსცენტრული გამოხდომების შემდეგ მერწყული,როგორც წესი,გარკვეული დროით ქრება და საერთოდ უარს აცხადებს გარესამყაროსთან კონტაქტზე. თუ ასეთ დროს არ შეაწუხებთ,ის საკმაოდ მოკლე დროში დაივიწყებს,რა აწუხებდა და კვლავ ნორმალურად არანორმალური გახდება. თუმცა სასწორმა,დავიწყებისა და პატიების ნაცვლად,შეიძლება დაიჟინოს და ახსნა-განმარტებები მოსთხოვოს.

მერწყული კატეგორიულად ვერ იტანს,როდესაც მისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ. ეს მას სულს უხუთავს. როგორც მოგეხსენებათ,სასწორი არათუ წინააღმდეგი არ არის,სიამოვნებს კიდეც დისკუსიები. მისთვის ნებისმიერი განხილვა შესანიშნავი საშუალებაა,ყველა მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტი კარგად გაანალიზოს და აწონ-დაწონოს. მთავარია,ყველა თავაზიანად და გონივრულად იქცეოდეს. ვენერიელები კატეგორიულად ვერ იტანენ უხამს  სცენებსა და სკანდალებს. დიახ,სასწორებსა და მერწყულებს განსხვავებული რეაქცია აქვთ კამათზე და ზუსტად ეს გახლავთ მათი მთავარი განსხვავება. როდესაც ორივე შეიგნებს ამას,თანამშრომლობისთვის მზად იქნებიან. მერწყულს ნამდვილად არ აწყენდა სასწორისგან თავდაჭერა და სიმშვიდე ესწავლა. თავად კი შეუძლია სასწორს აუხსნას,რომ სამყაროში არ არსებობს ცალსახად თეთრი და ცალსახად შავი ფერები და რომ ყველაფერი ერთმანეთში გადახლართულია. იქნებ ეს სრულიად ახალი იდეაა? მერწყული ხომ ახალი იდეების გენერატორია,სასწორს კი იდეების პრაქტიკასთან მისადაგება უფრო ეხერხება.

თუ სასწორი ძალიან მგრძნობიარეა და მისი წყენა საკმაოდ მარტივია,მერწყულის შოკში ჩაგდება, პირიქით, ძალიან რთულია. იყო მერწყული ნიშნავს,ღრმად ნევრიულობდე პლანეტისა და კაცობრიობის მომავალზე.  ეს გაცილებით სერიოზული პრობლემაა,ვიდრე ავეჯის ფერის შპალერთან შეხამება. ყოველ შემთხვევაში, მერწყულს ასე მიაჩნია. თუმცა ამაზე კამათი ყოველთვის შეიძლება…

 

 

 

სასწორი მამაკაცი და მერწყული ქალი

John Lennon & Yoko Ono

 

…რაღაც,ტუჩის მარჯვენა კუთხეში,

საშუალებას არ აძლევდა,

პიტერა გაეკიცხა…

 

 

მერწყული გოგონა ბავშვურად საყვარელი და ქალურია და მას არაჩვეულებრივად,ხანდახან შმაგად,მართავს მასკულინური პლანეტა ურანი. სასწორი რბილი და კეთილი ბუნების მამაკაცია,თუმცა ხანდახან აუტანელიც. ეს იმაზეა დამოკიდებული,რამდენი ხნის წინ გამოიყვანა მერწყულმა მისი სენსორული პინები წონასწორობიდან თავისი არაპროგნოზირებადი გამოხდომებით. ისინი ერთად მუშაობენ დისერტაციაზე, რადგან მეცნიერ-მედიკოსობა აქვთ განზრახული,რომ კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვენლოვანი აღმოჩენები გააკეთონ. ასე ვქთვათ,ამერიკის პიერ და მარია კიურები.

ასეთი მერწყული ქალი და სასწორი მამაკაცი მართლა არსებობენ და სანამ მე მათ ამბავს გიყვებით,იქნებ სხვა მერწყულებმა და სასწორებმა საკუთარი თავი დაინახონ სარკეში?

სასწორს ვერაფრით გადაეწყვიტა,დაქორწინებულიყო მასზე თუ დაშორებულიყვნენ…  მერწყულს ასეთი პრობლემები არ ჰქონდა. საერთოდ,მერწყულმა  ყოველთვის ზუსტად იცის,რა უნდა და მისი არჩევანი კლდესავით მყარია. ასე,მაგალითად,კვირაობით სურდა სასწორზე დაქორწინება. ყოველ მეორე სამშაბათს დარწმუნებული იყო,რომ დისერტაციის დასრულებამდე ერთად უნდა ეცხოვრათ. ხუთშაბათობით,ურანის ზემოქმედებას აყოლილს,მისი დანახვაც არ უნდოდა. ასეთ დროს ტელეფონის ყურმილს უკიდებდა და კარზე მეორე საკეტს აყენებდა.

ერთერთ მოწყენილ შაბათს მერწყულს თავში რაღაცამ წამოუფრინა და საბოლოოდ დაშორება გადაწყვიტა. შემდეგ სასწრაფოდ შეუდგა საკუთარი სურვილის აღსრულებას და სასწორის მთელ გარდერობს საძინებლის ფანჯრიდან გარეთ გადაუძახა. არც მისი საათი დაინდო,რომელმაც სამწუხაროდ დაცემას ვერ გაუძლო და გატყდა. სასწორის მეცნიერული შრომები დათოვლილ ქუჩებს მოეფინა.

სამაგიეროდ,მერწყულს ვერავინ დაადანაშაულებს ეგოიზმში! ასეთივე მოსაწყენ შაბათს მან საკუთარი სადისერტაციო ნაშრომიც ნაკუწებად აქცია და თეატრალური ჟესტით ჩაუძახა უნიტაზში. შემდეგ კი ასეთივე მანერით ხმამაღლა განუცხადა სასწორს,რომ ავტოსტოპით მთელი ევროპის მოვლას და  ბოშათა ბანაკთან შეკედლებას აპირებდა. ბოლოს და ბოლოს,ვის სჭირდება ეს სულელური აკადემიური ხარისხი?

სასწორი ვერაფრით წყნარდებოდა. იმის ნაცვლად,რომ გახარებოდა,როდესაც მერწყულმა შესარიგებელ საშინაო ვახშამზე დაპატიჟა,ის დაჟინებულად არკვევდა იმ ბოშას სახელს,რომელმაც  საკუთარ ბანაკში უხმო. თქვენ წარმოიდგინეთ,გაცხარებითაც მოითხოვდა მისი სახელის გამჟღავნებას!  მდიდარი წარმოსახვის წყალობით,მერწყულმა სახელი შეთხზა. გაცოფებულმა სასწორმა ისე დატოვა მისი სახლი,ვახშამიც არ დაუმთავრებია,რომლის მოსამზადებლად მერწყულმა მთელი დღე დახარჯა.

ერთხელაც სასწორმა გადაწყვიტა,ყოველგვარი კონტაქტი გაეწყვიტა მასთან. მან სათუთად ჩაალაგა თავისი მიკროსკოპი და ყვავილოვანი კომბოსტო და თავის ძაღლთან ერთად  სამუდამოდ გადასახლდა  სხვა ქალაქში. მერწყული დაბადებით დეტექტივია. ასე რომ,მას არ გასჭირვებია სასწორის ახალი მისამართისა და ტელეფონის მიგნება.

რამდენიმე თვის შემდეგ სასწორს მასთან ყვავილები და ლექსები მოჰქონდა და კვირაში ორჯერ თავისთან ვახშამზეც ეპატიჟებოდა. შემდეგ კვლავ მერწყულთან გადავიდა, თავის მიკროსკოპთან, ყვავილოვან კომბოსტოსთან, ძაღლთან და სამ მეგობართან ერთად(მცველების რანგში).

სამწუხაროდ,სასწორის  მეგობრებმა პირველივე ღამეს ვერ მოახერხეს მისი დაცვა. გრანდიოზული კამათის შემდეგ,ვინ აქცია მათი ბედნიერი სახლი მოსაწყენ პანსიონად,სასწორი, მეგობრებთან ერთად, კაბინეტში, იატაკზე დასაძინებლად გაემართა და კარი მაგრად ჩაკეტა.

რაო,კარი ჩაკეტა და მერწყულს არ უშვებს?  და ამის შემდეგ თავი სამართლიანად მოაქვს?  მერწყული ღამის სამ საათამდე იგონებდა მიქსტურას ამიაკით,შემდეგ აკურატულად ჩაასხა შპრიცში (დიახ, დიახ, ზუსტად ასე იყო!), კარის ქვეშ შეაცურა, რომელიც თავისი მხრიდანაც ჩაკეტა და მიქსტურა ოთახში გაუშვა. ოთხმა მძინარე მამაკაცმა ხმაურიანი ხვრინვა შეწყვიტა. თავიდან იფიქრეს,რომ მათ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ესტუმრნენ. დამეთანხმებით,მართლაც ადვილია მერწყულის ხუმრობების უცხოპლანეტელთა თავდასხმაში არევა. როდესაც შეშინებულებმა თავს ფანჯრიდან გადახტომით უშველეს,ქუჩაში სასწორის მიმოფანტულ ტანსაცმელს და მეორედ გადმოგდებულ საათს წააწყდნენ.

როგორც ჩემთვის ცნობილია,რამდენიმე კვირის შემდეგ ისინი შერიგდნენ და კვლავ მშვიდობიანად აგრძელებდნენ ანატომიისა და ბიოქიმიის შესწავლას.

ხედავთ? მათ უყვართ ერთმანეთი! მათ სჭირდებათ ერთმანეთი!  ვერავინ მოეპყრობა მერწყულს ისეთი სინაზითა და გაგებით,როგორც სასწორი მამაკაცი. არავის ეყვარება სასწორი,მთელი თავისი მანკიერებებით,ისე ერთგულად და თავდადებულად,როგორც მერწყულ გოგონას. ან ვინ გამოუტყდება მერწყულს სიყვარულში, თვალებზე გულწრფელი ცრემლებით? ან სხვა ვინ ატარებს გატეხილ საათს მაჯაზე, იმიტომ რომ ის საყვარელი ქალის საჩუქარია?

ყოველთვის,როდესაც მერწყული თავის სასწორს ეჩხუბება,გამთენიისას მირეკავს და ცრემლიანი ხმით სლუკუნებს: „ის ამბობდა,რომ ჩემი მეგობარია. მეგობრებს ხომ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის? ფეხებზე მკიდია სხვა ყველაფერი,მაგრამ ის ხომ ამბობდა,რომ ჩემი მეგობარია?!“

მერწყულისთვის მეგობრობა ხელშეუხებელი სიწმინდეა. თქვენ შეიძლება იყოთ საყვარლები, ცოლ-ქმარი, მაგრამ თუ თქვენ მერწყულთან მეგობრობა გაკავშირებთ,ხომ იცით,რომ არსებობს გარკვეული საკითხები,რასაც მეგობრები აკეთებენ და გარკეული საკითხები,რასაც მეგობრები არ აკეთებენ. მეგობრები არასდროს ლაპარაკობენ თქვენზე სხვებთან. მეგობრები არ არღვევენ მოცემულ პირობას. მეგობრებს  ისეთი უყვარხართ,როგორიც ხართ. მეგობრები არასდროს ღალატობენ და ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად. მერწყული არასდროს მოითხოვს მეგობრებისგან იმაზე მეტს,ვიდრე თავად გასცემს.  სიმართლე რომ გითხრათ,მათ იშვიათად ესმით,რომ მეგობრობის  მერწყულისეული განმარტება ნამდვილი სიყვარულის  ტოლფასია.

სასწორ მამაკაცს ჰარმონია და სიმშვიდე სჭირდება. უამისოდ ის უბრალოდ ავადდება, ფიზიკურად, ფსიქიკურად და ემოციურად. ამიტომ,მერწყული ქალი,რომელსაც ნამდვილად უყვარს ეს მამაკაცი, გულწრფელად უნდა ეცადოს,ნაკლებად ექსცენტრული იყოს,რომ მათი ურთიერთობა უფრო გაწონასწორდეს და დამშვიდდეს. არ იფიქროთ,რომ მერწყულისთვის ეს მარტივი ამოცანაა,არამარტო ურანის გავლენის გამო. სასწორი მამაკაცი ხშირად თავად ქმნის საკუთარი თავის გარშემო დისჰარმონიულ ატმოსფეროს,როდესაც ცდილობს ყველას აამოს,როდესაც თვეობით ქანცის გაწყვეტამდე მუშაობს,როდესაც მეგობრებზე ნერვიულობს და მათ პრობლემებს აგვარებს. ხანდახან ის თითქოს რაღაცას უმტკიცებს მთელ სამყაროს,თუმცა სამყაროს წარმოდგენაც არ აქვს,როგორ გულმოდგინედ ცდილობს სასწორი მის გაუმჯობესებას. როდესაც სასწორი აუტანლად გაღიზიანებულია,შეიძლება სმა დაიწყოს. შემდეგ სინდისი შეაწუხებს,რადგან საყვარელი ქალი,საქმიანობა და ჯანმრთელობა დაივიწყა. მართალია,სასწორი ყოველთვის ახერხებს უთანხმოებებისა და რთული სიტუაციების მოგვარებას,მაგრამ ნამდვილად საწუხაროა,რომ საკუთარი გონებისა და სხეულის წონასწორობაში შენარჩუნება იშვიათად გამოსდის. სასწორს შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ენერგიული იყოს,მაგრამ ეს პერიოდი ისე მოულოდნელად სრულდება,მერწყული სერიოზულად შფოთავს,რამე ხომ არ დაემართა. არაფერიც არ დაემართა,ის უბრალოდ ისვენებს. ცოტა ხნით თავი დაანებეთ. ის სწრაფად დაუბრუნდება თავის თავს,როდესაც ენერგიით შეივსება. თუმცა მანამდე მის გარშემო უნდა იფუსფუსოთ, მოთმინებითა და თავაზიანობით აღიჭურვოთ, მშვიდი და ჰარმონიული გარემო შეუქმნათ, ოთახში ბევრი ჰაერი შეუშვათ,სანამ სასწორი დივანზეა წამოწოლილი. იმედია, გესმით, რომ  ასეთ რთულ პერიოდში ყოველგვარი კამათი და ჩხუბი აბსოლუტურად დაუშვებელია!

სიყვარული,თავის ყველა გამოვლინებაში არ გამორიცხავს მის სექსუალურ მხარესაც,სასწორისთვის ისევე ჰერივით აუცილებელს,როგორც მერწყულისთვის მეგობრობაა,თავის ყველა გამოვლინებაში. თუ სასწორი მერწყულის ნამდვილი მეგობარი იქნება,ის მას უპირობოდ ენდობა და ისეთი რომანტიული და სექსუალური ქალი გახდება,როგორზეც ვენერიელი მამაკაცი ყოველთვის ოცნებობდა.

ეს შეიძლება იყოს თანასწორუფლებიანი კავშირი,სადაც თითოეული იმას მისცემს მეორეს,რაც სჭირდება. მაგრამ მერწყულს შეუძლია საოცარი გულგრილობა და სიცივე გამოავლინოს,თუ სასწორი აწყენინებს. სასწორს კი შეუძლებლად მიაჩნია ფიზიკური სიახლოვე,თუ მერწყულმა ინტელექტუალურ დისკუსიაში აჯობა ან სულელად გამოიყვანა. მინდა ორივეს ერთი ძველებური გამოთქმა შევახსენო: „არასდროს უყუროთ მზის ჩასვლას განრისხებულმა“. ამიტომ,ჯობია ხელჩაკიდებულებმა დაიძინონ,თუ სურთ,რომ დილით სიყვარულთან ერთად გაიღვიძონ. ყველაფერი ტაქტიანად უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში აგრესიულად და მომთხოვნად. ჰაეროვანი ნიშნების სასიყვარულო ურთიერთობა ძალზედ მყიფეა,მისი დამსხვრევა ნებისმიერ აგრესიულ ჟესტს შეუძლია.

 

 

 

 

 

 

 

სასწორი ქალი და მერწყული მამაკაცი

მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე

_ჰეი! _ უკმეხად თქვა მან. _ თუ ახლავე არ ადგები,

ფარდებს გადავწევ და ყველა დაგინახავს!

_ვინ თქვა,რომ არ ვდგები?_დაიყვირა გოგონამ.

 

 

თუ ორივეს სიამოვნებას არ ანიჭებს ის,რომ მათი გრძნობები გრიგალითა და ქარბორბალათი განახლდება, ჯობია თავიდანვე გადაწყვიტონ,ვინ იქნება მათ შორის მთავარი.  ხომ იცით ეს როგორც ხდება? პირველი ოჯახის თავი მოდის,ცოტა უკან ცოლი მოყვება და არავითარი განხეთქილებები.

სასწორმა ქალმა უნდა აღიაროს,რომ სწორედ ის,ასე ვთქვათ,დუეტის მამაკაცური ნახევარი არის მთავარი. მართალია,სასწორი მასკულინური ნიშნით დაიბადა,მაგრამ მას ვენერა მართავს,ვენერა კი თვით ქალურობაა. მერწყულიც მასკულინური ნიშანია,მაგრამ,სასწორისგან განსხვავებით,მას ასევე მასკულინური პლანეტა,თავნება ურანი მართავს (მამაკაცური მომხიბვლელობა ყოველთვის მცირედ თავხედურია. განა ასე არ არის?) გარდა ამისა,მერწყული ასტროლოგიაში ჰომოსექსუალიზმის სიმბოლოა. ეს იმას არ ნიშნავს,რომ უკლებლივ ყველა მერწყული ჰომოსექსუალისტია,არა. ეს იმას გულისხმობს,რომ მერწყულები საკმაოდ ტოლერანტული ბუნების ადამიანები არიან და საოცარი მოთმინებით ეკიდებიან ყველანაირ ცხოვრების სტილს.

სასწორი ქალი ტაქტიანად შეეცდება მერწყული დამოკიდებულ მდგომარეობაში ჩააყენოს,როდესაც შეუმჩნევლად დაიწყებს,მისი ცხოვრების გადაწყობას საკუთარ პროგრამაზე. ოჰ,დიახ,სასწორი,თავისი ღიმილითა და ლოყებზე ნაჩვრეტებით,სრულიად აურევს თავგზას და მერწყულიც გაჰყვება… მხოლოდ ცოტა ხნით. მოვა დრო და ის უარს იტყვის. თქვენ ხომ გახსოვთ,რას ნიშნავს ფიქსირებული ნიშნის სიჯიუტე?  თუ მერწყული ფიქრობს,რომ ის მართალია,თქვენ გოჯითაც ვერ დაძრავთ ადგილიდან.  მას ვერავის გავლენა ვერ გადააცდენს გზიდან,თუ საკუთარი მოქმედების ხაზი სწორად მიაჩნია. „სამართლიანი“ არ მიხსენებია? სამართლიანობა სასწორის სფეროა და იმის განსაზღვრება,რა არის სამართლიანი,ხშირად მათი კონფლიქტების უმთავრესი მიზეზი ხდება. გინდათ მაგალითი?

მე ვიცნობდი ერთ სასწორ ქალბატონს და მის მეგობარ მერწყულს. ვფიქრობ,ისინი მეგობრობდნენ,თუმცა თავს ვერ დავდებ,მერწყულებთან ხომ ვერასდროს გამონახავთ ზუსტ განსაზღვრებებს. მათ თავადაც ძალიან უჭირთ გამყოფი ხაზის გავლება სიყვარულსა და მეგობრობას შორის. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ერთხელ სასწორმა მას სენბერნარის ლეკვი აჩუქა. ლეკვი იზრდებოდა,იზრდებოდა და ერთხელაც უზარმაზარ ძაღლად იქცა. ლეკვთან ერთად იზრდებოდა მერწყულის მთრთოლვარე მეგობრული მიჯაჭვულობაც. ერთხელაც მათ იჩხუბეს. არა,მერწყულმა და სენბერნარმა კი არა,მერწყულმა და სასწორმა. სასწორმა ყველაფერი აწონ-დაწონა,თან არაერთხელ,და რამდენიმე საათიანი მტკივნეული განსჯის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა,რასაც სამართლიან გადაწყვეტილებად თვლიდა.

მერწყულმა სასწორს მეგობრობა აღუთქვა. ბოლოს და ბოლოს,სწორედ მერწყული იმეორებდა მუდმივად: „შენ რომ ჩემი მეგობარი იყო,ასე მოიქცეოდი..“  ან  „შენ რომ ჩემი მეგობარი იყო,ამას არ გააკეთებდი“. სასწორმა მას სენბერნარი მაშინ აჩუქა,როდესაც ისინი მეგობრები იყვნენ. ეს საჩუქარი ამყარებდა მათ კავშირს,რომელმაც ახლა ძალა დაკარგა. ჰოდა სასწორმა გადაწყვეტილება მიიღო,შერიფს გამოუძახა და მოითხოვა,რომ მისთვის ძაღლი დაებრუნებინათ…

მერწყული წყობიდან გამოვიდა. მისთვის ეს უსამართლობის მწვერვალი  იყო. ეს სენბერნარი ხომ მისი საუკეთესო მეგობარი გახდა და ახლა გადაწყვიტა მისი წართმევა?! მხოლოდ მერწყულის გული რომ გაეტეხა,კიდევ არაფერი,ურანიელი როგორმე გადაიტანდა,მაგრამ სასწორმა მათი მეგობრობის დაამსხვრევა განიზრახა! მერწყულთან ეს თითქმის შეუძლებელია,განსაკუთრებით სასწორთან ურთიერთობაში,რადგან ეს ნიშნები ტრინის დადებით გავლენას ექვემდებარებიან,რაც ყველა სირთულეს საოცრად მარტივად აგვარებს. მაგრამ არა ამას! მერწყულს და მის ცუგას, ბადის, ვერავინ დააშორებდა!

სასწორმა ქალმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. შეიძლება ოდესმე შეძლოს ამის გამოსწორება,მაგრამ ეს უზარმაზარ მოთმინებად დაუჯდება. მერწყულს ძალიან დიდი  დრო სჭირდება შესაცვლელად,მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიძულებთ ამას,მით უმეტეს ძალით. თუ ისინი მეგობრობისა და სამართლიანობის საერთო გაგებამდე მივლენ,მაშინ იგრძნობენ,რა  კეთილისმყოფელ  გავლენას ახდენს  მათ კავშირზე მეხუთე და მეცხრე სახლების ვიბრაცია. მათ ხომ ურთიერთგაგების ოქროს ძაფი აერთიანებთ.

მერწყულს სასწორი ლამაზად მიაჩნია,თუმცა სიყვარული ხშირად ბრმაა და ამ საკითხში,ვგონებ,მართალია. სასწორ ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა ვენერას ამ განძის მფლობელია. ის სასწორებიც  კი,ვინც სილამაზის კონკურსში ვერ გაიმრჯვებდნენ,ისეთი ღიმილით არიან დაჯილდოებულნი,ნებისმიერ კაცის დაბრმავება შეუძლიათ.

სასწორს მერწყული ყველაზე გონებამახვილ მამაკაცად მიჩნია,ვისაც ცხოვრებაში შეხვედრია. მართალია,მისი გონება ხანდახან აბნევს,მაგრამ,ვინ იცის,იქნებ,ზუსტად ასე გამოიყურება ჭეშმარიტი გენიოსის უსაზღვრო ფანტაზიები? ხანდახან მერწყულის მსჯელობაში არც ისე დიდი ლოგიკაა,მაგრამ სასწორს საკმაოდ ცოცხალი გონება აქვს,რომ მის შთაგონებაში რეალური საყრდენი წერტილი იპოვოს. მერწყულიც დიდად აფასებს მეგობრის გონიერებას და ყველა თემაზე საუბრის უნარს. ამიტომ,მერწყულის სასწორისადმი ლტოლვას არამხოლოდ ფიზიკური სიმპათია და გარეგნული მომხიბვლელობა განაპირობებს.

მიუხედავად ამისა,სწორედ ფილოსოფიურ დონეზე შეიძლება წარმოექმნათ უთანხმოება. სასწორი აღმერთებს ფუფუნებას,სილამაზესა და კომფორტს. ის შეიძლება ვერც კი ამჩნევდეს ცხოვრების უსახურ მხარეებს,რაც ნამდვილად არ შეესაბამება მერწყულის ჰუმანისტურ აღტყინებებს. შესაძლოა მან სასწორი ეგოიზმსა და საკუთარი სისუსტეების წახალისებაშიც დაადანაშაულოს,თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენ იცით,რომ სასწორს ყოველგვარი უსამართლობა ადარდებს. ეს უბრალოდ ვენერას თვისებაა,არ მიაქციოს ყურადღება იმას,რაც სილამაზისა და ჰარმონიისგან შორს არის. მერწყულმა უფრო ტაქტიანად უნდა უბიძგოს სამართლიანობის საჭიროებისამებრ გამოყენებისკენ. ისეთი საზიზღარი ეპითეტებით დაჯილდოება კი,როგორიც „ზარმაცი“ და „გატუტუცებული ბავშვია“ ,აქ ნამდვილად ვერ დაეხმარება.

დროდადრო ისინი შეიძლება განსხვავებულად უყურებდნენ ცხოვრებას,მაგრამ არა სიყვარულს. აქ მათ სიმშვიდე და აუღელვებლობა ელით. მათი გულები და სხეულები საოცრად ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს და ხშირად,სიხარული,რომელსაც სიყვარულის ფიზიკურად გამოხატვის დროს გრძნობენ,ყველა მახვილ კუთხეს აგლუვებს. ისინი მშვენივრად ეთავსებიან ერთმანეთს არამარტო სულიერად,მათი სხეულებიც ბედნიერების ერთ სიხშირეზე არიან განწყობილნი. ხანდახან მათ ეჩვენებათ,ერთმანეთი  მხოლოდ ამ ცხოვრებაში არ შეყვარებიათ. შესაძლოა ასეც არის,ამ ნიშნების შეთავსებახომ  წარსულ ცხოვრებებში სულთა და სხეულთა ერთობის თითქმის დავიწყებული სევდიანი მოგონებაა,განსაკუთრებით სიხლოვის დროს. ამიტომ,სასწორი ქალისა და მერწყული მამაკაცის პირველი სიახლოვეც ისეთ შეგრძნებას ანიჭებს ორივეს,თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია იცნობდნენ და ახლა კვლავ შეხვდნენ.

თუ სასწორ ქალს ამ მოუხელთებელი მამაკაცის შენარჩუნება უნდა,პირველობა უნდა დაუთმოს. სხვა გზა არ არის. თუმცა,თუ სასწორს მოთმინება ეყოფა,მას შემდეგ,რაც მათი უთანხმოება,წყენა და სულიერი ტანჯვა დასრულდება,ბოლო სიტყვა ყოველთვის მასზე იქნება.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top