სატურნის და მთვარის კვანძების შეერთება

სატურნის და მთვარის კვანძების შეერთება

სატურნის და მთვარის აღმავალი/ჩრდილოთ კვანძის შეერთება 

Carrie Fisher ♄ ☌ ☊ _ ♐

ადამიანის სულიერი განვითარება დაკავშირებულია გარკვეული ტიპის იზოლაციასთან/ასკეტიზმთან მთელი ცხოვრების მანძილზე, კონსერვატიზმთან, საკუთარ ხელობაში დაოსტატებასთან, ზემდგომებთან პროტოკოლის დაცვასთან, რაც პირად წარმატებას მოუტანს, თუმცა სასურველია, ყოველთვის გარკვეული ბარიერებით იყოს გარემოცული. პროფესიული ამბიციები და პრაგმატიზმი მათთვის ცარიელი სიტყვები არ არის. ყველაფერში დადგენილ წესებს მისდევენ. კონსერვატულ გარემოცვაში ვითარდებიან. მათთვის აუცილებელია მუშაობა, პროფესიული მიღწევები  და გარკვეული საჯარო ავტორიტეტი. შესაძლოა იხლიჩებოდნენ დომინირების სურვილებსა და საკუთარ ავტორიტეტს შორის, ან კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებას შორის. რადგან აღმავალთან შეერთება იმას გულისხმობს, რომ სატურნი დაღმავალთან ოპოზიციაში, უნდა გადალახონ საკუთარი ცრურწმენები და წინასწარი განწყობები.

 

 

სატურნის და მთვარის დაღმავალი/ სამხრეთ კვანძის შეერთება 

Lily Tomlin ♄ ☌ ☋ _ ♉

სიჯიუტე და კონსერვატიზმი ხელს უშლით ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. თუ ანგარიში არ გაუწიეს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს, შესაძლოა იძულებით იზოლაციაში აღმოჩდნენ. ნაყოფიერ შედეგებს აღწევენ კარგად გათვლილი მეთოდური მუშაობით.

შესაძლოა მიუთითებდეს წარსულ ინკარნაციებში უარყოფით გამოცდილებაზე , რაც სრული კრახით დასრულდა ან იმაზე, რომ ცხოვრების ბოლო წლები სიღატაკეში ან/და იზოლაციაში გაატარა; ან იმაზე, რომ რთული ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარება უწევდა, რაც სავარაუდოდ, ვერ მოახერხა. ზედმეტად მკაცრი და ხისტია და ტყუილად ჰგონია, რომ ამ თვისებებს მისთვის რაიმე სარგებელი მოაქვთ. სინამდვილეში ეს ამუხრუჭებს  პროფესიულ და პირად პლანში. კარგი იქნება, თუ მოდუნებას ისწავლიან. თუ განვითარება სურთ, მოუწევთ კავშირი გაწყვიტონ ტრადიციებსა და  პირობითობასთან, სცადონ რაღაც ახალი, იპოვონ რამე უჩვეულო.

ეს ინდივიდი ძალაუფლების, ავტორიტეტის და კონტროლის ნეგატიურ კარმას ეჯახება, რაც მჭიდრო კავშირშია მისი მამის ფიგურასთან. შესაძლოა ავლენდნენ დიქტატორის თვისებებს ან პირიქით, გაურბოდნენ პასუხისმგებლობას.


About Qet

Scroll To Top