სატურნი კირჩხიბში

სატურნი კირჩხიბში

დაბრკოლება + აღმქმელობა = თავშეკავებულობა

ამ ადამიანს სახლში მუშაობა უყვარს, მეოჯახეობს და ალაგებს შენობას(სახლს, ბინას). ის მჭიდე, გულწრფელი და გულახდილია, ხშირად აღინიშნება უცნაური ცვალებადობა და ენთუზიაზმის ვარდნის პერიოდები დავალების შესრულების პროცესში. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება ისეთი ადამიანის ტიპაჟი, რომელიც არ იმსახურებს ნდობას, მიდრეკილია სამუშაოსთვის თავის არიდებისა და შრომისა და ბრალის სხვებზე გადაკისრებისკენ. იგი უდიდესი სირთულით ერთვება კონტაქტებში, მიდრეკილია განცალკევებისა და მარტოობაში საკუთარ თავში ჩაკეტვისკენ. არცთუი შვიათად, ზარმაცი და უსაქმური აღმოჩნდება, ხშირად ყველასთან ყველაზე წუწუნებს, უკიდურესად უკმაყოფილოა ცხოვრებით და გადაჭარბებულად მგრძნობიარება უწვრილესი (უმნიშვნელო) უსიამოვნებების მიმართაც კი. ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას ეს _ გულისხმიერი და კეთილსინდისიერი მუშაკია, ყველაზე უკეთ შრომობს მარტოობაში ანდა საკუთარ თავზე. ასეთი ადამიანის დამახასიათებელი შტრიხებია: გრძნობების გამოხატვისას თავშეკავებულობა, ცხოვრების აღქმისას სერიოზულობა, ვალდებულების გრძნობის ზუსტად შეცნობა, მომჭირნეობა და მიდრეკილება მიღწეულისა და ჩამოყალიბებულის შენარჩუნებისკენ. ასეთი ადამიანისთვის აუცილებელია გარანტიები _ სახლის შეძენისას ანდა, თუნდაც არამაღალი, მაგრამ მყარი სოციალური სტატუსის დაკავებისას. უყვარს თავშეკავებულად, მაგრამ ჯიუტად სხვების დაცვა, მისი შემოქმედებითი ძალა ვითარდება და ყალიბდება მოთმინებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის სიღრმისეული შეცნობის წყალობით. შესაძლებელია, ემოციონალური კუთხით, რამდენადმე ცივი ჩანდეს, თითქოსდა გაუცხოებულია რეალური ცხოვრებისგან. ხანდახან გადაჭარბებულად უსვამს ხაზს ტრადიციის როლზე და ქვემდგომებთან ურთიერთობაში სიმკაცრეს ავლენს. მართალია, მათზე ემოციონალურადაა მიჯაჭვული და აუცილებლობის შემთხვევაში თავდადებულად იცავს ზუსტად ისევე, როგორც დაიცავდა საკუთარ თავს. მატერიალური ინტერესები ხშირადაა დაკავშირებული კომფორტული, წყნარი მოხუცებულობის (ხანდაზმულობის) უზრუნველყოფასთან. ბედში შესამჩნევად გამოკვეთილია შენელებულობა და დამუხრუჭება, რომელიც ხშირად ცხოვრებით უკმაყოფილების მყარი და სიღრმისეული შეგრძნების ჩამოყალიბებასა და მომავლის შიშს იწვევს.

ვითარდება მგრძნობელობა, გადაჭარბებული აღქმელობა და მძაფრი შთაბეჭდილებების მიღების უნარი. ასეთ ადამიანში ანგარიშიანობა და პირადი სარგებლის ძიებანი არსებულისგან დაუკმაყოფილებლობასთანაა დაკავშირებული, ხშირად აღინიშნება ღრმა ფსიქოლოგიური კომპლექსების განვითარება, განსაკუთრებით _ დედობრივი კომპლექსის. დაუოკებელი, ძლიერი სურვილი _ ჰქონდეს საკუთარი სახლი, ბაღი, ბოსტანი და საერთოდ, უძრავი ქონება. შესაძლებელია, ჰობბი დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების სფეროებში. ოჯახური ცხოვრება ყოველთვის გართულებულია, ისევე, როგორც მშობლებთან ურთიერთობა. მეოცნებეობისა და დეპრესიის, საოჯახო საზრუნავებში ჩაკეტვის ძლიერი ტენდენციაა. ხასიათი _ მორცხვი, მორიდებული, მოკრძალებული, გაუბედავი, მოშიშარი და მფრთახლი. შესაძლებელია პასიურობის, უხალისობისა და მოდუნებულობის ჩამოყალიბება. სიბარიტობა (სიბარიტი _ ფუფუნებით განებივრებული ადამიანი, რომელიც მიდრეკილია ზმანებებისკენ და ოცნებებისკენ) უცნაური სახით ერწყმის ამაღლებულ შრომისუნარიანობასა და შრომის სიყვარულს. ადამიანი სოციალურად პლასტიურია და სხვების მხრიდან მსუბუქად ითრგუნება, სამაგიეროდ, შეუძლია ნებისმიერ ცვლილებასთან შეგუება და ნებისმიერი თავს მოხვეული გარემოს ფორმის მიღება. უაღრესად ემოციონალურ კავშირებზე დაყრდნობისკენ მისწრაფება შობს სოციალურ სისტემასა და ხშირი ინტერპერსონალური კონფლიქტებისკენ მიდრეკილებას. თვითორგანიზებულობის შესაძლებლობანი სუსტადაა გამოხატული. საკუთარი თავის დისციპლინირებულობა მისთვის არაა ადვილი. ძლიერი ემოციონალური მოწყვლადობა (დაუცველობა) და გრძნობების ტრავმირება ერწყმის გარეგან სიცივეს, გულცივობასა და სიმკაცრეს. თითქმის მუდმივად თავდაცვით პოზიციაზე იყოფება, დახურული, დაფარული, ეჭვნეული და ფრთხილია. შესაძლებელია განვითარდეს რეალური საქმის ოცნებით შეცვლისკენ მიდრეკილება, რის გამოც მიღწეულით დაკმაყოფილებაზე საუბარიც კი ზედმეტია. სამაგიეროდ, ასეთ ადამიანს ბრწყინვალედ ესმის ყველა თავისი ფარული სურვილი და თითქმის სხეულებრივად შეიგრძნობს მატერიალური შენაძენების ფასეულობასა და წონიანობას. არსებულ საკუთრებასთან მთელი სულითაა (ცხოვრების ფსიქიკის ყველაზე ღრმა დონეზეც კი) მიჯაჭვული, ამიტომაც კავშირის გაწყვეტისას ანდა განადგურებისას ძალიან ძლიერად იტანჯება. შესაძლებელია, ასეთ ადამიანებს ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდეთ საკუთარი მშობლების და წინაპრების იდეალებისა და ცხოვრების გაგების მხრივ. არაა გამორიცხული, ახლობლებთან გაყრა, კავშირის გაწვეტა და საერთოდ, ამ კავშირის განადგურება. ამავ დროს, შესაძლებელია, მტკივნეული დამოკიდებულობა წარსულზე და ბავშვობისა თუ ადრეული ახალგაზრდობის მოგონენების გახსენების უდიდესი წყურვილი და სურვილი. არცთუიშვიათად, მშობლებზე დამოკიდებულია, ეს დამოკიდებულება კი, მშობლების დიქტატისადმი შინაგან წინააღმდეგობას წარმოშობს და მიჰყავს რთული კომპლექსებისა და გაძევებული (ქვეცნობიერში) განცდების კონგლომერატის (კონგლომერატი L. conglomeratus “შეგროვებული”, შემკვრივებული” 1. სხვადასხვაგვარი ნაწილების ან საგნების (აგრეთვე მსჯელობათა, ცნებათა) მექანიკური, შემთხვევითი შეერთება.

2.გეოლ. ნალექი ქანი; შედგება თიხით, კირით და მისთანებით შეკავშირებული კენჭებისა და ქვებისაგან.Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი) ჩამოყალიბებამდე. შესაძლებელია ინფანტილიზმი, მელანქოლიურობა და აუსრულებელის (აუხდენელის) უაზრო, ამაო ახსნებისკენ მიდრეკილება. ასეთი ადამიანი, ჩვეულებრივ, შესანიშნავი ისტორიკოსი, არქეოლოგი ანდა ანტიკვარია. ასეთი ადამიანი ძალებს წარსულ ფასეულობებზე კონცენტრირებით ხაპავს, თითქმის ყოველთვის დაკავებულია წინაპრებთან საკუთარი ურთიერთობების განხილვით. საერთოდ, ის დაფუძნებულია იმაზე, რაც იყო და ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმას, რაც იქნება. ეს – კონსერვატორ-ტრადიციონალისტია, მგზნებარე პატრიოტია, ისწრაფვის წარსულის ცოცხალი ნაწილი საკუთარ სახლში ჰქონდეს. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლისას, თითქმის იმის დიდი შანსია, რომ ჩამოუყალიბდეს ძველი საცხოვრებელი ადგილის ნოსტალგიის გაუქრობელი გრძნობა. ასეთი ადამიანი საკმაოდ გოლღრძოა, მიდრეკილია ნაციონალ-შოვინიზმისკენ, ემოციონალური ეგზალტაციის მდგომარეობაში ღიად მიდის გვაროვნული კავშირის განადგურებაზე და უარყოფს ისტორიულ ფესვებს. მისთვის პოზიტურია, ახალი მიღწევების სტრატეგიის ფორმულირების მიზნით, გამოცდილების მიღება წარსულის ანალიზიდან და ადრე დაშვებული შეცდომების გაცნობიერება. ყველა პრობლემა კონცენტრირდება ოჯახში, სახლში. გადაჭარბებულად მგრძნობიარეა და შინაგანად შფოთიანი, მოუსვენარია, ცხოვრებაში ნებისმიერი დისჰარმონიულობის უკიდურესად აღქმელია, ამიტომაც ხშირად უცრუვდება იმედი როგორც საყვარელ ადამიანებთან, ასევე პარტნიორებთან და ბავშვებთან მიმართებაშიც. შესაძლებელია, დიდი პრობლემები ოჯახურ ყოველდღიურობაში, თუმცა სულიერი ურთიერთობის ხასიათში დაუკმაყოფილებლობას შეუძლია ძლიერი, ჩაკეტილი და ფრთხილი გახადოს. გამუდმებულად იკავებს სიამოვნებისკენ სწრაფვის სურვილს, რის გამოც, დროთაგანმავლობაში, პასიური, უმოქმედო ხდება და უჩდება სიმსუქნისკენ მიდრეკილება (ანუ სუქდება). მისთვის მთავარია _ უსაფრთხოება _ როგორც პირადი, ასევე საოჯახო. შებოჭილია როცა საუბარი ეხება სიყვარულის და სხვა სიღრმისეული ემოციების გამოვლენას. მორცხვია უხეშ გარემოცვაში და თითქმის გამუდმებით შეიგრძნობს საკუთარ “მარტოობას ბრბოში”. ხშირად ბავშვობაში არ ჰყოფნის ალერსი, სინაზე და მშობლებთან მიმართებაში ნდობა. ყველა სულიერი ტკივილი ჩამალულია და საფუძველს იღებს ადრეული ასაკიდან. ისწრაფვის საკუთარი, პირადი ოჯახის მშენებლობისკენ, რომლის მეშვეობითაც ცდილობს მშობლების მიმართ არსებული ქვეცნობიერი შიშის გადალახვას და გამოცდილებაზე იმის დამტკიცებას, რომ თავად წარმატებით და ბედნიერად შეუძლია სახლის, კერის აშენება-მოწყობა. გარეგნული სიმშვიდის მიღმა ფარავს საკუთარ, ჭეშმარიტ აზრებსა და გრძნობებს. ხშირად ტირის (უმიზეზოდ და მიზეზით), მაგრამ არ უყვარს სხვების თანდასწრებით ტირილი, საერთოდ არ უყვარს, როცა გარშემომყოფები ამჩნევენ მის დეპრესიასა და უხასიათობას. მსუბუქი წახალისებისა და თბილი სიყვარულის ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს, განსაკუთრებით, არასტაბილური ოჯახური ცხოვრებისას. ფრთხილი გრძნობების, აუხდენელი ოცნებებისა და მოლოდინების გამო არ შეუძლია სხვების ბოლომდე გაგება და, თუ სურს სხვების დახმარება, ყოველთვის რამდენადმე უხერუხლად გამოსდის და ბოლომდე ვერც ახერხებს. ხანდახან ავლენს გასაოცარ გამჭვრეტელობას, გამჭრიახობას ფინანსურ და ქონებრივ საკითხებში, ამიტომაც შეუძლია საკმაო მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიოს მოულოდნელი, არატრადიციული გზებით. მიდრეკილია არათანაბარი გადატვირთვისა და გადაჭარბებული მგრძნობიარობისკენ, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ახლობელ ადამიანებთან კავშირებს და საკუთარი ჯანრთელობისა და ქონების დაცვის მოთხოვნილებას. დაუკმაყოფილებლობა და შინაგანი შფოთი ხშირად საცხოვრებელი ადგილის და საქმიანობის სახის შეცვლას იწვევს. განწყობა ცვალებადი აქვს, ხასიათი –კაპრიზული, ხშირად ავლენს შურს. ცუდი გარემობები მასზე ცუდად მოქმედებენ _ თრგუნავენ და წამლავენ მას. სახლის გარემოში ეს _ ეკონომიური და მუყაითი მეურნეა, რომელიც შეფიქრიანებულია საკუთარი ოჯახის წევრების ყურადღების ნიშნებითა და მათივე კეთილდღეობის გამო, საკუთარი გულმოდგინებისთვის ემოციური ჯილდოს მიღებით. საკუთარ გრძნობებს უცბად და ბოლომდე არ გამოხატავს, რის გამოც, ხშირად დაძაბულ ნევროზებამდეც კი მიდის. გამოხატულია პატივისცემის მოთხოვნილება, ასევე, მისწრაფება სხვებისგან ღრმად დაფაროს საკუთარი გრძნობები, რათა არ მოხდეს საკუთარი სულიერი სამყაროსადმი მათი ზედმეტი, დაჟინებული ყურადღების პროვოცირება. ასეთი ადამიანი თითქოსდა მუდმივად ნაჭუჭშია ჩაკეტილი, სიამოვნებით აღიარებს პრინციპს: “სიკეთისგან სიკეთეს არ ელიან”, განსაკუთებით იმასთან მიმართებაში, რაც პირად ურთიერთობებსა და გულწრფელ გრნობებს ეხება.

 

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ სატურნი სტუმრად მთვარესთან, წყლის ნიშანში, იმყოფება. ამ მდებარეობის სატურნი განდევნაშია.

ადამიანებს, სატურნის ასეთი მდებარეობით, სისტემა, მსოფლმხედველობა ყოველთვის წარსულზე, ტრადიციებზე ექნებათ დაფუძნებული. სისტემის ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვობა და მშობლებთან ურთიერთობა. ამასთანვე, თუ სატურნი ბოროტია, მაშინ მათ მშობლები ბავშვობაში თრგუნავდნენ; ასევე შესაძლებელია, შემდეგ მთელი ცხოვრება მშობლების პრობლემების ტვირთის ზიდვით გაგრძელდეს. მართალია, აქ მთლად გასაგებია არაა, კარმის პირდაპირ გადაცემაზეა საუბარი, თუ ბავშვობაში უშუალოდ ქვეცნობიერ “ჩანაწერებზე” აგებულ ასეთ ცხოვრებისეულ სცენარებზე, მაგრამ, ასე თუ ისე, მშობლების პრობლებების ძალიან ძლიერი ანაბეჭდია. მთელ რიგ შემთხვევებში, მშობლებზე, რაიმე წარსულის სიტუაციებზე დამოკიდებულება მტკივნეული იქნება; შესაძლებელია, ინფანტილიზმი, დარდი, წუხილი ბავშვობაზე, ძალიან ბევრი ბავშვობის დროინდელი ინფანტილური კომპლექსი, მარტოობა. ასეთ ადამიანებს, კომპლექსებთან ბრძოლისთვის სჭირდებათ საკუთარი გვარის (საგვარეულო ხის) შესწავლა და, ამასთანვე, იმის ცოდნაც აუცილებელია, რომ მათი სისტემა, თავად არსებობის ღერძი, ეყრდნობა საგვარეულოსთან და მშობლებთან ურთიერთობას. ამიტომ მშობლებისეული დაპროგრამების გავლენა მათზე ძალიან მნიშვნელოვნია.

თუ სატურნი კირჩხიბშია, მაშინ შეიძლება გამოვლინდეს ის კომპლექსები, რომლებიც წარმოიშვება, როგორც უწყვეტ (მომავალი) თაობასა და წინაპრებთან კავშირის გაწყვეტაზე რეაქცია. გარდა ამისა, ამ ადამიანმა შეიძლება განიცადოს წარსულზე მტკივნეული დამოკიდებულება, მოგონებებზე რაიმე მიზიდულობა, დარდი ბავშვობაზე, ახალგაზრდობაზე, ხშირად _ უცნაური დამოკიდებულება მშობლებზე. თუ ადამიანი ეკუთვნის 1973-75 წლების თაობას, მაშინ უფრო მეტად მშობლებში არ გაუმართლა, აქედან _ ინფანტილური კომპლექსები, მარტოობის გრძნობა, ნაღველი, მელანქოლია. უკეთეს შემთხვევაში, შეძლებს გახდეს ბწყინვალე ისტორიკოსი, არქეოლოგი ანდა სიძველეების მკვლევარი. ზუსტადაც ძალიან კარგი ისტორიკოსები და არქელოგები ხდებიან, რადგანაც სისტემა თავისთავად იგება. ასეთი სატურნის მქონე ადამიანები ინტუიციურად გრძნობენ და აგებენ ისტორიულ სისტემებს, ანუ მიღებულ ფაქტებს აწყობენ რაღაც სისტემაში, რომლის გაკეთებაც ბევრ ისტორიკოსს არ შეუძლია.

საერთოდ, ამ ადამიანის ფასეულობათა სისტემა წარსულზე იქნება აგებული და ზუსტად წარსულის ფესვეში იქნება წასული, შეიძლება მისთვის დამახასიათებელი იყოს წინაპრებთან გაუწყვეტელი კავშირისგან მხარდაჭერის მოპოვება _ ეს მისი შესაძლებლობაა გათავისუფლდეს კომპლექსებისგან, მიახდინოს ნათალური სატურნის საწყისი დანაკარგების კომპენსირება. უკან, წარსულისკენ მოხედვის უნარისAწყალობით, ფლობს არა გარეგან, არამედ ზუსტად შინაგან უწვეტ კავშირს წარსულთან, წინაპრებთან, გვართან, ტრადიციებთან ანდა შეიძლება გამოვლინდეს გამძაფრებული ნოსტალგიის გრძნობა.

ადამიანს სატურნით კირჩხიბში, საერთოდ ძალიან გაურთულდება გახსნა, ყოველთვის შინაგანად შეიგრძნობს რაღაც ნაჭუჭს, მხოლოდ ერთია, ტრადიციებთან, წყაროებთან, ისტორიასთან მუშაობით, საკუთარი გენეოლოგიური ხის კვლევა-ძიების დახმარებით, შეძლებს საკუთარი კომპლქსებისგან გათავისუფლებას.

როცა ტრანზიტული სატურნი გაივლის ამ მდებარეობას, მაშინ საზოგადოების წინაშე დადგება წარსულის ყველა პრობლემა. შეიძლება ზედაპირზე ამოტივტივდეს შეცდომები და წარსული წლების დანაშაულებები, მოხდეს ძველი ცოდვების გახსენება; ცუდ შემთხვევაში, გაღვივდება ხალხთა გენოციდი, ნაციონალიზმი, შოვინიზმი, მოხდება განადგურება, ნგრევა და ისტორიული ფესვების უარყოფა. სატურნიანელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარსული გამოცდილების გათვალისწინება, უკან მოხედვა, ძველი დაშვებული შეცდომების გაცნობიერება და, ამ ბაზაზე დაყრდნობით, საკუთარ ფასეულობათა სისტემაზე დაბრუნება.

 

ავესალომ პოდვოდნი  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

სატურნი კირჩხიბს აღქმისა და, განსაკუთრებით, თვითგამოხატვის (უფრო მეტად ქვეცნობიერ) ხისტ ჩარჩოებს უყენებს. გარდა ამისა, იძლევა მრავალი ქვეცნობიერი პროგრამის სიხისტეს, განსაკუთრებით, რომელიც ემოციონალურ გამოვლინებებს ეხება.

ამ სატურნის დაბალი ოქტავა, შეიძლება, იძლეოდეს უჩვეულო სიმკაცრეს და მსხვერპლთან სრულ გაუცხოებას, ის, თითქოსდა, სხვა სივრცეშია და სხვა ბიოლოგიურ სახეობას ეკუთვნის.

აქ სატურნი აღნიშნავს დაბალი, პრიმიტიული ფორმების ემოციონალური აღქმელობის რეგრესიას (სადიზმი დ სხვა) და შესაბამისი ქვეცნობიერი პროგრამების კრისტალიზაციას, რადგან ემოციონალური განვითარება (არაფერს ვამბობთ არსობრივზე) მიიღწევა ძალიან დიდი შრომით.

სხვა მხრივ, განსაზღვრული (ძალადობრივი) დისციპლინა, რომელიც სატურნს შემოაქვს ჩვენ ინტიმურ, ემოციონალურ და არსობრივ ცხოვრების სფეროებში, იძლევა, უკიდურეს შემთხვევაში, მრავალი ხიბლის არარსებობას, ხოლო საკადრისი თვინიერების და დეტალური დამუშავებისას მიიღება ძალიან სერიოზული და სიღრმისეული ადამიანი, რომელიც ხედავს ძალიან ბევრს და შეუძლია, მცირე, ზუსტ სიტყვებში, ადამიანთა სულების სიღრმეებზე ფაქიზი ჭეშმარიტების გამოხატვა. დამუშავება აქ რთავს (გაცნობიერების გზით) აღქმელობის მარწუხების მოხსნას, ზოგიერთ ემოციურ სიხარულზე კარმული აკრძალვების გაცნობიერებას (ასეთი აკრძალვები აუცილებლად იქნება) და თანმდევ მორჩილებას (და არა კომპესაციის ძიება: სატურნი იუპიტერი არაა, მას უყვარს მძიმე სამუშაო და მორჩილება და დაუმსახურებელ წარმატებაზე გათვლა არ ხდება).

სატურნის იგნორირებას ადამიანი მიჰყავს ამბოხებული ემოციონალური ცხოვრების მცდელობადე, რომელიც ასორტიმენტთან მიმართებაში უკიდურესად სწრაფად ღარიბდება და ასპექტის მფლობელისთვის საკმაოდ ქაოტური ხდება (ანუ მის ემოციონალურ არხზე კონტროლს ხისტი ეგრეგორი იღებს). ადამიანი კრისტალიზდება და ხდება საკუთარი ემოციების დანამატი, რომლებსაც ვერ ფლობს და აკონტროლებს.

 

სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

აქ პლანეტის დადებითი მხარეები რამდენადმე შესუსტებულია, რადგანაც კირჩხიბი _ სატურნის დანაკარგების (დაზიანების) ნიშანია. მიუხედავად ამისა, ჰარმონიული ასპექტებისას სუბიექტი: კეთილგონიერი, ფრთხილი, ეკონომიური, მეოჯახე, მეურნე, მომჭირნე, შრომისმოყვარე, შემსრულებელი, პასუხისმგებლობიანი, დისციპლინირებული, სერიოზული, ავტორიტეტული, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, კარგი აღმზრდელი, ბავშვების მიმართ ყურადღებიანი, მეთოდურია და ყველაფერში წესრიგი უყვარს.

თუ სატურნი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი ავლენს: ანგარიშიანობას, წუწურაქობას, მეწვრილმანეობას, მერკანტელისტობას, სიძუნწეს, ეჭვიანობას, შურს, ეჭვნეულობას, უნდობლობას, ეშმაკობას, სიანჩხლეს, ბუზღუნს, ჯუჯღუნს, კონფლიქტურობას, გაღიზიანებულობას, სიხარბეს, შეშლილობას, სიჯიუტეს. ალბათობაა ქორწინება გათვლით, რთული ცხოვრებისეული გარემოებანი, სერიოზული საოჯახო პრობლემები; საკუთრების, უძრავი ქონების, კაპიტალის დაკარგვა; ასევე, ავლენს მრისხანებას და სისასტიკეს.

ფრენსის საკოიანი  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

გრძნობების გამოხატვის შეკავება და ოჯახის წევრებისგან გაუცხოება. ამ პოზიციას ადამიანი ნევროტიკულ რეაქციებამდე მიჰყავს. ადრეული ბავშვობა და მშობლებთან ურთიერთობა (დედასთან) ხშირად ცივი, მკაცრი და პრობლემურია, მოგვიანებით ეს ასახვას პოულობს ფსიქიკურ კომპლექსებში და სიმორცხვეში, მაგრამ მაინც ოჯახურ კავშირებს სერიოზულად უდგება. პიროვნებისა და ოჯახის წინაშე პატივისცემის მოთხოვნილება აქვს, საკუთარ გრძნობებს საზოგადოებისგან ღრმად ფარავს, რათა შეინარჩუნოს მშვიდობა. ხშირად მათი მგრძნობიარობა და აღიარების მოთხოვნილებანი აიძულებენ თავის გარშემო ჩაკეტილი ნაჭუჭის შექმნას, რომელიც ხელს უშლის პირად ურთიერთობებში თბილი გრძნობების გამოხატვას, აქედან მოდის ოჯახის საიმედოობისთვის საფრთხის შექმნაც. ქვემდგომებთან და დამოკიდებულებებში მკაცრები არიან, მაგრამ იცავენ მათ. ატარებენ პასუხისგებლობის ტვირთს. ცდილობენ ჰქონდეთ საკუთარი სახლი დ საკუთრება, ვარდებიან ფინანსურ სირთულეებში და ოჯახურ შევიწროებაში. ხშირად ცუდი საცხოვრებელი პირობები (პატარა ბინა). დამოკიდებულნი, უხვი კომპლექსებით, ეჭვიანები, დათრგუნულები, ყველაფერს შავ ფერში ხედავენ. ცდილობენ იმუშაონ სახლში. ხანდახან ნივთიერებათა ცვლის დარღვევა აქვთ, რომელსაც სიმსუქნემდე და ქსოვილებში სითხის დაგროვებამდე მიჰყავთ, ან პირიქით _ ჩონჩხის სახემდე მისული სიგამხდრე. გასტრიტები, კოლიტები, ქალებში _ საშვილოსნოს დაავადებები. შესაძლებელია ემოციონალური ზემგრძნობელობა, თავდაცვითი პოზიციები და ძალიან ძლიერი კავშირი მატერიალურ საკუთრებასთან.

აშინებს სხვებზე ემოციონალურად დამოკიდებულად გახდომა, იკავებს დისტანციას ანდა უარყოფს სიახლოვისა და ინტიმურობის საკუთარ მოთხოვნილებას, ასეთი სახით, ხდება უარის მიღებისა და კავშირების გაწყვეტის მიმართ დაუცველი. სხვა მხრივ, შეუძლია გადაჭარბებულად ჩაეჭიდოს საკუთარ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს, საჭიროებს სიყვარულში მუდმივ დარწმუნებას. მნიშვნელოვანი ამოცანა _ გამოიმუშაოს დაცულობის ღრმა შინაგანი გრძნობა, ასევე, მზრუნველობისა და სამუშაოს მიღების უნარები.

 

ინდუბალა “ინდური ტრადიცია”

ეს სატურნისადმი მტრულად განწყობილი ნიშანია, რაც შეიძლება აისახოს ბავშვობის პერიოდში ავადმყოფობებში, საცხოვრებელი ადგილის ხშირად ცვლაში, ჯიუტი და პესიმისტური წყობის გონების სახით. ეს ადამიანები მოუსვენრები არიან, დრო და დრო საჭიროებენ ფულს. მათ შვილებს (ვაჟებს) მცირე ბედნიერება მოაქვთ, თავად კი არ ჰყოფნით კეთილი, მშობლიური მზრუნველობა. ტექსტები ახსენებენ კბილების დაავადებებზე, ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებსა და ჰუმანურ სურვილებზე. გატაცებულნი არიან რაიმე კეთილი საქმით.

 

ჰეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ნებისყოფის ძალა. უბედური მოგზაურობა. მტრებთან ბრძოლა. მდგომარეობის დაკარგვა. მკერდისა და მუცლის დაავადებები. ოჯახის წევრებისგან გარიყვა, ნევროტიკული რეაქციები. გრძნობების ღრმად დაფარვა. სწრაფვა და, ამავ დროს, საიმედო ოჯახური ცხოვრების უუნარობა. ცუდი ასპექტებისას _ ემოციონალური ზემგრძნობიარობა, მუდმივი თავდაცვა, მატერიალურ საკუთრებაზე დამოკიდებულება. ნივთიერებათა ცვლის დაღვევა: ან სუქდებიან, ან პირიქით _ ზედმეტი სიგამხდრე.

 

სემირა და ვ. ვეტაში  “პროგნოზირების ხელოვნება”

შეიძლება ჰქონდეს საქმის ოცნებით შეცვლისკენ მიდრეკილება, რასაც მიღწეულით დაუკმაყოფილებლობამდე მიჰყავს. სამაგიეროდ, არცთუ ცუდად იგებს საკუთარ სურვილებს და კარგად გრძნობს მატერიალურ საგნებს.

 

კატრინ ობიე  “ასტროლოგიური ლექსიკონი”

წარსულზე ფიქსაციის ტენდენცია, მელანქოლია, პასიურობა, ბავშვობასთან რთულად განშორება. შესაძლებელია ადამიანში გამოვლიდნეს ისტორიული შრომების შექმნის უნარები (თუ შესაძლებლობას იძლევა პირადი ასტროლოგიური რუკის კონტექსტი).

 

საბავშვო ასტროლოგია

მარია ქეი სიმსი  “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

ბავშვები სატურნით კირჩხიბში ისწრაფვიან მკაცრად გააკონტროლონ ემოციები, მხოლოდ ერთია, ამავ დროს განიცდიან ემოციური საიმედოობის ღრმა მოთხოვნილებას. ემოციური დაუცველობა შეიძლება გამოვლიდნეს თვალთმაქცობაში: ისინი ისეთ სახეს იღებენ, თითქოს გრძნობებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ანდა საერთოდ არ აქვთ ემოციები, ხოლო სინამდვილეში, შეიძლება სინაზისა და სიყვარულის გამო შიგნით (სულში) იტირონ. ეს ბავშვები მუდმივად საკუთარ თავს მშობლებად წარმოადგენენ (ანუ თამაშობენ საკუთარ მშობლებს) _ ან თამაშებში, ანდა ოჯახის წევრებზე რეალურ მზურველობაში _ ან შეუძლიათ შეცვალონ როლი საპირისპირო მიმართულებით და ითამაშონ იმაზე უფრო დაუცველი ბავშვის როლი, ვიდრე თავად არიან, მხოლოდ იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციონ.

 

სამანტა დევისი “ბავშვის ფსიქოლოგიის  გასაღები”

 შიშები

  • დაუცველობა;
  • უსაფრთხოებისა და მფარველობის დაკარგვა.

ყურადღება უნდა გამახვილდეს

  • განწყობის – ხასიათის ცვალებადობაზე;
  • შინაგან თავდაჯერებულობაზე.

გამომუშავდეს

  • ადეკვატური თვითშეფასება;
  • ემოციური სიმწიფე.

შეეცადოს დაიყვანოს “არა”-მდე (მინიმუმადე)

  • დაურწმუნებლობა;
  • ამაო, უაზრო განცდები;
  • დაგროვებისკენ სწრაფვა.

პოტენციური შესაძლებლობები

  •  დამცველები და ზედამხედველები.

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top