სატურნი IV სახლში

სატურნი IV სახლში

“ტრადიციულობა”

ასეთი ადამიანი, ჩვეულებრივ, ატარებს დიდ პასუხისმგებლობას საკუთარ ოჯახზე. მუდმივად ზრუნავს მოხუც ნათესავებზე და ეშინია საკუთარი სიბერის. შესაძლებელია ერთ-ერთი მშობლის ადრეული დაკარგვა, ანდა სერიოზული პრობლემები მათთან დაკავშირებით. ასეთი ადამიანი ტოვებს დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ ეშინია ოჯახისგან მოწყვეტა და მშობლების სახლის დატოვება. მისი ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ, როცა მიემგზარება მშობლური ადგილიდან. არცთუ იშვიათად გრძნობს უუნარობას ცხოვრებაში და არასაკმარისად შრომისმოყვარეობას, მაგრამ ეს გრძნობები აიძულებენ მას ორმაგად იშრომოს, რაც იძლევა დიდი მიღწევების გარანტიას.

მიდრეკილია იამაყოს თავისი ოჯახითა და წარმომავლობით, უყვარს ანტიკვარული ნივთები, და შეუძლია წარმატებას მიაღწიოს უძრავი ქონებით ვაჭრობაში. ცხოვრების მიმართ სულიერი ურთიერთობა ეხმარება გადალახოს ნერვიულობისგან წარმოშობილი შეზღუდვები და ზღვარგადასული ემოციურობა. ასეთი ადამიანის მშობლები მკაცრები არიან და კონსერვატორები, მას უწევს მათზე გულმოდგინედ იზრუნოს. საოჯახო ცხოვრება სავსეა შეზღუდვებით და დამოკიდებულებით. არცთუ იშვიათად, ასეთი ადამიანები საკუთარი ოჯახისგან გარიყულები არიან და მძიმე ბრძოლა უწევთ მისი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

წარმატებას აღწევენ მშენებლობაში და საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოებაში. ძალიან დეტალურად ეწევიან საოჯახო საქმეებს და ავლენენ უიშვიათეს გათვლებს ქონებასთან და მემკივდრეობასთან დაკავშირებით, ცდილობენ შეინარჩუნონ და გაზარდონ ისინი. მოხუცებულობისას ხდებიან მარტოხელა-სახლშიმჯომნი და აქვთ ოჯახური მოწყობის ქრონიკული უკმარისობა. გადამეტებული მზრუნველობა და მრავალი ვალდებულება მათ ამძიმებს და ხელს უშლის მიაღწიონ წარმატებებს. ასეთ ადამიანებს აქვთ კარგი ყნოსვა შემოსავლებზე, ავლენენ უიშვიათეს სიფრთხილეს და მეოჯახეობას. არცთუიშვიათად ხდებიან ავად ადრეულ ასაკში.

შესაძლებელია იყოს განსაკუთრებული გამორჩევა საკვების, რაც გამოწვეულია საჭმლის მომნელებელი ორგანოს დაძაბულობით. ცხოვრების პირველი ორი-მესამედი სავსეა დიდი სირთულეებით და დაძაბულობებით. ყველა შენაძენი დაცულია მათი მხრიდან და ჯიუტად ინარჩუნებენ. მატერიალური დანაკარგები და ვარდნები ანაზღაურდება სულიერი შენაძენებით. მთელ თავის ცხოვრებას, ასეთი ადამიანი, ეძებს სიმართლეს და ჭეშმარიტებას, აფართოებს სულიერ ჰორიზონტს და უღრმავდება იდეალურ მოთხოვნილებებს. შესაძლებელია, ითქვას, რომ ასეთი ადამიანის ცხოვრება წარმაოდგენს ნაკლებად ადვილს და ბევრად რთულს. გარშემომყოფები ცოტა სიხარულს ანიჭებენ.

პაველ გლობა

(+) ფეხქვეშ მყარი საფუძველი, მტკიცე სახლი, აგარაკი/მიწის ნაკვეთი, ხანდახან ადამიანს სიცოცხლეში დიდხანს თან სდევს წინაპრები, მშობლები. მარტოობისკენ სწრაფვა, თვითიზოლაცია, შინაგან სამყაროში ჩაღრმავება (როგორც სოროში ჩასვლა), სახლში საკუთარი კუთხის, კაბინეტის ქონისკენ სწრაფვა. კოსმოგრამაში წყლის სტიქიისას და მთვარესთან შეერთებაში, მერკურითა და პლუტონით იძლევა ოკულტური ხედვის უნარს, ოკულტურ ტრადიციებში ჩაღრმავებას, ოკულტურ წყაროებზე თვითდამკვიდრებას. შესაძლებლობაა განძის აღმოჩენის, კარგი მდებარეობაა გეოლოგებისთვის და არქელოგოებისთვის.

(-) სამშობლოს გაგებისას სირთულეები (ანუ პატრიოტიზმის აღქმა დაქვეითებულია), ფესვებისგან მოკვეთა. მშობლების დესპოტიზმი, სიცივე და სიმყუდროვესა და ოჯახში ურთიერთგაგების არარსებობა. მძიმე ბავშვობა _ ადამიანი ასოციალურია ანდა მიტოვებულია ბავშვობაში, მიგდებული და დავიწყებულია, ახლობლების წრეში მარტოსულია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომპლექსები (ჩაღრმავება წყლის სტიქიის დროს, კოსმოგრამისას და ცუდი ასპექტებისას მზესთან, მარსთან და ნეპტუნთან).

ფრენსის საკოიანი

სახლში და ოჯახში დიდი პასუხისმგებლობა. მკაცრი და კონსერვატორი მშობლები, სიბერეში კი ტვირთად იქცევიან. ოჯახისგან გაუცხოება, მძიმე ბრძოლა ოჯახის შესანარჩუნებლად.

პროფესია _ უძრავი ქონებით ვაჭრობა, მშენებლობა, არენდით საქმიანობა, მიწათმფლობელობა, საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოება. მოხუცებულობისას _ მარტოხელები, სახლში მჯდომები ანდა დაკავშირებულნი არიან სახლთან განსაკუთრებული მოწყობით.

თქვენი ბავშვობა ანდა თქვენი ურთიერთობა მშობლებთან _ დაკავშირებული იყო შეზღუდვებთან, სიყვარულის ანდა ბედნიერების უკმარისობასთან _ რის შედეგადაც მოგვიანებით უფრო ასაკში თქვენ გაგიჭირდათ სხვა ადამიანებთან დაახლოება. თქვენ გრძნობდით თითქოს რაღაცა გაკლდათ _ მიუხედავად იმისა, ასე იყო თუ არა. ახალგაზრდულ ასაკში შეიძლება დამახასიათებელი იყოს ემოციონალური განცალკევება ანდა თქვენი მოთხოვნილებებისა და სურვილების ჩახშობა, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, შეძლება ასე დაგამახსოვრდეთ. ძალიან გიჭირთ მშობლებს აპატიოთ და დაივიწყოთ წყენა შეზღუდვების გამო, რომელსაც ბავშვობაში განიცდიდით.

ავესალომ პადვოდნი: “განდეგილი”

სატურნი მეოთხე სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.

ეს მდებარეობა მოიაზრებს, რომ სასიცოცხლო პოზიციები ძალიან ღრმაა და საჭიროებს საფუძვლიან დამუშავებას: თავიდან _ გაცნობიერება, შემდეგ დათანხმება არსებობის რეალურ პირობებზე. პირველსაწყისად ცხოვრებაში იქნება დიდი პრობლემები “სახლთან”, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ “სახურავიდან წყალი ჩამოგივათ” ხოლო საძირკველში “იპოვოთ გველი ან მსგავი ქვეწარმავალი” (გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება), რაც გაიძულებს ეძიოთ ფსიქოლოგიური თავშესაფარი და დაცვა საკუთარი თავის შიგნით.

სატურნთან ჰარმონიული ასპექტებისას ამის გაკეთება შესაძლებელია, უკიდურეს შემღხვევაში, ნაწილ-ნაწილ. დაძაბული ასპექტების დროს კი წარმოიშობა ძლიერი ფობიები, რომელთა ფესვები ძნელად გაიაზრება. ის, რაც გამოვლინდება გარეგნულად, საკმარისია იმისთვის, რომ ბოლომდე გაუფუჭოს ადამიქნს ცხოვრება, ხოლო გამოვლინების შემთხვევებში ადამიანი გახდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოების მუდმივი პაციენტი. სირთულე იმაშია, რომ სასიცოცხლო პოზიცია (და არც თუ ისე უსაფუძვლოდ) საშინლად პესიმისტურია: ადამიანს სიკვდილივით ეშინია სამყაროსი და ამიტომაც ოცნებობს დაიმალოს მისგან, ხოლო აგრესიულ ვარიანტში, გაანადგუროს იგი. ასეთი პოზიციის გადალახვის შემთხვევაში (რომელიც მოდის ხშირად ადრეული ბავშვობიდან), ძალიან ძნელია, და უკანასკნელ შემთხვევაში (აგრესიის გამოვლინებისას) იმიტომაც არის ძნელი, რომ ცნობიერიდან სიღრმისეულად გაძევებულია ქვეცნობიერში.

დამუშავება მიმდინარეობს სიბრძნის გზით და ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია სინათლე წინ დაუყენოს შავ საშინელებას, რომელიც ტაღლის ხმაურის მგსავსი ხმებით ამოდის ქვენცობიერის გამოქვაბულიდან. თავის მხრივ, სიბრძნე წარმოადგენს შემდეგი დევიზის გამომუშავების ირიბ რეზულტატს: “საკუთარი სახლის არ ქონა, დამეხმარება დავეხმარო სხვებს მის აშენებაში”.

რელიგიურობა, პირველ რიგში, დაეხამრება შეუმსუბუქოს მუდმივი შინაგანი დაძაბულობა, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი არსებობისთვის საფრთხის ირაციონალურ (ანდა რეალურ) გრძნობასთან.

სახლები ამ ადამიანს ექნება, უფრო მეტად, არამყუდრო, ჩონჩხები კარადებში. ანდა ბავშვები მოუვლელები ეყოლება. მაგრამ სახლის სისტემატიურმა დასუფთავებამ და ოჯახის წევრების მიმართ მუდმივმა ელემენტარულმა ყურადღებამ შეიძლება მკვდარი წერტილიდან დასძრას ყველაზე მძიმე შინაგანი პრობლემები, რომელიც ერთი  შეხედვით, უნდა ითქვას, ჰარმონიული რუქისას შეიძლება იყოს საერთოდ შეუმჩნეველიც კი.

ბორის იზრაიტელი

ადამიანს არ აქვს მყუდრო სახლი. ის წარადგენს დიდ მოთხოვნებს და საცხოვრებელი სახლის უსაფრთხოების სურვილებს. ოჯახში ურთიერთობა შეიძლება იყოს რთული _ არ კმარა სითბო, მაგრამ საერთო მზრუნველობა, პასუხისგებლობა ოჯახს უნაზღაურებს. ადამიანი მიჯაჭვულია მამაზე ანდა დედაზე მორალური დანაშაულის გრძნობის გამო.

ეს მდებაროება იძლევა მიწის მიმართ ინტერესს. ადამიანს შეუძლება ჰქონდეს საკმაოდ დიდი უძრავი ქონება. მყარი ზურგი.

ბილ ჰერბსთი

მიკროკოსმოსი _ სატურნის მეოთხე სახლში მდებარეობა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს საკუტარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს. განმარტოება, საიდუმლოება _ რთული თემაა. დროდადრო ისინი თითქოს იძულებულნი არიან, და არა ნებით მკეთებელნი, უფრო ემსგავსებიან ციხეში იძულებით მარტოდმარტო ჩაკეტილებს, ვიდრე უსაფრთხო ადგილას მყოფებს, თითქოს მათ რელურად აუკრძალეს სხვა ადამიანებთან კონტაქტი. ცხოვრების სხვა მომენტებში კი ისინი გრძნობენ, თუ როგორ იფარება განმარტოება პენდატური პასუხისმგებობით და უნდა “მოიპარონ” საკუთარი განმარტოება, დაიცვან იგი. მახეები იმარხება სიფრთხილის გარშემო, რომ მათ არასდროს შეეძლებათ მიაღწიონ ჭეშმარიტად დაბალანსებულ ეგოცენტრულობას. როგორ შეიძლება თქვენ იყოთ ყველაფრის ცენტრი, თუ დარჩებით მოთვინიერებული? ამოცანა _ გააცნობიეროთ, რომ თქვენი არსი ხელშეუხებელია; ეს არის ძალის წყარო, რომელიც დამალულია თქვენს “მე”-ში, როგორც უზარმაზარი მუხის ფესვები მიწის ქვეშ.

პირადი უსაფრთხოება _ უსაფრთხოება გაერთიანებულია პასუხისგებლობასთან, განსაკუთრებით განცდასთან, რომ თქვენ ვალდებულნი ხართ მისდიოთ რაღაც ფუნდამენტურ ოჯახურ ტრადიციას, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს. სავარაუდოა, თქვენ თვლით, რომ ეგოისტური იქნება მოიქცეთ სხვანაირად, თუნდაც იყოს შესაძლებლობა ასეთი პასუხსგებლობა დიდ ტვირთად იქცეს. ასეთი ტრადიციების სიმძიმემ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, მაგრამ ბრმად მისდევთ მათ, და არ ცდილობთ გაერკვეთ მათში. ასეთი საქციელი ნაწილობრივ ასახავს თქვენს საბაზო კონსერვატიზმს, განსაკუთრებულ მგრძნობელობას მყარ, საიმედო სტრუქტურას. წინდახედულნი ხართ, მუშაობთ “პატარა გოჭუნას” მსგავსად, რომელიც აშენებს საკუთარ სახლს აგურებისგან, რათა გაამყაროთ ოჯახისა და სახლის შეუვალობის ფასი. თუმცა ჩვენ ყველა ვვარდებით მახეებში, რომელიც შექმნილია ოჯახებში სირცხვილისა თუ სხვა განცდების არსებობით, და შემდეგ ვცდილობთ მათგან გათავისუფლებას, მაგრამ თქვენ განსაკუთრებით ხართ ვალდებულნი გრძელვადიანად და ჯიუტად იმუშაოთ ყველა იმ სირცხვილის გრძნობაზე, რომელიც ეკლებივით გესობათ. ამოცანა _ პატივი სცეთ წარსულს, მაგრამ არ შესწიროთ ამ წარსულს მსხვერპლად თავი.

ემოციური “შტამპები” _ თქვენი ოჯახი იყო ძალიან სტრუქტურული, გამორჩეული, ერთის მხრივ, ავტორიტეტის თაყვანისმცემელი, მეორეს მხრივ _ მყიფე სიმკაცრის მატარებელი. გიჭირდათ განგესაზღვრათ თქვენი როლი ოჯახში. შეიძლება გეგრძნოთ უმნიშვნელოდ, არასასურველ ანდა საძულველ პერსონად თავი, ანდა პირიქით, საკმაოდ მნიშვნელოვან ადამიანად, როგორც ფრინველი ოქროს გალიაში. ნებისმირ შემთხვევაში გაუცხოება თვალშისაცემია, ხოლო ხადახან, გაუცნობიერებელი და ფარული. ეს მარტოობა, როგორც ზედაპირზე, ისევე ოჯახის სიღრმეებშიც მდგმარეობს. მაგრამ გაიგეთ ეს, როგორც არსი თქვენი სურვილებისა და ამავ დროს არ ჩავარდეთ მახეში. რომ თქვენ რაც არ უნდა გქონდეთ, რაც არ უნდა აკეთოთ, ვინც არ უნდა იყოთ _ ყველაფერს ამას მიაღწიეთ და ყველაზე მყარადად გაითავისეთ თავად.

მშობელი შინაგანად მიჯაჭვულია ადამიანთან. რა უნდა ითქვას მამის სიმბოლოზე, რომელიც იმყოფება დედის სფეროში/სახლში? (იგულისხმება სატურნი – მამა, კირჩხიბი _ დედის სახლში). რა თქმა უნდა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მამა _ ეს არის მშობელიც, რომელსაც აქვს თავისი შინაგანი კავშირი, მაგრამ უფრო შესაძლებელია, რომ დედამ აიღო მამის როლი საკუთარ თავზე. თქვენთვის, როგორც ბავშვისთვის მოგევლინათ გამოსახულ ავტორიტეტად და გარეგნულ სტრუქტურულ ძალად. ასეთ მდებარეობას ხშირად აკავშირებენ “მამობრივ” მამასთან, მისი ფსიქოლოგიური ნეიტრალიზება მოხდა რაღაც საშუალებით, და სულაც არაა სავალდებულო დაკავშირებული იყოს მის ფიზიკურ არარსებობასთან.

პრივატული ინტუიცია. შეგიძლიათ კი ენდოთ საკუთარ თავს? თქვენ გინდათ მიიღოთ დახმარება ხელმძღვანელებისგან, მაგრამ შეიძლება გეშინოდეთ მისი მიღება რაღაცის გამო, მაგალითად, იმის გამო, რომ თვლიდეთ უღირსი ხართ ყველაზე საუკეთესო მრჩევლისა. ამ პრობლემის გადაჭრის გასაღებს წარმოადგენს საკუთარი ღირსების გრძნობა, რომელიც უნდა გააღრმავოთ დიდხანს და ჯიუტად; თვითდაჯერებულობა, რომელიც შეიძლება ტრანსფორმირდეს რწმენად _ ჭეშმარიტ რმწენად საკუთარი თავისა. პატივი ეცით სამართლიანობას თქვენი შინაგანი ხელმძთვანებების მიმართ; დროდადრო ისინი შეიძლება ჩანდნენ შეუწყნარებლები, ცივები და თუნდაც უგრძნობლები, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი ყოველთვის თქვენს მხარეს არიან, გეხმარებიან გახდეთ ძლიერი და ზრდადასრულებული. ნამდვილი ზრდასრულობის მდგომარეობა ყოველი ჩვენგანისთვის ძნელი მისაღწევია. თქვენ ხელმძღვანელებს სურთ, რომ მიაღწიოთ ასეთ უიშვიათეს მდგომარეობას.

ნეტ მონსტერი

თქვენი ბავშვობა ანდა თქვენი ურთიერთობა მშობლებთან დაკავშირებული იყო შეზღუდვებთან, სიყვარულის ანდა ბედნიირების უკმარისობასთან _ რის შედეგადაც, მოგვიანებით, უფრო დიდ ასკაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა გაგიჭირდათ. თქვენ გრძნობდით რაღაცის უკმარისობას, რომელსაც მოკლებულნი იყავით _ იმის მიუხედავად, ნამდვილად იყო ეს სინამდვილეში თუ არა. ახალგაზრდულ ასაკში შეიძლება დამახასიათებელი იყოს ემოციური განცალკევება ანდა თქვენი სურვილების და გრძნობების ჩახშობა, უკიდურეს შეთხვევაში, შეიძლება უბრალოდ ასე გახსოვდეთ ეს განცდა. ძალიან გიჭირთ აპატიოთ მშობლებს და დაივიწყოთ ყველა ის წყენა, რომელიც მოდის ბავშვობის დროინდელი შეზღუდვებიდან.

სატურნი IV სახლში _ ტრადიციების აღქმისას ორთოდოქსალიზმი, სირთულეები, წამება ოჯახში. ტრადიციებზე ფიქსაცია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იქცევა ნორმებად.

დაზიანებული სატურნის შემთხვევაში _ მკაცრი, კონსერვატორი მშობლები, მოხუცებულობისას ტვირთად იქცევიან. ცხოვრობენ ოჯახისგან განცალკევებით. ხშირად _ ცხოვრებაში შეზღუდვა, მოხუცებულობისასაც კი.

პროფესია _ მშენებლობა, მიწათმფლობელობა, არენდული საქმიანობა. მოხუცებულობისას _ მარტოხელები, სახლში მჯდომნი.

ინდუბალა

ეს კომბინაცია უთითებს დაბადების ადგილისგან მოშორებით წარმატებაზე და საზღვარგარეთ წარმატებულ მოგზაურობაზე. ასეთი ადამიანი კარგად მოქმედებს ბუნებრივ გარემოში. მნიშნველოვანი განათლება არც ისე მნიშვნელოვანია. მათგან გამოდიან კარგი მშობლები, და ისინი დაკავშირებულნი არიან ადამინებთან, რომლებიც ფლობენ იოგურ ძალას. სულით ისინი _ მოკვეთილი ადამიანები, და შეუძლიათ მისდიონ მარტივი ცხოვრების წესს. მათ შეუძლიათ იქცნენ მნიშნველოვანი კერძო საკუთრების მფლობელებად. მათ შეიძლება ჰქონდეთ მკერდისა და გულის დააავადებები; ჯანმრთელი დედები შეიძლება იყვნენ სუსტები. შესაძლებელია წარმატება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, საგამომცემლო საქმიანობაში, მანქანთწარმოებაში.

ფელიქს ველიჩკო

პესიმისტური დარწმუნებულობა იმაში, რომ ხვალ იქნება უფრო ცუდად, ვიდრე იყო გუშინ და საჭიროა ენერგიის და მატერიალური რესურსების შავი დღისთვის გადანახვა, რაც ამაღლებს არაკეთიგანწყობილ პირობებში ოჯახის გადარჩენის უნარიანობას. ხშირად, მკაცრი ავტორიტარული ოჯახი, ბავშვობიდან ადამიანს ასწავლის დისციპლინას. მას აქვს ძლიერად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა მშობლების მიმართ და არაა გამორიცხული, რომ ის აიღებს თავის თავზე მოხუცი ანდა ავადმყოფი მშობლების ანდა ოჯახის სხვა ინვალიდი წევრების მოვლას, თუნდაც ამან მის კარიერაზე ცუდად იმოქმედოს. ის დარწმუნებულია, რომ მისგან ელოდებიან მაქსიმალურ შედეგებს. მისთვის მთვარია მყარი წესები და წესრიგი, თვალყურს ადევნებს იმას, რომ მისი შრომა ანაზღაურდეს სათანადოდ.

მიდრეკილია ასკეტიზმისკენ საოჯახო ცხოვრებაში. შფოთავს, როცა ოჯახის წინაშე დგება უფულობის პერსპექტივა და ჯიუტად ცდილობს ყველა გამომუშავებული და შეგროვილი კაპიკი დაიცვას და შეინახოს. მატერიალურად განწყობილი ადამიანი ირჩევს პროფესიას, რომელიც დაკავშირებულია მატერიალურ ფასეულობებთან, სულიერად ორიენტირებული _ საქმეს, რომელიც აფართოებს მის სულიერ არეალს. ოჯახი და საოჯახო საქმეები ყურადღებას უდუნებენ შემოსავლის აქტიური ძიებისგან, რადგანაც მას არ შეუძლია უარი უთხრას თავის ახლობლებს.

დამახასიათებელია განმარტოებისკენ და მარტოობისკენ სწრაფვა, ჩაკეტილობა. ეს არის მოღუშული ადამიანი, რომელიც განიცდის საკუთარი გრძნობების გამოხატვის სირთულეებს. ძლიერი გავლენაა დედის. მატერიალურ კეთილდღეობას თვლის ყველაზე მთავრად. აქ სატურნი აღვივებს ცოდნისკენ მიდრეკილებას, ასევე განმარტოებული და ჩაკეტილი ცხოვრებისკენ სწრაფვას.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top