სატურნი XI სახლში

სატურნი XI სახლში

“მუდმივობა”

ამ ადამიანს ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებზეც ატარებს პირად პასუხისგებლობას. იმდენად თავშეკავებული და განმსჯელია, რომ არც ისე ადვილად შეუძლია დაუახლოვდეს ვინმეს. უნდა, რომ ყველა ის ადამიანი სცემდეს პატივს, ვისაც თავის თანასწორად მიიჩნევს. ხანდახან ეს სურვილი ამეტებს სიყვარულის მოთხოვნილებასაც კი. ცდილობს საკუთარ ძალებში თავდაუჯერებლობა აანაზღაუროს შრომისმოყვარეობით და მუდმივიმოქმედებებით (ანუ სულ საქმეში იყოს). სიღრმისეულად ერთგულია მეგობრებისა და იდეალიზმის. ენერგიის არასწორად გამოყენებისას სურვილები შეიძლება დარჩეს განუხორცილებელი, რაც ამძაფრებს მარტოობის და მიტოვებულობის გრძნობას. ასეთ ადამიანს უყვარს საკუთარი თავი წარმოაჩინოს ძალიან საჭირო პერსონად.

შეუძლია სიყვარული, მაგრამ ძნელად იღებს სხვების სიყვარულს, გახსნილობას უპირატესობას ანიჭებს თავის ნაჭუჭში ჩაკეტვას. ჯგუფური პროცესის მონაწილეებთან და მეგობრებთან იქცევა ძალიან პასუხისგებლობით. საკუთარი კარიერის გასაკეთებლად და მდგომარეობის გასამყარებლად ისწრაფვის გაიცნოს საჭირო და გავლენიანი ადამიანები. პლანეტის დაზიანებისას მიდრეკილია საკუთარი მიზნების მისაღწევად და პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებად მეგობრები გამოიყენოს. მთლიანობაში, ასეთი ადამიანი ლოიალური და წინდახედულია მეგობრებთან, ხოლო ისინი მას ეხმარებიან გაიფართოვოს მსოფლმხედველობა და გაიზარდოს ინტელექტუალურად. ფლობს სამართლიანობის განვითარებულ გრძნობას, რომელიც ეხმარება დაინახოს ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულება.

ის გულწრფელად ქადაგებს თანასწორობის პრინციპს ჯგუფურ ურთიერთობებში, ამიტომაც ჯგუფის ორგანიზაციულ სტრუქტურას ისე აშენებს, რომ თანამშრომლობისგან დროთაგანამვლობაში ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მოგება. ამ ადამიანს უყვარს მეგობრობა დაამყაროს ასაკიან, მოხუც ადამიანებთან, რომლებმაც მიაღწიეს მაღალ და მნიშვნელოვან თანამდებობას _ მათთან ურთიერთობა ხელს უწყობს მის სიმწიფეს. ასეთი ადამიანის კარმა დაკავშირებულია მათთან, ვისთანაც წარსულ ცხოვრებაში ვალდებული იყო ჰქონოდა საქმე. მეგობრები, ჩვეულებრივ ბევრი არ ჰყავს, სამაგიეროდ ვინც ჰყავს, ისინი ძალიან ახლობლები, საკმაოდ განათლებულები, სწავლულები, სერიოზულები და ბრძენნი არიან. არცთუ შივიათად უწევს მზრუნველობა უბედურებაში ჩავარდნილ ახლობლებზე და ასევე, გრძლევადიანად აღმოუჩინოს მათ ფინანსური მხარდაჭერა.

უმცროსებს ეპყრობა მამობრივად. მას უყვარს ფართო აუდიტორიას ავტორიტეტულად აუწყოს რამე. გარშემომყოფნი აღიქვამენ მას არაადექვატურად, საზოგადოება მის მიმართ ხშირად განწყობილია ნეგატიურად. ფლობს ორგანზიატორის და ლიდერის ნიჭს, მაგრამ გამოირჩევა არასაკმარისი აღზრდით, ამიტომაც მიმწოლობა უერთდება მოუთმენლობას, რასაც მიჰყავს სერიოზულ კონფლიქტებამდე. ასეთი ადამიანი უნდა უფრთხილდეს ფულის ვალად მიცემას, ანდა ვინმეზე თავდებში ჩადგომას – წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება ძალიან არასასიკეთო.

ასეთი ადამიანი არცთუ იშვიათად იღებს მეცენატების, სპონსორების მხრიდან მხარდაჭერას და პროტექციას აპეკუნობაზე. მეგობრობას განიხილავს როგორც ღრმა მიჯაჭვულობას, რომელიც ითხოვს გამოკვეთილ თივთგანდეგილობას (ეს მეც კი ვერ გავიგე). იმედები და მოლოდინი ხშირად შეცდომაში შემყვანი და მოჩვენებითია. შესაძლებელია გამყიდველობა და ნაგლობა ნაცნობების მხრიდან, უაზრო გულახდილობას შეიძლება მოჰყვეს არცთუ მცირე დანაკარგები. ვალდებულია მთელი ცხოვრება უფრთხილდეს ფსევდო-მეგობრებს და მზაკვარ კეთილისმყოფელებს. მისი თვითდაჯერებული გამოსვლები გარშემომყოფების მხრიდან ხშირად აღიქმება მტრულად.. ასეთი ადამიანის ნატურა რთულია, შეხედულებები მყარი, ხასიათი შეუთავსებელი. შესაძლებლია აპათიისა და სიზარმაცის ხშირი შემოტევები.

პაველ გლობა

(+) ინოვაციების, რეფორმების, სიციალური პროცესების სიღრმისეული გაგება. მეცნიერებაში ახალი გზები _ გამომგონებლობა, რეფორმატორობა, რომლებსაც აფასებენ მრავალი წლის შემდეგ. ტაქტის, ეთიკის სამართლიანობის გრძნობა, ერთგული მეგობრები (მოწიფულ ასაკში), ვიწრო სანაცნობო წრის მეშვეობით ცხოვრებაში დამკვიდრება.

(-) პესიმიზმი და სკეპტიციზმი ყველაფერ ახალთან დაკავშირებით, არანაირი სიახლის არ სჯერავთ, სოციალური პროცესების განაპირას დგანან. მეგობრების არყოლა, ეჭვიანობა, ახლობლების მიერ გამცემლობა _ ადამიანი საშიშროების დროს დახმარების გარეშეა მიტოვებული.

ცნობილი ადამიანები: ბერუნი, ბალზაკი, შექსპირი, ფრანც იოსიფი, ლორდი კავენდაში (ელექტროობის ყველა კანონის აღმომჩენი).

ფრენსის საკოიანი

მეგობრებთან და კოლექტივის წევრებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გრძნობა. სურვილი გაიცნოს გავლენიანი და საჭირო ადამიანები, რათა გაიკეთოს საკუთარი კარიერა და გაიმყაროს მდგომარეობა. სამართლიანობის გრძნობა, რომელიც ეხმარება ადამიანთა შორის ურთიერთკავშირის დანახვაში.

მთლიანობაში, არ ხართ კომპანიის მოყვარული და კლუბებში, ორგანიზაციებში ანდა სხვა კოლექტივებში, რომლებიც საერთო იდეისა ანდა გატაცებისათვის არიან შექმნილნი, თავს არ გრძნობთ კარგად. თუ თქვენ შედიხართ კოლექტივში, მაშინ შეიძლება გაითვალისწინოთ ამ წრეში მიღებული წესები და შემზღუველი წესრიგი _ ანდა უბრალოდ შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ არ ხართ კონტაქტური.

უფრო მეტად მოგწონთ იყოთ მარტო ანდა უფროსებთან, უფრო გამოცდილ ადამიანებთან, ვიდრე თანატოლების კომპანიაში.

ავესალომ პოდვოდნი “მეგობარი ჯგუფურ სამუშაოში იცნობა”

სატურნი მეთერთმეტე სახლში სიმბოლურად წარმაოდგენს მმართველს.

ეს ადამიანი ჯგუფს და საერთოდ, ჯგუფურს სამუშაოს ეკიდება ძალიან სერიოზულად. მისთვის უმნიშვნელოვანესია პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც დაბალ დონეზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ამ პასუხისგებლობის გრძნობას აკისრებს სხვებს, ხოლო უფრო მაღალ დონეზე _ საკუთარ თავს. ჯგუფი გრძნობს, რომ ადამიანზე შეიძლება დაყრდნობა, მაგრამ, სამწუხაროდ, საფასური, რომელიც მას უწევს რომ გაიღოს, ხშირად ძალიან დიდია. ეს განცდა და დოგმატიზმი, ასევე, მკაცრი მოთხოვნები და ჯგუფის სხვა წევრების საპატიებელი და გასაგები სისუსტეებისა და არასრულყოფილების უპირობო განსჯა უკიდურესობაში აგდებს. ამ ადამიანს სჭირდება გაიგოს, რომ არც ჯგუფი, არც ადამიანები სრულყოფილნი არ იბადებიან, სრულყოფილებას მხოლოდ დროთა განმავლობაში აღწევენ, და რომ ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება როგორც მას უნდა, და რომ ადამიანი ყველაფერს, მითუმეტეს სრულყოფილებას, აღწევს დიდი ძალისხმევისა და ღვთის ნებით/მოწყალებით, რომლის ტრანსლირება ხდება ჯგუფის ყველა წევრისთვის და, მათ შორის მისთვისაც (უკანასკნელის დაჯერება ადამიანს უჭირს).

საერთოდ, ხშირად ჯგუფში თავს გრძნობს არაკომფორტულად, შევიწროებულად, უნდა კუთხეში მიიყუჟოს, ანდა პირიქით, დაიფირინოს ყველა; ჯგუფში ცუდი ურთთიერთგაგება და ამოცანების გაგებაში ზედმეტი პრაგამტიზმი იწვევს მის მკაცრ და ხისტ ქცევებს. სატურნის დამუშავება იძლევა ჯგუფის და მისი პრობლებების სიღრმისეულ გაგებას, ჯგუფური კარმის ხედვას და კოლექტიური სიბრძნის აღიარიებას: ასეთ ადამიანს ჯგუფი უფრთხილდება, ისმენს მის აზრს და რთულ და ჩახლართულ სიტუაციებში უსაზღვროდ ენდობა. მხოლოდ ერთია, ამისთვის საჭიროა ბევრი გამოცდის გავლა, ნაწილობრივ, ჯგუფის წინაშე შიშის გრძნობა და ჯგუფის მხრიდან მიღებული წყენა (რომელიც, ჩვეულებრივ, ჯგუფის მხრიდან მისივე ქმედებაზე გამოწვეული რეაქციაა) გადალახოს, ასევე მოთოკოს საკუთარი აპეტიტი “ჯგუფურ ნამცხვართან” დაკავშირებით, ნაწილობრივ, ჯგუფის სიყვარული, რომელიც ადამიანს ეძლევა, მხოლოდ პლანეტის დამუშავების შემდეგ მოდის.

მეგობრებთან ურთიერთობა არც ისე ადვილად გამოსდის, და ეს ურთიერთობა ხშირად ცივია, რაც ადამიანს არ აკმაყოფილებს; მაგრამ ყველაზე ხშირად, უკანასკნელი გამდოვნილია ქვეცნობიერში, ასევე ქვეცნობიერშია გამოდევნილი საკუთარი ჯგუფური სამუშაოთი დაუკმაყოფილებლობისა და ჯგუფთან ურთიერთობის პრობლემების გრძნობაც. ამ სფეროებში საჭიროა ბევრი მუშაობა _ უპირველესად საკუთარ თავზე და შემდეგ უკვე იმაზე, რომ არ დაელოდოს სწრაფ შედეგებს.

სატურნის დამუშავება იძლევა სიღრმისეულ გაგებას და სიბრძნეს მეგობრობაში, ერთგულ და შემოწმებულ/გამოცდილ მეგობრებს.

ბორის იზრაიტელი

ადამიანს ჰყავს ერთი მეგობარი, მაგრამ ძალან ერთგული. დაზიანებული სატურნის შემთხვევაში ცუდად აქვს გაგებული მეგობრობა, და არ შეუძლია შეინარჩუნოს ურთიერთობები. მეგობრობა შენდება ვალდებულებეზე. უყვარს თავშეკავებული პარტნიორები. როცა ყველაფერი ხდება/კეთდება ჩაკეტილ სივრცეში, თვალთახედვიდან მოწყვეტით, მაშინ მისთვის ყველაფერი ისეა ”როგორც საჭიროა”.

მისი წარმოდგენა იდეალურ სამყაროზე: კარგად ორგანიზებული სტატიკური, სტაბილური, მდგრადი სამყარო, სადაც ყველამ იცის საკუთარი ფუნქცია, ყველას უკავია საკუთარი ადგილი. პროგნოზირებისას შორს არ იყურება, მაგრამ თუ ამით არის დაკავებული, შეუძლია თანამედროვე ტენდენციიდან წინ წავიდეს და გააკეთოს ზუსტი პროგნოზები. წინასწარმეტყველებში დეტალურია.

ბილ ჰერბსთი

ჯგუფის ცხოვრებაში მონაწილეობა. სატურნის მეთერთმეტე სახლში მდებარეობა უთითებს იმაზე, რომ გაქვთ უდიდესი სურვილი გამოავლინოთ საკუთარი თავი ჯგუფში. ნაწილობრივ ის წარმოიშვება იმ შიშის გამო, რომ არცერთ ჯგუფს არ მიკეუთვნებით, რომ საზოგადოება უარგყოფთ. ჯგუფში ყოფნისას, იმწუთასვე არ უნდა აიღოთ უდიდესი პასუხისმგებლობა. უბრალოდ, იყავით ჯგუფში, მაგრამ არა ჯგუფის ცენტრში, არამედ სადღაც მის პერიფერიაში. შემდეგ, ნელა და თანმიმდევრულად საკუთარი, უფრო აქტიური როლის შესრულების დახმარებით, წაიწიეთ ცენტრისკენ. მხოლოდ ერთია, როლის შესრულება მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოთ, როცა შეიგრძნობთ, რომ მზად ხართ მის შესასრულებლად. არ მიიღოთ ძალიან სწრაფი და უხეში გადაწყვეტილებები. თქვენი როლი ორგანიზაციაში _ საქმეზე ზრუნვა. სოციალური სულის ჯგუფშიც კი არსებობს პრაგმატული ვალდებულებები. თქვენ იდეალურად ესადაგებით მათ შესრულებას; შეგიძლიათ იყოთ უკმაყოფილო, როცა იგრძნოთ, რომ ასრულებთ მეეზოვის როლს, მაგრამ თუ გამოავლენთ სიჯიუტეს და მიზანდასახულობას, მაშინ შეგეძლებათ გახდეთ მეფე.

შესაფერისი მოქცევა. სოციალური შეთანხმება თქვენს ცხოვრებაში თამაშობს მთავარ როლს. შეგიძლიათ განივითაროთ კეთილსინდისიერება, პირდაპირობა, პატივცემულ და აღტაცების გამომწვევ ადამიანად, რათა იქცეთ საზოგადოების ჭეშმარიტ საყრდენად, და ამას მიაღწევთ, ასევე თქვენს მიერ გამოვლენილი მოთმინების გრძნობთ, პენდატური ყურადღებით და კორექტული ქცევებით, მაგრამ, მანამდე, აუცილებელია მოიშოროთ ნებისმიერი კლასობრივი, ანდა ოჯახური მწვავე შიშის განცდა. შეგიძლიათ მოიქცეთ ისე, თითქოს არ გაღელვებთ თუ რას ფიქრობენ ადამიანები თქვენს ქმედებებზე, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ზუსტად ეს გაწუხებთ ყველაზე მეტად, ხანდახან ზედმეტადაც კი. გაექეცით ჯგუფში მიღებისთვის თვითგანადგურების მახეებს.

ამოცანა _ დაიჯეროთ, რომ გაქვთ უნარი გახდეთ სოციალური ადამიანი, გარდა ამისა, რომ ხართ ისეთი შესანიშნავი, როგორიც ხართ სინამდვილეში. კომპლექსები შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვობაში მეგობრული ურთიერთობების რთულად დამყარებით, რომელმაც სულში დაგიტოვათ იარები. თქვენმა სიფრთხილემ შეიძლება დაგიხუროთ გული, გულისხმიერება შეცვალოს უფრო პრაგმატული მიდგომებით, რომელიც აგებული იქნება უსაფრთხოებისა და სოციალური მდგომარეობის მიზნით, რომლისკენაც ასე ისწრაფვით. მხოლოდ, ძალიან ძლიერად არ მიეჯაჭვოთ სოციალური უსაფრთხოების სურვილს, რომელიც გაცდუნებთ იბატონოთ და იმბრძანებლოთ სხვა ადამიანებზე, რაც საბოლოოდ მიგიყვანთ გარდაუვალ კრახამდე. თავით არ გადაეშვათ მეგობრობაში; განავითარეთ მეგობრული ურთიერთობები ნელ-ნელა. თუ თქვენ აპატიებთ საკუთარ თავს და სხვებს, მაშინ იპოვით იმ მუდმივობას, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, თუ გინდათ გყავდეთ საიმედო და ერთგული მეგობრები, მაშინ აუცილებლად ჯერ თავადვე უნდა გახდეთ საიმედო და ერთგული მეგობარი.

ერთობლივი შემოქმედება. ძალიან სერიოზულად ეკიდებით ერთობლივ შემოქმედებას. შეიგრძნობთ მთლიანი ტვირთის სიმძიმეს (თითქოს მხოლოდ ერთი/მარტოდმარტო აკეთებდეთ საქმეს). გახსოვდეთ იმის შესახებ, რომ ჯგუფის წევრებმა ამ გრძნობის შესახებ არაფერი იციან, რადგან მათ მიერ გამოვლენილი შიშებისა და თქვენზე შეშფოთების საპასუხოდ მიდრეკილი ხართ უარყოთ მათი მხრიდან გამოვლენილი მზურნველობა. თუ ჯგუფი განიცდის წარუმატებლობას, აღიქვამთ, როგორც საკუთარ წარუმატებლობას და არა როგორც ყველასას. ხოლო თუ ჯგუფი წარმატებას აღწევს, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ გრძნობთ ამასში თქვენს დიდ წვლილს, შექება/აღიარება შეიძლება იმ წამსვე არ მიიღოთ. პირადი წარმატება მიიღწევა გრძელვადიანი სამუშაოს შედეგად, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ისწავლით სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობას და ამავე დროს შეგეძლებათ დარჩეთ ისეთივე, როგორიც ხართ. თქვენი შემოქმედებითი როლი _ უზრუნველყოთ წესრიგი ჯგუფში და გააცნობიეროთ ჯგუფის ექსპრესია, იყოთ საიმედოობის კლდე.

სიყვარულის მიღება. გინდათ, რომ სიყვარულს თან ახლდეს განსაზღვრულობა, თავდაჯერებულობა, რათა არაფერი მიანიშნებდეს შემთხვევითობაზე. უსაფრთხოების განცდის არქონას აქვს ღრმა ფესვები, ამიტომ არაერთმნიშნვნელოვნად გამოცდებს უწყობთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ, აძლევთ მათ ყველა საფუძველს, რომ უარგყონ; და ყველა გამოცდას მხოლოდ მაშინ გადიან, როცა ნამდვილად დუნდებით და ენდობით მათ სიყვარულს. გაქვთ შიში, რომ მამათქვენს თქვენდამი არასაკმარისი სიყვარული აქვს, ამიტომ როცა ხდებით ზრდასრული, სხვების მხრიდანGსიყვარულს მაშინ გრძნობთ, როდესაც ბრძანებლურად გექცევიან. დისციპლინა შეიძლება შეგეშალოთ სიყვარულში, უკიდურეს შემთხვევებში – ცივსისხლიანი უარყოფაც კი შეიძლება ისე გაიგოთ, როგორც თქვენდამი გამოვლენილი სიყვარული. ეს ურთიერთსაპირისპირო გრძნონებია – სიყვარულსა და პატივმოყვარეობას, სიყვარულსა და ვალდებულებას შორის. შეიძლება რომანტიკა გიზიდავდეთ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ენდობით მას. რაც თქვენ გწყურიათ, ეს არის უსაფრთხოება, მხარდაჭერისა და საიმედო სიყვარულის შეგრძება.

ნეტ მონსტერი

მთლიანობაში, არ გიზიდავთ კომპანიები, კლუბებში, ორგანიზაციებში ანდა სხვა კოლექტივებში, რომელიც შექმნილია რაღაც საერთო იდეის ანდა გატაცებისთვის თავს გრძნობთ არც თუ ისე კარგად. თუ მაინცდამაინც შეხვალთ კოლექტივში, მაშინ შესაძლებელია ანგარიში გაუწიოთ ამ ჯგუფში არსებულ შეზღუდვებს, ქცევის წესებსა და წესრიგს _ ანდა უბრალოდ შეიძლება იგრძნოთ, რომ არ შედიხართ სხვებთან კონტაქტში.

უფრო მეტად მოგწონთ იყოთ მარტო ანდა, ასაკით უფროსს, უფრო გამოცდილ ადამიანებთან ერთად, ვიდრე თქვენი თანატოლების კომპანიაში.

სატურნი XI სახლში _ სამეგობრო წრეში ჩაკეტილობა, დახურული ტიპის ორგანიზაციების წევრობა: სოციალური გამოცდები.

კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთბებში პასუხისმგებლობის გრძნობა. დადებითი სატურნი იძლევა სამართლიანობის გრძნობას. სერიოზულ, მოხუცებულ ადამიანებთან მეგობრობა.

ინდუბალა

ამ ადამიანს აქვს იოგური ძალა და ახდენს ძლიერ, მაგრამ დადებით ზეგავლენას სხვებზე. ამ ადამინს შეუძლია დაკარგოს ისინი, ვინც მათვის ახლობელია და იპოვოს წარმატება სხვა ადგილას. ის იღებს შემოსავალს გამომცემლობითი საქმიანობის მეშვეობით, იმპიორტით, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობით და ნატურალური პროდუქტებით. ის დიდი ხნის მანძილზე მუშაობის უანრით გამოირჩევა და არ ამოძრავებს პირადი გამორჩენა.

ფელიკს ველიჩკო

ადამიანი ირჩევს სერიოზულ, კარგადმოაზროვნე, უფრო ასაკიან მეგობრებს, რომლებსაც აქვთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. ხშირად, მეგობრობა არამყარია, მეგორები _ ცოტა. არსებობს ეგოისტური, საკუთრების, ეჭვიანობის განცდებისა და მტანჯველი მეგობრობის საშიშროება, შესაძლებელია მარტოობა მეგობრების არყოლის გამო. ზოგიერთმა მეგობარმა შეიძლება მიატოვოს, ანდა მისცეს მხოლოდ რჩევა, პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის გარეშე. იდეები ნაყოფიერია, მაგრამ საჭირო არაა ზედმეტად მოექცეთ ახალი მეგობრების ავტორიტეტის ქვეშ. ადამიანს ძლიერად აქვს განვითარებული დაკვირვების უნარი. ის სერიოზულად ეკიდება საკუთარ კარიერას. ისწრაფვის დაიკავოს წამყვანი მდგომარეობა, მაგრამ ეჭვი ეპარება საკუთარი მიზნების განხორციელება-მიღწევაში, ვარაუდობს, რომ მათი განხორციელების გზაზე შეხვდება სერიოზული სირთულეები. ისწრაფვის გავლენიან ადამიანებთან ნაცნობობისკენ საკუთარ კარიერაში წისვლისა და მდგომარეობის გამყარების მიზნით. ფლობს მეგობრებზე და კოლექტივის წევრებზე პასუხისმგებლობის გრძნობას. სურს ჰქონდეს კომფორტული, ნათელი და საიმედო ცხოვრება და ისწრაფვის ოპტიმალურად მოაწყოს ის, იმედოვნებს კარგი განათლების პირობებზე. კარგად აწყობს გეგმებს და ტაქტიკას საკუთარ ქმედებებში, მეგობრობა და მეგობრების დახმარებას არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. აქ სატურნი არაკეთილგანწყობილია ქორწინებისა და ნათესაური ურთიერთობების მიმართ.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top