სატურნი ქალწულში

სატურნი ქალწულში

დაბრკოლება + გულმოდგინება = საფუძვლიანობა

ეს არის დახელოვნებული, მოხერხებული, აკურატული, მომთმენი, კირკიტა, დაჟინებული, საიმედო ადამიანი, რომელსაც, არცთუ იშვიათად, გარშემომყოფებისგან დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება, ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ ხშირად აცხადებს დიდ პრეტენზიებს.

ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში მიდრეკილია ახირებულობისკენ, პედანტიზმისკენ, ბუზღუნისკენ და მოსაწყენობისკენ. ხშირად სხვებისთვის გაუგებარი ადამიანია, რადგანაც ძალიან უჭირს საკუთარი აზრების სიტყვიერად გამოხატვა. ასევე აღინიშნება დეპრესიის შეტევებისკენ მიდრეკილებაც.

პოზიტიურად განვითარებისას ყალიბდება შესანიშნავი, დახელოვნებული მკვლევარის ტიპაჟი, რომელსაც შეუძლია უფაქიზეს დონეზე დეტალების კონტროლი და, რომელიც განვითარებულ დაკვირვებულობის უნარსა და შესაშურ მახსოვრობას ფლობს. ამ ადამიანის შეხედულებები გონივრული და საფუძვლიანია, კორექტული და ზუსტია, იგი სერიოზული და სიტყვაძუნწია. ახასიათებს პირადი პასუხისმგებლობის ღრმად გაცნობიერება, სიახლეების ათვისებისადმი კრიტიკული მიდგომა და განსახილველი საკითხების არსში სიღრმისეულად ჩაძიების უნარი. ასეთ ადამიანს შეუძლია სრული კონცენტრირება სამუშაოზე და უყვარს საკუთარ თავზე აღებული ვალდებულების გადაჭარბებით შესრულება. ქვემდგომები მკაცრ, პირქუშ და მიუდგომელ ხელმძღვანელად თვლიან, რომელიც ხშირად ისწრაფვის, მცირე საფასურის სანაცვლოდ, მათგან ბოლომდე გამოწუროს ყველაფერი (ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ლიმონივით გამოწურავს თანამშრომლებს). ამოცანების შესრულებისას თავით ეშვება ამ საქმეში, არაკეთილსინდისიერებას მკვეთრად და დაუღალავად აკრიტიკებს. არცთუიშვიათად ავლენს სხვებისთვის ნაკლებად სასიამოვნო ანჩხლობას, ხანდახან მისთვის რთულია ახლობლის კონცეფციის გაგება და მისი შეთავაზების არსში ჩაწვდომა. კონცენტრაციისა და გამჭვრეტელობის მქონე ინტელექტი, ადამიანი უმწიკვლო და თავშეკავებულია ყველა თავის გამოვლინებაში. გონივრულობა და გამთვლელობა შეიძლება შერწყმული იყოს მაღალი სულიერებისკენ სწრაფვასთან. ცუდ შემთხვევაში ვითარდება არაჯანსაღი პრაგმატიზმი, მყარი უნდობლობა და შარიანობა. გონება ერთმნიშვნელოვნად მბრძანებლობს გრძნობებზე. საქმეში ავლენს ფხიზელ ანალიზს, წვრილმანებსა და დეტალებში კირკიტსა და მათ სიყვარულს. მისთვის შესანიშნავადაა ცნობილი თვითდისციპლინის, თვითკონტროლისა და თვითფლობის შეძენის საიდუმლოებანი. მიდრეკილება აქვს მკაცრი ცხოვრების წესისკენ, რაც შესაძლებელია ასკეტიზმისა და ფანატიზმის უკიდურესობამდეც კი მივიდეს. ეს ადამიანი ჩაკეტილი, ფრთხილი, ფხიზელი და მუდამ ყველაფერში ეჭვნეულია. ხასიათი მდგრადი და ძალაუფლების მოყვარული აქვს, მაგრამ პირადი ინიციატურობა და წარმოებულობა მაღალი არაა. ადამიანი შესანიშნავია როგორც შემსრულებელი; როგორც მშრომელი იწვევს გარშემომყოფების ნდობას. შესაძლებელია წარმატება ბიზნესში, ლიტერატურაში, თეატრალურ კრიტიკაში.

კონკრეტული შინაგანი სირთულეების დახელოვნებული, დეტალური დამუშავება იწვევს საკუთარ ქმედებებში მყარი თავდაჯერებულობის შეძენას. ძალიან აქვს განვითარებული მოვალეობის გრძნობა, წვრილმანების მიმართ ყურადღების დაჟინებულობა და მოთმინების უნარი. ხანდახან დეტალებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ცენტრალურ ჩანაფიქრს და განვითარების მაგისტრალური ხაზის მიყოლას. ის სკრუპოლოზური (ზედმიწევნითი) და კირკიტაა, არცთუიშვიათად, გარშემომყოფები დიდ მოთხოვნებს უყენებენ. მოთმინებისა და მორჩილების წყალობით შეუძლია წარმატებით გადაიღოს სხვა ადამიანების გამოცდილება. კარგად მუშაობს და საოცარი სახით ითვალისწინებს გარშემომყოფთა სამუშაოსათვის საჭირო უნარებს. მისი ცხოვრების მთავარი მისწრაფება _ გახდეს ოსტატი, საკუთარი საქმის პროფესიონალი. უმნიშვნელოსადმი გადაჭარბებულ ყურადღებას შეუძლია გამოიწვიოს ფსიქიკური გადატვირთვა და აისახოს ნერვიულ გამოფიტვასა და შინაგან დაუკმაყოფილებლობაში. ასეთი ადამიანი სამსახურის გარეთ (საქმის უქონლობის შემთხვევაში) შეიგრძნობს საკუთარ არასაჭიროობას, პენსიაზე გასვლისას შეიძლება მოწყენილობისგან “მოკვდეს”.

ეს _ თანმიმდევრული პრაქტიკოსია, ეყრდნობა შინაგანი ფასეულობების მყარ (ურყევ) სისტემას, მორჩილების, მოთმინებისა და მოვალეობის გზით მიდის. ასეთი ადამიანი არამყუდროდ გრძნობს თავს მძაფრ, ექსტრემალურ სიტუაციებში. ყველა საკუთარი შესაძლებლობის გასაღვივებლად საჭიროებს მყუდრო ოჯახურ კერასა და ახლობლებისა და თანამშრომლების მხრიდან საყვედურების არარსებობას. გრძნობები ნამდვილად დათრგუნულია გონების მიერ, ჭკუა-გონების მარაგი ანალიტიკური და ალგორითმულია. წესრიგისადმი სიყვარული შეიძლება უკიდურესობამდე მივიდეს, სამაგიეროდ, ასეთ ადამიანს შეუძლია გახდეს ბრწყინვალე ექსპერტი პრაქტიკული, სასარგებლო ტექნიკის გამოგონებისა და კომერციული შეთავაზებების შეფასებისას _ ის გულით გრძნობს უსარგებლოსა და არასაჭირო ნივთებს. ეს მონდომებული ადამიანი, გამოკვეთილი კომერციული ყნოსვით, მოკრძალებული შრომისმოყვარეა, შეუცვლელი დამხმარე და ობიექტური კრიტიკოსია. ხშირად აქვს ფილოსოფიური და სამეცნიერო ინტერესები ყველაზე განსხვავებულ სფეროებში, უყვარს და შეუძლია ფიქრი, რაც, მენტორობისადმი სიყვარულთან შერწყმით, ბრწყინვალე ადამიანად აქცევს, თუმცა, არცთუიშვიათად, გადაჭარბებულად მომაბეზრებელი მრჩეველიც კი შეიძლება იყოს. ყველა ფხიზელ, მორალურ-ზნეობრივ და შრომისმოყვარე პრაგმატიკოს ადამიანად თვლის. ყველაფერს რასაც აკეთებს, აკეთებს ეფექტურად და ზუსტად, თუმცა სხვებს უფრო გულმოდგინედ ადევნებს თვალს, ვიდრე _ საკუთარ თავს. წარმატებას აღწევს ცხოვრების ყველა იმ მიმართულებაში, სადაც საჭიროა გამჭრიახობა, განმჭვრეტელობა, აკურატულობა და დაყრდნობა. ხშირად ადამიანებს ეჩვენებთ გადაჭარბებულად მკაცრ და მეწვრილმანე პიროვნებად, ხანდახან, არ ჰყოფნის იუმორის გრძნობა, დრო და დრო, ძლიერდება ყველაზე უმნიშვნელო და უაზრო მიზეზების გამო განგაშისა და მღელვარებისკენ მიდრეკილება. თუ ისწავლის წონიანის უმნიშვნელოსგან, მთავარის ნაკლებ მნიშვნელოვანისგან გარჩევას, შეძლებს ცხოვრებაში ძალიან ბევრის მიღწევას. სახიფათოდ განვითარებულია _ თვითშეცოდების ჩვევა, ბუზღუნი, ანჩხლობა და ამოუცნობისა და უცნობისადმი შიშიები. ეს ადამიანი ფრთხილი, ჩაკეტილი, თავშეკავებული, ზომიერი, ინტუიციური და წინდახედულია. ხშირად პირქუში და დათრგუნულია, განსაკუთრებით, საქმიანობის ჩვეული სტერეოტიპებისა და აფეთქების მსგავსი განახლებადი გარემოებების ცვლილებისას. ყველაფერს სამეცნიერო შეხედულების წერტილიდან უდგება და ცდილობს იმოქმედოს ტექნოლოგირად გამართულად. ყოველთვის გონივურად ცდილობს საკუთარი კაპიტალის ჩადებას, გარისკვა არ უყვარს. სამსახურში პრობლემები ხშირად მთელ მის ყურადღებას იკავებენ, ამასთანავე, არასდროს არაფერში არ თვლის თავს დამნაშავედ, რადგან სამართლიანად ვარაუდობს, რომ კონფლიქტის მიზეზის საფუძველი დამარხულია თანამშრომლების გულგრილობასა და და დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობაში. ასეთი ადამიანი არასდროს ითრგუნება მძიმე და ხანგრძლივი სამუშაოთი, ძალიან პუნქტუალურია და ისწრაფვის ყველაფერი გააზრებულად და დასახულ მიზანთან შესაბამისობაში შეასრულოს. ხანდახან გადაჭარბებულად მკაცრად იცავს წესებსა და კანონის მოთხოვნებს, ამასთანვე, მათთან ძალიან რთულია შეთანხება. მიდრეკილია თანამშრომლებს ასწავლოს _ როგორც ხელძღვანელობას, ასევე ქვემდგომებს. შედეგების კვლევის ანალიზისას და წარუმატებლობების მიზეზთა გარკვევისას უიშვიათესად ზუსტია, მომთმენი და შედეგიანია. ასეთი ადამიანი თითქმის ყოველთვის იმყოფება საზოგადოების წინაშე აღებული უდიდესი პასუხისგებლობის წნეხის ქვეშ, რომელსაც თითქმის ფიზიკურად შეიგრძნობს. ახლობლები მიდრეკილნი არიან გადატვირთონ ისინი საკუთარი პრობლემებითა და დავალებებით, ივიწყებენ იმას, რომ ამ ადამიანებს პერიოდულად დასვენება და დახარჯული ძალების აღდგენა სჭირდებათ. გადატვირთვისა და გადაჭარბებული შფოთიანობისას, რომლის გადალახვაც არ შეუძლია იუმორის გრძნობის და საკუთარი თავისთვის ირონიულად შეხედვის უნარის უქონლობის გამო, შეიძლება განვითარდეს ფსიქოსომატური დაავადებები. მთავარი ამ ადამიანისთვის _ ცხოვრებას უყუროს მხიარულად და მშვიდად მოეკიდოს ახლობლების ნაკლსა და დაუმუშავებელ მხარეებს. ბოლოს და ბოლოს, ყველა ჩვენ ადამიანები ვართ და მეტი არაფერი.

 

პაველ გლობა  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ სატურნი სტუმრად იმყოფება პროზერპინასთან და მერკურის ეგზალტაციაში. ეს საკმაოდ ჰარმონიული მდებარეობაა, რადგან სატურნი მონათესავე მიწის სტიქიაშია.

ამ მდებარეობისას ადამიანის სისტემა იგება, ისევ და ისევ, უდიდესი რაოდენობის ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ, ტყუპებისგან განსხვავებით, აქ ადამიანს მოეთხოვება უფრო ზუსტი ინფორმაცია და წვრილმანზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება. ძლიერი სატურნის შემთხვევაში, ამ ადამიანის სისტემა ყალიბდება წვრილმანებისგან, ხანდახან, წვრილმანებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე რაიმე გლობალურს. ეს აყალიბებს სკრუპოლოზურ სწავლულს (მეცნიერს), ანდა მაგალითად, ამ ადამიანს მოსწონს ძალიან დიდი დეტალიზება, კონცენტრაცია წვრილმანზე. საერთოდ, შესაძლებელია ამ ადამიანისთვის დამახასიათებელი იყოს აზრების უდიდესი კონცენტრაცია და კირკიტი.

კარგ შემთხვევაში, ამ ადამიანს აქვს ამაღლებული მოვალეობის გრძნობა, თავად ცხოვრების არსი, ფასეულობათა სისტემა გაჯერებულია მოვალეობისა და ვალდებულების გრძნობით, ასევე, შეიძლება მისთვის დამახასიათებელი იყოს ზოგადსაკაცობრიო მოვალეობის გრძნობაზე დამოკიდებულება. მისი ყველაზე საუკეთესო თვისებები გამოხატება იმაში, რომ, როგორც წესი, საკუთარი მოთმინებისა და თვინიერების წყალობით ბრწყინვალედ ახერხებს სხვა ადამიანების გამოცდილების გადაღებას, ძალიან კარგად შეუძლია მუშაობა თავად და იმ ადამიანების დანახვა, რომლებსაც აქვთ შრომის, სამუშაოსა და საქმისთვის საჭირო უნარები (შესაძლებლობები). უფრო ხშირად საკუთარი თავის მიმართ მკაცრია და, შესაძლებელია, სხვა ადამიანები მას დიდ მოთხოვნებს უყენებდნენ.

ალბათობაა, უყვარდეს და შეეძლოს სწავლა, გამოცდილების გაზიარება და მისი მიღება.

სრულიად შესაძლებელია იყოს კარგი მეცნიერი, სწავლული ანდა ექიმი (მედიცინის მუშაკი), როგორც რეალურად ასევე პოტენციურად.

ცუდ შემთხვევაში, დამოკიდებულია მოვალეობაზე (მასზე რაიმეა დამოკიდებული), შესაძლებელია ხშირად უკმაყოფილო, ანდა დათრგუნული იყოს, ამასთანავე, როგორც წესი, სხვების მაგივრად ზღოს (ფაქტიურად, “განტევების ვაცად” იქცეს). საერთოდ, შესაძლებელია საკმაოდ მტკივნეული და ავადმყოფური დამოკიდებულება ჰქოდნეს სამუშაოს მიმართ, სამუშაოს გარეშე შეიძლება თავი უსარგებლოდ და არასაჭიროდ იგრძნოს, თუმცა, შესაძლებელია, ზუსტად მუშაობის დროს იყოს დათრგუნული და წნეხის ქვეშ. ეს თაობა (მათ შორის 1920-21 წლების თაობაც), როცა პენსიაზე გადის, არ იციან როგორ იცხოვრონ სამსახურის გარეშე და რა აკეთონ. აქვე, ამ ადამიანების გამოყენებისას საჭიროა გათვალისწინდეს, რომ ნორმაში (მუდმივი დამოკიდებულებისა და დათრგუნვის გარეშე) ამ ადამიანებს აქვთ ძალიან სიანტერესო გამოვლინება: თუ ადამიანი სატურნით ქალწულში, თავის დროზე კარგი სპეციალისტი იყო, მაშინ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ექსპერტის ხარისხით პროფესიული გამომცდელის რანგში, რამდენადაც მას წამიერად, პრაქტიკულად რამდენიმე წუთში, შეუძლია დაინახოს გამოსაცდელის უნარ-ჩვევები _ შეუძლია თუ არა კარგად მუშაობა _ რადგანაც ადამიანებს სატურნით ქალწულში ძალიან კარგი ხედვა აქვთ ღერძის, ურთიერთობის სისტემის. ნებისმიერ წვრილმანზე დაყრდნობით წამიერად აგროვებს მთელ სურათს და ხედავს, როგორ იმუშავებს ადამიანი. ამასთანავე, რა თქმა უნდა, თავად ეს ადამიანია ვალდებული იცოდეს ამ პროფესიის აზრი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იმუშაოს თავად და იხელმძღვანელოს სატურნით. სატურნის პრობლემებთან დაბრუნებისას, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ადამიანი, ჩვეულებრივ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცხოვრებისეულ წვრილმანებს, შესაძლებელია, ამ სახით საკუთარი თავი ნერვიულ გამოფიტვამდე და სიღრმისეულ, შინაგან დაუკმაყოფილებლობადე მიიყვანოს. ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია ამ ადამიანის სისტემის მწყობრიდან გამოყვანა და ცხოვრების უაზრობის განცდამდეც კი მიყვანა.

საერთოდ, სატურნის ქალწულში ტრანზიტი _ ეს საერთო შემოწმებაა პროფესიონალიზმზე. საზოგადოებაში ეს დრო ჩვეულებრივ გამოიკვეთება ჯანმრთელობის დაცვის კრიზისებით _ წარმოიშობა მრავალი უცნაური დაავადება (1981 წელს, როცა სატურნი ბოლოჯერ დაბრუნდა ქალწულში გამოვლინდა იმუნოდეფიციტური სინდრომი – შიდსი), სრულიად შესაძლებელია ექიმებს შორის პროფესიული დანაშაულებები _ ხოლო ეს წარმოშობს ახალი, უფრო სრულყოფილი სამედიცინო სისტემის მოთხოვნილებას. სატურნი ქალწულში, ასევე, საზოგადოების წინაშე აყენებს მოვალეობის, ვალდებულების, მორჩილების, თავმდაბლობის, თმენისა და შინაგანი ფასეულობების პრობლემებს. მისი სასწავლო პროგრამა მდგომარეობს პროფესიული სიახლების, უნარ-ჩვევების შეძენაში, წვრილმანებთან და ნებისმიერ დეტალებთან ყურადღებით ურთიერთობაში _ ყოფითსა თუ სამსახურეობრივში _ სატურნისთვის არაფერია უმნიშვნელო, ყვლაფერი შეიძლება გამოყენებული იყოს. ამიტომ, ჩვეულებრივ, ეს პერიოდი ძალიან მძიმეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არამყარები, უსახლკარო მაწანწალები არიან და იმყოფებიან შფოთში, გაურკვევლობასა და აღელვებაში.

 

ავესალომ პოდვოდნი  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

სატურნი ზევით სწევს ქალწულის მარწუხების პრობლემებს და ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს ერთდროული, საგულდაგულო შრომის გზების შერჩევა, მისი გააზრება და ადამიანზე დაკისრებული ვალდებულებების კეთილსინდისერი შესრულება. ქალწულში სატურნის სირთულეების მხედვლობაში მიღებისას წარმოიშობა სატურნზე ხელის ჩაქნევის ცდუნება, რის შედეგად ქალწული სწრაფად განიცდის დეგრადაციას და ხდება ბინძური, ფეთხუმი, უსუფთაო და არასაიმედო ადამიანი, რომელიც შესაბამისად იწვევს ძალაუფლების რეალიზაციის ვარდნას (ანუ, მისი პირველყოფილი კარმული ეგრეგორი ზურგს აქცევს).

ქალწულში დაუმუშავებელი სატურნის ჰიპერკომპენსაციის ვარიანტი გამოიხატება სრულყოფისა და ზოგიერთი გარშემო არსებული ფორმების მიმართ ჰოროსკოპის მფლობელის წარმოუდგენელ მომთხოვნელობაში (მაგალითად, ავადმყოფური სისუფთავის მოყვარულობა და ა.შ.) და დანარჩენებისადმი სრული გულგრილობის გამოხატვაში, რომლებიც იგნორირდება და, თითქოსდა, ცნობიერების წრიდან ვარდება.

თუ სატურნი ძლიერია და ძალიან არაა დაზიანებული, და თან ნაწილობრივ მაინც დამუშავებულია, მაშინ, შესაძლებელია საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ ძალიან ფხიზელი, სერიოზული, ხმელი მოთხოვნების (ყოველგვარი ფანტაზიისა და იუმორის გრძნობის გარეშე) წაყენების ვარიატი; მითუმეტეს, ცნობიერების სიღრმეებში, ხანდახან, შესაძლებელია, გამოვლინდეს ადამიანისთვის მოულოდნელი აზრები და სახეები, ხატებები, და აუცილებლად სჭირდება იმის სწავლა, რომ არ დათრგუნოს ისინი და ზუსტად იგივე პატივისცემით მოეკიდოს მათ, როგორც ყველაზე რეალურ სინამდვილეს.

განვითარებული სატურნი იძლევა წვრილმანებისადმი ძალიან ყურადღებიან ადამიანს, რომელსაც შეუძლია მთლიანი სურათის დანახვა, კონცეტრირებულია, დისციპლინრებულია, ფორმებზე ბევრს და ზუსტად მუშაობს, რის შედეგად ღვთაებრივი არსებობის ნათლად და ცხადად მხედველი ხდება.

შესაძლებელია ფობია: “მე მეშინია, რომ უაზრო, ჭუჭყიანი ქაოსი გამსრესს”.

 

 

სერგეი შესტოპალოვი  “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ჰარმონიული ასპექტებისას: სუბიექტი ძალიან შრომისმოყვარე, სადა, უბრალო, თავდაბალი, უპრეტენზიო, მოკრძალებული, ასკეტური, პუნქტუალური, მეთოდური, ლოგიკური, სერიოზული, საფუძვლიანი, თავშეკავებული, განმსჯელი, გონებადამჯდარი, კეთილგონიერი, წინდახედული, პრაქტიკული, ეკონომიური და მომჭირნეა, შეუძლია კარგად დაგეგმვა და გათვლა, ავლენს ბიზნესისადმი, ფინანსებისადმი, ეკონომიკისადმი, სერვისული მომსახურეობისადმი, წიგნის საქმისადმი, მეცნიერებისადმი ინტერესს.

დაზიანებული ასპექტებისას: პედანტი, მშიშარა, ეჭვნეული, დამფრთხალი, ორჭოფი, ფორმალური, ძუნწი, ცივი, ანგარიშიანი, გულქვა (უგულო), ასოკირკიტა, ბუზღუნა და გაღიზიანებულია.

 

 

 ფრენსის საკოიანი  “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში” 

პრაქტიკულები, ზუსტები არიან და მძიმე სამუშაოთი არ ითრგუნებიან. აინტერესებთ დეტალები, პუნქტუალობა, სიზუსტე და მიზანშეწონილობა (განსაკუთრებით სამუშაოში). მიდრეკილება _ ასწავლონ თანამშრომლებს (ხელმძღვანელებს, ქვემდგომებს). საკუთარი თავი და სხვებიც გადატვირთვამდე მიჰყავთ, ამასთანავე, წვრილმანებზე გამოკიდებით მხედველობიდან უშვებენ მთავარს. ქვემდგომებთან პირქუშები არიან, მცირედ საფასურად მათგან ბოლო წვეთამდე წურავენ შესაძლებელს. ხშირად მუშაობენ სამედიცინო, ჯანდაცვით, საბუნებისმეტყველო სფეროში ანდა დაკავებულნი არიან სარეგისტრაციო საქმით ბუჰღალტერიასა და ბიბლიოთეკებში. სამეცნიერო ექსპერიმენტსა და შედეგთა ანალიზში ზუსტები და მომთმენი არიან. ხშირად მკაცრები, პირქუშები, მელანქოლიურები, რადგანაც დათრგუნულები არიან გადაჭარბებული დატვირთვით და დაუსრულებელი ვალდებულებებით. სჭირდებათ პერიოდული დასვენება და იუმორის გრძნობის განვითარება. საზრუნავებისა და სამუშაოსგან გადატვირთვის გამო ავად ხდებიან, ვლინდება ნერვოზულობა და საჭმლის მონელების დარღვევა. მიდრეკილება ბუზღუნისკენ, სხვების აზრების ვერ გაგებისკენ. იუმორის გრძნობის უქონლობა.

მისი მტკივნეული ადგილები _ წესრიგი და სიზუსტე, დაუშრეტელი ყურადღება დეტალებისადმი. ხშირად ზეკრიტიკულია და შეუძლია სრულყოფის იმდენად მომთხოვნი იყოს, რომ სხვებისა და საკუთარი თავის “გადაციება” გამოიწვიოს, ასევე, მცდელობა, რომ სხვებმაც ზუსტად ისე გააკეთონ რაიმე, როგორც იგი აკეთებს და იცის, შესაძლებელია წარუმატებელი აღმოჩნდეს.

ხშირად ძალიან ანალიტიკურია, საგნებს ნაწილებად აღიქვამს. ასევე შეიძლება ახასიათებდეს რაიმე სახის იპოქონდრია (Gk. hypochondria ავადმყოფური შიში, გამოწვეული თავის ჯანმრთელობაში დაეჭვებით.). ამ ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ არამარტო იმას აქვს არსებობის უფლება, რაც მას შეუძლია რაციონაურად გაიაზროს, არამედ ისიც უნდა ისწავლოს, რომ საჭიროა მოდუნება და ყველაფერს საკუთარი მკაცრი სტანდარტებით არ უნდა მიუდგეს.

დაავადებები: ნაწოლები, ყაზბობა (კუჭში შეკრულობა), ნაწლავური გაუვალობა, ცუდი კვება, ნაწლავის კატარი (ლორწოვანი გარსის ანთება), ჭვალი.

 

ინდუბალა  “ინდური ტრადიცია”

აქ სატურნი იმყოფება მეგობრულად განწყობილ ნიშანში და უთითებს სამუშაოს შესრულებისას მოცემული ადამიანის მაღალ კვალიფიციაზე, ადმინისტრაციულ შესაძლებლობებზე, საზოგადოებრივი ცხოვრების სიყვარულზე. კლასიკური ტექსტები აღნიშნავენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა: “წინდახედულობა, გულისხმიერება, გულითადობა, პირქუშობა, ბუზღუნი, კონსერვატულობა, დაფარულის მოყვარული ხასიათი”. გარეგნულად ეს ადამიანები ჩვეულებრივ ლამაზები არიან, თმები _ თხელი, ვენები _ გამოკვეთილი. შეიძლება დაკავდნენ, მაგრამ არაპროდუქტიულად, ხელოვნების სფეროში საქმიანობით.

 

ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

უხვად დაჯილდოებული ბუნება. ამაღლებული, იდეალური მისწრაფებები. თუ სატურნი მეექვსე ანდა მეთორმეტე სახლშია და, ამავე დროს, შეერთებაში ანდა კვადრატშია მერკურთან _ სმისკენ ფარული მიდრეკილება. 35 წლამდე ნაკლები ბედნიერება და ჯანმრთელობის სისუტე. ამ ასაკის შემდეგ შეუდარებლად უმჯობესდება ყველაფერი. დიდი (ზრდასრული) შვილების დაკარგვის საშიშროება. პრაქტიკულები და ზუსტები, არ ითრგუნებიან მძიმე სამუშაოთი. ცუდი ასპექტებისას _ მიდრეკილება თანამშრომლებისთვის სწავლებისკენ (იგულისხმება უფროსებიც და ქვემდგომებიც). საკუთარი თავი და სხვებიც შეუძლია მიიყვანოს გადატვირთვასა და დაძაბულობამდე, ამასთანავე, ხშირად წვრილმანეზე გამოდევნებით. ხშირად მუშაობენ სამედიცინო, საბუნებისმეტყველო სფეროში ანდა დაკავებულნი არიან სარეგისტრაციო საქმით ბუჰღალტერიასა დ ბიბლიოთეკებში.

 

სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

ასეთ ადამიანს ძლიერი მოვალეობის გრძნობა, მოთმინება აქვს და დაჟინებულია წვრილმანებში.

 

კატრინ ობიე  “ასტრლოგიური ლექსიკონი”

ემოციებზე უარის თქმა და მათი დამუხრუჭება, ტენდენცია _ საკუთარი თავისთვის თავშესაფრის პოვნა რაიმეს საფუძვლიან, პრაქტიკულ, სისტემატიურ ორგანიზებაში.

 

საბავშვო ასტროლოგია

მარია ქეი სიმმსი  “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

სატურნი ქალწულში ხაზს უსვამს დაძაბული სამუშაოს ერთგულებას, მოვალეობის და პასუხიმსგებლობის გრძნობას. ჩვეულებრივ, ეს ბავშვები დახელოვნებურად უმკლავდებიან დეტალებს, ძალიან აკურატულები დ პრაქტიკულები არიან. პრობლემაა გადაჭარბებული თვითკრიტიკულობისკენ მიდრეკილებაში (როცა ბავშვი გაურბის პასუხისგებლობას შეცდომის დაშვების შიშით). ის, ვინც ზრუნავს ასეთ ბავშვებზე, ვალდებულია გადაჭარბებულად არ აკონტროლოს ყველაფერი, რასაც ბავშვები აკეთებენ, მაგრამ ამასთან ერთად, უცილობლად სჭირდებთ პრაქტიკული საქმიანობის უზრუნველყოფა, რომელსაც შედეგების გაცნობიერებამდე მიჰყავთ. როცა წარმოიშობა ნამდვილი სირთულეები, უნდა მიუთითოს მათი გადალახვის წესსა და ხერხზე და არა პრობლემაზე.

 

 

სამანტა დევისი  “ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები”

შიშები

  •  პატივისცემის დაკარგვა.

 ყურადღება უნდა მიექცეს

  • გაფანტულობას, დაბნეულობას;
  • არაორგანიზებულობას.

 უნდა გამომუშავდეს

  •  გარემოებში გარკვევის შესაძლებლობა;
  •  რეალობასთან ადეკვატური ურთიერთობა.

 შეეცადოს დაიყვანოს “არა”-მდე (მინიმუმადე)

  •  გარშემომყოფთა განსჯის ჩვევა;
  •  მიუთმენლობა.

პოტენციური შესაძლებლობანი

  • მედიცინის სფეროს სპეციალისტები.

სატატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top