სატურნი I სახლში

სატურნი I სახლში

პაველ გლობა

(+)  მდგრადობა, სიჯიუტე, მობილიზებულობა, დასახული ამოცანების მიმართ დამოკიდებულება, ძალების ეკონომია, ხანგრძლივი ცხოვრების უნარი, მდგრადობა ჩვევებში, მკაცრი ცხოვრებისეული მოწყობა, უნარები: მათემატიკა, ფილოსფია, სწავლულობა, პროგრამისტობა.

(-) ურთიერთობისას სიძნელეები და შეზღუდვები, ადამიანი არ იწვევს ნდობას, რაღაცით განიზიდავს სხვებს, ცნობიერების შეზღუდვა, გვიანი განვითარება, პესიმიზმი, სიმორცხვე, ნაღვლიანობა, მოწყენილობა გამოარჩევს მას ადამიანთა მასისგან, უარყოფენ.

ცნობილი ადამიანები: კ. მარქსი, რობესპიერი, იუნგი, გრინი, გიმლერი, სუსლოვი, მარინა ცვეტაევა, ხლებნიკოვი.

ფელიკს ველიჩკო

შეზღუდული, აღკვეთილი

ეს თავშეკავებული, სერიოზული, ცდისკენ მიდრეკილი, მომთმენი და საკმაოდ არისტოკრატული ადამიანია. ბავშვობაში მისი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იყო, ამიტომ მოწიფულ ასაკში გამოვლინდება ძალაუფლებისკენ სწრაფვა. მანამდე ის იყო საკმაოდ ბუნებრივი, შემდეგ კი მას უნდა ამის ანაზღაურება. მას განასხვავებენ პირადი თავდაუჯერებულობითა და რეალობასთან შეუთავსებადობით, რომლებიც უბიძგებენ უდიდესი მიღწევებისკენ. მას თითქოს ადევს უდიდესი პასუხისგებლობა,. ამიტომ ადრეულად ისწრაფვის ფიზიკურ შრომაში ჩართვისკენ. ეს ადამიანები ხდებიან ასაკოვნები ადრეულ ასაკში და ცხოვრების მანძილზეგამოიყურებიან უფრო და უფრო ახალგაზრდულად, ცხოვრებისეული გამოცდილებებისა და ცხოვრებისეული სირთულებიისგან დამოიკიდებლად (ანუ ფიზიკურ შეხედულებაზეა საუბარი).

ასცენდეტისა და სატურნის შერთებისას – დედის მძიმე მშობიარობაზე უთითებს. ენერგიის არასწორი გამოყენებისას ასეთი ადამიანი მთელი ცხოვრება თვლის, რომ ის არასაკმარისად უყვართ. ამას შეუძლია მიიყვანოს ეგოიზმის ჩამოყალიბებამდე და დეპრესიისკენ მიდრეკილება გაუღმრავოს . ასეთი ადამიანები ისწრაფვიან ყოველთვის იქცეოდნენ ღირსეულად, იღებენ პასუხისგებლობას და იჩენენ შესაშურ სერიოზულობას და ამტანობას მუშობის პროცესში. ისინი არასდროს ამბობენ და არ მოქმედებენ განუსაზღვრელი მიზნით. ზედაპირული დაკვირვებით ითვლებიან ცივ და არასასურველებად. მაგრამ მათ აქვთ უნარი იყვნენ ერთგული მეგობრები და აუცილებლობის შემთხვევაში აღმოუჩინონ აუცილებელი დახმარება საქმით და არა რჩევებით.

სამართლიანები არიან და ნათლად აზროვნებენ.დარწმუნებულნი, რომ მოვალენი არიან აიღონ საკუთარ თავზე მძიმე პასუხისმგებლობა, ამიტომაც მხიარული განაწყობა მათთვის უაზრობაა და გართობა და მხიარულობა დროის ფუჭად ფლამგვაა.მათ არ ჰყოფნით გულახდილობა, გახსნილობა და იუმორის გრძნობა. ხშირად მათი ბავშვობა მძიმე და უბედურია. უხდებათ გადალახონ ბევრი სიძნლე მანამდე, ვიდრე გავლენ სწორ გზაზე და შეეძლებათ მოიპოვონ თავისუფლება და დამოუკიდებლობა. უარყოფითი განვითარების შემთხვევაში გამოირჩევიან განუსაზღვრელი პატივმოყვარეობით, ხისტი მატერილიზმით. ისინი შეპყრობილნი არიან ღრმა უნდობლობით რეალობის მიმართ, დარწმუნებულნი არიან რომ უნდა დაიცვან მხოლოდ საკუთარი ინტერესები, რადგანაც ამას სხვა არავინ გააკეთებს. ამის გამო მზად არიან შემოზღუდონ საკუთარი თავი ქვის კედლით, განცალკევდნენ, გაუცხოვდნენ და აიჯაგრონ.

თუ სამსახური უფლებას აძლევს მიაღწიონ ძალაუფლებას, პატივისცემას და საკუთარი თავის დამკვიდრებას, შეუძლიათ მთელი თავისი ძალა და ენერგია ჩადონ ამ პროცესში, მძიმედ და ხანგრძლივად იშრომონ ამის გამო. თუ კარიერა დამძიმებულია და ძალისხმევა გამოკვეთილია, ისინი ამას მიაწერენ გარშემომყოფების მტრულ დამოკიდებულებას. მიდრეკილნი არიან ფარული აგრესიისკენ და ინტრიგებისკენ, ყოველთვის ისწრაფვიან მოწინააღმდეგეს გადაუხადონ სამაგიერო და დაამარცხონ “ჩხუბის შემდეგ”. მათ უნდა ისწავლონ ადამიანებს მოექცნენ დიდი სიყვარულით და მათთან ითანამშრომლონ ბედნიერებისა და სიამოვნების მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის აღმოჩნდებიან მორალური წარმოდგენების შეზღუდვებისა და ფიზიკური ტანჯვის ქვეშ. ეს ღრმადმოაზროვნე და გამჭრიახი ადამიანები, წინდახედულები და კეთილგონიერნი, გულმოდგინე და ეკონომიურები, ფრთხილები და სისტემურები ნებისმიერ საქმიანობაში. ისინი ისწრაფვიან გამოჩენილი მდგომარების მიღწევისკენ საკუთარი ძალების საფასურად და დამსახურებით.

მათი მიზიდვა რაიმე წინასწარ მოუფიქრებელი და დაუგეგმავი პროქტით შეუძლებელია. პროგრესი და წარმატება ერთდროულად არ მოსდით, მაგრამ ადრე თუ გვიან სიჯიუტე, პრაქტიკული სიახლეები, ყოფითი სიბრძნე და ძალისხმევის მუდმივობა მათ მოუტანთ დიდებას და კეთილდღეობას. შესაძლებელია მიდრეკილება ჰქონდეთ გაციებისკენ, ზედმეტი თავშეკავებულობისკენ და გადამეტებული დაინტერესება საკუთარი საქმეების მოწყობისკენ. ხშირად ასეთი ადამიანები მთელ თავის ცხოვრებას ატარებენ უკამრისობის განცდაში, მოწყენილობაში, იმედგაცრუებებში. ნელები და მელანქოლიურები არიან. მომჭირნეები სიძუნწემდე და მყარები სიჯიუტემდე. არ უყვართ ცვლილებები და გადასვლები, ხშირად – ბოროტების მოყვარულნი, უნდოები და შურიანები.

ფსიქიკური ცხოვრება დამძიმებული და აღიქმება როგორც გაქვავებული და არააქტიური. ფარულობის გამო მიდრეკილება თვითშეზღუდვით და თანდაყოლილი კონსერვატიზმით. ძალიან ძლიერი სწრაფვაა მატერიალური ქონების დაგროვებისკენ, რომელიც განიხილება, როგორც საკუთარი პიროვნების გაგრძელებად და აღქმად, დაგროვება გამოხატული სიჯიუტით და უიშვიათესი მოთმინებით. მიზანი ერთია _ უზრუნველყოფილი ცხოვრება, სტაბილური სამუშაო და გარანტირებული კეთიდდღეობა სიბერეში. ეს ადამიანები უფრთხიან სიღარიბეს, საჭიროებას განცდას და უფულობას სიბერეში. მათი სოციალური აღმასვლა ხდება ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად. სამსახურში სურთ შეერწყან ავტორიტეტულ ადამინებს. წინასწარ განსაზღვრავენ და გეგმავენ ყველა საქმიანობას.

ცხოვრებისეულ-პროფესიული პროგრესი წარმოადგენს დაგროვილი გამოცდილების, გონიერების, ეშმაკობისა და მოხერხებულობის რეზულტატს. გარშემომყოფებთან და მეგობრებთან ურთიერთობებში იჩენენ შესაშურ ყურადღებას და სიფრთხილეს. ასეთი ადამიანი მთლიად ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ თავს. ის მიდრეკილია ზუსტი გათვლებისკენ, საპასუხისგებლო ადგილის არჩევისკენ და საკუთარი შესაძლებლობების დროული და სწორი ორინეტაციისკენ. შესაძლებელია ფიზიოლოგიური ენერგიის უკმარისობა, რაც განსაზღვრულია, ნაწილობრივ დავადებებისგან, რომლისკენაც ეს ადამიანია მიდრეკილი.

უთითებს სიცოცხლის სფეროებზე, რომლებიც უნდა ამოქმედდეს დისციპლინით და საკუთარ თავზე პასუხისგებლობის აღებით, ასევე იმაზე თუ სადაა შესაძლებელი მიაღწიოს ადამიანმა შინაგან წესრიგს. ადამიანი მუშაობს მთლიანი გაცემით, მაგრამ არ სჯერავს საკუთარი ძალების, თუმცა ნიჭი ნაწილობრივ აღემატება საშუალო დონეს. განვითარებულია კონცენტრაციის უნარი, ფორმებისა და პროპორციების აღქმა. ის ემოციურად ძნელად ახერხებს ვინმეს გადაუშალოს გული და ჩაახედოს საკუთარ სულში – აქედან სუსტი კონტაქტები და ურთიერთობის შეზღუდვა.

გარეგნულად გამოიყურებიან ჩაკეტილ და უემოციო ადამიანებად. საქმეში გაურბიან კონკურენციას და შეჯიბრებებს. სწავლაში უპირატესობას ანიჭებენ პირად გამოცდილებას და არ უყვართ ღონისძიებები, რომლებსაც თვლიან უსარგებლოდ. შეუთავსებლები არიან სხვების და საკუთარი სისუსტეების მიმართ და ურთიერთობაში უპირატესობას ანიჭებენ ზრდასრულ ადამიანებს, პატივს სცემენ მათში გონიერ აზრს და შრომისუნარიანობას. აშინებთ გარშემომყოფებში აღმოჩდნენ სასაცილონი ანდა სათამაშოები იყვნენ ვინმეს ხელში. განიცდიან იმ ადამაინების პატივსცემის საჭიროებას, ვისაც აფასებენ. ყოველთვის აფასებენ და წინასწარ თვლიან საკუთარ საქმეებში წარუმატებლობას თუნდაც მათი არსებობის ალბათობას.

აქ სატურნი იძლევა სერიოზულობას, ამტანობას საქმეში/სამუშაოზე, კეთილსინდისიერებას, თავშეკვებულობას, წარმატებისკენ სწაფვას, ადამიანს ხდის ღრმადმოაზროვნედ, უნდობლობის გძნობასაც ამძაფრებს, აწრთობს ენერგიას, მოქმედებს სხეულზე – ამაღლებს ცხოვრებისუნარიანობას.

საზოგადოებრივი კარიერის ორიენტაციისას – პოლიტიკური გეგმები და ეკონომიკური წესრიგი საზოგადოებაში, ხოლო ეგოიზმი, მიზანდასახულობა და სიჯიუტე ეხმარებიან დასახული მიზნის მიღწევაში.

ფრენსის საკოიანი

ღირსეული ქმედებები, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, სერიოზულობა, საქმის შესრულება. არასდროს ამბობენ და არ მოქმედებენ მიზნის განუსაზღვრელად. დამკვირვებელს, რომელიც ზედაპირულად აკვირდება ასეთ ადამიანებს, ასეთი ადამიანი ცივი და არასასიამოვნო ჰგონია. არიან სამართლიანები და საღად აზროვნებენ. დარწმუნებულნი, რომ ცხოვრებაში უნდა აიღო მძიმე პასუხისმგებლობა, რასაც მიჰყავს იქამდე, რომ მხიარულ განწყობას და გართობას ისინი ხშირად თვლიან როგორც უაზრობას და უარყოფენ როგორც დროის უაზრო ფლანგვისთვის განკუთვნილ საქმიანობას. არიან გამოკვეთილი ძვლებით. გამოიყოფა ორი საპირისპირო ტიპი: ერთი – უფრო დაბალი, მუქკანიანი, მუქი ფერის თვალებით, მეორე _ მაღალი, უხეში ძვლებით.

მათთვის დამახასიათებელია ცხოვრების მიმართ სერიოზული, დისციპლინაში მოქცეული დამოკიდებულება, და კვალს ტოვებენ ყველაფერზე, რასაც აკეთებენ.

თქვენი კეთილისმყოფელები _ სიფრთხილე და რეალიზმი, მაგრამ ხანდახან თქვენ ზღუდავთ საკუთარ თავს, სამომავლოდ ძალიან ფრთხილები, მორცხვები და შეშინებულები, არასაკმარისად ენდობით საკუთარ თავს, არ შეგიძლიათ იყოთ საკმაოდ მიმწოლები. ადამიანები თვლიან, რომ თქვენთან საკმაოდ რთულია დაახლოება, რამდენადაც თქვენ ისწრაფვით დაიკავოთ დისტანცია ანდა დაუბრუნდეთ სამყაროს მკაცრი, “გაზრდილი” სახით.

აბესალომ პოდვოდნი:“დიდხნიანი პილიგრიმობის შემდეგ წარსდგება წმინდა მოღვაწენის წინაშე”

სატურნი პირველ სახში სიმბოლურად ვარდნაშია.

ეს არის მძიმე მდგომარეობა, რამდენადაც ადამიანი ირიენტაციას იღებს კარმის ღრმად აღქმაზე და ანალიზზე, დიდ შინაგან მუშაობაზე, დიდხნიან დუმილზე და ძალიან ზუსტ თვითგამოხატვაზე. ამ ადამიანს სჭირდება უთხრათ ბევრი რამ ცოტა სიტყვებით, ანუ ლაკონურად და გასაგებად, ეს კი არც ისე ადვილია. ბავშვობაში მან მიიღო მცირე დოზით სიყვარული და ალერსი, უკიდურეს შემთხვევაში, ვერ აითვისა ის, რაც შესთავაზეს და მას ნაადრევად დაეწყო უსიამოვნებები გარესამყაროსთან, რომელიც არ ჩქარობდა სტუმართმოყვარედ გაეხსნა მისთვის თავისი ბრწყინავი კარი, გარესამყარო მისთვის შემოზღუდული იყო დიდი ჩაჟანგებული კლიტით, დამპალი, მაგრამ ამავ დროს, შეუვალი კარით.

თუმცა შესაძლებლობა გარესამყაროში შეღწევისა აქ დიდია და ჰარმონიული სატურნის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია შედარებით მცირე დანაკარგებით ჩაუღმრავდეს საკუთარ თავს. საერთოდ ეს ჩვეულებრივ ჩუმი და სერიოზული ადამიანები საკუთარ თავზე და სხვებზე შინაგანი პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით გამოირჩევიან.

თუ სატურნი დაზიანებულია, მაშინ ადამიანს შეუძლია ეცადოს იაროს დისციპლინის უარყოფის გზით და ჩაერთოს გარესამყაროში, მაგრამ მას ეს ცუდად გამოუვა, რადგანაც მას არ აქვს უნარი სხვებთან ერტად იყოს ბედნიერი.

აქ სახასიათოა მოწყვლადი ფსიქიკა და თვითშეფასება – როგორც წესი, ადამიანი აფასებს საკუთარ თავს დაბალი შეფასებით ანდა ამას ფარავს, ანდა ჰიპერკომპენსირდება; უკანასკნელის შემთხვევაში, ისე აჩვენებს თავს, თითქოს პირველ სახლში სატურნი კი არა, იუპიტერი ჰყავს მზესთან შეერთებით

ბორის იზრაიტელი

ადამიანი თვლის, რომ სამყარო მოწყობილია უსამართლოდ და არასწორად. გარშემო ხედავს საშიშროებას. ბევრ ენერგიას კარგავს წესრიგის დაცვაში, “სტატუს ქვოზე”. ჩვეულებრივ, მისი პროგნოზები ნეგატიურია და პესიმისტური. თუ სატურნი დაზიანებულია _ მუდმივი სიფრთხილე, არ ელოდება კარგს ადამიანებისგან. დაბალი კომუნიკაბელურობა, ჩაკეტილობა, მყარი საზღვარი “მე”-სა და გარესამყაროსთან. შეუძლია ადამიანებზე დატოვოს დეპრესიული ადამიანის შთაბეჭდილება. ჭამს სერიოზულობა. გარეგნულად ძვლიანია, მშრალი, არაელასტიური კანით.

ბილ ჰერბსთი

თვითგამოხატვა. სატურნის მდებარეობა პირველ სახლში უთითებს ბუნებრივ შეზღუდვებზე და თვითგამოხატვის კონცენტრაციაზე. კონსერვატიზმი, სიფრთხილე და პრაგმატულობა განსაზღვრავს გარეგან სპონტანურ გამოსხივებას, რომელიც ექვემდებარება რაიმეს საზომს, ანუ ის რაც იგულისხმება მეტად საჭიროდ, იმასთან რაც გამოიხატება მის მიერ. ამიტომ პიროვნების ტონალობა უფრო ხშირად კრიტიკულია. მოერიდეთ ცინიზმის მახეებს ანდა უხეშობას სხვა ადამიანებთან მიმართებაში. თქვენ შეგიძლიათ დროდადრო შეიგრძნოთ წარმოქნილი შიშები, მოუქნელობა, როდესაც მზად ხართ გამოავლინოთ საკუთარი თავი. ნაწილობრივ ძალიან გიჭირთ “ხელით შეეხოთ” საკუთარ პიროვნებას, თითქოს და საერთოდ არ შეგიძლიათ მისი “ზევით აწევა”. ის მძიმეა, ატარებს პასუხიმგებლობის მძიმე ტვირთს, განთავსებულია პირდაპირ თქვენ “მე”-ზე, როგორც ჩამონაშალი, რომელიც ხურავს გამოქვაბულში შესასვლელ კარს. ამოცანა _ დაე, დრომ შეგიმსუბუქოთ ეს შეგრძნებები, შეცვალოს მყარი სიმწიფით.

ბუნებრივი პიროვნება. _ თქვენ ბუნებრივი ხატი არის წყნარი და საფუძვლიანი, ხშირად მდუმარე და “ცივი შეხებისას” – ქვიდან აღმოცენებული. თქვენი სახელი _ იარლიყი ამბობს”მე ვარ საცავი პასუხისმგებლობის და ძალის. არ იფიქროთ, რომ შეგიძლიათ შემარხიოთ მე, მაგრამ იცოდეთ, რომ მე ვფლობ სიბრძნეს, მძლავრი შინაგანი მოთმინებით გენერირებულს. მე მოგართმევთ მას ნელ-ნელა, ფრთხილად და მხოლოდ მაშინ, როდესაც მე დავიჯერებ რომ თქვენ პატივს მცემთ”.

თვითშეცნობა, შეზღუდვა, კონსერვატიზმი, ძალიან პრაგმატული პასუხისგებლობა და ავტორიტეტების პატივისცემა გაჩვენებთ თქვენი შინაგანი “მე”-ს ფუნდამენტურ მნიშვნელობას და არსებობას. პლანეტის ასეთი მდებარეობა პარადოქსალურია: რაც უფრო ნაკლებად ასხივებთ, მით უფრო მეტად შემცნობი ხდებით. დაე, თქვენი თვითგამოხატვა იყოს ეკონომიური და ასკეტური; აურიეთ რაც შეიძლება ბევრი არსებითი და რაც შეიძლება ნაკლები ექსპრესიული. აღიჭურვეთ მოთმინებით და ვიდრე გამოასხივებთ გარშემოყოფებთან მიეცით ნება თქვენს პიროვნებას “აღივსოს” ბოლომდე და ამის შემდეგ მაქსიმალურად შეიცნობთ თქვენს შინაგან “მეს”.

საზღვრები. აერთიანებთ თქვენს შინაგან და გარეგანს და სიფრთხილისა და თვითკონტროლის მყარი კედლით საზღვრავთ. დაუფუქრებელი ქმედებები ანდა ემოციური რისკი, დაფუძნებული განსაკუთრებით ნდობაზე ანდა იმედზე, მიგიყვანთ ორი სამყაროს მტკივნეულ გაყრასთან, ხოლო თვითუარყოფა ანდა ავტორიტეტების შიში მიგიყვანთ მათ მტანჯველ აღრევასთან. ხოლო რეზულტატი კი – პარანოიამდე მიყვანა და “მე”-ს “ციხეში” დამწყვდევა.

ამოცანა _ რეალურ ცხოვრებაში შეინარჩუნოთ ლამაზად გაფორმებული, დამოუკიდებელი და გამყარებული არსი , არ ჩავარდეთ პესიმიზმში, გაუცხოებაში ანდა თვითგვემაში. ხშირად შეახსენეთ თავს, რომ იმყოფებით ამ სამყაროში, და არა მის გარეთ. შინაგანი და გარეგანი რეალობა შექმინილია ისე, რომ იყოს გაყოფილი, მაგრამ ამავ დროს მთლიანობაში/შეერთებაში და თუ თქვენ გემახსოვრებთ ამის შესახებ, მიაღწევთ გასხივოსნებულ სიმწიფეს.

ცხოვრებისუნარიანობა. _ ჯანმრთელობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მდებარეობის დროს, რადგანაც თქვენი ბუნებრივი ცხოვრებისუნარიანობა რაღაცით შეზღუდულია. შესაძლებელია თავი მოგაბეზროთ ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა გაციება ანდა სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები, მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტია და ყველაზე საშიში მტერია _ ფსიქიკური დეპრესია და გამოხატული მიდრეკილება იპოხინდრიისკენ. ცხოვრება თქვენგან ითხოვს, ისწავლოთ დიდ კომფორტში ცხოვრება, რათა აღიქვათ თავი ისეთად, როგორიც ხართ, და არა ისეთად როგორადაც თავი წარმოგიდგენიათ. ასევე არ შეგეძლებათ იარსებოთ დისციპლინის გარეშე, რადგანაც სიცოცხლისუნარიანობა გამონთავისუფლდება მოზომილი დოზებით და არა ერთბაშად.

ნეტ მონსტერი

თქვენ გახასიათებთ სერიოზული, დისციპლინურებული დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, ყველაფერს რასაც აკეთებთ, ეტყობა თქვენი კვალი. თქვენი კეთილისმყოფელები _ სიფრთხილე და რეალიზმია, თუმცა ხანდახან ზღუდავთ საკუთარ თავს, სამომავლოდ ზედმეტად ფრთხილი, მორცხვი და შეშინებული, არასაკმარისად ენდობით საკუთარ თავს და ძალებს, არ შეგიძლიათ იყოთ საკმარისად მიმწოლი. ადამაინები თვლიან, რომ თქვენთნ ურთიერთობა ძალიან ძნელია, რადგანაც ცდილობთ შეინარჩუნოთ დისტანცია ანდა მიუბრუნდეთ გარესამყაროს “ზრდასრული ადამიანის” სახით.

ძლიერი ფიქსაცია თვითგანვითარებაზე, სერიოზულობა გარშემომყოფებთან ურთიერთობებში. გარეგნული სიმკაცრე.

პასუხისმგებლობა, საქმეში სერიოზულობა, გვერდიდან დამკვირვებელს ასეთი ადამიანი ეჩვენება არასასურველად, მაგრამ საქმეში _ ერთგულ მეგობრად. სხვა საქმეა, რომ მხიარულობას და გართობას თვლით დროის ფუჭ ფლანგვად. ცუდი ასპექტების შემთხვევაში, უბედურ ბავშვობაზე უთითებს. ძალიან მძიმე დაზიანებისას _ ეგოიზმი, გაღიზიანებები, ინტრიგები.

ინდუბალა

ეს უთითებს საიმედო მუშაკზე, მის პატიოსნებაზე, რომელსაც აქვს გარკვეული თვინიერება. ამ ადამიანებს აქვთ უბედობა ახალგაზრდობის ასაკში, და მთელი ცხოვრების განმავლობაში ისინი უნდა ელოდნენ რაღაც სახით ოჯახურ უთანხმოებებს. ისინი კარგად ეგუებიან განსხვავებულ წყობას და აქვთ მაღალი შეხედულებები უცხო ქვეყნების ადათ-წესებზე. თვისებებით ნელები და სკეპტიკურები.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top