I სახლი სინასტრიაში

I სახლი სინასტრიაში

თუ თქვენ რომელიმე სოციალურ თავყრილობაზე არ გასვენებთ კითხვა: „ნეტა, ის სუბიექტი რას იტყლარჭება უშნოდ და  რატომ არავინ აჩუმებს? თანაც იმდენად აუტანელია, თვითონაც ვერ ხვდება!..“  თავი შეიკავეთ ნაადრევი დასკვნებისგან.  ამის ნაცვლად, ეცადეთ მისი დაბადების თარიღი და დრო გაარკვიოთ. თუ მისი ნათალური მზე, მარსი ან იუპიტერი თქვენი ჰოროსკოპის I სახლში მოხვდა, შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თქვენი გაღიზიანება წმინდად სუბიექტური ხასიათისაა _ თქვენ ელემენტარულად ეჭვიანობთ.  თუმცა ამ ვარიანტის თანმდევი, დამატებით, ნეგატიური ასპექტიც იქნება.

აი, კეთილშობილ ვარიანტში ჩართული სინასტრიული პლანეტები, ჩემს I სახლში, აღფრთოვანებულ ყურადღებას მიიპყრობს: „რა არაჩვეულებრივი ადამიანია!“  აღფრთოვანების ხასიათს კი პლანეტა დაგვიკონკრეტებს: მაგალითად, ვენერას შემთხვევაში, ესთეტურად მოვიხიბლებით მისი სილამაზით, ელეგანტურობით, ტაქტით; მარსის _ მისი ენერგიით; მზის_ ძალაუფლებით; იუპიტერის_ ღირსებით; მთვარის _ მზრუნველობითა და სიკეთით; ურანის_ არაორდინალობით და არაპროგნოზირებადობით.

ეს შთაბეჭდილება არ იქნება სიღრმისეული და, სიმართლე გითხრათ, არც დღეგრძელი, ყოველ შემთხვევაში, ხშირად შეიცვლის შეფერილობას და პოლარობასაც კი.  მაგალითად, მამაკაცის მარსი ქალის ჰოროსკოპის I სახლში ორ უკიდურეს პოლარობას მოგვცემს: „ღმერთო,როგორ მიყვარს!“; „ღმერთო, როგორ მძულს!“  ყოველგვარი გარდამავალი ტონების გარეშე.

თუმცა ჩემს I სახლში მოხვედრილი ნებისმიერი პლანეტა ყოველთვის ცხოველ ინტერესს გამიჩენს ადამიანის მიმართ. მე მას ყოველთვის ამ პლანეტით აღვიქვამ, რასთან შეგუებაც მას  გაუჭირდება, რადგან მის რუკაში შეიძლება სულ სხვა პლანტები აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი.

მაგალითად, განვიხილოთ პარტნიორის სუსტი სატურნი ჩემს I სახლში. თუ ჩემი პარტნიორი მხიარული, ცოცხალი, უდარდელი ადამიანია (თავისი მთლიანი რუკიდან გამომდინარე), მისთვის ბუნებრივ სიტუაციებში მე მას გარკვეულწილად გაუცხოებულად აღვიქვამ. სამაგიეროდ, სევდის, დეპრესიის, ძლიერი წარუმატებლობების თუ ავადმყოფობების იშვიათად მომენტებში, და განსაკუთრებით, როდესაც გადაწყვეტს, დასერიოზულდეს და მიზანდასახული ადამიანი გახდეს, როგორც ამბობობენ, ჭკუას მოეკიდოს, მე დიდ  პირად პასუხისმგებლობას ვიგრძნობ და ძლიერ ვრეაგირებ, სატურნის ნიშნის მიხედვით: ვერძი_ ფიცხად, კურო _ პრქტიკულად, თევზები _ ემოციურად. მაგრამ ყველა ის სიტუაცია, სადაც ის, ჩემი აზრით, საკმარის სერიოზულობას, პასუხისმგებლობას და დისციპლინას არ ავლენს, ჩემში პირად რეაქციებს არ იწვევს, რაც მას ძლიერ გაანაწყენებს, თუმცა ვერც მე და ვერც ის ამასთან ვერაფერს გავხდებით.

ჩვენი ურთიერთობის უფრო დაკვირვებული ანალიზი აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, მას არც ისე ძალიან უყვარს ჩემი პირადი გამოსვლები (ჩემი მზრუნველობის გამოკლებით, მისი ავადმყოფობისას), რადგან ეს მის სატურნს ააქტიურებს, რომელიც, თავის მხრივ, აიძულებს ცხოვრებას სერიოზულად მოეკიდოს. ამიტომ, ის ყველანაირად ეცდება დაამუხრუჭოს ჩემი გულწრფელი პიროვნული თითგამოხატვა (ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით) , მაგალითად, საუბრის სხვა თემაზე გადატანით ან სატურნული სიცივით გაგრილებით: „რატომ აღელდი ასე?!.. ნუ იღებ ყველაფერს პირადად… უფრო ბრძნულად უნდა შეხედო.“

საუბედუროდ, მოცემული სინასტრიის ფარგლებში, მას უფრო მეტი დაბრძენების შანსი, ვიდრე მე. რაც შემეხება მე, ამ მატერიალით, შემიძლია სიღრმისეულად გამოვიკვლიო და ავითვისო პირადი მორჩილების თემა, აღარ განვრისხდე სხვების მხრიდან სიცივის გამოვლინებაზე. მაღალ დონეზე _ ვისწავლო, რთულ პირობებში და მცირედ გამოხატული მეთოდებით, სიღრმისეული პირადი განცდების გადაცემა _ ჭეშმარიტი არტისტისთვის აუცილებელი ხელოვნება.

თუ ქმრის მთვარე ცოლის ჰოროსკოპი I სახლში ხვდება (ეს ძალიან გავრცელებული და ბუნებრივი სინასტრიული ასპექტია ქორწინებაში), ცოლი ძალიან მძაფრად აღიქვამს მისი ფიზიკური სხეულის საჭიროებებს, რაც ქმრისთვის, ცხადია, ძალიან მოსახერხებელია, თუმცა არც ყოველთვის სასიამოვნო, რადგან, მაგალითად, როდესაც მის მენტალურ სხეულს, ანუ აზროვნების ფორმას, ცოლი მისი ფიზიკური სხეულის პრიზმაში აღიქვამს, ბევრი რამ კარგავს თავის სილამაზეს და დიდებას. აი, მაგალითად, წარმოიდგინეთ ქმარი თავის შეხედულებებს უზიარებს ცოლს საერთაშორისო პოლიტიკაზე ან საერთო ნაცნობებზე. ცოლი კი ერთგული თვალებით მისჩერებია და ფიქრობს, საღამოს რა აჭამოს ან ხვალისთვის პერანგი თუ მოუმზადა. თმცა მოცემული ასპექტი განსაზღვრავს ზუსტადაც გარეგნულ, ზედაპირულ ინტერესს, რამდენად ზრუნავს მეუღლეზე: მაგალითად, თუ სახლში დაბრუნებული ქმარი განაცხადებს, რომ შია, ეს ცოლისთვის მოქმედების სასტარტო სიგნალია;  თუ იტყვის, რომ არ შია _უკან დახევის, თუნდაც მისი სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.

გაცილებით უფრო სიღრმისეულ მზრუნველობას ქმარზე იძლევა ცოლის მთვარე მის IV სახლში, ან ქალის მთვარე შეერთებაში მამაკაცის მზესთან. ანალოგიურად, ქმრის ვენერა ცოლის ჰოროსკოპის I სახლში, ქალს ქმრის ვენერასეულ აღქმას აძლევს: როგორი ელეგანტური, სიმპატიური, დახვეწილი და ნაზია; რა თქმა უნდა, ვენერიული გამოვლინებებზე დამოკიდებულებასაც _საჩუქრები, ყურადღება, სიყვარულის ახსნები… თუ მათი დინება რაღაც მიზეზით შეწყდა, ცოლი ძალიან პირადად განიცდის და წყინს, თითქოს ამბობს: „შენ გამოგზავნილი ხარ ჩემი ცხოვრების გალამაზებისთვის. რატომ არ ასრულებ შენ ფუნქციას?“ თუმცა ვინაიდან ვენერა კეთილი პლანეტაა, ქმარი ყოველთვის შეძლებს ბრალის დაფარვას თუნდაც უმცირესი ვენერასეული ჟესტებით: ნაზი მზერით ან თუნდაც მინდვრის ყვავილების თაიგულით.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”

 

I სახლში განთავსებული სინასტრიული პლანეტები მეტად სასარგებლო ხასიათისაა, რადგან ის ნატივს ეგოს გაფართოებაში ეხმარება. რაც უფრო ახლოა სინასტრიული პლანეტა ასცენდენტთან, მით უფრო მკაფიოა მისი ეფექტი. ასეთი პარტნიორები ხელს გვიწყობენ თვითგამოხატვასა და თვითპრეზენტაციაში. ჩვენი თავდაჯერება, თვითრწმენა და ძალა, მათ გვერდით, მატულობს.

ეს შესაძლოა სხვადასგვარად გამოვლინდეს. მაგალითად, I სახლში განთავსებული:

სინასტრიული მზის შემთხვევაში, თქვენ იამაყებთ თქვენი პარტნიორით და მასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა თვითშეფასებას აღგიმაღლებთ. მათ სიახლოვეს ყოფნა გაგამხნევებთ და დამატებით ენერგიას შეგმატებთ. ეს „ერთად სამყაროს დავიპყრობთ!“ შეგრძნებაა.

სინასტრიული მთვარე საშუალებას მოგცემთ ღიად გამოხატოთ თქვენი ემოციები და თავი  დაცულად იგრძნოთ ამ პარტნიორის გვერდით. თქვენ ყოველთვის გექნებათ იმის შეგრძნება, რომ თქვენზე ზრუნავენ და ეს ძალიან თვალსაჩინო იქნება გარშემომყოფებისთვისაც.

სინასტრიული მერკური  ღია, გახსნილი, გულითადი კომუნიკაციის საშუალებას მოგცემთ. თქვენ მარტივად გამოხატავთ საკუთარ აზრებს და დაუფარავად ისაუბრებთ თქვენს შესახებ. საუბრები თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე წარიმართება.

სინასტრიული ვენერას წყალობით თქვენი პარტნიორი უფრო მომხიბვლელად გაგრძნობინებთ თავს საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით. თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული იქნებით საკუთარ მიმზიდველობაში, რასაც ხელს შეუწყობს მისი მხრიდან უხვად წამოსული ქათინაურები. რადგან ვენერას კომფორტი მოაქვს,  ამ პარტნიორის გვერდით თვითგამოხატვისას, თავს ბუნებრივად მშვიდად იგძნობთ.

სინასტრიული მარსი საკუთარ ძალებში დაგარწმუნებთ. თქვენ უყოყმანოდ და თავდაჯერებულად  გამოავლენთ საკუთარ ეგოს ამ პარტნრიორის გვერდით.

სინასტრიული იუპიტერი საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას გაგიზრდით. ყოველგვარი შიში გაიფანტება და სამყაროს მთლიანი სურათი მკაფიო ფორმას შეიძენს. თქვენ იგრძნობს, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა.

სინასტრიული სატურნი, პირიქით, ცივი შხაპის როლს შეასრულებს თქვენი ეგოსთვის. თუმცა ნუ მისცემთ ცალკეულ ასპექტებს პერსპექტიული პარტნიორობის გაფუჭების საშუალებას.  სატურნი მზის სისტემის ყველაზე სერიოზული პლანეტაა და მას თამაშში რეალისტური მიდგომები და საზღვრები შემოაქვს. ამიტომ, ეს პარტნიორი პასუხისმგებლობის გრძნობას გაგიქტიურებთ, პირველ რიგში, საკუთარი მის მიმართ. ბუნებრივია, ეს შეზღუდავს თვითგამოხატვას, მაგრამ ვინ იცის, რამდენჯერ მოგიწევთ მადლობას თქმა, ამ ასპექტით ნასწავლი პასუხისმგებლობისთვის. ეს ის ხალხია, ვისთან ურთიერთობაც შესაძლოა არც ისე სახალისოა, მაგრამ ვინც გჭირდებათ და ვინც დიდ დახმარებას გიწევთ.


About Qet

Scroll To Top