სელენა (თეთრი მთვარე) ვერძში

სელენა (თეთრი მთვარე) ვერძში

ეს მდებარეობა მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანს მამაცი და კეთილშობილი მეომრის სული აქვს. კარგად იცის როგორ დაიცვათ ის, რაც სიწმინდედ მიაჩნია. ხშირად სელენა ვერძში მიუთითებს მამაცი გმირის კარმაზე, რომელმაც სიცოცხლე გასწირა სამშობლოს და საერთო მიზნებისთვის. სავარაუდოა, რომ ახლაც ადამიანს აქვს მიდრეკილება  გაიმეოროს იგივე და შთააგონოს სხვებსაც. ეს მდებარეობა ასევე მიუთითებს  პირველ აღმომჩენზე (გზის გამკვალავზე), რომელიც წინ მიუძღვის თავის ხალხს, ან დადებით კარმაზე, რომელიც ადამიანმა დაიმსახურა კაცობრიობის წინაშე გაწეული ღვაწლის გამო.

სელენა ვერძი  ოპტიმისტია   და აქვს  სამყაროს შინაარსიანობის  რწმენა. ადვილად შეუძლია  არაფრად ჩააგდოს  უსიამოვნებები და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ეს თვისებები  მას  დაიცავს ამ დაბადებაში (ინკარნაციაში). მან არ უნდა  დაკარგოს საბრძოლო შემართება და ოპტიმიზმი. მშიშრობამ, პასიურობამ და გულგრილობამ , როცა ნამდვილად აუცილებელია დაპირისპირება და კონფლიქტი, შეიძლება დაანგრიოს სელენას  დადებითი გავლენა მის  ცხოვრებაში და გახადოს სულიერი დაცვა ნაკლებ შესამჩნევი.

წმინდა, საკრალური დამოკიდებულება  აქვს ცეცხლთან. უნდა შეინახოს და გაიაზროს ის . გამონახოს  დრო ცეცხლის საყურებლად, სთხოვოს ,  რომ მან განწმინდოს მისი  აზრები, სული და ენერგეტიკული სხეული. ეს ელემენტი ყველაზე ძლიერია სელენა ვერძის კარმაში.  მან არასოდეს უნდა შეურაცხყოს ცეცხლის ელემენტი.  ეცადოს არ დააბინძუროს   უწესო და უპატივცემულო დამოკიდებულებით. კარგია თუ სახლში ექნება  ბუხარი და ცეცხლი გახდება მისთვის  წმინდა მასწავლებელი. შემოქმედთან  აქვს ჰარმონიული დამოკიდებულება .

თანდაყოლილი  სუსუფთავე და უნარი წინ აღუდგეს  მავნე ჩვევებს, სულის და სხეულის სიბინძურეს, სიმამცე, პატიოსნება, ოპტიმიზმი, ნათელი გონება, სიხარული, უბრალოება და იუმორის გრძნობა – სელენა ვერძის საუკეთესო თვისებებია. მან უნდა შეიგრძენოს   სულის ის ნაწილი, რომელიც მხიარულად მოგიზგიზე ცეცხლს ჰგავს  და გაუფრთხილდეს  მას.  კარგია თუ დაკავდება სპორტით, მეტს იმოძრავებს, რადგან ცეცხლი ყველაზე აქტიური ელემენტია.

გერმანია და ირლანდია ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულია ვერძის ზოდიაქოს ნიშანთან.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top