სელენა (თეთრი მთვარე) თევზებში

სელენა (თეთრი მთვარე) თევზებში

ამ ადამიანისთვის   დამახასიათებელია მგრძნობიარობა და გულმოწყალეობა. ეს ნათელი თვისებები მისმა სულმა შეიძინა წარსულ ინაკარნაციებში. მას შეუძლია მსხვერპლად შეეწიროს სხვების გულისთვის, რაც არაერთხელ გაუკეთებია და კარგად აცნობიერებს ამის მნიშვნელობას. უნდა რომ შეეძლოს დაეხმაროს ყოველ ცოცხალ არსებას. მისი სიყვარული ცხოველთა სამყაროს მიმართ უსაზღვროა. სელენას ასეთი მდებარეობა მიუთითებს მრავალწლიან სულიერ პრაქტიკას, ბერის, მოძღვრის ან რელიგიის მსახურის გზას. ეს ადამიანი ახლოს გრძნობს სულიერ სამყაროს, რეალურად შეიგრძნობს და განიცდის მას. მისთვის გზა ხსნილია დამოუკიდებელი, თვითმყოფადი სულიერი განვითარებისთვის, ნათელმხილველობისა და მარადიული ჭეშმარიტებების შემეცნებისკენ. ის სამყაროს უყურებს სიღრმისეულად, მისი ლოცვა „ცოცხალია“ და მძლავრი.

სელენა თევზების მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია სილამაზის სიღრმისეული განცდა. გამოირჩევა კარგი გემოვნებით და წარმატება თან სდევს ისეთ სფეროებში სადაც ჰარმონია აუცილებელია. მას შეუძლია გახდეს კარგი სპეციალისტი, მცოდნე ან კრიტიკოსი ხელოვნების, პოეზიის, მუსიკის და მოდის სფეროებში (თუ ამის სურვილი ექნება). სამყარო აღსავსეა მისტიური საიდუმლოებებით – ის ფლობს მისტიურ უნარებს, სხვადასხვაგვარ მკითხაობებს. მას აქვს ძლიერი დაცვა უხილავ სულიერ დონეზე. თუ სელენა თევზებში შეიცნობს საკუთარ თავს, მიხვდება, რომ  ნიჭი აქვს ეზოთერიკის სფეროში. ამ მდებარეობის მქონე ადამიანში ნათელმხილველობა შეიძლება გამოვლინდეს სხვებთან შედარებით უფრო იოლად, ასევე შეუძლია  იხელმძღვანელოს სამართლიანი მიხვედრილობით. მგრძნობიარეა, აქვს შეურყეველი სულიერი ძალა. ეს ადამიანი უნდა ეცადნოს არ გახდეს  ექსპლუატაციის მსხვერპლი და მისი  გულისხმიერება არ უნდა გახდეს თავის დახრის მიზეზი, არ უნდა შეიცოდოს ყველა.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top