სელენა (თეთრი მთვარე) მშვილდოსანში

სელენა (თეთრი მთვარე) მშვილდოსანში

ეს ადამიანი ოპტიმიზმის ულევი წყაროა. ოპტიმიზმი დაფუძნებულია სამყაროს გააზრების ძლიერ რწმენაზე, განსაკუთრებით მისი სულის ძლიერ მისწრაფებაზე დაუბრუნდეს სულიერების პირველსაწყისს. ეს მდებარეობა მიუთითებს კარმულ დამსახურებაზე წინა ცხოვრებაში, რელიგიის მსახურზე, მოძღვრის, ქურუმის, სულიერი მასწავლებლის ან უბრალოდ ადამიანზე, რომელიც ეხმარებოდა სხვებს შემოქმედთან ურთიერთობაში.

ეს მდებარეობა ასევე ადასტურებს წარსულის დამსახურებას – ახალი ჰორიზონტების გახსნისას, ანუ ახალ ქვეყნებთან და კულტურებთან კავშირის დამყარებას. შეიძლება დამსახურება ჰქონდა ახალი სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, უმაღლესი განათლების, კულტურის სფეროში, რომელიც უკეთ ასახავს ეპოქას. ასევე დადებითი კარმა დაკავშირებულია  ტაძრების მშენებლობასთან, უფლისა და არჩეული რწმენის გზის ერთგულებასთან.

სრული, ჰარმონიული მსოფმხედველობა აძლევს ძალას, რომელიც ეხმარება  იცხოვროს და წინ აღუდგეს სირთულეებს, ეს სელენა მშვილდოსნის უდიდესი ფასეულობაა, ღრმა რწმენასთან ერთად. მასში თავმოყრილია მოგზაურისა და თავგადასავლების მოყვარულის სული. მისთვის ადვილად იხსნება ყველა გზა, საზღვარგარეთის ქვეყნებში თავს ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში,  თავისი მსოფმხედველობის, გულწრფელობის, შემწყნარებლობის, კეთილგანწყობის, მიზანდასახულობისა და ოპტიმიზმის წყალობით.  სელენა მშვილდოსანს მუდმივად იზიდავს ახალი ჰორიზონტები, ვერ ისვენებს  ერთ ადგილზე და უკვე დაძლეული წინააღმდეგობები სიამოვნებას აღარ ანიჭებს. წარმატება თან სდევთ ისეთ სფეროებში, რომელიც დაკავშირებულია – უმაღლეს განათლებასთან, სულიერ ხელმძღვანელობასთან, რელიგისასთან, ტურიზმთან, საზღვარგარეთთან, კანონმდებლობასთან, სპორტულ შეჯიბრებებთან და გრანდიოზულ წარმოდგენებთან.  გამორჩეული  ნიჭი აქვს   შეკრიბონ და სულიერად გააერთიანონ ადამიანები.  მიიღებს  სიამოვნებას და გულში გაიხარებს  სიჩქარისა და დინამიზმისგან. შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა ეხმარება მოდუნებასა და ძალების აღდგენაში.

სელენა მშვილდოსნისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისევე როგორც  ყველა ცეცხლის ნიშნიშთვის, რომ სახლში მუდმივად ენთოს ცეცხლი, სანთელი და ა.შ. დაკავებული იყოს სპორტით და არ დაკარგოს ფიზიკური ფორმა და ამტანობა. აუცილებელია მუდმივად დაინტერესდეს  უახლესი სამეცნიერო მიღწევებით, წინ მიუძღოდეს ეპოქას და ამხნევებდეს  და შთააგონებდეს დანარჩენებს – ეს სელენა მშვილდოსნისთვის უბრალოდ აუცილებელია!

იუპიტერი, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, რომელიც პასუხს აგებს ფართო შესაძლებლობებზე, კეთილგანწყობაზე, გულუხვობაზე, ავტორიტარიზმზე, წარმოადგენს მშვილდოსნის მმართველ პლანეტას. მისთვის  ყველაფერი უფრო იოლია ვიდრე სხვებისთვის, ძალისხმევის შედეგად იმსახურებს  გარშემომყოფების პატივისცემას და ინარჩუნებენ მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა სიცოცხლის ბოლომდე  – ეს სელენას  საჩუქარია მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუ მას სათანადოდ გაუფრთხილდებიან.

მექსიკა, ავსტრალია და ქალაქი ნიუ-იორკი განსაკუთრებით მჭიდროდ დაკავშირებულია მშვილდოსნის ნიშანთან.

წყარო: Ниёле Габия Волмер

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top