სინასტრიული იუპიტერი III სახლში

სინასტრიული იუპიტერი III სახლში

თუ ეს ადამიანი სტუმრად მეწვევა, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ სხვა სტუმრებს შორის არ დამეკარგება, ისევე როგორც საახალწლო ნაძვის ხის კენწეროზე ბრწყინავს ვარსკვლავი. იმასაც კი არ აქვს მნიშვნელობა, რას ლაპარაკობს და როგორ იქცევა, ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი მისი სოციალური დიდსულოვნება, კეთილგანწყობა, ფართო თვალსაწიერი იქნება და თუ მართლაც გამოავლენს ამ თვისებებს, რასაც მისგან ველი, ის, სიტყვა სიტყვით, შეცვლის ჩემს სოციალურ გარემოს… შეიძლება მასთან შეხვედრის შემდეგ კაცობრიობაზე წარმოდგენაც გამიუმჯობესდეს. თუმცა სოციალური გაფართოების მოლოდინებში, რომელსაც პარტნიორისგან ველი, უმეტესად იმედები გამიცრუვდება. მართალია, შესაძლოა ცისფერსისხლიანი პრინცი (იუპიტერი თხის რქაში) გავიცნო ან იახტით გავისეირნო (იუპიტერი თევზებში), მაგრამ ეს პარტნიორი, იმისთვის არის გამოგზავნილი, რომ საკუთარი თვალსაწიერი გავიფართოვო ადამიანებზე და მათთან ურთიერთობაზე. მხოლოდ ასეთი დამუშავების შემდეგ გახდება შესაძლებელი ჩემი ფაქტობრივი სოციალური წინსვლა.

ეს ორივესთვის საინტერესო ასპექტია. მხოლოდ დაცული უნდა იყოს იუპიტერის მთავარი (გაფართოების) პრინციპი: ერთმანეთის სოციალური შეზღუდვა და სიძუნწე ურთიერთობასა და კონტაქტებში კატეგორიულად დაუშვებელია.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top