სინასტრიული მარსი II სახლში

სინასტრიული მარსი II სახლში

ჩემი მისამართით განხორციელებული დარტყმები იშვიათად მიაღწევს მიზანს: მე მათ ირიბად აღვიქვამ, გარემოს ზრდადი დაძაბულობის მეშვეობით, რასაც ჩემი ცნობიერი ყოველთვის ვერ აფიქსირებს. ამიტომ, ეს პარტნიორი, როგორც აგრესიის წყარო, ჩემთვის ძირითადად შეუმჩნეველი რჩება.

სამაგიეროდ, ჩემი რეაქციები პირდაპირი იქნება, თუ პარტნიორი თავის აქტივობას ჩემს ენერგეტიკასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ სფეროებისკენ, რაც მისთვის, ამ შემთხვევაში, ტიპური იქნება; ან სერიოზულ ზეწოლას დაიწყებს ეთიკური მხრით: „აქ არ ხარ მართალი, წესიერი ადამიანები ასე არ იქცევიან“.

თუ მე ეთიკური კონფლიქტი შემექმნა, განსაკუთრებით „საფულე თუ ღირსება?!“ თემის, სავსებით სავარაუდოა, რომ მსგავსი დილემა ჩემს პარტნიორს შესამჩნევად  გამოაცოცხლებს. ის აქტიურად დაიწყებს ბიძგის მოცემას ამა თუ იმ არჩევანისკენ. მე, ვიცი რა ეს, შემიძლია ეს ადამიანი ამა თუ იმ უსიამოვნო სიტუაციაში გამოვიყენო, რომ მოგვიანებით მთელი ჩემი პასუხისმგებლობა მას გადავაკისრო და თვალთმაქცურად ვუმტკიცო: „მე ზუსტად მივყევი შენს რჩევებს და ნახე, რა გამოვიდა?!“ თუმცა მსგავსი თამაშები მე იმაზე გაცილებით დიდ ზიანს მომაყენებს, ვიდრე წარმომიდგენია.

იდეალურ ვარიანტში, მე მაქსიმალური ყურადღება უნდა გავამახვილო ზუსტადაც მის მწვავე კრიტიკულ შენიშვნებზე, რომელიც ჩემს ფასეულობათა სისტემას ეხება და ვცადო მისი რჩევების ჩემს სასარგებლოდ გამოყენება. ცხადია, ეს მე თვითონ უნდა გავაკეთო და არა ბრმად მივდიო მის მითითებებს.

ამ პარტნიორისთვის მეტად აქტუალური იქნება ჩემი მატერიალური მდგომარეობა _ როგორც სიმდიდრე, ისე სიღარიბე. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ის ჩემთან პარნტიორობით გაცილებით ნაკლებს მიიღებს, ვიდრე ჰგონია. მოცემული სინასტრიული ასპექტი მე უფრო მეტს მპირდება, (ისევე როგორც ჩემთვის უფრო საშიშია), ფინანსურ და ეთიკური თვალსაზრისით, ვიდრე მას, თუ რა თქმა უნდა მისი ნათალური მარსი ასევე მისი ჰოროსკოპის II სახლში არ არის განთავსებული.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top